Batumelebi | სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალიბაურის სკოლიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალიბაურის სკოლიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო – Batumelebi
RU | GE  

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალიბაურის სკოლიდან ვადაგასული სურსათი ამოიღო


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონში ვადაგასული სურსათი გამოავლინა. 

 

აღნიშნულ სკოლა-პანსიონში მოსწავლეებმა, სავარაუდოდ, საკვებისმიერი ინტოქსიკაცია მიიღეს, რის შესახებაც სააგენტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან აცნობეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს. მონიტორინგის შედეგად სკოლა-პანსიონში გამოვლინდა ვადაგასული სურსათი – 165 ცალი კვერცხი და 5 კილოგრამი სპრედი, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება; ასევე აიღეს არაჟნის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა-პანსიონს სურსათით ამარაგებს ფონდი „ვიქტორია”, რომელიც ბიზნესოპერატორად არ არის დარეგისტრირებული, რის გამოც იგი 500 ლარით დაჯარიმდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"