ბათუმში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.

სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან

20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2015“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსში – „მე-ომბუდსმენი“ პირველი ადგილი ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ წულუკიძემ და ნესტან ვარშანიძემ დაიკავეს (გუნდი „ბონუსი“); მეორე ადგილზე გავიდნენ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავთო …

აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში H1N1-ის ოთხი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, 17 პაციენტის მონაცემები კი თბილისშია გადაგზავნილი და შედეგები ჯერ ცნობილი არ არის. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, H1N1-ის გრიპის ვირუსით ორი პაციენტი კლინიკაში მკურნალობს ბათუმში, ორი კი უკვე გაწერელია საავადმყოფოდან. H1N1-ის შემთხვების გავრცელებასთან დაკავშირებით ბათუმში იმატა სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევებმაც. „თუ ადრე 230-მდე გამოძახება გვქონდა დღეში, ახლა …

ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა გაიზარდა

აჭარის  ჯანდაცვის სამინისტრომ, ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის აბილიტაცია/რეაბილიტაციის კურსების რაოდენობა ერთით გაზარდა. ნაცვლად 6 კურსისა, იგი წელს ფსიქოსომატური რეაბილიტაციის 7 კურსს დააფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული თითოეული კურსი – 10 დღეს მოიცავს. პროგრამის ბიუჯეტი კი 490,000 ლარს შეადგენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მომსახურება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით – 233,33 ლარის ოდენობით ანაზღაურდება. პროგრამა ვრცელდება 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთაც აღენიშნებათ ცერებრული დამბლა; ცენტრალური და პერიფერიული ნერვული …

#სამივე – აქცია ფეისბუქზე ბათუმის ბულვარის დასაცავად

საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი”- ფეისბუქაქცია #სამივე დაიწყო, იმის ნიშნად, რომ საზოგადოება ემხრობა ბათუმის ძველ ბულვარში სამივე ხეივანის შენარჩუნებას. იდეის ავტორი საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძეა. მან აქციაში მონაწილეობისთვის საზოგადოებას რამდენიმე მარტივი პირობა შესთავაზა: „1. ვიღებთ ფოტოს, სადაც ჩანს სამი თითი (ბულვარის სამივე ხეივნის შენარჩუნების ასოციაცია) და ვდებთ ავატარზე. 2. ვიწვევთ სამ მეგობარს“. აქციაში ჟურნალისტებიც …

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ტელეარხ 25-ში მიმდინარე ცვლილებებზე

„ტელეარხ 25“-ში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” განცხადება გამოაქვეყნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პოზიციით, არხის მენეჯმენტმა ნათლად უნდა განუმარტოს საზოგადოებას საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ასევე პოლიტიკური ტოკ-შოუს წამყვანის და სხვა ჟურნალისტების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები – არხის თანამშრომლის ოჯახის წევრთან დაკავშირებული თემის გაშუქება საინფორმაციო სამსახურის მუშაობის მაღალ სტანდარტზე მიუთითებს და შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ …

შსს 2015 წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება- 2015 წლის დეკემბერი: 2015 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%. შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით:  2015 წლის დეკემბრის თვეში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით …

ლაშა გოგნიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად ლაშა გოგნიაშვილის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროს პრესცენტრში დაუდსტურეს. 30 წლის ლაშა გოგნიაშვილი ახალ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი საქართველოს შს მინისტრის პირველ მოადგილედ გადაიყვანეს. ლაშა გოგნიაშვილი ბათუმში სამუშაოდ მას შემდეგ გადმოვიდა, რაც ბესიკ ამირანაშვილი გადმოიყვანეს სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. მაშინ ლაშა გოგნიაშვილი ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. შესაბამისად, …

სტუდენტების დაფინანსების კონკურსში განცხადებების მიღება თებერვალში დაიწყება

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2016 წელს, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები  სამინისტროში, 2016  წლის 17 თებერვლიდან  – 4 მარტის ჩათვლით უნდა წარადგინონ. აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც:  – 2015 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო …

2016-01-18 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

კვირას, 23 იანვარს, ბათუმში, 19 საათზე, კაფე „გარდენსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გამართება, რომელსაც წიგნის ავტორიც დაესწრება. “ორი თავგადასავალი“ – ასე ეწოდება გიორგი კეკელიძის ახალ რომანს. “ეს გურული ბიჭის თავგადასავალია. ერთი მხრივ – თბილისი. სტუდენტური ქალაქი. დედის წერილები. ოთხმოცდაათიანი წლები. კრიმინალური საძმო. ფიზიკის ინსტიტუტი. სისხლი. ფული. შურისძიებები. პოსტსაბჭოთა საქართველოს ნაცნობი ნიშნები. მეორე მხრივ – …

