მწერალი ნინო ხარატიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და კახი კალაძის განცხადებას – „ნუ წვალობთ, ახალი წელი მოვა“. „კი, ახალი წელი აუცილებლად მოვა და თქვენ ამოყოფთ თავს იქ, სადაც თქვენი ადგილია: ისტორიულ ნაგავსაყრელზე. (და მერე კიდევ ერთი ახალი წელი რომ მოვა, უბრალოდ სამარცხვინო ლაქად მოგიგონებენ და ასე გაგრძელდება, წლიდან წლამდე, სანამ სრულიად არ ამოიშლებით ცნობიერებიდან, …
Author Archives: ბათუმელები
„ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია
„ქართულმა ოცნებამ“ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია. არჩევნებში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა, შესაბამისად, პარლამენტს, ისე როგორც უკვე პრეზიდენტს, ქვეყანაში ოპოზიცია და მოსახლეობა არალეგიტიმურად მიიჩნევს. საქართველოს პარლამენტის არჩევნები დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, გარდა უნგრეთისა. ქართულ საზოგადოებას მიხეილ ყაველაშვილმა თავი დაამახსოვრა გინებით. რუსულმა პრესამ კი მის შესახებ დაწერა, რომ რუსეთის ჩემპიონი საქართველოს პრეზიდენტი ხდება. მიხეილ ყაველაშვილს …
Continue reading “„ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია”
მოძრაობა აკრძალულია კურორტ გოდერძისთან – სად რა შეზღუდვებია გზაზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული ზვავსაშიშროების გამო ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი [ანგისა] -ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კილომეტრზე, [სოფელი პაქსაძეები- კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე. მოძრაობა ასევე აკრძალულია: საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური [ფოსტა]-კობის მონაკვეთზე ვაზიანი-გომბორი-თელავის …
Continue reading “მოძრაობა აკრძალულია კურორტ გოდერძისთან – სად რა შეზღუდვებია გზაზე”
ხულოს, ქედასა და შუახევს დენი არ მიეწოდება, სამუშაოებს დიდთოვლობა აფერხებს – „ენერგო-პრო“
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობამ ელექტრო-ენერგიის მიწოდებაში შეზღუდვები გამოიწვია. „დაზიანებულია ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგადამცემი ხაზები და კომპანიის ინფრასტრუქტურა, რის გამოც სამივე მუნიციპალიტეტში დროებით შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება. აღდგენითი სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი ტექნიკური ბრიგადები, ასევე სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილი დამატებითი ჯგუფები. საგანგებო რეჟიმში მობილიზებული ტექნიკური პერსონალი მაქსიმალურად ცდილობს …
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 761 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040] ტანკი – 9 539 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+0] საარტილერიო სისტემა – 21 102 ერთეული [+24] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 დეკემბერი”
საქართველოში რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს – გაეროს ექსპერტები
გაეროს ექსპერტები შეშფოთებულნი არიან საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადამიანის უფლებების დარღვევით – ამის შესახებ ნათქვამია 13 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში. „ჩვენ ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების ძალების ყოველდღიურ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მასობრივ თვითნებურ დაპატიმრებებსა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, მთავრობისა და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებულ ცილისმწამებლურ კამპანიას მომიტინგეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა …
Continue reading “საქართველოში რეპრესიები შეიძლება გამწვავდეს – გაეროს ექსპერტები”
14 დეკემბერს ბათუმში თოვა და ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ, 14 დეკემბერს, ბათუმში და აჭარის სანაპიროზე ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ქარის სიჩქარე 20-25 მეტრს მიაღწევს წამში. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი – 6-7 ბალი. თოვა გაგრძელდება აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებშიც, სადაც დღეს, დილიდან თოვს. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 0-3 გრადუსი იქნება, დღისით 3-8 გრადუსი. მთიან …
Continue reading “14 დეკემბერს ბათუმში თოვა და ქარია მოსალოდნელი”
რატომ გახდით ბოროტი მანქანის ნაწილი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ივანიშვილს – მიმართვა საჯარო მოხელეებს აჭარაში
ავტორი: ციალა ქათამიძე ___ „ქართული ოცნების” ხელისუფლების საზოგადოებასთან კომუნიკაციის ფორმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მთლიანად დგას არაეთიკურ, ძალადობრივ, სიძულვილის ენის შემცველ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომლის სამიზნე, განსაკუთრებით ეს ბოლო დღეებია, არა ზოგადად – ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივი საპროტესტო მოძრაობა, არამედ ამ პროტესტის კონკრეტული მონაწილეები გახდნენ. აჭარაში არაკონსტიტუციურად მოქმედი საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი საბჭოს წევრები, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამდებობის …
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 13 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 760 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 9 537 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+31] საარტილერიო სისტემა – 21 078 ერთეული [+6] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 დეკემბერი”
ბათუმში თოვაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 დეკემბრის 21 საათიდან 13 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში თოვა, დღისით – ზოგან ძლიერი. აჭარის მაღალ მთებში მოსალოდნელია ქარბუქი და ნისლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-25 მეტრი წამში. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა – 5-6 ბალი. ჰაერის ტემპერატურა …
Continue reading “ბათუმში თოვაა მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
სარფში, თურქეთის მხარეს, მეწყერი ჩამოწვა
თურქული მედიის ცნობით, თურქეთში, სარფის საბაჟოსთან, გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მეწყრის შედეგად ჩამოშლილი ქვის ლოდები სატვირთო ავტომანქანას დაეცა. მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ტრაილერი. თურქული მხარე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სარფის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდულია და არის საცობი.
