ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე – 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინება სასამართლოს ნებართვით. საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საჭიროა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე ნებართვის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ სასამართლოს ექნება. საკითხის ინიციატორი საქართველოს სახალხო დამცველია. დღევანდელი დისკუსიის მომხსენებელი კი გია ქარცივაძე, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო.
რეგისტრაცია მშობლების თანხმობის საფუძველზე მოეხდინათ:” გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას სასამართლომ იმსჯელოს არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე”-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ამ ინიციატივით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაიზიარა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებდებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის, 16–დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილების თაობაზე გასულ კვირას მიმართა.
დღევანდელი დისკუსიის ორგანზიატორი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. დისკუსიის მონაწილეთა ერთ ნაწილს მიაჩნია რომ ეს კანონი არარეგისტრირებულ ქორწინების რაოდენობას გაზრდის, ნაწილი კი საკანონმდებლო ინიციატივას იწუნებს.