ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე ყოველდღიურად ასეულობით მძღოლი ჯარიმდება, თუმცა გადატვირთული მოძრაობის, ქუჩების სივიწროვის თუ პარკინგის ნიშნებთან თავისუფალი ადგილების არ არსებობის გამო – დაჯარიმებების მაჩვენებელი არ მცირდება. ცალკე პრობლემაა უნებართვო ავტობაზრობები, რომლებიც აღმაშენებლის ქუჩაზე (ყოფილი კვლევითი ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე) და გორგილაძის ქუჩის ბოლოშია განთავსებული. აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ავტობაზრობის გამო, ტროტუარზე მოძრაობა უჭირთ – “ადრე იყო აქ ავტობაზრობა, ახლა მაღაზია …
Author Archives: ბათუმელები
შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, 1985 წელს დაბადებული ბესიკ გ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, „ჩე-ზე“-ს ტიპის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს …
Continue reading “შსს-მ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო”
ბათუმის „ფერადი უბანი“
საახალწლო პროექტი – „ფერადი უბანი“ გრძელდება. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა უბანში იმართება საახალწლო კონცერტები და გასართობი თამაშები ბავშვებისთვის. ბათუმში სულ 13 ადმინისტრაციული უბანი უნდა გაცოცხლდეს და გაფერადდეს. დღეს 12 საათზე მახინჯაურის უბანი გაფერადდება, სამ საათზე თამარის დასახლებაში მორწყობა კონცერტი, შემდეგ კი ბონის კულტურის სახლის ეზოში. პროექტს „ფერადი უბანი“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წელს …
ახალ წლამდე უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს ისევ განიხილავს
ახალ წლამდე აჭარის უმაღლესი საბჭო რესპუბლიკურ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ განიხლილავს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 2016 წლის დადგომამდე სამი დღე რჩება, სხდომის თარიღი კი ჯერ ჩანიშნული არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის განმარტებით, სამინისტრო მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების შეტანას არ გეგმავს. მისი თქმით, ბიუჯეტის ჩავარდნა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და …
Continue reading “ახალ წლამდე უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს ისევ განიხილავს”
ჩამქრალი საახალწლო განათებები მემედ აბაშიძის ქუჩაზე
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე საახალწლო განათებები რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა, განათებების ნაწილი უკვე ჩამქრალია. საახალწლო განათებების მონტაჟს ქალაქში, შპს „აჭარგანათება“ უზრუნველჰყოფს. „აჭარგანათების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, განათებებს ხვალ 29 დეკემბერს შეაკეთებენ. „როცა რაღაცის ინსტალაცია ხდება, დაზიანებებიც ხდება ხოლმე. თუმცა, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული განათებების აღდგენა. ხვალისთვის მემედ აბაშიძის ქუჩაც შეკეთდება“-გვეუბნება ის.
ხელვაჩაურის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
დღეს 28 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გემგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ქოქოლაძე დააკავეს. გამგეობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია თუ რომელი სამსახურის მიერ იქნა დაკავებული დავით ქოქოლაძე. დაზუსტებულ ინფორმაციას არც გამგებელი ფლობს: „ალბათ ანტიკორუფციული უსაფრთხოების სამსახურია, ზუსტად არ ვიცი“-გვეუბნება ნადიმ ვარშანიძე.
