ნეტგაზეთი • RU

დისკუსია პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ

 

ამ წუთებში, ბათუმში ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისისა (PRI) და ,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ ორგანიზებით, პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ საჯარო დებატები მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან საერთო სასამართლოების, სასჯელაღსრულების სამინისტროს, პროკურატურის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბათუმის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები და ადვოკატები. 

შეხვედრაზე  PRI-სა და ბათუმის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლებმა, სამხრეთ კავკასიაში, პატიმრობის ალტერნატიული სანქციების გამოყენების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს.

სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ, მოხსენება გააკეთა ბათუმის პრობაციის ბიუროს უფროსმა როინ თურმანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე, როგორც პატირმრობის ალტერნატიულ სასჯელზე თავიდანვე უარს მხოლოდ 3% ამბობს, ამის მიზეზად მან მსჯავრდებულთა მენტალიტეტი დაასახელა: ”იმის გამო, რომ იმ მომენტში დააღწიონ თავი პატიმრობას, თავიდან ისინი თანხმდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულებათან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით როცა უკვე ჩვენთან მოდიან აღარ უნდათ სამუშაოს შესრულება, ძირიტადად იმიტომ რომ ეთაკილებათ. მათ იციან, რომ სამუშაოს არ შესრულებაზე სასამართლო მათ ჯარიმას აკისრებს და ურცევნიათ ეს ჯარიმა გადაიხადონ” – ამბობს ის.

იმ შემთხვევაში, როცა მსჯავრებული არ ასრულებს დაკისრებულ სამუშაოს როინ თურმანიძის თქმით, პრობაციის ბიურო მიმართავს სასამართლოს, რომ ამ კონკრეტულ პირს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, სხვა სახის სასჯელით შეუცვალოს.

ბათუმში ამჟამად 22 მსჯავრდებული ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამსახურს. როინ თურმანიძის თქმით, ბათუმში ერთდოულად 30 პირობითი მსჯავრდებულის დასაქმებაა შესაძლებელი, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა სამუშაო ადგილები ხელვაჩაურში, ქობულეთსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოიძებნოს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ლელა ბჟალავამ თქვა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოები ძირითადად ფიზიკურ სამუშაოსთან ასოცირდება, რასაც ზოგიერთი პატიმარი, რომელთაც აქვთ კარგი განათლება და გონებრივი რესურსი (მაგ. ზოგიერთი პოლიტ-პატიმარი) მძიმედ განიცდიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენელმა მირანდა მერკვილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საზოგადოების 77%-ს ჰქონდა ინფორმაცია პატიმრობის ალტერნატიული სანქციების შესახებ, 13%-ს ჰქონდა ზოგადი წარმოდგენა. მათი უმრავლესობა ემხრობოდა ამ სანქციების გამოყენებას, თუმცა ძალიან მსუბუქ დანაშაულებზე – ”ძირითადად ნარკოტიკების მოხმარებასა და ქურდობაზე”.

ღონისძიების მეორე ნაწილი საჯარო დებატებს დაეთმობა, რომელზეც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ ისაუბრებენ . დებატებზე მოხსენებას გააკეთებს ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისათვის“ წარმომადგენელი. მასში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.


ღონისძიებები ტარდება პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელიც 2013 წლის ოქტომბრიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.  პროექტის ძირითადი მიზანია გაიზარდოს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ალტერნატიული ღონისძიებების და სასჯელების გამოყენება. 

იხილეთ პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი: არის კი საპატიმრო სასჯელი ყოველთვის გამოსავალი?



მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები”
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.