უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 758 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 390]
- ტანკი – 9 532 ერთეული [+6]
- ჯავშანტექნიკა – 19 644 ერთეული [+28]
- საარტილერიო სისტემა – 21 072 ერთეული [+5]
- MLRS – 1 253 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 023 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 329 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 20 111 ერთეული [+0]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 861 ერთეული [+2]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 31127 ერთეული [+54]
- სპეცტექნიკა – 3 642 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 649 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 37 596 უპილოტო საფრენი აპარატი
- 586 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 19 730 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 500 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 19 482 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 29 146 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.