სოფელ ქვედა თხილვანაში, ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი დღეა მდინარის კალაპოტში წყლის მასამ იმატა, რასაც მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული კერების გააქტიურება მოჰყვა. მოსახლეობა ამბობს, რომ მთაზე, რომელიც მეწყრული კერაა და სოფელს ემუქრება, თოვლმა დნობა დაიწყო. ფოტოები ადგილობრივმა თეიმურაზ ქამადაძემ მოგვაწოდა.