დათვმა ბოსლიდან ძროხა გაიტაცა – კაცი შუახევიდან

შუახევში მცხოვრები ტარიელ დიასამიძე ამბობს, რომ დათვმა მისი ბოსლიდან ძროხა გაიტაცა. შემთხვევა წელს, სექტემბერში მოხდა, თეთრობის მთაზე მდებარე იალაღზე, სადაც ტარიელის ოჯახი 5 სულ საქონელს უვლიდა. „იმ ღამეს წამოსული ვიყავით, ღამე დამირეკეს მეზობლებმა, ასეაო… ავედი და ვნახე, კარები გატეხილი იყო, ძროხა გამოეყვანა და წაეყვანა. ყველაზე კარგი და დიდი რომელიც იყო, ის წაიყვანა. მეზობლებმა დაინახეს, ატეხეს …

უკრაინამ, სავარაუდოდ, 14 რუსული ვერტმფრენი გაანადგურა – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 20 ოქტომბერს, X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ 17 ოქტომბერს, უკრაინის ძალებმა, სავარაუდოდ, 9 რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს ბერდიანსკში და 5 – ლუგანსკში. უკრაინა აცხადებს, რომ მან დარტყმისთვის პირველად გამოიყენა აშშ-ს მიერ მიწოდებული, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS -ის რაკეტები. ბერდიანსკი გამოიყენებოდა როგორც მთავარი ოპერატიული ბაზა სამხრეთის მიმართულებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც …

კომპანიის დირექტორმა სკოლების რემონტიდან 2.2 მილიონი მიითვისა – პროკურატურა

პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების და მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტებზე კომპანია „ალიანსის“ დირექტორი, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წელს, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ მიერ გამოცხადებულ …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის 21 საათიდან 21 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 3 –8 გრადუსი  …

უკრაინამ რუსული „სუ-25“ ჩამოაგდო – მეხუთე სამხედრო თვითმფრინავი 10 დღეში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტავრიდის მიმართულებით ჩამოაგდეს რუსული „სუ-25“. ეს არის მეხუთე თვითმფრინავი, რომელიც ჩამოაგდეს დონეცკის რეგიონში ბოლო 10 დღის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრი ავრცელებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დროს, ჯამში, უკრაინელმა სამხედროებმა 320 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. ბოლო ცნობებით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით და …

ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩა ისევ დაიტბორა

ენვერ ხაბაძის ქუჩა ბათუმში ისევ დაიტბორა. ამ ქუჩის 38 ნომერში მცხოვრები, თამაზ მგელაძე ამბობს, რომ უკვე წლებია ეს პრობლემა ქუჩაზე ვერ მოგვარდა. „ყველა გაწვიმებაზე ეს პრობლემა გვაქვს, ბავშვების სკოლასა და ბაღში წასვლა-მოსვლა პრობლემურია. ეს კი არა, პატარა მანქანაც ვერ შემოდის, იმხელა წყალი დგება. 112-ში დავრეკეთ, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია. ადრე ბლოკებიც დავაწყვეთ, მაგრამ სამშენებლო ბლოკებიც …

გერმანიის კანცლერი უკრაინას იარაღს და ახალ დახმარებას ჰპირდება ისრაელში ვიზიტის შემდეგ

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინას იარაღის შემდგომ მიწოდებასა და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება. მისივე თქმით, გარდა ამისა, გერმანია უკრაინას გადასცემს დახმარების პაკეტს ზამთრის სეზონისთვის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ შოლცმა დღეს, 19 ოქტომბერს, განაცხადა ბუნდესტაგში, ევროკავშირის სამიტის წინ. შოლცმა აღნიშნა, რომ დახმარების ახალ პაკეტში იქნება „ყველაფერი, რაც აუცილებელია საჰაერო თავდაცვისთვის“. მისი თქმით, გერმანია კიევს გადასცემს დამატებით …

ტრაბზონში მოკლეს ქალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო – თურქული მედია

თურქული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს, ტრაპზონის ერთ-ერთ რაიონში მდებარე მიტოვებულ შენობაში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი თავში ქვის ჩარტყმით იყო მოკლული. პოლიციამ დააკავა მკვლელობაში ბრალდებული. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი 10 დღის წინაა მოკლული. თურქული მედიის ცნობით, დაკავებული დაახლოებით 16-ჯერაა ნასამართლევი. მედია წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ ქალთან უთანხმოება ფულის საკითხზე მოუვიდა.

