ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ პაქსაძეებში ხანძრის შედეგად პაქსაძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარი ხის საცხოვრებელ სახლს, სადაც 14 წევრი ცხოვრობდა, დღეს, პირველ აგვისტოს, რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა. „როდესაც სახლს ხანძარი გაუჩნდა, სახლში არავინ იმყოფებოდა, ოჯახი იალაღზეა გადასული, არავინ დაშავებულა. ხანძრის სხვა შენობებზე გადასვლის საშიშროება იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილთან …
Author Archives: ეკა ბარამიძე
შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის
შუახევის გამგეობა, უსახლკარო და სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლები სიძველისგან დაზიანებულია, ხის სახლებს შეუსყიდის. 11 სახლის შესაძენად გამგეობამ მიზნობრივი პროგრამა – „უკიდურესად გაჭირვებული, ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე და უსახლკარო ოჯახებზე საცხოვრებელი სახლების შეძენის პროგრამა“ შეიმუშავა და ბიუჯეტიდან 119 900 ლარი გამოყო. შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გამგეობა მხოლოდ ხის სახლებს შეისყიდის, …
Continue reading “შუახევის გამგეობა გარკვეულ ოჯახებს ხის სახლებს შეუსყიდის”
ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს შუახევში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შუახევის სოფლებსა თუ დაბებში მცხოვრები, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებისთვის, ადგილზე სამედიცინო და მედიკამენტოზური მომსახურების განსახორციელებლად მიზნობრივი პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ – დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 800 ლარი გამოიყო. გამგეობის სოციალური პროგრამის ფარგლებში, მომსახურება იმ პაციენტებს გაეწევა, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში …
შუახევში შვიდ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება
შუახევის რესურსცენტრის მონაცემებით, ახალი სასწავლო წლიდან, შუახევის მუნიციპალიტეტში არსებულ შვიდ საჯარო სკოლას პირველკლასელი არ ეყოლება. გოგაძეები, ტბეთი, ცინარეთი, ქიძინიძეები, ოლადაური, ზემო ხევი, ჟანივრი – ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც, 2017-2018 სასწავლო წლისთვის, სკოლებში ზარი პირველკლასელებისთვის არ დაირეკება. შუახევის რესურსცენტრის წარმომადგენლის, მზია დავითაძის ინფორმაციით, სკოლები, რომლებსაც პირველკლასელი არ ეყოლება, გასულ წელთან შედარებით წელს თითქმის გაორმაგებულია. გასულ სასწავლო წელს …
Continue reading “შუახევში შვიდ სკოლას წელს პირველკლასელი არ ეყოლება”
ერთი აბიტურიენტი ფიზიკის გამოცდაზე ხულოში
დღეს, 26 ივლისს, აბიტურიენტები გამოცდას არჩევით საგანში – ფიზიკაში აბარებენ. ხულოს საგამოცდო ცენტრში გამოცდას ფიზიკაში მხოლოდ ერთი აბიტურიენტი აბარებს. ხულოს საგამოცდო ცენტრის დირექტორის, დავით კუპატაძის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე ხულოს საგამოცდო ცენტრში მხოლოდ ერთი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. „შეიძლება ითქვას, ფიზიკის გამოცდაზე 100%-იანი დასწრება გვაქვს. გამოცდა ჩვეულებრივად ცხრა საათზე დავიწყეთ და ერთ აპლიკანტს უტარდება, საგამოცდო პროცესი ფიზიკაში სამ …
Continue reading “ერთი აბიტურიენტი ფიზიკის გამოცდაზე ხულოში”
ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს
„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება. „თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც …
Continue reading “ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს”
ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს
ხულოში, სოფელ ვაშლოვანში არსებულ „სოციალურ სახლში“, გამგეობის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს. საცხოვრებელი სახლის მოთხოვნით ხულოს გამგეობაში სულ 88 განაცხადი იყო შესული. ეკომიგრანტი ოჯახები ხულოს გამგეობაში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე შეარჩია. ვაშლოვანის სოციალურ სახლში ამ დროისთვის თავისუფალი 13 ბინა რჩება. 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტრომ …
Continue reading “ხულოში 59 ეკომიგრანტ ოჯახს ბინები გადასცეს”
ქედაში ყადირ შერვაშიძის ბიუსტს დადგამენ
ყადირ შერვაშიძის ბიუსტი დაბა ქედაში, კოსტავას ქუჩაზე არსებულ პარკში განთავსდება და ის ქედაში პირველი საზოგადო მოღვაწის ბიუსტი იქნება. ბიუსტის დამზადება-განთავსება ქედის გამგეობას გამარტივებული შესყიდვით უნდოდა, თუმცა გამგეობამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა ვერ მიიღო. გამგეობის სურვილი იყო, ბიუსტი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაეხსნათ. წელს ყადირ შერვაშიძის დაბადებიდან 130 წელი სრულდება. ქედის გამგებლის მოადგილის, მამუკა ფარტენაძის ინფორმაციით, ყადირ შერვაშიძის …
„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 835 ლარს, კულტურული ღონისძიების – „პაემანი პოეზიასთან“ ჩასატარებლად დახარჯავს. როგორც ქედის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია-კომახიძე განმარტავს, გამგეობა შემოქმედებით საღამოს ქედის კულტურის ცენტრში, მუნიციპალიტეტში მოღვაწე პოეტებისთვის გამართავს. ღონისძიების ხარჯთაღრიცხვით, მოსაწვევის, წამყვანის ანაზღაურების, ფერადი სანთლების, ატლასის, სასაჩუქრე ჩანთისა თუ ღონისძიების გასამართად საჭირო ინვენტარის ჩამონათვალში 35 კაცის კვებაცაა გაწერილი. სატენდერო პირობებში, …
Continue reading “„პაემანი პოეზიასთან“ და სუფრა პოეტებისთვის ბიუჯეტის ხარჯზე ქედაში”
მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მუნიციპალიტეტის შვიდ თემში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებს გაატარებს. დაბა ქედის, დანდალოს, ზვარის, წონიარისის, პირველი მაისის, ოქტომბრისა და მერისის თემის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 345 652 ლარი გამოიყო. მეწყრული პროცესების შესამცირებლად სოფლებში, ძირითადად, საცხოვრებელი სახლებისა, თუ სასოფლო გზების მიმდებარედ საყრდენი კედლები მოეწყობა. საყრდენ კედლებთან ერთად გზებზე სანიაღვრე არხების გაკეთებაა დაგეგმილი. გამგეობის მიერ დაგეგმილი …
ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, გამგებლობის კანდიდატები დაასახელა. გამგებლის პოზიციის დასაკავებლად ხულოში, ხულოს საკრებულოს მოქმედი წევრი ნუგზარ სოლომინიძე, შუახევში კი, გამგებლის ყოფილი მოადგილე, მირზა თურმანიძე იბრძოლებს. პროფესიით იურისიტი, 41 წლის ნუგზარ სოლომონიძე 2000-2004 წლებში „კურორტ ბეშუმის“ ადმინისტრაციაში იურისტად მუშაობდა. 2010-2013 წლებში კი, დიაკონიძეების თემის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა, 2014 წლიდან დღემდე ხულოს საკრებულოს წევრია. …
Continue reading “ვინ არიან ხულოსა და შუახევში „ევროპული საქართველოს“ გამგებლობის კანდიდატები”
ას წელს გადაცილებული ქალები აჭარიდან
სტატისტიკის თანახმად, ამჟამად აჭარაში ას წელს გადაცილებული 30 ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანი ქალია. გასულ წლებში აჭარაში ას წელს გადაცილებული მამაკაცებიც იყვნენ, თუმცა ას წელს გადაცილებულებს შორის ყოველთვის ქალები სჭარბობდნენ. ამას ქვეყნის მასშტაბით სტატისტიკური ინფორმაციაც მოწმობს: ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ას წელს გადაცილებული 849 ადამიანი ცხოვრობს, 695 – ქალი, 154 – კაცი. 110 წელს გადაცილებული 58 …
სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ
ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოს ოთხი წლის წინანდელი განკარგულების აღსრულებას ახლა იწყებს. ბათუმის მუნიციპალიტეტის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების ინფორმაციით, 2013 წლის 30 აპრილის N68 განკარგულების აღსრულებას ერთ კვირაში დაიწყებენ. აღნიშნული განკარგულებით, მიკროავტობუსებმა, რომლებიც ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტების დაბებსა და სოფლებს შორის მოძრაობენ, ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩებით უნდა იმოძრაონ. ანუ, ჭავჭავაძისა და პუშკინის, ასევე ტბელ აბუსერისძის ქუჩებზე …
