Batumelebi | ბათუმის ბულვარში ვეტერანები ერთმანეთს დარტსში შეეჯიბრებიან ბათუმის ბულვარში ვეტერანები ერთმანეთს დარტსში შეეჯიბრებიან – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის ბულვარში ვეტერანები ერთმანეთს დარტსში შეეჯიბრებიან

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით,  4-6 აპრილს ბათუმის ბულვარში, ვეტერანთა კლუბში, გაიმართება საქალაქო  პირველობა დარტსში ვეტერანთა შორის. 

 

ვეტერან ქალთა – 50 წელს გადაცილებულები და მამაკაცთა – 60 წელს გადაცილებულები,  რეგისტრაცია 4 აპრილს, 11:00 საათიდან დაიწყება. დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბათუმელსა და ქალაქის სტუმარს.


საქალაქო პირადი პირველობა დარტსში მიზნად ისახავს აჭარაში ახალი სპორტის სახეობის დანერგვასა და პოპულარიზაციას, ვერეტანებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათ კიდევ უფრო დამეგობრებას. 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


აღნიშნული ღონისძიება აჭარაში პირველად იმართება. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"