როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 8 – 13 …

100 ადამიანი დაიღუპა ქორწილში ფეიერვერკით გაჩენილი ხანძრის გამო ჩრდილოეთ ერაყში

ერაყის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ ერაყში ქორწილში გაჩენილ ხანძარს 100 ადამიანი ემსხვერპლა, 150 კი დაშავდა. ხანძარი ერაყში ბაღდადიდან 335 კილომეტრში მდებარე პროვინციაში გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, ქრისტიანული ქორწილში ხანძარი ფეიერვერკმა გამოიწვია, დარბაზი სტუმრებით იყო სავსე. ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. გამოძიების ფარგლებში დაკავებული არიან საქორწილო დარბაზის თანამშრომლები. Rudaw-მა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქორწილში …

საბერძნეთში ცხვრის ფარამ 100 კგ კანაფი შეჭამა – მედია

ბერძნული რეგიონული მედია thenewspaper.gr-ი წერს, რომ თესალიაში, ქალაქ ალმიროსთან ახლოს, ცხვრის ფარა შეიჭრა სათბურში, სადაც სამკურნალო კანაფი მოჰყავდათ და 100 კილოგრამზე მეტი მცენარე შეჭამა. მედიის ცნობით, ცხვრები თესალიაში წყალდიდობის შემდეგ საძოვარ ბალახს ეძებდნენ. „არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცინო. გვალვისა და წყალდიდობის დროს დიდ და კარგ მოსავალს ვკარგავთ, ამ ყველაფრის შემდეგ კი შემოვიდა ცხვრის ფარა და …

სოფელ მახვილაურს გაზის მიწოდება შეუწყდება

დღეს, 26 სექტემბერს, 12:00 საათიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ მახვილაურს გაზის მიწოდება შეუწყდება. კომპანია „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. გაზის მიწოდება დაიწყება 26 სექტემბერს 14:00 სთ-დან და სრულად აღდგება 26 სექტემბრის დღის ბოლომდე. „სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის …

„აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით იწყებს ფრენებს

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, პირველი რეისი 9 ოქტომბერს შესრულდება. კომპანიის ინფორმაციით ავიარეისი მოსკოვი-ბათუმი  კვირაში ორჯერ შესრულდება. ამავე დროს, „აზიმუტი“ შეასრულებს პირდაპირ ავიარეისებს თბილისი-სოჭის მიმართულებით, ასევე კვირაში ორჯერ. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც 17 მაისიდან მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისს კვირაში 7-ჯერ ასრულებს, უკრაინის სანქციების სიაშია ჯერ კიდევ 2022 წლის 19 ოქტომბრიდან. კომპანია ავიარეისებს, …

პუტინმა შოიგუს უბრძანა, შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა ერთ თვეში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW რუსეთ-უკრაინის ომის ბოლო მიმოხილვაში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს 2023 წლის ოქტომბრამდე მისცა ერთთვიანი ვადა ფრონტზე სიტუაციის გასაუმჯობესებლად, უკრაინის კონტრშეტევის შესაჩერებლად და ინიციატივის რუსეთის ჯარებისთვის დასაბრუნებლად. ISW-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს, იმაზე, რომ რუს სამხედრო მეთაურებს აქვთ უწყვეტი კონტრშეტევის ბრძანება, მაშინაც …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25 სექტემბრის 21 საათიდან 26 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 8 – 13 …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 275 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +390] ტანკი – 4 662 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 8 914 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 6 233 ერთეული [+23] MLRS – 789 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო …

რას იზამდა ეთერო, რას იზამდი შენ? – ინტერვიუ თამთა მელაშვილთან

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი ____________________ მარტოხელა, ხანშიშესული ქალი ეთერო, მოულოდნელი სასიყვარულო თავგადასავალი, ქართული საზოგადოება, ადამიანური ბრძოლები, დილემები, ნაცრისფერი ყოველდღიურობა და დასასრული, რომელიც წიგნის თანაავტორსაც გხდის – მოკლედ ასე შეიძლება აღწერო „შაშვი შაშვი მაყვალი“, ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის რიგით მესამე რომანი, რომელიც 2020 წელს გამოიცა. რომანის მიხედვით რეჟისორმა ელენე ნავერიანმა ფილმიც გადაიღო, რომლის ეკრანიზაციაც წელს კანის კინოფესტივალზე …

უკრაინამ ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყა

დღეს, 22 სექტემბერს, დილით, ყირიმში, ოკუპირებულ სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა უკრაინამ განახორციელა. მედიის ცნობით, შტაბ-ბინის მიმართულებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები მიდიან. ოკუპირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხეილ რაზვოჟაევი აცხადებს, რომ მოსალოდნელია კიდევ ერთი შეტევა და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წავიდნენ ქალაქის ცენტრში. …

უკრაინამ რუსეთს დაარტყა განსაკუთრებით „სენსიტიურ“ ადგილას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 22 სექტემბერს, ყოველდღიურ ცნობებში წერს, რომ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში როგორც რუსეთმა, ასევე უკრაინამ გადაიტანეს უჩვეულოდ ინტენსიური თავდასხმები ფრონტის ხაზებზე. ამავე პერიოდში გავრცელდა ცნობები ოკუპირებულ ყირიმში, კრასნოდარის ოლქში და მოსკოვის მახლობლად რუსეთის ლოჯისტიკურ ობიექტებზე საჰაერო ბაზებისა და სამეთაურო პუნქტებზე აფეთქებების შესახებ. ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთის შავი …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 სექტემბრის 21 საათიდან 23 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი …

სხალთის მთავარეპისკოპოსმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ მღვდელმსახურების უფლება აღუდგინა დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სასწავლო უნივერსიტეტი აქვეყნებს ფეისბუქზე. „დეკანოზმა გიორგი ფუტკარაძემ აღიარა და შეინანა თავისი კანონიკური შეცდომა, შესაბამისად, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს ამა წლის 21 სექტემბრიდან აღუდგინდეს მღვდელმოქმედების უფლება“ – წერია დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში, რომელსაც ხელს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი აწერს. სხალთის მთავარეპისკოპოსმა დეკანოზ …

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში სწავლა 2 ოქტომბერს იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი 2023 წლის 2 ოქტომბერს დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი აქვეყნებს. ბსუ-ს ცნობით, სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა. 2023-2024 სასწავლო წელს ბსუ-ს 1583 პირველკურსელი ჰყავს. უნივერსიტეტის ცნობით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი თითქმის 100%-ს შეადგენს. წელს აბიტურიენტების პირველი განაცხადების რაოდენობისა და გამოცხადებული კონტინგენტის მიხედვით, ბსუ-ს …

ევროკავშირის 12 რეკომენდაცია – ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 24 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა ბათუმის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასებაზე. შეფასება ეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივ ანგარიშს. შეხვედრას წარუძღვება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა. შეხვედრა, ასევე, შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა: სამოქალაქო განათლების …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 სექტემბრის 21 საათიდან 22 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 23-24 სექტემბერს …

ავარია ბათუმში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ავარიის გამო დროებით შეფერებული იყო მოძრაობა ფიროსმანის ქუჩაზე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს.  

რუსეთის ძალები ბახმუტთან, სავარაუდოდ, სუსტდებიან – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 20 სექტემბერს, ყოველდღიურ ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმოიხილავს ბახმუტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. დაზვერვა წერს, რომ 2023 წლის 15 სექტემბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამყარეს კონტროლი კლიშჩიივკასა და ანდრიივკაზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამხრეთით. „ეს ტაქტიკური წარმატება აახლოებს უკრაინულ ძალებს T 05-13 გზასთან, ბახმუტის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტთან. თუმცა რუსეთი …

„ჰკითხეთ პრიგოჟინს, შეიძლება თუ არა პუტინის ნდობა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ნიუ იორკში გამართულ გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, რუსეთთან „კულისებში ჩრდილოვანი გარიგებების“ დადების მცდელობების შესახებ. „ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, შეიძლება თუ არა ენდოთ პუტინის დაპირებებს“ – განაცხადა ზელენსკიმ. მან თქვა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ მსოფლიოში არავინ გადაწყვიტოს შეტევა რომელიმე ქვეყანაზე. დაჯგუფება …

72 წლის უკრაინელი ქალი დაბრუნდა სოფელში და აღმოაჩინა, რომ იქ აღარავინაა, დამწვარია მისი სახლიც

ამ ფოტოებზე უკრაინელი ქალი, 73 წლის ვერა ჩერნუხაა, იგი ომის შედეგად დანგრეულ საკუთარ სახლთან დგას ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელ დემენტიევკაში. ეს სოფელი რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით რვა კილომეტრში მდებარეობს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, 2022 წლიდან სოფელი სამჯერ იყო ოკუპირებული. სოფლის ერთ-ერთი დაბომბვისას ვერა დაშავდა და გონს რომ მოვიდა, რუსეთის ტერიტორიაზე იყო, საავადმყოფოში. 73 წლის ვერა ახლა სოფელ …