Continue reading “სოფლის მიკროავტობუსებს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩით გადაადგილება აეკრძალებათ”
შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს
შუახევის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული რვა საცხოვრებელი სახლისა და ერთი დამხმარე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა – 22 685 ლარი, შუახევის გამგეობამ მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყო. საცხოვრებელი სახლების გასამაგრებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება შუახევის გამგეობაში მოქმედმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელმა კომისიამ დღეს, 19 ივლისს, მიიღო. გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლებზე, რომელთა …
Continue reading “შუახევის გამგეობა სტიქიით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს შეაკეთებს”
უკანონო შენობა ქედაში, რომელიც სუს-ის თანამშრომლის მამას ეკუთვნის
მოქალაქე ზურაბ ცინცაძის კუთვნილი შენობა ქედაში თითქმის სამი წელია უკანონოდ ფუნქციონირებს. თითქმის ამდენივე წელია ქედის გამგეობის გასაყიდ ქონებათა ჩამონათვალში ირიცხება მიწაც, რომელზეც ეს შენობა დგას. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ზურაბ ცინცაძემ სუპერმარკეტი და ავტოფარეხი მოაწყო. ზურაბ ცინცაძე ბადრი ცინცაძის მამაა. ბადრი ცინცაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ცინცაძეების მხრიდან ბიზნესის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. …
Continue reading “უკანონო შენობა ქედაში, რომელიც სუს-ის თანამშრომლის მამას ეკუთვნის”
გზების რეაბილიტაცია ხულოს 34 სოფელში
ხულოს მუნიციპალიტეტში 34 სოფლის საავტომობილო გზის რთული მონაკვეთი მობეტონდება. სასოფლო გზების მობეტონებასთან დაკავშირებით, ხულოს გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 723 990 ლარი გამოყო და მთლიანობაში 3 958 კუბური მეტრი მზა ბეტონის შესასყიდად ელექტრონული ტენდერი 13-14 ივლისს გამოაცხადა. სოფლების – ყინჩაურის, ძმაგულის, გურძაულის, წაბლანის, კვატიის, ვერნების, დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გობაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, ზემო ვაშლოვანის, შურმულისა და ქვედა ვაშლოვანის შიდა …
ბეშუმში სეზონი გაიხსნა
კურორტ ბეშუმში დღეს, 15 ივლისს, სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ბეშუმის ადმინისტრაციის დირექტორის, ვაჟა ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო-სამაშველო ბრიგადები, ასევე სამედიცინო მომსახურების ცენტრები. „გაიხსნა სუპერმარკეტები, ასევე კვების სხვა ობიექტებიც. 43 სახლში დამსვენებელი უკვე ამოვიდა. კოტეჯებში დამსვენებელთა რაოდენობა ჯერჯერობით ნაკლებია. ვფიქრობთ, 20 ივლისიდან მოიმატებს დამსვენებელთა რიცხვი. მოქალაქეები აქტიურად გვიკავშირდებიან, კითხულობენ რა მდგომარეობაა კურორტზე, გამართულია …
ხულოში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდეს
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მუნიციპალიტეტში შემავალი თემების რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდა. რწმუნებულებისთვის სახელფასო სარგოს 10 ლარით მატებასთან დაკავშირებით გამგეობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საჯარო მოხელეების რანგირება შემოიღეს. კანონით კი, გამგებლის წარმომადგენლებს თემებში რანგი არ მიენიჭა. გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში ხელშეკრულებით არიან აყვანილნი, როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებლები. რანგირების წესის შემოღების შემდეგ ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებად მიიჩნევიან გამგებლის …
Continue reading “ხულოში თემის რწმუნებულებს ხელფასი 10 ლარით გაუზარდეს”
პედაგოგთა საგნობრივ გამოცდებზე აპლიკანტთა 28% არ გამოცხადდა
დღეს, 14 ივლისს, პედაგოგები და პედაგოგობის მსურველები, საგნობრივ გამოცდებს აბარებენ მათემატიკაში [I-VI], ქართულ ენასა და ლიტერატურაში [VII-XII], სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პედაგოგთა კომპეტენციის განმსაზღვრელ გამოცდებზე ქვეყნის მასშტაბით დარეგისტრირებული აპლიკანტების თითქმის 28% არ გამოცხადებულა. პედაგოგთა გამოცდები აჭარაში ორ – ბათუმისა და ხულოს საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხულოს საგამოცდო ცენტრის უფროსის, დავით კუპატაძის ინფორმაციით, …
Continue reading “პედაგოგთა საგნობრივ გამოცდებზე აპლიკანტთა 28% არ გამოცხადდა”
როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში
ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 21 ივლისს დასრულდება. რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს, აქ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, როდის შეაჩერებენ სააღმზრდელო საქმიანობას საბავშვო ბაღები. ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი რიჟვაძის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული 16 ბაღიდან ზოგიერთში ბავშვთა გამოცხადება მინიმუმამდე დავიდა, რის გამოც ბაღების გაერთიანებამ რვა ბაღში სააღმზრდელო საქმიანობის …
Continue reading “როდის დაიწყება საზაფხულო არდადეგები აჭარის საბავშვო ბაღებში”
შუამთობა გომის მთაზე გაიმართება
შუახევის გამგეობა შუამთობას მოიალაღეებისთვის წელს გომის მთაზე გამართავს. შუამთობასთან დაკავშირებით, შუახევის გამგეობას სპორტულ-კულტურული ღონისძიებების გამართვა აქვს დაგეგმილი. სპორტული ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრი მოეწყობა მარულაში, ფეხბურთსა და ძალოსნობაში. სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად გომის მთაზე, 3 კილომეტრზე მანძილზე, მარულას ბილიკისა და 2 800 კვადრატულ ფართობზე მოედნის მოწყობაა დაგეგმილი. სპორტული მოედნის, ბილიკის მოწყობასა და ღონისძიებებში გამარჯვებული მონაწილეებისთვის სიგელების, თასებისა და …
შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა
შუახევის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა. სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევის გამგეობამ ბიუჯეტიდან – 164 393 ლარი გამოყო და ელექტრონული ტენდერი 5 ივლისს გამოაცხადა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ცენტრი შუახევის დაბაში, ყოფილი უნივერმაღის ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე მოეწყობა. „პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრისთვის შენობას მოვაწყობთ, რისთვისაც ყოფილი უნივერმაღის შენობის პირველ …
Continue reading “შუახევში შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა”
მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქეებს ქედაში სამედიცინო მომსახურებას ადგილზე გაუწევენ
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ქედაში მცხოვრები მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პაციენტების სამედიცინო და მედიკამენტოზურ მომსახურებას დააფინასებს, რომლებიც აღრიცხვაზე იმყოფებიან და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს ბათუმში გადიან. ფსიქონევროლოგიური პაციენტებისთვის ადგილზე, ოჯახში მკურნალობის განსახორციელებლად ქედის გამგეობამ ახალი მიზნობრივი პროგრამა – „თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის“ უკვე შეიმუშავა. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, გამგეობა სოფლებში …
ქედის გამგეობა ავტომანქანების სარეცხ დანადგარს ყიდულობს
ქედის გამგეობამ მის ბალანსზე არსებულ შპს „ქედის კომუნალურსერვისს“ ავტომობილის გამრეცხავი სპეციალური დანადგარის – „კერხელის“ შესაძენად 2 500 ლარი გამოუყო. ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ შპს „ქედის კომუნალურსერვისი“ სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას უზრუნველყოფს, შესაბამისად ავტომობილს ყოველდღიური გარეცხვა სჭირდება, რაც გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს. კითხვაზე – გამოიყენებს თუ არა მუნიციპალიტეტი მის ბალანსზე არსებული ავტომობილების გასარეცხად იმ დანადგარს, რომელსაც შპს-ს დროებით …