აჭარასა და გურიაში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სააგენტოს ცნობით, დღეს, 18 ოქტომბრის დღის ბოლოდან 19 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე, კავკასიონის ქედის მაღალმთიან ზონაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა. აჭარა და გურიის რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი და დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან …

„უნდა მოუსმინოთ პალესტინელებსაც“ – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა

გერმანული მედიის ცნობით, 17 ოქტომბერს ფრანკფურტის ცნობილი წიგნის ბაზრობა სკანდალით გაიხსნა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, წელს წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა სლოვენიაა და სკანდალი სწორედ სლოვენიელი ფილოსოფოსის, სლავოი ჟიჟეკის გამოსვლას მოჰყვა. გამოცემის ცნობით, გამოსვლისას ჟიჟეკმა დაგმო „ჰამასის“ ტერაქტი ისრაელის მოსახლეობაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ასევე უნდა მოუსმინოთ პალესტინელებს და გაითვალისწინოთ მათი წარსული, თუ გსურთ კონფლიქტის გაგება“. „დოიჩე …

სკოლის ბუფეტში ნაყიდი ტკბილეულით 9 ბავშვი მოიწამლა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანის სკოლის 9 მოზარდის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ. სოფელ სავანის სკოლის ბუფეტში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფმა შემოწმებისას ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღი 2023 წლის მაისი იყო, ხოლო ვარგისიანობის ვადა საკვებს 2024 წლამდე ჰქონდა. „აღნიშნული სურსათის …

აშშ-მ უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა და „აბრამსის“ ტანკები გადასცა – მედია

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 20 ATACMS-ის რაკეტა გაუგზავნა. გამოცემა ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის სამხედრო დახმარების პირობაა, რომ რაკეტები არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა ATACMS-ის რაკეტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ორ საჰაერო ბაზაზე თავდასხმისთვის. კერძოდ, უკრაინამ 17 ოქტომბერს დაბომბა რუსული ძალების აეროდრომები რუსეთის მიერ ოკუპირებულ …

უკრაინამ შეუტია რუსეთის სამხედრო აეროდრომებს ოკუპირებულ ბერდიანსა და ლუგანსკთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით,  17 ოქტომბერს, ღამით, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე ოკუპირებულ ბერდიანსკსა და ლუგანსკთან. შეიარაღებული ძალების მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები წარმატებული იყო. მედიის ცნობით, 17 ოქტომბრის ღამეს პრორუსულ არხებზე ტელეგრამში გამოჩნდა ბერდიანსკში მომხდარი აფეთქებების ვიდეო. მოგვიანებით უკრაინის გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ სარაკეტო ძალებმა მოწინააღმდეგის 2 ვერტმფრენი დააზიანეს და დაარტყეს საბრძოლო …

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და გარეუბნებში წყალი შეწყდება – „ბათუმის წყალი“

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, 21:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, ბათუმის შემოგარენსა და ხელვაჩაურში მცხოვრებ აბონენტებს. კერძოდ, წყლის მიწოდება შეწყდება: ბენზეში ბარცხანაში ორთაბათუმში განთიადში ხელვაჩაურსა და ადლიაში აეროპორტის დასახლებაში ჰელიმიშის ქუჩაზე ანგისაზე აღმაშენებლის ქუჩაზე კომპანიის ცნობით, წყლის შეწყვეტის მიზეზი უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის 21 საათიდან 18 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 3 –8 გრადუსი  …

