დღეს, 15 მაისს, მსოფლიო ოჯახების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს დაადგინა და იგი 1994 წლის 15 მაისიდან აღინიშნება. ოჯახების საერთაშორისო დღის მთავარი მიზანია ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და მხარდაჭერა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 25 101 იყო, რაც თითქმის 4 ათასით ნაკლებია წინა წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობაზე. …
Author Archives: ბათუმელები
მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ
დღეს, 15 მაისს, ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, მოსახლეობამ მიაღწია იმას, რომ მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტრობოძები სასაფლაოებზე აღარ გაივლის. მოსახლეობა ბოძების ადგილმდებარეობის შეცვლას მოითხოვდა, რადგან ტერიტორია, სადაც მაღალი ძაბვის ელექტროხაზები უნდა გაეყვანათ, სოფლის ძველ სასაფლაოზე გადიოდა. თამაზ ბაკურიძის თქმით, კომპანიასთან …
Continue reading “მაღალი ძაბვის ელექტრობოძებს სასაფლაოზე აღარ დადგამენ”
ბათუმში გორგასლის ქუჩაზე იყიდება ბინის კარკასები – ზღვის და ქალაქის ხედით
ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე [ქალაქის ცენტრში, საპატრიარქოს რეზიდენციასთან] „არქი ჯგუფის“ აშენებულ სახლში მეხუთე და მერვე სართულებზე იყიდება 46-კვ.მ, 87-კვ.მ, 104-კვ.მ ფართობის ბინის კარკასები ზღვის და ქალაქის ხედით. მთავარი კედლები ამოყვანილია YTONG-ის გერმანული ბლოკით, აივანზე გაკეთბულია გიდროიზოლაცია. ფასი შეთანხმებით. მობ: 599 48 33 04; 599 56 95 18
მაისის თოვლი გოდერძის უღელტეხილზე [ფოტოამბავი]
ფოტოები გადაღებული 12 მაისს.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ბათუმში
დღეს, 12 მაისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის“ მეათე საიუბილეო საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში ათამდე ადგილობრივმა და უცხო ქვეყნის ოცმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა სხვადასხვა კომპანიამ. გახსნის ცერემონიას ბათუმის მერი, აჭარის მინისტრთა კაბინეტი, აჭარაში მოქმედი საკონსულოების გენერალური კონსულები და მეზობელი ქვეყნებიდან გუბერნატორები …
Continue reading “ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა ბათუმში”
რას ნახავთ ღამე ბათუმის მუზეუმებში
27 მაისს აქციის – „ღამე მუზეუმში“ – ფარგლებში ბათუმის ორ მუზეუმში თეატრალიზებული პერფორმანსები გაიმართება „არგონავტების“ მოტივებზე. ღონისძიებას სახელწოდებით – „ბერძნების დიდი მოგზაურობა კოლხეთში“ – ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში 20:00 საათზე, ბსუ-სა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები წარადგენენ. იმავე თემაზე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის წარმოდგენის ნახვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმშიც იქნება შესაძლებელი. პერფორმანსი, სახელწოდებით „მედეა“ …
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებულები
აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში პირველი ადგილი სიმღერაში ქობულეთის სახელოვნებო სკოლის გოგონათა ფოლკლორულმა ანსაბლმა „იარამაშამ“ აიღო, ხოლო გრან-პრით ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „იბერიონი” დაჯილდოვდა. რაც შეეხება ცეკვას, პირველი ადგილის მფლობელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვის №1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი „აისი“ გახდა, გრან-პრი კი ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა …
Continue reading “ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში გამარჯვებულები”
რაზე ისაუბრეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე
დღეს, 10 მაისს, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში საქართველოში უკრაინის ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ტურისტული, სასოფლო სამეურნეო და სამეწარმეო კომპანიების, ასევე, ბათუმის საზღვაო პორტის, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და აჭარაში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ელჩმა აჭარაში მოქმედი ბიზნესმენების კითხვებს უპასუხა, ძირითადი განხილვის საგანს ციტრუსის ინდუსტრია წარმოადგენდა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის …
Continue reading “რაზე ისაუბრეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე”