347 337 ლარი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ქედაში

  ქედის მუნიციპალიტეტში წელს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდება. სოფელ ოქტომბერში ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი 15 იანვარს 347 337 ლარზე გამოაცხადა. შესყიდვის სახელნწიფო ვებგვერდის მიხედვით, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღება 31 დეკემბერს დაიწყება. ტენდერი 5 თებერვალს დასრულდება, შესაბამისად, ამის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ოქტომბერში. სატენდერო პირობების მიხედვით, ქედის …

ბათუმში კაფე-ბარის შენობა დაიწვა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე კაფე-ბარს ცეცხლი დაახლოებით 5-ის ნახევარზე გაუჩნდა. 70 კვადრატულ მეტრ ფართბზე დაიწვა ბამბუკის ნაგებობა. სახანძრო სამსახურის ცნობით, კაფე-ბარი კერძო საკუთრებაშია და ამ დროისთვის არ ფუნქციონირებდა. შს სამინისტროს ინფორმაციით ხანძრის გაჩენის მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაო საშიში საშუალებით. შემთვევა 17 იავნარს მოხდა. დაახლოებით იმავე დროს ხანძარი ბათუმში გუშინაც გაჩნდა, …

ზურაბ ბაქრაძე: ბულვარში ჩარევა საზოგადოების გარეშე არ უნდა ხდებოდეს [ვიდეო]

„ბათუმის ბულვარში სავალი ბილიკის გაუქმება და მოლის დაგება არსებითი ჩარევაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში… ბათუმელების, საზოგადოების ნებართვის გარეშე, ბულვარში ჩარევა არ უნდა შეიძლებოდეს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, რომელიც დღეს ბათუმში, ძველი ბულვარის დასაცავად გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. „რაც გასაჯაროვდა, მართალია არ არის სრულყოფილი კონცეფცია, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, თუმცა, პირველი ესკიზის დონეზე ის უარსაყოფია“ – …

სასამართლოს ხელვაჩაურში ორი ახალი მოსამართლე ჰყავს

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარედ ხვიჩა კიკალიშვილი დაინიშნა. მანამდე ხვიჩა კიკალიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა მოსამართლედ. 50 წლის ხვიჩა კიკალიშვილი დაიბადა დედოფლისწყაროში. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის სისტემაში. პირველად მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას 2006 წელს შეუდგა, სიღნაღის რაიონულ სასამართლოში. ხელვაჩაურის რაონულ სასამართლოში  ასევე მოსამართლედ გაამწესეს ნუგზარ მგელაძეც. 2005-2010 წლებში ნუგზარ მგელაძე რეზერვის მოსამართლედ ირიცხებოდა, პარალელურად კი საადვოკატო …

პატიმარი: ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან

ბათუმის მე-3 საპყრობილეში განთავსებული პატიმრი გიორგი ქ. თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით უყვება საქართველოს პარლამენტის წევრებს, უფლებადამცველებს, მედიას. ის შიშობს, რომ თუ  ოპერაციას დროულად არ გაუკეთებენ, დაბრმავება ემუქრება. პატიმარმა გიორგიმ თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით აცნობა დეპუტატებს – ეკა ბესელიას, ანი მიროტაძეს, მანანა კობახიძეს, ვახტანგ ხმალაძესა და ელისო ჩაფიძეს. ის დეპუტატებს დეტალურად აცნობს …

თოჯინების თეატრის შენობა გაიხსნა (ფოტო)

დღეს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, კვლავ გაიხსნა თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის რეაბილიტირებული შენობა. გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ თეატრი სტუმრების წინაშე სპექტაკლ „კოკროჭინას“ პრეზენტაციით წარსდგა. ცხადია, სტუმრებს შორის ყველაზე მეტი ბავშვი იყო. თუმცა, დღეს თოჯინების თეატრს ბევრი ზრდასრული ადამიანიც სტუმრობდა, მათ შორის აჭარის მთავრობის წევრები. საპრემიერო სპექტაკლზე მუშაობდნენ ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ოთარ …

ავტომანქანა ზღვაში გადავარდა, არის მსხვერპლი

წუხელ, დაახლოებით ღამის სამ საათზე, ბათუმის ნავსადგურში, ერთ-ერთი ნავმისადგომიდან ავტომანქანა ზღვაში გადავარდა. დაიღუპა მანქანის მძღოლი, რომელიც 47 წლის იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცმა განზრახ გადააგდო მანქანა ზღვაში, მანამდე კი საკუთარ ოჯახში დარეკა და მათ აცნობა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. თუმცა, შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ ამ საკითხს გამოძიება დაადგენს. სამაშველო სამსახურმა ზღვაში გადავარდნილი მსუბუქი ავტომანქანა უკვე ამოიღო. …

