არჩევნები თურქეთში, რუსული პროპაგანდა და მთავარი აქცენტები – ინტერვიუ თურქოლოგთან

დღეს, 13 მაისს თურქეთის პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წინასაარჩევნო კამპანია აია სოფიაში შეაჯამა, მისი მთავარი მეტოქე, ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუ კი ათათურქის მავზოლეუმში გამოჩნდა. ხვალ, 14 მაისს, თურქეთში არჩევნებია. „ერდოღანმა, როცა აია სოფია მეჩეთად გადააქცია, ბევრი მორწმუნის და ისლამისტური განწყობის მქონე ადამიანის გული მოიგო. ერდოღანმა აია სოფიაში გამოჩენით სცადა შეეხსენებინა თავისი ამომრჩევლისთვის – …

ხაჭაპური გაიაფდა, მაგრამ ბათუმში გაძვირდა – რას აჩვენებს ახალი ინდექსი?

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მონაცემებით, ხაჭაპური საქართველოში გაიაფდა, თუმცა ბათუმში გაძვირდა. 2023 წლის აპრილში ერთი სტანდარტული ზომის იმერული ხაჭაპურის მომზადება 5 ლარად და 99 თეთრად იყო შესაძლებელი. ეს მაჩვენებელი 1.4%-ით მეტია 2022 წლის აპრილის მონაცემზე, თუმცა თვიურ ჭრილში – 2023 წლის მარტთან შედარებით – ერთი ხაჭაპურის ღირებულება 8.0%-ით შემცირდა. ISET-ის „ხაჭაპურის ინდექსი“ იმ კალათას იყენებს ინფლაციის …

„ვფიქრობ, ეს უკრაინელების შეტევის პრელუდიაა“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„მაინც მგონია, რომ ეს უფრო შეტევის პრელუდიაა – უკრაინელები ცდილობენ კონკრეტულ მიმართულებებზე მოწინააღმდეგის ე.წ. სუსტი წერტილები გამოავლინონ, შემდეგ დაიწყება ძირითადი დარტყმები,“ – ამბობს გადამდგარი გენერალი, ვახტანგ კაპანაძე. გადამდგარი გენერალი ვარაუდობს, რომ უკრაინელები რუსების ყურადღების გადატანას ეფექტურად შეძლებენ. ვახტანგ კაპანაძე ყურადღებას ამახვილებს კატერებზეც, დნეპრის დელტაში რომ გამოჩნდნენ უკვე: „არაა გამორიცხული, უკრაინელები შეეცადონ მცირე ჯგუფებით კუნძულებზე კონტროლი …

„ყალბი რეკლამით ამერიკელებს 1,8 მილიონი დოლარი ჩაარიცხვინეს“ – პროკურატურა

„…დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტსივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხა საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხვინეს. აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ,“ – აღნიშნულია საქართველოს …

„ზონდერი მერის“ ნაცვლად გამოკრულ განცხადებას მერია არ იმჩნევს

„გამოვაკარი განცხადება – „ვაკანსია მეშაურმის პოზიციაზე“ იგივე ფორმით და თეთრი წითელ ფონზე, როგორც მეწერა – „ზონდერი მერი ხალხის მტერი“… არავინ არ მოსულა,“ – ამბობს ვაჟა თავართქილაძე. ეს ის მოქალაქეა, რომელიც საკუთარ საშაურმეზე გამოკრული განცხადებისთვის „ბათუმის ზონდერი მერი – ხალხის მტერი“ 1000 ლარით დააჯარიმეს. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია სასამართლოში ირწმუნებოდა, რომ ბიზნესმენი დააჯარიმეს არა განცხადების შინაარსის გამო, …

„ოცნების კოორდინატორი ვარ“ – 30 000 სოცდაუცველის დასაქმების სქემა წინასაარჩევნოდ

„მათი ამომრჩეველი დაასაქმეს, ოთხ სოფელში მარტო 150 კაცი დამლაგებელი გახადეს. რომ დეინახავ ერთად, გეგონება მიტინგიაო,“ – ირონია ეტყობა შალვა ქობულაძეს, რომელსაც ქედის ერთ პატარა სოფელში – ზვარეში შევხვდით. მან გვიამბო, რა ხდება სოფელში, სადაც სხვა სოფლების მსგავსად სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს. შალვა ქობულაძე ეჭვობს, რომ „ოცნებამ“ სოციალურად დაუცველები პოლიტიკური, უფრო ზუსტად კი, საარჩევნო მიზნით დაასაქმა …

