სიახლეები

პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

04.05.2015
პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისათვის მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნა

 

ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტების გამგეობის ბაზაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფების ძირითადი მიზნია  პირუტყვის დაავადებების შესახებ ინფორმაციის მონაცემების შეგროვება – გავრცელება, ეფექტური ეპიზოოტური კარანტინების ჩატარების უზრუნველყოფა,  მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მაღალმთიან ზაფხულის საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვისას მონიტორინგის წარმოება და მარშრუტის პატრულირება პირუტყვის დაავადებების გავრცელებისა და გარეული ცხოველების თავდასხმისგან,  სასოფლო – სამეურნეო სავარგულების (მათ შორის საძოვრების) მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა და პირუტყვის დაავადებებისა და გარეული ცხოველების მიერ მიყენებული ზარალის დათვლა.

 

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი  ღონისძიების გასატარებლად „მერსი ქორფსმა“  ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს მაღალი გამავლობის ავტომობილი გადასცა.


ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შექმნილ  სამუშაო ჯგუფებს ორგანიზაცია ავტომობილებს უახლოეს დღეებში გადასცემს.

 

პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით პრევენციას აჭარის მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ფარგლებში,  შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.  

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.