გოდერძიდან შავ ტბამდე – აჭარის მთებში 24-კილომეტრიანი ველომარშრუტი ამოქმედდა

აჭარას ახალი, გოდერძის წრიული ველომარშრუტი შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 24-კილომეტრიანი მარშრუტი, რომლის მარკირებაც წელს განხორციელდა, გოდერძის უღელტეხილიდან იწყება და გოდერძიდან მწვანე ტბამდე, რიყეთისა და ლოდიძირის იალაღებში გადის. მარშრუტის პირველი გაჩერება მწვანე ტბაა, სადაც მოგზაურებს პიკნიკი, ნავით ტბაზე გასეირნება შეუძლიათ. მწვანე ტბის შემდეგ ველომარშრუტი შავი ტბისკენ გრძელდება. ტყის სიმწვანეში ჩაფლული შავი ტბა ზღვის …

რა ხდება ფრონტზე – რუსეთის შეტევის მთავარი მიმართულება კვლავ ავდიივკაა

რუსეთის სამხედრო ძალები თითქმის ერთი კვირაა ცდილობენ უკრაინის ქალაქ ავდიივკაში უკრაინული თავდაცვის ხაზის გარღვევას. დღეს, 15 ოქტომბერს, უკრაინის გენერალური შტაბი ყოველდღიურ ცნობებში ომის შესახებ წერს, რომ  უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ რუსეთის თავდასხმის მოგერიებას დონეცკის მახლობლად, ავდიივკას რაიონში, რომელიც ამ კვირაში რუსეთის შეტევის მთავარ მიმართულებად იქცა. „მტერი აგრძელებს ჩვენი თავდაცვის გარღვევის მცდელობებს, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენმა დამცველებმა …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 ოქტომბრის 21 საათიდან 16 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 …

უკრაინამ საზღვაო დრონებით დაარტყა რუსულ გემსა და ბუქსირს – მედია

უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური, საზღვაო ძალებთან ერთად, ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლის პორტთან ექსპერიმენტული საზღვაო დრონებით თავს დაესხა გემ „პაველ დერჟავინს“ და რაკეტმზიდ ბუქსირ „ბუიანს“. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერმა დმიტრი პლეტენჩუკმა მედიასთან განაცხადა, რომ „პაველ დერჟავინმა“ მეორე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილი დატოვა. „შორს არ წასულა, ველით შემდეგ მოქმედებას“ – თქვა მან. უკრაინული მედიის …

„ტარაკნებივით მოძვრებიან“ – რუსეთი ავდიივკას უწყვეტად უტევს

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკაში უკვე მეოთხე დღეა მძიმე ვითარებაა: რუსული ძალები ინტენსიურად ბომბავენ ქალაქს და ჯავშანტექნიკით მიიწევენ წინ, თუმცა უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს არ თმობენ. ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ვიტალი ბარაბაშმა საინფორმაციო მარათონის ეთერში განაცხადა, რომ ბრძოლა სასტიკი და უწყვეტია, მუშაობს არტილერია და ავიაცია, ამ დღეებში ასობით შეტევა განხორციელდა: „თავდასხმები არ წყდება არც …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ოქტომბრის 21 საათიდან 14 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 3 –8 გრადუსი  ზღვის წყლის …

13 ოქტომბერს ბათუმში შეგიძლიათ ლეკვი ან კნუტი იჩუქოთ ან გააჩუქოთ

13 ოქტომბერს, პარასკევს, ბათუმის მეორე საჯარო სკოლის ეზოში 12:30 საათიდან 14 საათამდე შეგიძლიათ მიუსაფარი ლეკვი ან კნუტი იჩუქოთ ან გააჩუქოთ. მიუსაფარ ცხოველთა (კნუტებისა და ლეკვების) გამოფენა-გაჩუქება – პირობითად ასე ჰქვია ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორებიც მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი თეონა ყურშუბაძე და სკოლის სასწავლო ნაწილი აღმზრდელობით დარგში, მედეა ცინცაძე არიან. პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეებიც. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ …

დღეს ბათუმში გაზი შეუწყდება მსხვილ კომერციულ ობიექტებს – ნახეთ მისამართები

„სოკარის“ ცნობით, 13 ოქტომბერს ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ მსხვილ კომერციულ ობიექტებს გაზმომარაგება შეუწყდებათ. გაზი შეუწყდება 13 ოქტომბერს საღამოს 18:00 საათიდან ქვემოთ ჩამოთვლილ მისამართებზე მდებარე მსხვილ კომერციულ ობიექტებს: ლერმონტოვის 80 ივანე ჯავახიშვილის 71 მაიაკოვსკის 4 მაიაკოვსკის 53 სართული 1 ჟღენტის 1 პუშკინის 154ბ ბაგრატიონის-ჯავახიშვილის 121-64 გრიბოედოვის 11 აკაკი წერეთლის 2ა 26 მაისის 62 გოგებაშვილის 12 ფართი 399.10 …

რუსეთს „უპრობლემოდ“ ექნება რესურსი 2025 წლამდე ბრძოლისთვის – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინის წინააღმდეგ ომი 2025 წლამდე „უპრობლემოდ გააგრძელოს“. ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი არმიის შევსება სამხედრო პერსონალით დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ მისი ეკონომიკური და ტექნიკური შესაძლებლობები არც ისე ძლიერია. „ეკონომიკური შეფასებით, რუსეთს უპრობლემოდ შეუძლია აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლამდე. …

უკრაინელი მებრძოლები წინ მიიწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკასთან – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 12 ოქტომბრის ცნობების თანახმად, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს რუსების თავდასხმები დონეცკის ოლქის სოფელ ანდრეევკასთან. გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის სამხრეთით და ჰქონდათ წარმატება კლეშჩეევკას აღმოსავლეთით და ანდრეევკას აღმოსავლეთით. ამავე დროს, ლიმანის მიმართულებით უკრაინელები ცდილობენ შეაკავონ რუსეთის შეტევა მაკეევკას რაიონში. „აქ უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის 15-ზე მეტი შეტევა“ – …

უკრაინელები ყველაზე მეტად შეიარაღებულ ძალებს ენდობიან, ზელენსკი მეშვიდე ადგილზეა

უკრაინელები ყველაზე მეტად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ენდობიან. ნდობის რეიტინგში ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მეშვიდე ადგილზეა – ასეთია რაზუმკოვის ცენტრის სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევის თანახმად, უკრაინელების ნდობის რეიტინგი ასე გამოიყურება: უკრაინის შეიარაღებულ ძალები – 93% მოხალისეთა ქვედანაყოფები – 85% მოხალისეთა ორგანიზაციები – 84% სახელმწიფო საგანგებო სამსახური – 83% ეროვნული გვარდია – 81% სახელმწიფო …

„ქორწილამდე 4 დღით ადრე შსს-მ წამომიყვანა“ – გოგო, რომელმაც თავი დააღწია ნაადრევ ქორწინებას

ჩინარა კოჯაევა თეთრიწყაროს სოფელ ქოსალარიდან, რომელმაც ორჯერ დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას და შეძლო თავი დაეღწია ზეწოლისგან, ფეისბუქზე ეხმაურება საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობას და ადრეულ ასაკში ქორწინების თემას. „მეც 14 წლის ასაკში დამნიშნეს. სკოლიდან დაბრუნებულს, მოულოდნელად სახლში სტუმრები დამხვდნენ, ჩემი ხელის სათხოვნელად იყვნენ მოსულები. ვინ მომისმინა მაშინ ოჯახში?! დეპრესიაში რომ ვიყავი, ვის ესმოდა …

ხვალიდან ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21 საათიდან 12 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა, ღამით ზოგან დროგამოშვებით იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18 – 23 გრადუსი ღამით: 7 – 12 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: 15 – …

რუსეთი უკრაინაში ქალაქ ავდიივკას უტევს – მძიმე ბრძოლა გრძელდება

დღეს, 10 ოქტომბერს, დილის 6 საათიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ ქალაქ ავდიივკას დონეცკის ოლქში, უკრაინაში. ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში აცხადებს, რუსული ჯარები მასობრივ შეტევებს ახორციელებენ. ქალაქი დილიდან იბომბება ტანკებითა და არტილერიით, მისი თქმით, მძიმე ბრძოლა გრძელდება ქალაქის ჩრდილოეთით. უკრიანული მედიის ცნობით, დაღუპული ან დაჭრილი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა …

53 დაღუპული და 5 დაკარგული – სოფელი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ

10 ოქტომბრის მონაცემებით, ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორისაა რვა წლის ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს განცხადებას. რუსეთის თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. დაღუპულთა ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს. ექსპერტებმა უკვე შეძლეს 49 ცხედრის იდენტიფიცირება, ხუთი ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. 5 ოქტომბერს უკრაინაში, ხარკოვის …

სად გაითიშება გაზი ხელვაჩაურში 11-12 ოქტომბერს

კომპანია „სოკარის“ ცნობით, 11 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარას გაზის მიწოდება შეუწყდება 16:00 საათიდან. „სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდება განახლდება 18 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. ასევე, 11 ოქტომბერს 13:00 საათიდან 11 ოქტომბრის 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება მუსხელიშვილის ქუჩას. 12 ოქტომბერს კი, დილის 11:00 საათიდან 12 ოქტომბრის 14:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაზმომარაგება შეუწყდება …

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი – ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ოქტომბრის 21 საათიდან 11 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, წვიმა, მაღალმთაში – თოვლჭყაპი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან გაძლიერდება – 17-22 მ.წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 16 – 21 გრადუსი ღამით: 8 – 13 გრადუსი შიდამთიან რაიონებში: დღისით: …

ახალი პროექტი ქალებისა და შშმ პირების გასაძლიერებლად აჭარაში

თუ აჭარაში ცხოვრობ, ხარ 16 წელზე ზევით ქალი, ან შშმ პირი და ქმნი დეკორატიულ-გამოყენებით ნივთებს, სუვენირებს, ქარგავ ან სხვა ტიპის ხელსაქმით ხარ დაკავებული, შეგიძლია პროექტში ჩაერთო, განვითრდე, საქმე ბიზნესად აქციო და შემოსავლის წყაროზეც იზრუნო. მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა CIPDD-მ, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის“ მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება აჭარაში მცხოვრები ქალებისა და შშმ …

რუსეთისა და ირანის ურთიერთობა ძლიერდება – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური დღეს, 9 ოქტომბერს, რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობაზე წერს. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბოლო წლებში რუსეთის პარტნიორობა ირანთან გაძლიერდა და დაჩქარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრით. „საერთაშორისო იზოლაციამ აიძულა რუსეთი გადაეტანა თავისი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა ადრე ნაკლებად სასურველი პარტნიორობისკენ დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერის მოსაპოვებლად“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. ანალიტიკოსები წერენ, რომ …

რუსეთმა უკრაინას სექტემბერში 500 „შაჰედით“ დაარტყა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [SW] 8 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ უკრაინა სერიოზულად უნდა მოემზადოს ზამთარში რუსეთის მხრიდან დრონების ინტენსიური თავდასხმისთვის. ანალიტიკოსებს მოჰყავთ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, პოლკოვნიკ იური იგნატის ციტატა, რომელმაც თქვა, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში გაზარდა ირანული დრონების, „შაჰედების“ დარტყმების სიხშირე. კერძოდ, იგნატის თქმით, რუსულმა ძალებმა გამოიყენეს 1000 „შაჰედი“ 2023 …

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში – დაიღუპა 2 ათასზე მეტი ადამიანი

ავღანეთში, ჰერატის პროვინციის სოფლებში, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა 7 ოქტომბერს. ბოლო ცნობების თანახმად, მიწისძვრის შედეგად 2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები ჯერ ისევ მუშაობენ იმისთვის, რომ ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მინიმუმ 465 სახლი სრულიად განადგურდა მიწისძვრის შედეგად. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა ათობით ოჯახი. დაზარალებულებს სჭირდებათ პირველადი …

Exit mobile version