ეს არის სიგნალი, რომ რუსეთმა „დააფასა“, რაც ხდება საქართველოში – ცუცქირიძე ფრენების აღდგენაზე

„ეს არის მათი საპასუხო, შემხვედრი ნაბიჯი, სიგნალი, რომ ისინი ხედავენ, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა და აფასებენ ამას,“ – ამბობს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 10 მაისს, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დღეს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, ასევე, საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა. …

როგორ მოვიქცეთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის – იურისტის რჩევები

იურისტ პაატა დიასამიძეს იშვიათად ახსენდება თავის პრაქტიკაში შემთხვევა, როცა ბინაში მეზობელმა წყალი ჩამოუშვა და მოლაპარაკების გზით პრობლემა მოგვარდა. სასამართლოში წასული დაზარალებულები კი ხშირად ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე დგებიან – აღარ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რამ დააზიანა ბინა. იურისტი განმარტავს, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მეზობლის ბინიდან წყალი ჩამოდის, ან სხვა სარემონტო სამუშაოები გვაზიანებს და რა …

ავარია გვირაბში – ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 9 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

ძალადობის მსხვერპლისთვის თავშესაფრის ვადა 4 თვემდე იზრდება – კიდევ რა იცვლება?

„მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირების თავშესაფარში მოთავსება ხდება 4 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით [შინაგანაწესით] დადგენილი წესით,“ -ეს ახალი ჩანაწერია კანონში „ქალთა მიმართ ძალადობის, ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, რომელიც ძალაში შედის 2023 წლის პირველი ივლისიდან. ამ დრომდე თავშესაფარში მოთავსების მაქსიმალური ვადა 3 თვე იყო. კანონში …

პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 2023 წლის პირველ 3 თვეში 46 არასრულწლოვანი გახდა. შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, პირველ კვარტალში გაუპატიურების 6 შემთხვევაზე ცნეს 6 არასრულწლოვანი დაზარალებულად, დანარჩენი 40 მოზარდი კი, სხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 2023 წლის პირველ კვარტალში სულ 366 არასრულწლოვანს მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეში. ყველაზე ხშირად – 168 შემთხვევა – მოზარდი …

„სასამართლოს უპატივცემულობის“ მუხლით დანაშაულის ჩადენის სტატისტიკა გაიზარდა

2023 წლის პირველ კვარტალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის საერთო მაჩვენებელი 234 შემთხვევით შემცირდა. სტატისტიკურ მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვეყნებს. თუკი 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით 13 385 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13 151-მდე შემცირდა. რამდენიმე მიმართულებით დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი კი, გაუარესდა, მაგალითად, „სასამართლოს უპატივცემულობა“. ამ მუხლით …

„არასრულწლოვნები გამოიკითხნენ“ – შსს ვანში სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევაზე

„წარმომადგენლის – მშობლის თანდასწრებით გამოიკითხნენ არასრულწლოვნები,“ – აღნიშნულა შსს-ს პრესცენტრის მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში ვანის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე. საუბარია რამდენიმე მოზარდის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე, რაზეც შსს-ს გამოძიება პირველ მაისს დაუწყია. დაკავებული ამ დრომდე არავინ არ არის. მოზარდების მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ, 6 მაისს გავრცელდა. გამოძიება დაწყებულია სისხლის …

შესაძლოა უკრაინელებმა ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ – ინტერვიუ

„შესაძლებელია, ყურადღების გადატანითი მოქმედებები განახორციელონ უკრაინელებმა – ბახმუტს დაარტყან და ამ დროს მარიუპოლს შეუტიონ, ძირითადი დარტყმა განახორციელონ,“ – უკრაინელებისგან კონტრშეტევის დაწყებას დღე-დღეზე ელის გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, უკრაინას შესაბამისი საჰაერო მხარდაჭერის და აღჭურვილობის გარეშე „შეზღუდული სახის წარმატება შეიძლება ჰქონდეს“. „თუკი უკრაინელები აზოვის ზღვამდე მიაღწევენ და იქ გამაგრდებიან, გაჭრიან სახმელეთო დერეფანს შუაში, ეს ძალიან …

