როგორ აღნიშნავენ ქედაში 26 მაისს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში დილით 10 საათიდან დაიწყო. გაიმართა მარათონი სირბილში, ახლა ახალგაზრდები ბირთვის კვრაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, რის შემდეგაც შეჯიბრი ჩატარდება კალათბურთში. დღეს ქედაში ასევე დაგეგმილია ხატვა თემაზე – „დამოუკიდებელი საქართველო“ და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ”. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქედაში გამარჯვების პარკში კონცერტით დასრულდება. 26 მაისის აღსანიშნავად ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 100 ლარია …

რა მოსთხოვეს ნინო ჩხეტიას შეხვედრაზე შუახევში

არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის „ქალთა ოთახში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია მოსახლეობას შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. შეხვედრას ძირითადად შუახევის თვითმმართველობაში დასაქმებული თანამშრომლები ესწრებოდნენ. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის შემდეგ საჯარო მოხელეებმა ნინო ჩხეტიას კითხვები თვითმმართველობასთან დაკავშირებით დაუსვეს და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოსთვის უფლებამოსილების …

მერისელი ლოტბარი ფონდმა „ქართულმა გალობამ“ დააჯილდოვა

ფონდმა „ქართული გალობა“ მერისის ფოლკლორული ანსამბლ „მოყვარეს“ ლოტბარი ამირან თურმანიძე, ადგილობრივი ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის „ქართული ფოლკლორის მოამაგის“ ნომინაციაში, „ქართული გალობის“ რიგით მეხუთე, საიუბილეო კონცერტზე, 2 000 ლარით დააჯილდოვა. „ქართული გალობის“ საიუბილეო კონცერტზე – „მოყვარემ“ მერისული ფოლკლორული სიმღერა „თირინი“ და ცეკვა „ფათიკო“ შეასრულა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა მერისის კულტურის სახლთან არსებულ ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ …

კურორტ გოდერძიზე ბათუმიდან ვერტმფრენი იფრენს

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი სეზონიდან ტურისტებს ვერტმფრენი მოემსახურება. ვერტმფრენის რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამაზე მუშაობს, რომლის განხორციელებაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირების სახით მოხდება. „გოდერძი რიზორტის” ხელმძღვანელის, ზურა ჭურკვეიძის ინფორმაციით, ვერტმფრენი რეისებს კურორტის მიმართულებით ბათუმიდან განახორციელებს.  პერიოდულობა და ბილეთის ფასი,  მისი თქმით, ჯერ დადგენილი არ არის. „ვერტმფრენი ბათუმიდან  გოდერძის მიმართულებით ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში დაინიშნება და ექვს ადამიანზე იქნება …

საატესტატო გამოცდები აჭარის მაღალმთიანეთში

აჭარის მაღალმთიანეთში საატესტატო გამოცდებზე წელს 1056 მე-12 კლასელი დარეგისტრირდა, აქედან 187 მოსწავლე გამოცდებს ხელმეორედ აბარებს.  საატესტატო გამოცდებზე ქედაში 261, შუახევში – 346, ხულოში კი  449 მეთორმეტეკლასელია დარეგისტრირებული. ოთხ საგანში – ქართულ ენაში, გეოგრაფიაში, ინგლისურსა და ისტორიაში საატესტატო გამოცდა  ჩატარდა, მათემატიკაში კი დღეს, 24 მაისს, ტარდება. ოთხი გამოცდის მონაცემებით, შუახევის მუნიციპალიტეტის ნიგაზეულის საჯარო სკოლაში 16 მოსწავლიდან …

ფერმა ოჯახში – სამნიძეების მცირე ბიზნესი პირველ მაისში [ვიდეო]

ქედაში, სოფელ პირველ მაისში, სამნიძეების ოჯახს მინიფერმა აქვს. ოჯახის დიასახლისი, დოდო სამნიძე წლებია წიწილების ბიზნესითაა დაკავებული. ყიდის კვერცს, წიწილებსა და ქათამს. ამბობს, რომ მისი ფრინველები ადგილზე მოყვანილი სიმინდით იკვებებიან და პროდუქტი, რასაც ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. „30 დედალი მყავს , რომლისგანაც წიწილებს ვამრავლებ. მყავს ქათმებიც, რომლებსაც ვყიდი. ქათმებსა და წიწილებს ხშირად ტურისტები ყიდულობენ, ერთ დედალში 30 …