პეტიცია ბათუმის ძველი ბულვარის დასაცავად
საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ პეტიციას აქვეყნებს და აჭარის მთავრობას მიმართავს ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. „ბათუმის ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, რომელიც უკვე 130 წელია ყალიბდება. დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მიგვაჩნია, რომ გადაკეთებითა და შეცვლით ბულვარი დაკარგავს იმ ნიშან-თვისებებს, რის გამოც იგი კულტურული მემკვიდრეობის …
საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად
დღეს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული „სტუდენტთა ფედერაციის“ წევრებმა საქველმოქმოქმედო აქცია გამართეს. საქველმოქმედო აქცია სლოგანით -„სიკეთე გადამდებია“, დაახლოებით ნახევარი საათის წინ უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო, შემდეგ კი მსვლელობის სახით ქუჩაში გადაინაცვლა. სტუდენტები საქველმოქმედო აქციით მოგროვებულ თანხას მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს გადასცემენ. აქციის მონაწილე მარიამ თურმანიძე ამბობს, რომ საქველმოქმედო აქციის მსვლელობა უნივერისტეტიდან ე.წ. ბენზეს დასახლებამდე მოეწყობა. „აქციას სტუდენტთა ფედერაციის წევრები ვაწყობთ, მასში უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც ჩაერთვნენ და თანხა გაიღეს …
Continue reading “საქველმოქმედო აქცია მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად”
საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]
27 დეკემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. 100-მდე ადამიანი ყვებოდა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება მოახერხა საიამ ამ წლების განმავლობაში. ჩამონათვალი მრავალფეროვანია და თითქმის ყველა სოციალურ ჯგუფს ეხება. საიას აჭარის ფილიალმა, როგორც მისი მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, მარტო 2015 წელს 5 ათასამდე მოქალაქეს გაუწია იურიდიული კონსულტაცია. საიას თავმჯდომარის ანა …
Continue reading “საიას აჭარის ფილიალი 20 წლის გახდა [ვიდეო]”
პარკირების წესების დარღვევის შემთხვევები ბათუმში [ფოტო]
BIAFF მიმდინარე წლის შედეგებს შეაჯამებს
ხვალ 29 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება BIAFF 2015 კინოფესტივალის შედეგების შეჯამება, არსებული პრობლემების შესახებ ინფორმირება და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. „2015 წელი BIAFF-თვის იყო საიუბილეო, 10 წელი შეუსრულდა ფესტივალის დაარსებიდან და ამ ათწლეულში, BIAFF კინოფესტივალი განვითარდა და ჩამოყალიბდა ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშნველოვანეს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებად, რომელიც მნიშვნელვოან როლს ასრულებს არაკომერციული, არტ-ჰაუს კინოს …
შსს-მ ბათუმში „ბიო“ ნარკოტიკის რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა
27 დეკემბერს, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ოზგურ კ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით, ხოლო საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბესიკ ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით სამართალდამცველებმა, ბესიკ ჯ-ს პირადი ჩხრეკისას, ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,716 გრ …
Continue reading “შსს-მ ბათუმში „ბიო“ ნარკოტიკის რეალიზატორი და მომხმარებელი დააკავა”
ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982
აჭარის ხელისუფლებამ დაანონსა, რომ ის ბულვარის კონცეფციაზე მუშაობს. შესაბამისი ვიდეოკლიპის გავრცელებამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული კონცეფცია ფლორცენციის ქარტიისთან შესაბამისობაშია. „ბათუმელები“ აქვეყნებს ქარტიის სრულ ვერსიას იმისათვის, რომ დაინტერესებულმა პირებმა თავად განსაზღვრონ, ეწინააღმდეგება თუ არა ბულვართან დაკავშირებული სახელისუფლო გეგმები ფლორენციის ქარტიას. პრეამბულა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო კომიტეტისა (ICOMOS) და ლანდშაფტის …
Continue reading “ისტორიული ბაღები ფლორენციის ქარტია – 1982”
ემილ ლევიეს ბათუმი
სულხან სალაძე 1890 წელს შვეიცარიაში, ჟურნალ „Bibliotheque Universelle”-ს ფურცლებზე, ერთი ბოტანიკოსის ცოლმა, დღიურებად მომზადებული სტატიების – „A Travers Le Caukase” გამოქვეყნება დაიწყო. დღიურები საქართველოში იწერებოდა და შემდეგ პირდაპირ ფლორენციაში იგზავნებოდა. ამ დღიურებს ცნობილი ბოტანიკოსი ემილ ლევიე წერდა. ბატონმა ემილმა პირველი წერილი ბათუმში დაწერა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1890 წელს ფლორენციაში შეკრებილმა მეცნიერებმა კავკასიის გამოკვლევა …
ენერგოპრო: ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ელექტროენერგია გაითიშება
“ენერგოპრო ჯორჯიას” ინფორმაციით, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს, 12:30-დან 13:30 სთ-მდე, ბათუმში ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება პუშკინის, ტბელ აბუსერიძის, გრიბოედოვის, ფიროსმანის ქუჩებს, ლერმონტოვიდან ინასარიძის ქუჩამდე მონაკვეთში. ასევე, 12:30 სთ-დან 20 წუთის განმავლობაში ელექტროენერგია გაითიშება დუმბაძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. “ენერგოპრო ჯორჯიას” ინფრომაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