ვერც კი ჩამოვთვლი, USAID-ი იმდენ პროგრამას ვუჭერთ მხარს აჭარაში – ინტერვიუ კლერ მესონთან

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო,“ – მოქალაქეების დაკვეთაზე გაამახვილა ყურადღება კლერ მესონმა, USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ: რამდენად შეიძლება ჰქონდეს შედეგი USAID-ის მიერ ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას, როცა ხელისუფლების მართვის სტილი მკვეთრად ვერტიკალურია? კლერ მესონი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გააქტიურების შემთხვევაში, დეცენტრალიზაცია გამოვა. „მაგალითად, ბათუმში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა, იყოს მეტი ეკონომიკური ზრდა“, …

ოჯახი 3 ბავშვით დაბზარულ და საშიშ ნაქირავებში: „მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა“

„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა …

მომწონს ქართველების სიამაყე, როცა ანბანზე საუბრობენ – კლერ მესონი

„ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური. ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა… მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები,“ – გვითხრა კლერ მესონმა, USAID-ის პროგრამების ოფისის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როცა ის ბათუმზე საუბრობდა და ხაზი გაუსვა, ბათუმში გამორჩეულად ანბანის კოშკი მომწონსო. -რა მოგეწონათ ქართულ …

86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ლადო მჟავანაძის სარჩელი. ლადო მჟავანაძე 86 წლისაა და გონიოში ცხოვრობს. ის უკვე 10 წელზე მეტია მიწის რეგისტრაციას ითხოვს. მას ამისთვის ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა. იმავე მოსამართლემ ლადო მჟავანაძის სარჩელი 2020 წელს არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა – 86 წლის კაცი სასამართლოში …

სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

„ეს შადრევანი არასდროს ჩართულა,“ – გადმოგვძახეს თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა, როცა ვიკითხეთ: ბოლოს როდის ჩართეს ახალი შადრევანი? ბათუმში, თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე სკვერისა და შადრევნის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაიბარა მერიამ, თუმცა შადრევანი არ მუშაობს – აქ შადრევნის აუზში გამდინარე წყალში ჩაყრილი და ერთმანეთში ახლართული ელექტროსადენები დაგხვდებათ. შადრევანშია ქალის …

„რუსულად ვსაუბრობდით და ტაქსის მძღოლი დაიძაბა“ – არტთერაპიის უკრაინელი მასწავლებელი ბათუმში

„მუდმივად ახლდება ტრავმები, როცა ვიგებთ ამბებს ომიდან… ჩვენ ძალების აღდგენა გვჭირდება,“ – ამბობს ნატალია კოსსე. ის უკრაინიდანაა  და გასული წლის დეკემბრიდან დღემდე ბათუმში სხვა უკრაინელ ქალებს არტთერაპიას უტარებს. „…ზოგის ქმარი ახლაც ომშია, ან ძალიან ახლობელი ადამიანი, ზოგს ისეთი ტრავმა აქვს, რთულია რამეზე ალაპარაკო,“ – გვიყვება არტთერაპიის მასწავლებელი, ნატალია კოსსე, სამუშაო ოთახი კი, ჩვენი საუბრის პარალელურად, …

უსინათლო კაცი: მერიამ სიმინდის სახარში წამართვა, მათხოვრობას ვერც თავს ვაკადრებ, ვერც ბათუმს

„დამიბრუნონ სიმინდის სახარში“, – რამდენჯერმე იმეორებს ზურა მსახურაძე და მოუსვენრად აკაკუნებს ტროტუარზე ჯოხს – შეხებით რომ იგრძნოს, ზუსტად რა ადგილას დგას და სად ხარშვამდე სიმინდს, ვიდრე მას ღამით მოჰპარავდნენ. ზურაბ მსახურაძე 62 წლის უსინათლოა. იგი ამბობს, რომ 40 წელია ვერ ხედავს, ხელისუფლებამ კი, ხელშეწყობის ნაცვლად, საარსებო წყაროს გარეშე დატოვა – მოქალაქის თქმით, გუშინ წინ, ღამით, …

ბელარუსი პოლიტდევნილი თურქეთში გადავიდა და საქართველოში აღარ შემოუშვეს – აქტივისტი