ტექნიკური შემოქმედება – ახალგაზრდა გამომგონებლების პრაქტიკული ჩვენება მერისში

დღეს, 22 მაისს, ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, სპორტულ მოედანზე, თანამედროვე გამოგონებებსა და ტექნიკურ შემოქმედებაზე ლექცია-სემინარი და პრაქტიკული ჩვენება მოაწყვეს. ახალგაზრდა გამომგონებლებმა მერისის სკოლის მოსწავლეებს მათ მიერ შექმნილი ტექნიკური მოწყობილობები აჩვენეს. „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან არის შემოთავაზება, რომ ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს გადაამზადებენ, რომელიც შემდეგ ჩვენს …

აგროღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ფერმერები SMS-ით მიიღებენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობას გეგმავს. სადგურებმა მზის რადიაცია, ნალექის რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა, ნიადაგის ტემპერატურა, სინოტივე და ა.შ. უნდა განსაზღვროს, დამუშავებული ინფორმაცია კი, მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უნდა მიეწოდოს.  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადების გავრცელების ალბათობა არსებობს და რა წამლობითი ღონისძიებების გატარება არის რეკომენდებული. სამინისტრო მეტეოსადგურის მოწყობას პირველ …

თხევადი აირი ვეტერანებისთვის ხულოში

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა, წელს პირველად, ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, 10 კილოგრამ თხევად აირს ერთჯერადად უფასოდ მიაწვდის. ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, რამაზ შავაძის ინფორმაციით, ბენეფიციარებს თხევადი აირის ტალონი გადაეცემა, რომლის გამოყენება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ხულოში სულ 250 ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. „გამომდინარე იქედან რომ ამ ოჯახებს უჭირს, გადავწყვიტეთ პროგრამა შეგვემუშავებინა და მცირედით …

700 აბონენტს ქედაში ელექტროენერგია არ მიეწოდება

ამ დროისთვის [ 16 მაისის 18 საათისთვის], ქედის მუნიციპალიტეტში შუქი 700 აბონენტს არ მიეწოდება. შუქი ქედის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად ითიშება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი თეიმურაზ ბოლქვაძე განმარტავს, რომ შუქის მიწოდებაში შეზღუდვები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას უკავშირდება. შუქი არც წინასწარ დაანონსებულ დროს ირთვება. ხშირ შემთხვევაში შუქი სოფლებში დილის 8 საათზე ითიშება და საღამოს 6 საათის ნაცვლად, …

აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ. „რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა …

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და  მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ …

ხანძარი სახლში, სადაც სამი ბავშვი იმყოფებოდა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ხანძრის შედეგად მელაძეების ხუთსულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძარი ხის ერთსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, სადაც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდებოდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხანძარი დღეს, 13 მაისს, დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევის დროს სახლში მცირეწლოვანი ბავშვები იმყოფებოდნენ, თუმცა მათი სახლიდან დროულად გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს. ოჯახმა საყოფაცხოვრებო …

სოფელ ვაიოში მცხოვრები: ელექტროსისტემა ჩემი საკუთრების უკანონოდ გამოყენებას ცდილობს

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოში მცხოვრები ჯამბულ მახაჭაძე ამბობს, რომ კომპანია ელექტროსისტემა მის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის გამოყენებას უკანონოდ ცდილობს. „როცა სოფელში ელექტროგადამცემი ხაზის დამპროექტებელი ჩამოვიდა, ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი ანძა ჩემს ნაკვეთში განთავსებულიყო.  მითხრეს, აგაცილეთ და თქვენთან შეხება არ გვექნებაო. ანძა მეზობლის ნაკვეთში ჩასვეს, აღმოჩნდა, რომ ჩემს ნაკვეთში უნდა გავიდეს ელექტროგადამცემი ხაზი, რეალურად დაფარვის ზონაში აღმოვჩნდი …