გააჩუქე თბილი ტანსაცმელი, რომელიც არ გჭირდება – საქველმოქმედო აქცია ევროპის მოედანზე
ბათუმში, ევროპის მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხესთან არასამთავრობო ორგანიზაცია „სანშაინის“ მოხალისეები სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ადამიანებისთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებენ. „სანშაინის“ თავმჯდომარე ედო მჟავანაძე ამბობს, რომ აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს და ჯერჯერობით მათ უფრო მეტმა ბენეფიციარმა მიმართა, ვიდრე დახმარების მსურველმა და მხოლოდ მცირე რაოდენობით თბილი ტანსაცმელი შეგროვდა. „ვაგროვებთ თბილ ტანსაცმელს იმ ადამიანებისთვის, ვისაც სჭირდება დახმარება. 27 დეკემბერს, …
აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]
დღეს, ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. აქციაზე იმყოფებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანიც, რომელიც აქციის მონაწილეების კითხვებსა და შენიშვნებს პასუხობდა. ახალი კონცეფციის თანახმად, ბულვარში უქმდება ფეხით სავალი ერთი ზოლი, ამ ნაწილს გამწვანება და კაფე-ბარები ემატება, იცვლება სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაც. ფეხით სავალი ზოლის …
Continue reading “აქცია ბათუმში ძველი ბულვარის ახალი კონცეფციისგან დასაცავად [ვიდეო]”
ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში იუტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით სამი მოსამართლე გაამწესეს: ხათუნა ბოლქვაძე, ირაკლი შავაძე და გიორგი გრატიაშვილი. არჩევნები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხათუნა ბოლქვაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წლებია მუშაობს, ირაკლი შავაძე კი ადვოკატია. რაც შეეხება გიორგი გრატიაშვილს, იგი 2009-2011 წლებში აჭარაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა. მისი სახელი ბიზნესმენებისთვის ძვირადღირებული მანქანების ჩამორთმევის სკანდალს უკავშირდება. ეს მანქანები ახალმა ხელისუფლებამ …
Continue reading “ადვოკატი ირაკლი შავაძე ბათუმში მოსამართლედ აირჩიეს”
ბათუმის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დასამტკიცებლად ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა წარუდგინა. ბიუჯეტი 141 462 900 ლარით განისაზღვრა. ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის დამტკიცებას მხარი ოპოზიციურმა ფრაქციებმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაუჭირა. სხდომაზე წარმოდგენილი პროექტით მომავალ წელს ბათუმის მერია ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე 75 მილიონ 157 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. პროგრამები საგზაო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სერვისის , საბაზისო კომუნალური …
Continue reading “ბათუმის საკრებულომ 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა”
დებატები ბათუმის საკრებულოში ბულვარის კონცეფციაზე [ვიდეო]
25 დეკემბერს ბათუმის ძველი ბულვარის კონცეფცია მწვავე განხილვისა და დებატების მიზეზი გახდა ბათუმის საკრებულოში. ქალაქის საკრებულოში სხდომა ბათუმის ბულვარში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართული აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადის “ბათუმი” ზამთრის სერია – 2015 დასკვნითი მესამე ტური გაიმართა
25 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში საქალაქო შემეცნებითი ოლიმპიადის – “ბათუმი” ზამთრის სერია-2015 – დასკვნითი მესამე ტური გაიმართა. ფინალურ ეტაპზე გადასული ექვსი გუნდიდან სამი კერძო და სამი საჯარო სკოლა იყო. გაიმარჯვებული გახდა #7 საჯარო სკოლის გუნდი “ფესტინა-ლენტე” (47,1 ქულა) , მეორე ადგილზე გავიდა სასულიერო გიმნაზიის გუნდი “ჭოტი” (42,0 ქულა) და მესამე ადგილზე შაჰინის მეგობრობის სკოლა ლიცეუმი, გუნდი “მუზა” (38,7 …
დისკუსია საკონსტიტუციო სასამართლოში
რა როლი და ფუნქცია აკისრია საკონსტიტუციო სასამართლოს, რა განასხვავებს მას საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოებისგან, რა ტიპის საქმეებს განიხილავს და რამდენი მოსამართლე, რა ვადითა და ფორმით აირჩევა – ამ თემებზე სტუდენტებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ესაუბრა. დისკუსიაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარდა მოხსენება, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს წარმომადგენელმა გააკეთა. დისკუსიაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ბათუმის ოფისის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ …
ბათუმი – “მკვდარი ჩრდილების ქალაქი” [ფოტოპროექტი]
„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ ფოტოგრაფ ლაშა ფალავანდიშვილის პროექტია. ლაშა ამბობს, რომ ამ პროექტით სურს აჩვენოს ქალაქის ურბანიზაციის ქაოტური პროცესი, უზარმაზარი და გაუგებარი ჩრდილები მთელს პერიმეტრზე, ადამიანთა კოლბებში გამომწყვდევა და მკვდარი ქალაქის რეალობა.