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 758 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390] ტანკი – 9 532 ერთეული [+6] ჯავშანტექნიკა – 19 644 ერთეული [+28] საარტილერიო სისტემა – 21 072 ერთეული [+5] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 დეკემბერი”
სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში
დღეს, 12 დეკემბერს, ბათუმში წყალი შეწყდა არაერთ უბანსა და შემოგარენში მდებარე სოფელში. კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო წყალმომარაგება შეეზღუდათ: ბარცხანაში, წინსვლაში, ორთაბათუმში, ჩაისუბანში, ბენზესა და გოროდოკის დასახლებებში, ადლიაში, ჰელიმიშის, ბაქოს, მაქაცარიას, რ. ნიჟარაძის, ი. ფაღავას, ზღვისპირისა და კაჩინსკების ქუჩებზე. ასევე წყალი შეწყდა აეროპორტის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, შესახვევებსა და …
Continue reading “სად და რომელ საათამდე შეწყდა წყალი ბათუმში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 757 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400] ტანკი – 9 526 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 19 616 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 21 067 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 დეკემბერი”
ხელოვნების უნივერსიტეტი დაკავებული 4 სტუდენტისა და დეკანის გათავისუფლებას ითხოვს
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებული 4 სტუდენტისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის გათავისუფლებას ითხოვენ. სტუდენტებმა დღეს, 10 დეკემბერს, უნივერსიტეტში დაკავებულების მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს. გუშინ, 9 დეკემბერს, დააკავეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის …
Continue reading “ხელოვნების უნივერსიტეტი დაკავებული 4 სტუდენტისა და დეკანის გათავისუფლებას ითხოვს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 755 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 350] ტანკი – 9 524 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 596 ერთეული [+7] საარტილერიო სისტემა – 21 064 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 დეკემბერი”
„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები ფეისბუქზე განცხადებით ეხმიანებიან უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მამუკა ჯორბენაძისა და ამავე უნივერსიტეტის 4 სტუდენტის დაკავებას. „3 დეკემბერს უნივერსიტეტში მისულებს დაგვხვდა ჩვენი ფურცელი ახეული, რომელიც გამოხატავდა პროტესტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად, დავაპირეთ ხელახლა გაგვეკრა ჩვენი პლაკატი, რა დროსაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორი, თეა ცაგურია აგრესიულად განეწყო ამ ფაქტთან დაკავშირებით …
Continue reading “„სოლიდარობას ვუცხადებთ უკანონო პატიმრობაში მყოფ მამუკა ჯორბენაძეს“ – სტუდენტები”
ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე მოკლეს – შსს
შინაგან საქმე სამინისტროს ცნობით, 7 დეკემბერს, ბათუმში, შურისძიების მოტივით, დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენეს უცხო ქვეყნის ოთხ მოქალაქეს: 2000 წელს დაბადებული ფ.თ., -ს, 1997 წელს დაბადებული ვ.დ. -ს , 2004 წელს დაბადებული ჩ.ჩ -ს და 2005 წელს დაბადებულ ა.ს. – ს., რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიღებული ჭრილობების შედეგად, …
Continue reading “ბათუმში უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე მოკლეს – შსს”
თურქეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ბათუმისკენ მომავალი 4 ადამიანი იმსხვერპლა
თურქული მედიის ცნობით, დღეს, 9 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ართვინის არჰავის რაიონში, მეწყერში ჩამარხული ავტომანქანიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიღეს. მეწყერმა, რომელიც ხეობაში 8 დეკემბერს ჩამოწვა, მიწის და კლდის მასები ფერდობზე ჩამოშალა და გზატკეცილი გადაკეტა. მეწყერში მოყოლილი ავტომანქანა დრონის სკანირების შედეგად აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან და ისინი ბათუმში მოდიოდნენ. _______________ ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“
„არა დიქტატურას! არა გაყალბებულ არჩევნებს!“ – უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმების განცხადება
უცხოეთში მცხოვრები ექიმები განცხადებას ავრცელებენ და ითხოვენ ძალადობის შეწყვეტასა და ხელახალ არჩევნებს. „ჩვენ, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველი ექიმები, ერთპიროვნულად ვემიჯნებით იმ სასტიკ ძალადობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებებს, რასაც ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა თავისი სამართალდამცავების მეშვეობით საკუთარი ხალხის თავისუფალი ნების ჩასახშობად ახორციელებს. ასევე, ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებასა და ჩვენი ხელისუფლების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციისა …
„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს
დღეს, 9 დეკემბერს, დილიდან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა ბათუმის იუსტიციის სახლში, სადაც საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს, თუმცა აქციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლიდან პოლიციამ იძულებით გამოიყვანა. „პოლიცია იცავს რეჟიმს და არა ხალხს“ – ამბობენ აქციის მონაწილეები. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი და მოწოდება გაფიცვისკენ ლეგიტიმურია, არ არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციამ, რომელთა უმრავლესობაც ნიღბით იყო, მათ …
Continue reading “„გაიფიცეთ“ – ბათუმში იუსტიციის სახლის საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდეს”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 დეკემბრის 21 საათიდან 10 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 – …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 754 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 220] ტანკი – 9 519 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 19 589 ერთეული [+18] საარტილერიო სისტემა – 21 061 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 დეკემბერი”
ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს
დღეს, 9 დეკემბრის ღამეს [00:14 საათი], აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ერთი პირი დააკავეს. აქცია პრაქტიკულად იშლებოდა, როდესაც დაიძაბა სიტუაცია. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის განმარტებით, დაკავებულმა პირმა პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „დაკავებულია 173-ე მუხლით, პოლიციის შეურაცხყოფისთვის. მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ“, – უთხრა ირაკლი დგებუაძემ „ბათუმელებს“. ბათუმში უკვე მე-12 ღამეა იმართება საპროტესტო აქცია. ბათუმის აქციაზე ადმინისტრაციული წესით …
Continue reading “ბათუმში საპროტესტო აქციაზე 1 პირი დააკავეს”
„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი
მოამზდა ნათია კაპანაძემ ____ გასულ კვირას საქართველოს ევროპული კურსის დაცვა უკვე უფრო სტრატეგიულად და ინსტიტუციურად გაგრძელდა. სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, ექიმების, მუსიკოსების, თეატრალების განცხადებები სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხალხის სამსახურში დაბრუნების წინაპირობად იქცა. 28 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოში პროტესტი არ წყდება. საქართველოს მოქალაქეები მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. დემონსტრაციების დაწყებიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა …
Continue reading “„სიღრმისეული განხილვა პრეზიდენტ ტრამპთან“ – გასული კვირის დაიჯესტი”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 753 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 460] ტანკი – 9 519 ერთეული [+5] ჯავშანტექნიკა – 19 571 ერთეული [+36] საარტილერიო სისტემა – 21 058 ერთეული [+3] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 დეკემბერი”
„მოსახლეობასთან ასეთი მასშტაბიანი დაპირისპირება არავის არასდროს არ მოუგია“ – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ამირან გამყრელიძის შეფასებით, ცრემლსადენი გაზის და წიწაკის სპრეის ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკვალოდ არ ჩაივლის ადამიანების ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამირან გამყრელიძის ტექსტ უცვლელად გთავაზობთ: მივმართავ მათ ვისაც ეს ეხება, დღეისთვის ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს! როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე, მეც ერთ-ერთი, სპეციალობით ექიმი, ბევრის მნახველი და …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 დეკემბრის 21 საათიდან 7 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან რაიონებში: დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო ღამით: 0 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 750 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 660] ტანკი – 9 514 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 19 518 ერთეული [+46] საარტილერიო სისტემა – 21 043 ერთეული [+20] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 დეკემბერი”