76 წელი ქორწინებაში – ქედელი ცოლ-ქმრის რეკორდი

მერისის ხეობაში მდებარე სოფელ გარეტყეში ცოლ-ქმარი – ზექიე და ხუსეინ თურმანიძეები შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ამ ცოლ-ქმრის თანაცხოვრების ისტორია იმით არის გამორჩეული, რომ ისინი ერთად 76 წელია ცხოვრობენ.  მათ 162 შთამომავალი ჰყავთ – 8 შვილი, 37 შვილიშვილი, 86 შვილთაშვილი და 31 შვილთაშვილის შვილი. უხუცესი აჭარელი წყვილის თანაცხოვრების ისტორიით საქართველოს რეკორდების ფედერაციაც დაინტერესდა. როგორც ზექიეს და …

სოფელი, რომელიც მეწყერს მიაქვს

გზაზე ოთხი კაცი მოდის დაღლილი ნაბიჯებით, მხარზე თხილამურები აქვთ გადებული. ისინი ქვედა თხილვანას გუშაგები არიან. დილიდან გადიან სოფლიდან ორ კილომეტრს და კიდევ უფრო მოშორებით  არსებულ მთას უცქერიან. მთას ნაპრალები ემჩნევა და ალაგ-ალაგ ჩამოშლილია. თუ მთის ფერდობი, ნახევარ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი მიწის მასა, დაიძვრება, გუშაგებმა სოფელს უნდა შეატყობინონ, რომ მეწყერი მოდის და თავს უშველონ. უკვე …

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს – ყოფილი კი სასამართლოში აპირებს ჩივილს

შუახევის კულტურის ცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. ამ პოზიციაზე შუახევის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ,  დაბის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაკა მაკარაძე დღეს დანიშნა. კულტურის ცენტრის ყოფილი დირექტორი ვახტანგ ბერიძე მის გათავისუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და აპირებს სასამართლოს მიმართოს. „უსამართლოდ გამათავისუფლეს, ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმენტების გარეშე, ძალიან აბსურდული და ჭორების დონეზე მიღებული ინფორმაცია ჩამიწერეს ბრძანებაში. ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ …

ალექსანდრე ჯეჯელავა დისტანციურ სწავლებაზე

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 500-მდე ქართველ ბავშვს ქართულ ენას წელს, დისტანციური მეთოდით, ოცი ქართველი პედაგოგი შეასწავლის. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევში პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესასწავლად დისტანციური სწავლება გასულ წელს დავიწყეთ. ლონდონში მცხოვრებ 20 ბავშვს ქართულ ენას ორი ქართველი პედაგოგი ასწავლიდა, დისტანციური სწავლების პროექტი საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული …

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა“

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად მეშვიდე-მეცხრე კლასის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შევა. „მეხუთე-მეექვსე კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა. დიდია დატვირთვა ამ კლასებში და უნდა მოხერხდეს ეროვნული სასწავლო პროგრამის განტვირთვა. საათობრივი ბადე უცვლელი დარჩება, მხოლოდ ორჯერ …

მოიალაღეები სახლებს ტოვებენ და მთაში მიდიან

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მოიალაღეები ძირითადად ოჯახის უხუცესი წევრები არიან. ისინი ყოველი წლის მაისში საცხოვრებელ სახლებს ტოვებენ, და მთაში მიდიან, სადაც რამდენიმე თვით პირუტყვი მიჰყავთ გამოსაკვებად. მთელ ზაფხულს ისინი იალაღებზე, ფიცრულ სახლებში ცხოვრობენ. მთაში ყოფნისას მოიალაღეები ყველს, კარაქს, ნადუღს აგროვებენ და შემოდგომაზე ქალაქში ჩააქვთ გასაყიდად. მესაქონლეობა აჭარის მთაში ოჯახების ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. მემთეურები …

ჯეჯელავა: ხანდაზმული პედაგოგების სკოლიდან წასვლის საკითხი არ განიხილება

შუახევში, პედაგოგებთან შეხვედრაზე, საქართველოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საპენსიო ასაკის პედაგოგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლიდან პედაგოგის წასვლის საკითხი მხოლოდ მაშინ დადგება, თუ პედაგოგს გაკვეთილის ჩატარება და მოსწავლეებთან ურთიერთობა არ შეეძლება. „როცა შეფასების სქემიდან ამოვიღეთ  – „თუ არა და სახლში წადი“,  წამოვიდა კრიტიკა, რომ არასდროს არავინ წავა სახლში და იყო კითხვები, თუ არ დაიხოცებიან დაფებთან, მანამდე …

