ნეტგაზეთი • RU

არჩილ ხაბაძე: დემურ დიასამიძის გადაყვანას სხვა პოზიციაზე ვაპირებთ

 

აჭარის მთავრობის თამჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დემურ დიასამიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, რომ მთავრობა დიასამიძის სხვა პოზიციაზე გადაყვანას აპირებს. 

 

არჩილ ხაბაძე
არჩილ ხაბაძე

 „დემური ფიქრობს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, მაგრამ ჩემი დაჟინებულ ითხოვნაა და ვფიქრობ, გაითვალისწინებს, ის უნდა დარჩეს მთავრობაში. ის არის ჩემი გუნდის წევრი და ვფიქრობ, რომ მისი პოტენციალის გაშვება ხელიდან იქნება ჩემი მთავრობისთვის ძალიან დიდი დანაკარგი. მის გადაყვანას ვაპირებთ სხვა პოზიციაზე, იქ, სადაც უფრო მნიშვნელოვანია და მტკივნეული თემებია გასაკეთებელი და განსახორციელებელი, ვფიქრობ იქ უნდა ამოხდეს შესაბამისი კადრის გადაყვანა“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან.

 

დემურ დიასამიძემ დღეს, 19 მაისს, ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება პოსტის დატოვების შესახებ. იგი უარყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა გუშინ, 18 მაისს ბათუმში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობით უკმაყოფილოა. 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.