თბილისის საპატრულოს ყოფილი უფროსის რჩევა პოლიციელებს: თქვენი უფროსობა პირველი თქვენ ჩაგიშვებს
თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, გიორგი გეგეჭკორი რიგით პოლიციელებს მიმართავს და ურჩევს კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ. ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელებს აფრთხილებს, რომ ნიღბები მათ ვერ დაიცავს, რადგან მათი უფროსობა სიებით ხელში ივლის პარტიების ოფისებში და დეტალურად მოუყვება, ვინ რას აკეთებს ამ დღეებში. მისი შეფასებით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. „პოლიციელებს მინდა რჩევა მოგცეთ… კარგად დაფიქრდით, ვის ემსახურებით …
ზურაბიშვილის მოწოდება საქართველოს მეგობრებს
საქართველოს პრეზიდენმა, სალომე ზურაბიშვილმა, X-ზე დაწერა, რომ ჰეშთეგი პროტესტი საქართველოში (#GeorgiaProtests) უნდა შეიცვალოს ჰეშთეგით რეპრესიები საქართველოში (#RepressioninGeorgia) სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს: „რეპრესიები საქართველოში: სასწრაფო მოწოდება ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურს თავიდან ავირიდოთ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა ძლიერი წნეხი განხორციელდეს მმართველ პარტიაზე, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. არ დაიგვიანოთ…“ დღეს, 4 დეკემბერს, დილიდან სამოქალაქო აქტივისტების …
Continue reading “ზურაბიშვილის მოწოდება საქართველოს მეგობრებს”
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 დეკემბერი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 747 370 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670] ტანკი – 9 493 ერთეული [+7] ჯავშანტექნიკა – 19 450 ერთეული [+31] საარტილერიო სისტემა – 21 002 ერთეული [+26] MLRS – 1 253 ერთეული [+0] …
Continue reading “რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 დეკემბერი”
აქციის მონაწილეები პოლიციას გაერიდნენ და გმირთა მოედანზე გაჩერდნენ – 04:30 საათი | Live
დღეს, 4 დეკემბერს, დაახლოებით 03:30 საათზე, საპოლიციო ძალებმა დაიწყეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეების დაშლა. პოლიცია ძირითადად წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს იყენებს. აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ ფილარმონიის მიმართულებით, გზადაგზა ცდილობდნენ დაყოვნებას და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ გადაადგილებისას ერთმანეთს არ ჩამორჩნენ. ასევე ისმის გაფრთხილებები, რომ ვიწრო ქუჩებში არ შევიდნენ. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე …
2600 ლარით დააჯარიმეს გოგო, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია
3 დეკემბრის საღამოს სასამართლოში გადაიყვანეს წუხელ დაკავებული ქალი, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ილონა დიასამიძემ დაუდასტურდა, რომელიც ამ ქალის ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ადვოკატის თქმით, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი ცნო სამართალდამრღვევად – შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და დააჯარიმა 2600 ლარით. „თქვე ნაგავო ხალხო, მე დავიღალე, რა გინდათ?! ჩემი გეშინიათ?!“ – ამ სიტყვებით მიმართა ქალმა …
Continue reading “2600 ლარით დააჯარიმეს გოგო, რომელმაც სპეცრაზმის კედელი გაარღვია”
10 სპეცრაზმელი მირტყამდა. წამართვეს ქურთუკი – რას ჰყვებიან ანტირუსულ აქციაზე დაკავებულები პოლიციის ძალადობაზე
ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი ჰყვება, რომ მას სპეცრაზმმა ჯერ სასტიკად სცემა, ტვინის გახვრეტით ემუქრებოდა, შემდგე კი გაძარცვეს – ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადეს და მოჰპარეს. პოლიციის მიერ დაკავებული და სასტიკად ნაცემი ანტიევროპული აქციის მონაწილეების ვიდეოინტერვიუებს „მთავარი არხი“ ავრცელებს. „მინიმუმ 10 პოლიციელი მირტყამდა, პოლიციას ვერ დავარქმევ მაგათ. ათი სპეცრაზმელი მირტყამდა ყველგან. უნდოდათ ჩემი ტელეფონი, ითხოვდნენ …
აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს, ჩხრეკენ მის ბინას
დღეს, 3 დეკემბერს, თბილისში, ჩხრეკა მიმდინარეობს ბლოგერის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში. ბინასთან ამ წუთებში [13:30] პოლიციაა მობილიზებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დოდი ხარხელის სახლთან პოლიცია იყო, თავდაპირველად მისმა ქმარმა გაავრცელა, მოკლე ხანში კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ აქტივისტი დაახლოებით ათმა პოლიციელმა შეაჩერა საბავშვო ბაღთან, მას შემდეგ, რაც მან შვილი ბაღში …
Continue reading “აქტივისტი დოდი ხარხელი შვილის საბავშვო ბაღთან დააკავეს, ჩხრეკენ მის ბინას”