უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 761 160 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
- ტანკი – 9 539 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 19 675 ერთეული [+0]
- საარტილერიო სისტემა – 21 102 ერთეული [+24]
- MLRS – 1 253 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 229 ერთეული [+53]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 861 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 31 217 ერთეული [+40]
- სპეცტექნიკა – 3 644 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 649 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 37 693 უპილოტო საფრენი აპარატი
- 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 784 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 19 574 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 29 206 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რა იცვლება ზელენსკი-ტრამპის შეხვედრით რუსეთ-უკრაინის ომში? – ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა: