Batumelebi | არღვევს თუ არა კანონს, ფრაქცია „ოცნების“ თავმჯდომარე შუახევში არღვევს თუ არა კანონს, ფრაქცია „ოცნების“ თავმჯდომარე შუახევში – Batumelebi
RU | GE  

არღვევს თუ არა კანონს, ფრაქცია „ოცნების“ თავმჯდომარე შუახევში

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“ ხელმძღვანელის დავით ბერიძის განცხადებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნებას“-ს ხელმძღვანელი ოთარ სურმანიძე სოფლის ექიმადაც მუშაობს, რის გამოც მისი განცხადებით, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი ირღვევა. 

„ოთარ სურმანიძე ხელფასს იღებს როგორც საკრებულოში, ასევე სოფლის ამბულატორიაშიც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს არის კანონდარღვევა“- აცხადებს, დავით ბერიძე.

ფრააქციის თავმჯდომარე ოთარ სურმანიძე  „ბათუმლებთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ ის ამბულატორიაში ნამდვილად მუშაობს და მას ხელფასს, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ უხდის.

„რაიონში არ გვყავს ექიმები, დეფიციტია ექიმების და მე სამედიცინო მეთვალყურეობას ვეწევი, დროებით ვარ ხელშეკრულებით აყვანილი. ახლა ორთვიან ხელშეკრულებაზე მაქვს ხელი მოწერილი. ანაზღაურებადია სამუშაო და ხელფასს როგორც ვიცი, „ალდაგი“ იხდის“-გვეუბნება, ფრაქციის თავმჯდომარე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე, რუსუდან სალუქვაძე ამბობს, რომ ოთარ სურმანიძე ამბულატორიაში დიდი ხანია მუშაობს: „დაბა შუახევის ამბულატორიაში მუშაობს სოფლის ექიმად და პროგრამა ფინანსდება ბიუჯეტიდან“.

მუნიციპალიტეტის ფრაქციის თავმჯდომარე, ნოდარ ქარცივაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ მან ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით გააფრთხილა: „მივწერე წერილი და ვთხოვე რომ გაერკვია ხომ არ არის შეუთავსებლობა ამ ორ სამსახურს შორის მეთქი და წერილზე პასუხი ჯერ არ მიმიღია“.

დავით ბერიძე, „სამოქალაქო მონიტორინგი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე