ნეტგაზეთი • RU

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა დემურ დიასამიძემ თანამდებობიდან გადადგომაზე განცხადება დაწერა.  გავრცელებული ინფორმაციით მისი მუშაობით უკმაყოფილო იყო პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი. თავად დემურ დიასამიძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, იგი ამბობს, რომ სამუშაოდ კერძო სექტორში მიდის. 

 

 

დემურ დიასამიძე
დემურ დიასამიძე

„რამდენიმე კერძო კომპანიისგან მაქვს შემოთავაზება, ჯერ ვერ გეტყვით სად ვიმუშავებ. ის, რომ პრემიერმა გამოთქვა უკმაყოფილება ჩემი მუშაობის გამო, არ შეესაბამება სიმართლეს, პირიქით საქებარი სიტყვები მოვისმინეთ გუშინ  სასტუმრო ჰილტონის გახსნაზე. მე დეპარტამენტში ძლიერი გუნდი დავტოვე, რაც ასევე იმას ნიშნავს, რომ კარგად ვიმუშავეთ. ჯერ მთავრობის თავმჯდომარეს განცხადება არ დაუკმაყოფილებია“ – განაცხადა დემურ დიასამიძემ „ბათუმელებთან“.

 

ხვალ, 20 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპო ბათუმი 2015″ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარეშე გაიხსნება.  

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.