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის გენდერის მედიაცენტრში

ბათუმის გენდერის მედიაცენტრს, 14 იანვარს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ეწვევა. მედიაცენტრის დირექტორის, თამილა დოლიძის ინფორმაციით, აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტსა და ბათუმში მოქმედ ქალთა კლუბების წევრებთან შეხვედრის მთავარი თემა, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და ამ კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე, კვოტირების ინსტიტუტის ამოქმედების მექანიზმები იქნება. მინისტრის მოადგილე ქართულ ჯარში ქალთა როლზეც ისაუბრებს. შეხვედრა ბათუმის გენდერის მედიაცენტრში 14 …

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – ტურისტული ობიექტების ხარისხის ახალი ნიშანი

განთავსებისა და კვების ობიექტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პროექტში –  „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – 2016 წლის 1 მარტამდე ტურიზმის დეპარტამენტში [ან სპეციალურ ვებ გვერდზე, რომელიც იანვრის შუა რიცხვებიდან ამოქმედდება] უნდა შეავსონ განაცხადი. პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. „განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც …

ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის პროგრამები აჭარაში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2016 წელშიც გააგრძელებს იმ სოციალური პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ძირითადად ბავშვებზეა  ორიენტირებული. ეს პროგრამებია: სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია; ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; ბავშვთა ადრეული განვითარება და ასევე მიუსაფარ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფა. სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია მომსახურება ანაზღაურდება პროგრამით გათვალისწინებული ტარიფით (178 ლარი), …

„ბათუმის კორპუსი“ 200 საბაღე სკამს შეიძენს

200 ცალი საბაღე სკამის შესაძენად ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 50 400 ლარი. სკამები ხისა და ლითონის კონსტრუქციისგან უნდა იყოს დამზადებული, ტექნიკური მახასიათებლები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციაში. ამ დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები [საბაღე სკამი] საერთო …

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე: საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე …

ძალა, რომელსაც მკითხველი გაძლევს

გადავწყვიტე გაზეთ “ბათუმელების” წლის ბოლო ნომერში, მთავარ გვერდზე გაზეთისა და მკითხველის ურთიერთობაზე ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ეს ურთიერთობა წარმოუდგენლად მრავალფეროვანია – ჰგავს გზას სიძულვილიდან სიყვარულამდე და პირიქით. ამ გზებზე კი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გვაქვს – ეს გაზეთი არსებობს მხოლოდ თავისი მკითხველით და მხოლოდ თავისი მკითხველისთვის. სწორედ ამიტომაც არის, რომ “ბათუმელების” ბეჭდური ვერსია 2016 წელსაც აუცილებლად …

დაზიანების გამო გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

“ბათუმის წყალის” ინფორმაციით, გუშინ ღამით გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც ამ წუთებში გორგილაძის ქუჩის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. “ბათუმის წყალის” მიერ გავრცელებული განცხადების მიხდვით, გუშინ ღამით მონიტორინგის სამსახურის მიერ მიზეზების შემსწავლელი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეოდა. ამ წუთებში ადგილზე სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებიან. ცხელი ხაზის ნომერზე ((0422) 24 22 …

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში აფხაზური ენის სწავლება იწყება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში მომავალი სასწავლო წლიდან სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ და შეისწავლონ აფხაზური ენა. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აფხაზური ენის სასწავლო კურსის სილაბუსებზე, გათვალისწინებულია ელემენტარული კურსის შესწავლა, რასაც დაეთმობა 4 სემესტრი. პროცესში აქტიურადაა ჩართული ბათუმის მკვიდრი, ეროვნებით აფხაზი ადა ქუთელია, რომელსაც აფხაზური ენის სწავლების კარგი გამოცდილება აქვს. როგორც ჰუმანიტარულ …

მოხალისეები 3 იანვარს ბათუმის ბულვარში ხეების გადასარჩენად შეიკრიბებიან

ბათუმში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. თოვლმა დააზიანა ბათუმის ბულვარი, დაზიანებულია მრავალწლოვანი ხეები და ნერგები. ხვალ, 12 საათზე ბულვარში, სასტუმრო “ინტურისტთან” და ბათუმის მერიასთან მოხალისეები შეიკრიბებიან და ხეების თოვლისგან გათავისუფლებაში მიიღებენ მონაწილეობას. აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ძველი საახალწლო ამბები არასაახალწლო ფინალებით

ავტორი: შოთა გუჯაბიძე ________________________ თოვლი და ბათუმი ვერ ეგუებიან ერთმანეთს. დაბერდები ამ ქალაქში და ორიოდე თოვას თუ მოესწრები, ჭეშმარიტ თოვას. ჰა, ჰა, სამს. თოვლჭყაპი არ ითვლება, ყველა წელს რომ მოდის, ძვალ-რბილში რომ ატარებს და უშეღავათოდ რომ უგებს ყველა ბრძოლას მსოფლიო ფეხსაცმლისმწარმოებელ ინდუსტრიას. ბათუმური თოვლი წელთაღრიცხვას იწყებს, დიდი თოვლი რომ მოვიდა, იმ წელს იყო ეგო, იხსენებენ. …

ტელეარხმა 25-მა საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა

“ტელეარხმა 25”-მა 2015 წლის 31 დეკემბერს საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი დაითხოვა და საგანგებო განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, თანამშრომლების დათხოვნა 2015 წლის 14 დეკემბერს “ტელეარხი 25”-ში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როცა საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელის დაპატიმრებას, რის გამოც ტელეკომპანიის საინფორმაციოს ხელმძღვანელსა და ამ თანამშრომელს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. “მომხდარი შელაპარაკების გამო, …

ნენეს ახალი წელი

ავტორი: სულხან სალაძე _________________ 1920 წლის 18 მაისს პოლონეთის ქალაქ ვადოვიცეში რომის პაპი იოანე პავლე II დაიბადა. სამოქალაქო აქტების ჩანაწერების თანახმად, იმავე დღეს დაიბადა ჩემი ნენეც (ბებია). ხოლო მომდევნო დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ტექსტის საბოლოო დამუშავება დაასრულა. რა თქმა უნდა, ამბავს, რომლის მოყოლასაც თქვენთვის ვაპირებ, არაფერი აქვს საერთო არც იოანე …

ამბები “ოცნების ქალაქიდან” [ვიდეო]

სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში “ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია” რომელიც ხორციელდება დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) დაფინანსებით.

ზამთრის ბათუმის მოტკბო, სევდიანი სურნელი

ავტორი: მარი კორინთელი ______________________ ერთხელ, დიდი ხნის წინ, ბათუმში მეგობრებთან ერთად ახალი წლის შესახვედრად ჩამოვედი. მანამდე ჩემი ამ ქალაქთან ურთიერთობა მხოლოდ ცხელი აგვისტოებით, პლაჟებზე მთელი დღე წოლით, მოთენთილი დღეებით, მუსიკით სავსე ღამეებითა და უდარდელი სტუდენტური არდადეგებით შემოიფარგლებოდა. იმ ახალ წელს პირველად ვნახე ზამთრის ბათუმი. იმ ღამეს წვიმდა – მონოტონურად, გადაუღებლად – ერთი სიტყვით, ბათუმურად. მეგობრებთან …

31 დეკემბრის დილა ქედაში [ფოტო]

სულხან სალაძის ფოტორეპორტაჟი. მომზადებულია 31 დეკემბერს, დაბა ქედაში.

ჯგუფი „Inner Circle“ ბათუმშია

ცნობილი კლარნეტისტი გიორა ფაიდმანი და ორი გრემის მფლობელი ჯგუფი „Inner Circle“ უკვე ბათუმში იმყოფებიან. ისინი ერთად ემზადებიან გრანდიოზული გალა კონცერტისთვის და რეპეტიციებს გადიან საახლწლო შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად. „31 დეკემებერს გიორა ფაიდმანი, ქართული ორკესტრი და კაპელა საოცარ საახალწლო საღამოს პირდება კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, დაუვიწყარი შოუ ელოდება რეგის მოყვარულებსაც ერას მოედანზე. ორდღიანი შოუპროგრამა სხვადასხვა ჟანრის მსმენელზეა …

ქარტიის საბჭოს განცხადება შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით

29 დეკემბერს „ტელეარხი 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, მაია მერკვილაძემ „დემოკრატიული ჩართულობის“ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ტელევიზიის ხელმძღვანელობა დაუსაბუთებლად აიძულებს ორთვიან ფასიან შვებულებაში გასვლას. მაია მერკვილაძის განცხადებას გამოეხმაურა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო. ქარტიის საბჭოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება “ტელეარხი 25-ის” მფლობელების მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია მერკვილაძის  იძულებით შვებულებაში გაშვების …

Exit mobile version