ბათუმში ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე გაზი გაითიშა

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 19 სექტემბერს, ბათუმის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე მცხოვრების აბონენტებს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. გათიშულია 200-მდე აბონენტი. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 18:00 საათიდან“ – აცხადებს „სოკარი“. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ …

ზელენსკიმ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა აშშ-ში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის დაწყებამდე ნიუ იორკში მყოფი, დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა ჰოსპიტალში, სადაც ისინი რეაბილიტაციას გადიან. ზელენსკიმ მათ მადლობა გადაუხადა და ჯარისკაცებს, რომელთაგანაც რამდენიმე ეტლშია, რამდენიმე კი კიდურის პროთეზს ატარებს, სიგელები გადასცა. ამ კვირის ბოლოს ზელენსკი გეგმავს შეხვდეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და კონგრესის ლიდერებს ვაშინგტონში, რათა მიიღონ მეტი …

უკრაინა მალე მიიღებს აშშ-დან „აბრამსის“ ტანკებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინა შეერთებული შტატებისგან მალე მიიღებს „აბრამსის“ ტანკებს. „ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უზრუნველყო უსაფრთხოების დამატებითი დახმარების პაკეტები, რომელთა საერთო რაოდენობა 2 მილიარდ დოლარს აღემატება. ეს პაკეტები მოიცავს სასწრაფოდ საჭირო საჰაერო თავდაცვას, საბრძოლო მასალებს და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობას. და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ „აბრამსის“ ტანკები მალე ჩამოვა უკრაინაში“, …

აშშ-ის დაზვერვა დეტალებს არასდროს ასაჯაროებს, რადგან „ეფესბე“ გაშიფრავს წყაროებს – ქემოკლიძე

აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებიდან 5 დღე გავიდა, თუმცა მიუხედავად ისეთი სერიოზული ბრალდებებისა, როგორიც რუსულ „ეფესბესთან“ კავშირებია, ქვეყნის შიგნით ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს გამოძიების დაწყებას. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, კახა ქემოკლიძის დაკვირვებით, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 სექტემბრის 21 საათიდან 20 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 21-22 …

„შაჰედებით“ თავდასხმა ლვოვზე – დაიღუპა ერთი ადამიანი, ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

19 სექტემბერს, ღამით, რუსეთი 18 „შაჰედით“ დაესხა თავს უკრაინაში ლვოვის ოლქს. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ 15 „შაჰედი“ ჩამოაგდო, თუმცა სამი დრონი სამიზნეს მოხვდა. „შაჰედები“მოხვდა ლვოვის სამრეწველო საწყობებს. ბოლო ცნობების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, მუშა, რომელიც ნანგრევებში იპოვეს და დაშავდა 26 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავდასხმის დროს საწყობში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის …

ყოველი მეათე იაპონელი 80 წელზე მეტი ასაკისაა

80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა პირველად შეადგინეს იაპონიის მოსახლეობის 10 პროცენტი – ამის შესახებ იაპონური გამოცემა Mainichi წერს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 80 და 80 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 270 000-ით გაიზარდა და იაპონიის მთლიანი მოსახლეობის 10,1 პროცენტი შეადგინა, რაც დაახლოებით 124,6 მილიონია. 65 წელზე უფროსი ასაკის პირების რაოდენობა იაპონიაში მთლიანი მოსახლეობის …

გამოჯანმრთელდა 24 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში კატერი დაეჯახა

24 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში კატერი დაეჯახა, გამოჯანმრთელდა – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის სამედიცინო ცენტრი BMC-ი ავრცელებს. „კატერის თოკის დარტყმის ძალამ შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოიწვია. კერძოდ, მოიგლიჯა ნაწლავებისა და ზურგის ტვინის მკვებავი არტერიები. პროფესიონალი და კვალიფიციური სისხლძარღვთა და ზოგადი ქირურგების ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოხდა ჯორჯლის ქვემო არტერიების გაკერვა და დუმბალური არტერიების გადაკვანძვა. პაციენტი …

ბათუმის კინოფესტივალი ზაზა ხალვაშის ფილმით გაიხსნა

17 სექტემბერს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმით – „ლოტო“ – გაიხსნა. „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ბათუმელი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია. ეს ერთ ეზოში გადაღებული შავ-თეთრი ფილმია ფერად ისტორიებზე. რეჟისორი ფილმზე მუშაობის პერიოდში გარდაიცვალა. შემოქმედებით ჯგუფს მოგვიანებით გამოაკლდა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ზურაბ ქავთარაძე. „ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ იშვიათი კადრები …