„ბელარუს პოლიტიკურ აქტივისტეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს,“ – აცხადებს ალექსეი პალაშოვი, იგი აჭარის რეგიონში ბელორუსი დიასპორის ხელმძღვანელია და დღეს, 28 აპრილს ბრიფინგი მოაწყო. ალექსეი პალაშოვის თქმით, ბელარუსი პოლიტიკური აქტივისტი – ევგენი გაცაკი უკვე ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ კი, თურქეთში გადავიდა – სარფის საბაჟოზე მას საქართველოში დაბრუნებაზე უარი უთხრეს. „…საერთოდ არაფერი განუმარტეს, უკან …

1000 ლარით დააჯარიმეს კაცი ამ წარწერისთვის – „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა ბათუმში მცხოვრები ვაჟა თავართქილაძე მხოლოდ იმიტომ, რომ მან საკუთარი შენობის ფანჯარაზე გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“. მანამდე 1000 ლარით დაჯარიმების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი ვაჟა თავართქილაძის წინააღმდეგ ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეადგინა. მერიის გადაწყვეტილება მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია. განცხადების ვიტრინაში გამოკვრამდე კი, ვაჟა თავართქილაძეს ტროტუარიდან თავისი ნარგავები უნდა აეღო, …

სასამართლოს თქმით, აჭარა TV-მ უკანონოდ დაითხოვა ჟურნალისტი, თუმცა ის სამსახურში არ აღადგინეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო სასამართლო დავა – მალხაზ რეხვიაშვილის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 27 აპრილს, უკანონო გათავისუფლება დაადგინა. აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტებს შორის შორენა ღლონტის საქმეზეც სასამართლომ უკანონო გათავისუფლება დაადგინა. რამდენიმე ჟურნალისტის სარჩელი კი, სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზიიდან 2020 წელს გაუშვეს  ფეისბუქში გამოქვეყნებული …

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – ამ წარწერისთვის კაცი 1000 ლარით დააჯარიმეს

„ბათუმის ზონდერი მერი, ხალხის მტერი“ – თაბახის ფურცელზე დაწერილი და საშაურმეზე გამოკრული ამ განცხადებისთვის მესაკუთრე ვაჟა თავართქილაძე ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 1000 ლარით დააჯარიმა. საშაურმე გორგილაძის ქუჩის 5 ნომერში მდებარეობს. ამ საქმეს დღეს, 27 აპრილს, განიხილავს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე. ვაჟა თავართქილაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ბათუმის მერი – არჩილ ჩიქოვანი პირადად სჯის კონსტიტუციით დაცული უფლების – …

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

ნახევარ მილიონზე მეტი, კონკრეტულად კი, 524 257 ლარი დახარჯა ბათუმის მერიამ ქალაქში ორი სკვერის კეთილმოსაწყობად, თუმცა ორივე სკვერი არათუ კეთილმოეწყო, არამედ აქ გავლაც პრობლემაა. მაგალითად, თამარ მეფის 20-ში, „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან, სკვერში გადაადგილება რთულია, არათუ სეირნობა – სამუშაოები  დაუწყიათ, თუმცა არ დაუსრულებიათ: ფილები შადრევანთან დაუყრიათ, სასეირნო ბილიკების მოწყობაც შუა გზაში მიუტოვებიათ, დაჭაობებულია ადგილები, სადაც ახლა მწვანე …

რა გადაწყვიტა სასამართლომ „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია თამაზ ბაკურიძე. მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. „დაუმორჩილებლობის ნიშნები იყო, თქვენ ორგანიზატორი იყავით…,“ – უთხრა მოსამართლემ თამაზ ბაკურიძეს, ვიდრე ის სხდომათა დარბაზს დატოვებდა. თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა …

მხოლოდ ჰონორარებზე 209 392 ლარი დაიხარჯება – ბათუმობა 2023

„ბათუმობის“ ჰონორარებში წელს 209 392 ლარი დაიხარჯება. „ბათუმობა“ 29 აპრილს გაიმართება. ღონისძიებები ძირითადად ბულვარის ტერიტორიაზე, საზაფხულო თეატრისა და კოლონადების მიმდებარედ არის დაგეგმილი. ბათუმის კულტურის ცენტრმა გამარტივებული შესყიდვით მომსახურება „ბათუმობის“ კონცერტის 32 სოლომონაწილესთან გააფორმა. მაგალითად, წამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის ჰონორარი 18 500 ლარია, თიკა ფაცაცია 6 377 ლარს მიიღებს; ედუარდ გორგილაძე – 5 102 ლარს, სოფო გელოვანი, …