Continue reading “ქედის გამგეობა ავტომანქანების სარეცხ დანადგარს ყიდულობს”
ყოფილი კომბინატის სოციალურ სახლად გადაკეთებაში ქედის გამგეობა ნახევარ მილიონს დახარჯავს
დაბა ქედაში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი „ადგილმრეწველობის კომბინატის“ შენობაში სოციალური სახლი მოეწყობა. ყოფილი კომბინატის ორსართულიანი შენობის სოციალურ სახლად გადასაკეთებლად ქედის გამგეობამ 545 070 ლარი გამოყო. ქედის გამგებლის, დავით დუმბაძის ინფორმაციით, არსებული შენობის ფართობი შენარჩუნდება, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთდება და სოციალურ სახლად ქცეულ ყოფილ კომბინატის შენობაში, საცხოვრებელ ფართობს უსახლკარო სტატუსის მქონე რვა ოჯახი მიიღებს. ბინას აქ ის ორი ოჯახიც მიიღებს, რომლებიც …
ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ქედის მონაკვეთზე, სოფელ დოლოგნიდან ცხმორისამდე, დამატებით შვიდ ვიდეოკამერას დაამონტაჟებენ. კამერები ერთიან ბაზაში ჩაერთვება. ვიდეოკამერების დამონტაჟებასა და ახალი და არსებული კამერების ერთ ბაზაში მოსაქცევად, ქედის გამგეობამ ბიუჯეტიდან 28 ათასი ლარი გამოყო. „ვიდეოკამერები დაყენებული გვაქვს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე, ქედაში შემოსასვლელთან, სოფელ ევგენიძეებიდან ცხმორისის ჩათვლით მონაკვეთში; ვიდეოკამერებია დაყენებული დაბებშიც. გამოყოფილი თანხით არსებული ვიდეოკამერების ოპტიკურ-ბოჭკოვანი …
Continue reading “ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე ვიდეოკამერებს დაამატებენ”
შუახევში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა განსახლების რეკომენდაცია გასცეს
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახალაკიძეებში, ცხემლისში, ფურტიოში, წყაროთასა და კარაპეტში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობის რეკომენდაცია გასცეს. საცხოვრებელი სახლის ადგილმონაცვლეობა ცხემლისში მცხოვრები 3-ს, ხოლო ფურტიოში, წყაროთაში, კარაპეტსა და მახალაკიძეებში მცხოვრებ თითო ოჯახს სჭირდება. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახლების ადგილმონაცვლეობისა და საფრთხის შემცელ მიზეზებად ფურტიოსა და წყაროთაში მეწყრული პროცესები, ხოლო …
Continue reading “შუახევში მცხოვრებ შვიდ ოჯახზე გეოლოგებმა განსახლების რეკომენდაცია გასცეს”
„საიდუმლო ოთახი“ ქედის გამგეობაში
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის პირველ სართულზე „საიდუმლო ოთახი“ ფუნქციონირებს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ოთახში სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლო დოკუმენტები ინახება. ქედის გამგეობა წელს ამ ოთახის კეთილმოწყობასაც გეგმავს. „საიდუმლო ოთახის“, გამგეობის შენობაში შესასვლელი სივრცისა და საპირფარეშოს კეთილმოწყობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 000 ლარი უკვე გამოიყო. „საიდუმლო ოთახები“ არ არის ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ხულოს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის აპარატის უფროსის, ალბერტ ბოლქვაძის …
„შუახევობისთვის“ გამგეობა ტენდერით თეთრ ცხვარს შეისყიდის
„შუახევობა – 2017“-ზე ჭიდაობაში გამარჯვებულს შუახევის გამგეობა საჩუქრად თეთრ ცხვარს გადასცემს. სიგელ-მედლებისა და თეთრი ცხვრის შესყიდვაზე შუახევის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 372 ლარია. შუახევის გამგეობის განათლების სამსახურის უფროსის, ფრიდონ დავითაძის ინფორმაციით, „შუახევობა“ ყოველწლიურად შემოდგომაზე ტარდება, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზოში ეთნოგრაფიული გამოფენის პარალელურად სპორტული და კულტურული ღონისძიებები იმართება. ჭიდაობაში გამარჯვებულ ფალავანს კი …