კრემლი კადიროვის ჯანმრთელობაზე: „ინფორმაცია არ გვაქვს“

ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება დაუდასტურებელი ცნობები ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. დღეს, 18 სექტემბერს, კადიროვის ჯამრთელობის შესახებ შეკითხვა დაუსვეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს. რუსული სამთავრობო მედიის, „ტასის“ ცნობით, პესკოვმა განაცხადა, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმე. „ამ საკითხზე ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. …

კონტრშეტევის შედეგად უკრაინამ სამხრეთით გაათავისუფლა 260 კვ. კმ-ზე მეტი – მალიარი

დღეს, 18 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ სამხრეთით, კონტრშეტევის შედეგად, უკრაინელმა ჯარებმა გაათავისუფლეს 260 კვადრატულ კმ-ზე მეტი, ხოლო ბახმუტის მიმართულებით – 51 კვ. კილომეტრი. მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ახლა მიიწევენ მელიტოპოლის მიმართულებით. მალიარის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული კვირის განმავლობაში 5,2 კვ. კილომეტრი გაათავისუფლეს სამხრეთ ფრონტზე, რობოტინოს სამხრეთით და აღმოსავლეთით, ასევე, …

ათასობით რუსი ელიტარული მედესანტე გადაიყვანეს რობოტინოსთან – ბრიტანეთის დაზვერვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერა 58-ე კომბინირებული შეიარაღების არმია ორეხოვოს მიმართულებით, ზაპოროჟიეს ოლქში – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური ტვიტერზე დღეს, 18 სექტემბერს. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო დესანტის სულ მცირე 5 პოლკი მე-7 და 76-ე დივიზიებიდან, სავარაუდოდ, ახლა კონცენტრირებულია ფრონტის ხაზზე, სოფელ რობოტინოდან რამდენიმე კილომეტრში. დაზვერვის …

„ყოველდღე მივდივართ წინ, ჩვენ არ უნდა მივცეთ პუტინს მოსვენება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ჟურნალისტის, სკოტ პელის სატელევიზიო გადაცემაში – „60 წუთი“ უკრაინის კონტრშეტევის ტემპზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა თუნდაც მცირედით წაიწიონ წინ და მოსვენება არ მისცენ რუსეთის საოკუპაციო ძალებს. „ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიის რაც შეიძლება დიდი ნაწილი და წინ წავიწიოთ, თუნდაც ეს იყოს (ნახევარ მილზე) ან (ას) მეტრზე ნაკლები, …

უკრაინის საზღვაო დრონმა რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანა – მედია

უკრაინული მედიის ცნობით, 14 სექტემბერს, უკრაინის საზღვაო დრონმა ოკუპირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დააზიანა. „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვაო დრონი – „ზღვის პატარა“ დაეჯახა რუსულ სარაკეტო ხომალდ „სამუმს“ სევასტოპოლის ყურესთან. დრონი გემის უკანა, მარჯვენა მხარეს მოხვდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც გემმა სიჩქარე დაკარგა. წყაროების მტკიცებით, რუსულ ძალებს „სამუმის“ ბუქსირით გაყვანა …

ბათუმელმა გოგოებმა ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს – ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში

რუმინეთში, მამაიაში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე 8-18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ბათუმელმა კესარია მგელაძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა სამ ქართველ გოგონას: კესარია მგელაძეს, კიდევ ერთ ბათუმელ – მარიამ ცეცხლაძესა და ანასტასია კირთაძეს შორის მიმდინარეობდა. „დაძაბული ბრძოლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მოიპოვა კესარია მგელაძემ 9-იდან 7,5 ქულით. …

რუსული სამხედრო გემი უკრაინელებმა თითქმის გაანადგურეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დღეს, 15 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ტვიტერზე ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში მომხდარ აფეთქებაზე წერს, რომლის შედეგად, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის წყალქვეშა ნავი „როსტოვი“ და სადესანტო გემი – „მინსკი“, ფაქტობრივად განადგურდა. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჩქმალავს გემების დაზიანების ხარისხს, ღია წყაროები მიუთითებს, რომ „მინსკი“ თითქმის განადგურდა, ხოლო „როსტოვს“, …

Exit mobile version