კობა ჩხეიძე: „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არასწორ დაგეგვასთან“
ხვალ, 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულო 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 141 მილიონი ლარი იქნება. საკრებულოს ოპოზიციას კი თითქმის იდენტური პრეტენზიები აქვს, რაც გასული წლის ბოლოს ჰქონდა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საკრებულოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კობა ჩხეიძე ესაუბრა. მერიამ განსახილველად შემოიტანა 137-მილიონიანი ბიუჯეტი, რომელზეც მოვამზადეთ რეკომენდაციები. ამის შემდეგ მერიამ უკან დააბრუნა და …
Continue reading “კობა ჩხეიძე: „საქმე გვაქვს ბიუჯეტის არასწორ დაგეგვასთან“”
რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს
ალბათ ყველას გსმენიათ, რომ ხელვაჩაურში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მშობლები ვერ ახერხებენ ბავშვების უზრუნველყოფას სრულფასოვანი კვებითა თუ ტანსაცმლით. ჩვენ, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეები, ვეცდებით, ამ ბავშვებს ერთი დღით მაინც გავუმრავალფეროვნოთ ცხოვრება. დაგეგმილი გვაქვს მათი წაყვანა ბავშვთა გასართობ ცენტრში, ამას ჩვენი ორგანიზაციის სახსრებით შევძლებთ. გარდა ამისა, ძალიან გვინდა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ …
Continue reading “რეზინის ბოტები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ბავშვებისთვის – მიმართვა მოქალაქეებს”
ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება
„არა ძველი ბულვარის დამახინჯებას“ – ამ სლოგანით აქცია ბათუმში ხვალ, 25 დეკემბერს, 13 საათზე, სასტუმრო „ინტურისტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. აქციის შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“ ვრცელდება. „აქციის მიზანია ხელი შეუშალოთ ძველი ბულვარის დამახინჯებას და უგემოვნო რეკონსტრუქციას“ – აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. აჭარის მთავრობა რომ ძველი ბულვარის რეკონსტრუქციას აპირებს, ამის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. ძველი ბულვარის რეკონსტრუქციის …
Continue reading “ხვალ, 25 დეკემბერს, ძველი ბულვარის დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართება”
25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს
ხვალ, 25 დეკემბერს, ევროპის მოედანზე, საღამოს 7 საათზე, საახალწლო შოუ ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძისა და ჯგუფ ინსაითის კონცერტით გაიხსნება. კონცერტის დაწყებამდე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ნინო ქათამაში კონცერტის შემდეგ, 20:30 წუთზე, ქართველი მსმენელის წინაშე დედაქალაქიდან მოწვეული ქართული ალტერნატიული ბენდი „LOUDSPEAKER“ წარდგება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კონცერტის დაწყებამდე, 18:30 წუთზე ევროპის მოედანზე …
Continue reading “25 დეკემბერს ბათუმში ნინო ქათამაძე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან იმღერებს”
საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები
22 დეკემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორის წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდნენ. ფორუმი წელს პირველად ჩატარდა. ფორუმზე პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგებიც იყო წარმოდგენილი. პროექტის ფარგლებში 2015 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 150 ობიექტში, მათ შორის განთავსებისა და კვების ობიექტში, ასევე ტურისტულ სააგენტოებში ფარული ვიზიტი განახორციელა სერვისების ხარისხის კვლევის მიზნით. საუკეთესო …
Continue reading “საუკეთესო სასტუმრო და რესტორანი აჭარაში – ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულები”