განათლების მინისტრი: სკოლებში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დღეს, 8 მაისს, აჭარის მაღალმთიანეთის სკოლის პედაგოგებს შუახევის კულტურის ცენტრში შეხვდა. მინისტრმა პედაგოგებთან შეხვედრაზე სამინისტროს მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ სკოლების საათობრივ ბადეში მალე არჩევითი გაკვეთილები გაჩნდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს მათთვის სასურველი საგანი აირჩიონ. არჩევითი საგნები, მინისტრის თქმით, სპორტისა და ხელოვნების სფეროებს მოიცავს. მინისტრმა მცირეკონტიგენტიანი …

აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი: თხილვანაში მაღალი რისკის შემცველი პროცესები მიმდინარეობს

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო.  აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსის, მამუკა ფუტკარაძის თქმით, მეწყრის გააქტიურება თხილვანაში მოსალოდნელი იყო:„დასკვნაში, რომელიც სოფელ ქვედა თხილვანაზე იანვრის თვეში დავწერეთ, მითითებულია, რომ პროცესები გააქტიურდება …

ქვედა თხილვანაში მეწყერი აქტიურდება [ფოტოამბავი]

სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც მეწყრული კერაა და სოფელს ემუქრება, თოვლმა  დნობა დაიწყო. ფოტოები ადგილობრივმა თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა.  

უფასო ტრანსპორტი ხულოდან იალაღებისკენ

ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა საზაფხულო იალაღებზე – ბეშუმში, ზორტიყელში, ლეკნარში, სარიჩარიზე, მაჭარელაზე, ვაშლოვანისა და დიდაჭარის მთებზე გადაადგილებას პირველი ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით უფასოდ შეძლებს. ხულოს გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა 21 186 ლარზე. შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია, რომელსაც ხულოს გამგეობა ხელშეკრულებას გაუფორმებს, ბეშუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ხულოს ცენტრიდან უნდა მოემსახუროს. რაც …

შუახევის გამგეობის ეზოში ეკლესიას აშენებენ

დაბა შუახევში, თვითმმართველი ორგანოს შენობის გვერდით, სადაც შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულოა განთავსებული, ეკლესია შენდება, რომელსაც სხალთის ეპარქიის მეუფე სპირიდონი აშენებს. თამარ მეფის ქუჩის #30-ში, 646 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წელს, 99 წლით სარგებლობის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა. მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში მიწის ნაკვეთი  დროებით სარგებლობაში მიიღო, 22 …

ზემო აჭარაში 50 ათასამდე მოქალაქე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს

აჭარაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსი ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში, 48 262 მოქალაქეს აქვს. „მთის კანონს“ აჭარის მთაში ყველაზე მეტი ბენეფიციარი ხულოს მუნიციპალიტეტში ჰყავს, ამ დროისთვის აქ აღნიშნული სტატუსით 21 257 მოქალაქე  სარგებლობს. პირველადი რეგისტრაციის საფუძველზე, მთაში მცხოვრებთა სტატუსი ავტომატურად  ხულოს მუნიციპალიტეტში 20 444 მოქალაქეს მიანიჭეს, ხოლო სტატუსის მისაღებად პირადი განცხადებით მუნიციპალიტეტს 1 976-მა მოქალაქემ მიმართა განცხადებით. აქედან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით …

ქედაში 1 ლარად გადაცემულ მიწაზე საპატრიარქო ტაძრის მშენებლობას იწყებს

დაბა ქედაში, შერვაშიძის ქუჩაზე, სადაც საბჭოთა კავშირის დროს სამხედრო ბაზა იყო განთავსებული, სანგრების გასაწმენდად რამდენიმე ადამიანი მუშაობს. მათი თქმით, ტერიტორიას ეკლესიის ასაშენებლად ასუფთავებენ. აქ მცხოვრებთა ინფორმაციით კი, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ ტერიტორიაზე სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი სპირიდონი რეზიდენციის მოწყობას გეგმავს. მეორე ვერსიით, აქ საპატრიარქო საკათედრო ტაძრის მშენებლობას აპირებს. ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია 5206 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების …

13 ველოსიპედი, 20 მოზარდი და პირველი ველოკლუბი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში ველოკლუბი ჩამოყალიბდა. კლუბის ჩამოყალიბების იდეა არასამთავრობო ორგანზაცია  „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრსა“ და ამ ორგანიზაციაში „მშვიდობის კორპუსის“ ეგიდით მომუშავე მოხალისეს, ამერიკელ  დენიელ სპარკმენს ეკუთვნის. პროექტი, რომელიც  ველოკლუბის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოხალისესთან ერთად მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ კონკურსში – „ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის – შეიტანა და 2 000-დოლარიანი გრანტიც მიიღო. „ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის“ …

ქედის საკრებულომ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ჩამონათვალი შესაძლოა გაზარდოს

ქედის საკრებულო, საჯარო ინფორმაციის ელქტრონული ფორმით გამოთხოვის სტანდარტის შემუშავებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის განსასაზღვრავად, ახალ ინიციატივას განიხილავს. დადგენილების პროექტით, ქედის გამგეობასა და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება და იმ შემთხვევაში, თუ ქედის საკრებულო დადგენილების პროექტს, აღნიშნული ფორმით დაუჭერს მხარს, საჯარო ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება მოქალქემ მუნიციპალიტეტის …

ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად ქედაში სახლი დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად ვასაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ნახევრად კაპიტალურ საცხოვრებელ სახლს, სადაც ოთხი წევრი ცხოვრობდა, ღამით, დაახლოებით ორ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. როგორც ქედის გამგეობაში აღნიშნეს, ოჯახის დახმარების საკითხს სამთავრობო კომისიას გადაუგზავნიან, დაზარალებულ ოჯახს კი ბინის ქირის გადახდას მანამდე შესთავაზებენ, ვიდრე სამთავრობო კომისია ოჯახთან დაკავშირებით დახმარების თაობაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას …

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, ქედაში, ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გუშინ, 24 აპრილს, ავრტოსაგზაო შემთხვევა ქედაში მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებოდა, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ ზვარესთან ამოყირავდა. შემთხვევის ადგილზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი მანქანის ამოყირავებისას გადმოვარდა და გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით. სს კოდექსის …

ჯომარდობა აჭარისწყალზე [ფოტო]

სერგეი საზონოვი ჯომარდობას მახუნცეთში რამდენიმე თვეა ეწევა. იგი ვოლგოგრადიდანაა, რუსეთის მოქალაქეა და პერიოდულად ჩამოდის საქართველოში.  სერგეი საცხოვრებლად ოთახს მდინარე აჭარისწყლის მიმდებარედ, დაბა მახუნცეთში ქირაობს და აქ ცოლთან, ორ მცირეწლოვან შვილთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ მეგობრები – ალექსანდრე, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ანატოლი და იური – პროფესიონალი ინსტრუქტორები არიან. „საქართველოში ერთი წლის წინ ჩამოვედი. როდესაც მახუნცეთი …

როდის დასრულდება ხულოს სოფელ აგარაში სკოლის მშენებლობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში 2014 წელს დაწყებული საჯარო სკოლის მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. მოსწავლეებს სწავლა ისევ, ძველ და ავარიულ შენობაში უწევთ. სკოლაში 92 მოსწავლე ირიცხება და 18 პედაგოგი ასწავლის. სოფელ აგარაში ოთხსართულიანი [12- კლასიანი] საჯარო სკოლის ასაშენებლად ტენდერი, აჭარის განათლების სამინისტრომ, 2014 წლის 24 ივლისს 1 მილიონ 45 ათას 886 ლარზე გამოაცხადა. სკოლისა და სასპორტო …

აუთვისებელი 11 940 ევრო – რატომ ვერ მოეწყო ერთიანი ქსელი ქედის სოფლებში

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტი – „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ქედის მუნიციპალიტეტში“ გასულ წელს დაასრულა, თუმცა სოფლებში მუნიციპალური მომსახურების ხარისხი დღემდე არ გაუმჯობესებულა. თემებში ერთიანი ქსელის მოწყობისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, თვითმმართველი ორგანოებისთვის ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ქედის საკრებულომ ორგანიზაცია „ინტელექტის“ თანაავტორობით დაწერილი პროექტი წარადგინა. …

Exit mobile version