გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 სექტემბრის 21 საათიდან 28 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 25 – 30 გრადუსი
- ღამით: 13 – 18 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 23 – 28 გრადუსი
- ღამით: 8 – 13 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 29-30 სექტემბერს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.