გადადგება თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე დღეს, 24 დეკემბერს სამსახურში არ იმყოფება. ქვეყნის პრემიერის გადადგომის შემდეგ ხომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას არჩილ ხაბაძეც? საქართველოს და აჭარის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ავტომატურად გადადგომას, იმ შემთხვევაში თუ თანამდებობას ქყვეყნის პრემიერი. თუმცა, იმის გათავალისწინებით, რომ არჩილ ხაბაძე ითვლებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის გუნდის წევრად, არ არის გამორიცხული ახალი …
Continue reading “გადადგება თუ არა არჩილ ხაბაძე თანამდებობიდან”
სხვაობა ხელფასებს შორის გენდერულ ჭრილში [ინფოგრაფიკა]
„საწოლზე ცელოფანს ვიფარებთ, რომ არ დავსველდეთ“ [ვიდეო]
„ჯავახიშვილის 74“ – აწერია რკინის ჭიშკარს, რომელსაც ჟანგი აქვს მოდებული. ეზოს ერთ კუთხეში ძველი მანქანის სავარძლები აწყვია, აქვეა მაგნიტოფონი და ორი სტაფილოსფერი ვედრო. ყველაფერს აწვიმს. 58 წლის თალიკო სილაგაძე თოკებზე გაფენილ ტანსაცმელს ხსნის ქოლგით ხელში და შინ შეაქვს. კარების გაღებისთანავე სამი კატა ეგებება ფეხებში: „ისეთი ამინდია, ამათ გარეთ ვერ ვუშვებ და შევიფარე“. შესასვლელში კარჩამოვარდნილი …
Continue reading “„საწოლზე ცელოფანს ვიფარებთ, რომ არ დავსველდეთ“ [ვიდეო]”
„მსხვერპლი“ პოლიციელებით დაკნინებული სახელმწიფო
მაკა კანდელაკი, ადვოკატი მოსაზრებები, ფაქტები და დაუსრულებელი არგუმენტები მთავრდება დოკუმენტში, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეწოდება. ფაქტია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ერთი წლის განმავლობაში, 87 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი – პოლიციის მიმართ წინაღმდეგობის გაწევაზე. ეს პროცესი ასე იწყება – ბრალდება წარადგენს სასამართლოში დაზარალებულ პოლიციელებს, მოწმე პოლიციელებს, დახეულ მაისურებს, სამხარაულის ექპერტებს. არის შემთხვევები, როცა ერთ მაისურს სამი …
Continue reading “„მსხვერპლი“ პოლიციელებით დაკნინებული სახელმწიფო”
შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრებას გეგმავს
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებებია გათვალისწინებული, რომელთა მიხედვით მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე. კერძოდ, პირველი დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი დაჯარიმდება – 40 ლარით, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარით. ასევე, კანონპროექტის თანახმად, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე, ადმინისტრაციულ …
Continue reading “შსს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების გამკაცრებას გეგმავს”
შსს-მ სარფში 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
22 დეკემბერს, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1982 წელს დაბადებული პაატა ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დააკავეს. შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 შეკვრად დაფასოებული 20,9625 გრ ნარკოტიკული საშუალება …
Continue reading “შსს-მ სარფში 104 შეკვრა ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო”
რა გამოწვევის წინაშე დგას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს? – დისკუსია
ხუთშაბათს, 24 დეკემბერს 16 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოს საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე. რა გამოწვევის წინაშე დგას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს? – ამ თემაზე სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ისაუბრებს. ამავე საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ პოზიციას ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გააცნობს დისკუსიის მონაწილეებს.
2015-12-22 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს 3:50 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 500-მდე ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის ყველაზე მეტი – 408 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 33 – ნიშანში დგომის გამო, 23 – ტროტუარზე დგომისთვის, 9 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, კიდევ 2 კი ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.