სიახლეები

კონფერენცია ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შესახებ

02.05.2015
კონფერენცია ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შესახებ

 

 

კონფერენცია შეეხებოდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას დღეს და მათი გამოყენების პერსპექტივებს მომავალში.

 

ჭიპლარის სისხლის ბანკის ”ჯეოქორდის” სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილის თქმით ჭიპლარის სისხლის მიწოდება მათ ბანკში ბათუმიდანაც ხდება – ”ახლა გვინდა ჩვენი აქტივობის უფრო გაფართოვება და რაც სამშობიაროებია ბათუმში გვინდა, რომ ყველა მოვიწვიოთ.”

  

შეხვედრას ესწრებოდა ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მეან გინეკოლოგი კონსტანტინე მარდალეიშვილი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლოლაძე, მეან გინეკოლოგები აჭარიდან და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.