6 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდის სპორტ დარბაზში აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში დსრულდა.
ჩემპიონატი 3 წონით კატეგორიაში 65 კგ, 75 კგ, 85 კგ. აბსოლიტურ მარჯვენა და მარცხენა მკლავში ვაჟებსა და დიდებს შორის ჩატარდა.


აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციით, გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ჩავლეშვილმა და ახალგაზრდობის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა მინდია სიხარულიძემ, თასებით, ფასიანი საჩუქრებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვეს.
მარცხენა მკლავში სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილები დაიკავეს: 65 კგ. იმედა ჭინჭარაული, 75 კგ. ბექა ონიანი, 85 კგ. ზურაბ თავბერიძე.