Continue reading “„შუახევობისთვის“ გამგეობა ტენდერით თეთრ ცხვარს შეისყიდის”
ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო, 25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი …
ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში
მუნიციპალიტეტის გამგებლების პირველ მოადგილეებს შორის, აჭარის რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 1 700 ლარი, ქედის გამგებლის პირველ მოადგილეს, გურამ ბერიძეს აქვს. გურამ ბერიძის თანამდებობრივი სარგო 1 700 ლარია. ხელფასი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაუზარდეს, პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგოს 400 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ქედის საკრებულომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიიღო. ქედის გამგებელს …
Continue reading “ვის აქვს ყველაზე მაღალი ხელფასი გამგებლის მოადგილეებს შორის აჭარაში”
სოფელ ვაიოს სკოლის მოსწავლეები მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ მაგიდის ჩოგბურთში
მსოფლიო სასკოლო ოლიმპიადაზე, რომელიც 2018 წლის აპრილში მალტაში ჩატარდება, მაგიდის ჩოგბურთის სახეობაში საქართველოდან, ვაიოს საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი იასპარეზებს. ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაში ოთხი სპორტსმენია: ელზა მახაჭაძე, ლინდა ჩიკვაიძე, მირანდა გორგილაძე და ქეთი შავიშვილი, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 27 ივნისს, ქუთაისში გამართულ საფინალო თამაშში, თბილისის სასკოლო გუნდებთან გამარჯვებით მოიპოვა. „ფინალურ თამაშში, რომელიც ქუთაისში …
ქედაში სამარშრუტო მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
დღეს, 29 ივნისს, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანთან, ერთმანეთს, საპირისპიროდ მოძრავი, მსუბუქი ავტომობილი და მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი შეეჯახა. მიკროავტობუსი შუახევიდან ბათუმში მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, შემთხვევის გამო კი გაფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
700 ათასი ლარი ზუნდაგის საბავშვო ბაღისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის
ზუნდაგის ბაგა-ბაღისა და მახუნცეთის თემის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება. თემის ადმინისტრაციული შენობის, სადაც ზუნდაგის საბავშვო ბაღი, თემის ადმინისტრაციული ოფისი, სოფლის სამედიცინო პუნქტი და სასოფლო კლუბი ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 791 270 ლარი გაწერა, რეაბილიტაციისთვის წელს 400 000, ხოლო 2018 წელს – 391 270 …
ხულოში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები 5 წელია ცარიელია
ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის ცენტრში, სოფელ ყინჩაურში, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები ამ დრომდე უფუნქციოდაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარა, ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის, მეორე და მესამე სართულზე შვიდი ბინის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 72 000 ლარი დახარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე – იმ სოციალურ და ეკოლოგიურ ფონზე, რაც …
Continue reading “ხულოში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები 5 წელია ცარიელია”
ეროვნული გამოცდები სამ ივლისს დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს 3 ივლისს დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სულ 22 საგამოცდო ცენტრი იქნება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. აჭარის მასშტაბით ორი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს – ერთი ბათუმში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება, ხოლო მეორე ხულოში – დაბა ხულოს საჯარო სკოლაში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ივა მინდაძის ინფორმაციით, ბათუმში …