სიახლეები

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

05.05.2015 • 3257
საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს შენობა

ჯუმბერ აბულაძე ვალერი თელიას დროს ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის შს სამმართველოში სხვა ცვლილებებიც იგეგმება, მაგალითად, მეჯინისწყლის განყოფილების უფროსი გადაჰყავთ ბენზეში, განყოფილების უფროსის თანაშემწედ. მეჯინისწყლის განყოფილების უფროსად კი როლანდ იაკობაძე ინიშნება, რომელიც ახლა აჭარის მთავარ სამმართველოში დეტექტივების დეპარტამენტში თანაშემწედ მუშაობს.
ბათუმის მე-6 განყოფილების უფროსად ჰამლეტ ჯორბენაძეს ნიშნავენ, რომელიც ასევე დეტექტივების დეპარტამენტში მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, სად მიჰყავთ მე-6 განყოფილების უფროსი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე აქვეითებენ მე-3 განყოფილების უფროსს ბათუმში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაჰყავთ. დაქვეითებას უპირებენ თამარის დასახლების (ბენზე) პოლიციის განყოფილების უფროსს.

შეცვლილია აჭარის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის უფროსი, ეს თანამდებობა დავით მჭედლიძეს ჩააბარეს. მისმა წინამორბედმა დავით თხილაიშვილმა კი სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვაკანტურია ასევე ბათუმში უბნის ინსპექტორების უფროსის თანამდებობა.
„ბათუმელების“ ინფორმაციას ამ საკადრო გადაადგილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. უფრო ზუსტად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ, პრესცენტრმა საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში გადაგვამისამართა.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებმა“ პარასკევს, ანუ პირველ მაისს გამოითხოვა.

გადაბეჭდვის წესი