რა უთხრა მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულმა მოსამართლეს

„რა მოხდა იმ საღამოს?“ – ჰკითხა მოსამართლე კოტე ჭილაიმ მკვლელობაში ბრალდებულ სერგეი ს.-ს, ვიდრე მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებდა. ხელვაჩაურში, სოფელ განთიადში, 37 წლის კაცი მისმა მეგობარმა 23 აპრილის ღამით მოკლა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 25 აპრილს, გაიმართა. ბრალდებული და ის კაცი, რომელიც მოკლეს, მეგობრობდნენ. ისინი მშენებლობაზე სამუშაოდ მოლდოვიდან ჩამოვიდნენ. …

თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტოვებს

„თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას,“ – მოგვწერეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან. დღეს, 25 აპრილს, „ბათუმელები“ წერდა კონკურსის შესახებ, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის შესარჩევად. სააგენტოს განცხადებით, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის …

დირექტორის ვაკანსია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში – უწყებაში კონკურსის შესახებ არ იციან

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე კონკურსია გამოცხადებული, თუმცა ამის შესახებ სააგენტოში არ იციან. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ სააგენტოს დირექტორი ისევ თამარ იოსელიანია, ხოლო კონკურსის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. კონკურსი სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აქვს გამოცხადებული – სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. კონკურსის პირობების მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 680 ლარია. …

„დაკავებამდე წამაქციეს და ფეხები მირტყეს“ – რეპორტაჟი თამაზ ბაკურიძის სასამართლოდან

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საქმის განხილვა დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადება 26 აპრილამდე გადადო „თამაზ ბაკურიძის საქმეზე“. თამაზ ბაკურიძე 6 აპრილს დააკავა აღსრულების პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს. ის პოლიციელებს მოუწოდებდა, შეეჩერებინათ კაცი, ვინც გამოსახლების გამო სახლის სახურავზე აძვრა და თავის დაწვას აპირებდა. თამაზ ბაკურიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, …

ხელვაჩაურში კაცმა მეგობარი მოკლა – ბრალდებული დააკავეს

ხელვაჩაურში კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ბრალდებული და გარდაცვლილიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს – 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა,“ – …

ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში. საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, …

„არაკომფორტული უნდა იყოს ზახაროვას ნათქვამის თბილისში გამეორება“ – ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

„ძალიან არაკომფორტული უნდა იყოს ქართველებისთვის ზახაროვას, რუსეთის საგარეო უწყების ან დუმის სპიკერის  მოსკოვში ნათქვამის თბილისში გამეორება… მე ამით გაკვირვებული ვარ. ვიცით, რომ ასეთი პროპაგანდის მიზანი ქართველების გაყოფაა, ერთმანეთში ბრძოლა, საზოგადოების დაბნევა, რადგან ხალხი არ იყოს დარწმუნებული – რა ხდება,“ – გვითხრა კელი დეგნანმა ინტერვიუს დროს, როცა მას ვკითხეთ: რამდენად იზრდება საფრთხე, როცა კრემლის რუპორი საქართველოში …

რა თქვა დეგნანმა აშშ-ში უვიზო მიმოსვლაზე: „ვისაც ვხვდები, საქართველოს დატოვება არავის სურს“

„არ სცადოთ აშშ-ში არალეგალურად შემოსვლა. ეს ძალიან სახიფათოა,“ – ამბობს კელი დეგნანი, აშშ-ს ელჩი საქართველოში. მას ვკითხეთ, გადახედავს თუ არა აშშ საქართველოსთან სავიზო პოლიტიკას და ხომ არ ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, თუ ევროკავშირი შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს? „ეს  განსხვავებული საკითხებია, ძალიან განსხვავებული გადაწყვეტილებები და პროცესები, თუმცა ვიცი, რომ არის სხვადასხვა გზა, რომლითაც ქართველებს აშშ-ს შეუძლიათ ეწვიონ. …

Exit mobile version