Batumelebi | მემორანდუმი დუბლინისა და ბათუმის პორტებს შორის მემორანდუმი დუბლინისა და ბათუმის პორტებს შორის – Batumelebi
RU | GE  

მემორანდუმი დუბლინისა და ბათუმის პორტებს შორის

 

დღეს, დუბლინის საზღვაო პორტს, ბათუმის მერიასა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სერვისებისა და მართვის სფეროში, ასევე საპორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის დაგეგმვა-განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაში გამოცდილების გაზირებას გულისხმობს. 

  

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, დუბლინის პორტის ბათუმთან თანამშრომლობის განვითარებას – ეკონომიკის, განათლების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებში.

 

 

ბათუმისა და დუბლინის პორტის დამეგობრება ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატვივით ხორციელდება.

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები ირლანდიის დელეგაციას გუშინ შეხვდნენ. ირლანდიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დუბლინის საზღვაო პორტის აღმასრულებელი დირექტორი ეამონ ო’ რეილი, დუბლინის საზღვაო პორტის საერთაშორისო ურთიერთობათა უფროსი ჩარლი მერფი, საქართველოს დროებითი რწმუნებული ირლანდიის რესპუბლიკაში გიორგი ზურაბაშვილი და სხვები.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"