საგამოძიებო სამსახურმა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო და საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, სამი სხვადასხვა შპს-ს ხელმძღვანელი პირი დააკავა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საკუთარი კომპანიების სახელით ჯამში განახორციელა 8 158 225 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, რა დროსაც, არ მოახდინა იმპორტირებულ პროდუქციაზე გაანგარიშებული გადასახდელების გადახდა, რითაც, სახელმწიფო ბიუჯეტს 653 852,10 …
Continue reading “საგამოძიებო სამსახურმა ხილ-ბოსტნეულის იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელი დააკავა”
კონკურსი მოსწავლეებისთვის ესეს მომზადებაზე
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი აცხადებს კონკურსს ესეს მომზადებაზე. კონკურისის თემაა გამოხატვის თავისუფლება კონკურსში მონაწილეობის მიღება აჭარის საჯარო და კერძო სკოლების 14 -18 წლის მოსწავლეებს შეუძლიათ. ესეს თემა შეიძლება იყოს მრავალმხვრივი და ასახავდეს ავტორის ორიგინალურ და ინდივიდუალურ მოსაზრებას გამოხატვის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტულ მაგალითებს, ან თემასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ავტორისეულ ხედვას. ტექსტის …
Continue reading “კონკურსი მოსწავლეებისთვის ესეს მომზადებაზე”
ივლისიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 50 ხანდაზმულს თავშესაფრითა და მკურნალობით უზრუნველყოფს
წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური პრობლემების მქონე ხანდაზმული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფას გეგმავს. ამის შესახებ 8 მაისს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა. ქვეპროგრამა ხანდაზმული ასაკის, ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა რეაბილიტაციას, მკურნალობას, მათ სოციალურ და მორალურ მხარდაჭერას გულისხმობს. ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა უზრუნველყოფა …
მომავალი წლიდან აჭარაში მცხოვრებთ საზღვარგარეთ მკურნალობა ნაწილობრივ დაუფინანსდებათ
2018 წლიდან აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსებას გეგმავს – ამის შესახებ დღეს, 8 მაისს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა ბათუმის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სადაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2018-2021 წწ. საშუალოვადიანი გეგმა განიხილა. მინისტრის განმარტებით, საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება გულისხმობს ნებისმიერი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 18 წელზე მეტი ასაკის პირების – …
სოფლის მეურნეობის ახალი უწყება 50 ათას ლარად ახალ ავტომობილს შეიძენს
აგროპროექტების მართვის ცენტრი ახალი ავტომანქანის შეძენას აპირებს, რაშიც ეს უწყება მაქსიმუმ 50 ათას 300 ლარს გადაიხდის. ტენდერი 4 მაისს გამოცხადდა და წინადადების მიღება 24 მაისს დასრულდება. ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გასული წლის დეკემბერში დააფუძნა. სატრენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, მე-3 კლასის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის …
Continue reading “სოფლის მეურნეობის ახალი უწყება 50 ათას ლარად ახალ ავტომობილს შეიძენს”
„აისეკის“ კონკურსის სამი გამარჯვებული ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრება
ბათუმში საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია „აისეკი“ [AIESEC] წელს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სამ სტუდენტს – კახა გურგენიძეს, სოფიკო მალაყმაძესა და ია ბაკურიძეს მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობას დაუფინანსებს. პროექტი „აისეკის“ ინიციატივით ხორციელდება, რომელიც საუკეთესო სტუდენტების სხვა ქვეყნაში ცხოვრებას აფინანსებას, მგზავრობის ღირებულების გარდა. სოფო ექვსი კვირით აზერბაიჯანში გაემგზავრება, კახა და ია კი – პოლონეთში აპირებენ გამგზავრებას. მათ ამ ქვეყნებში …
Continue reading “„აისეკის“ კონკურსის სამი გამარჯვებული ბათუმიდან უცხოეთში გაემგზავრება”
ამერიკული კუთხე ტაქსის მძღოლებსა და ბანკის თანამშრომლებს ინგლისურს უფასოდ შეასწავლის
ტაქსის მძღოლებისთვის სასაუბრო ინგლისურის, ხოლო ბანკის თანამშრომლებისთვის ბიზნესინგლისურის უფასო ინტენსიური კურსის დაწყების შესახებ ინფორმაციას ბათუმის ამერიკული კუთხე ავრცელებს. ამერიკული კუთხის ინფორმაციით, ენის კურსები დაიწყება შემდეგი კვირიდან. თითოეულ ჯგუფში მხოლოდ 20 მსმენელის დასწრება არის დასაშვები. ბიზნესინგლისურის გაკვეთილები ჩატარდება: შაბათი 16:30- 17:30; კვირა 12:00- 13:00; სასაუბრო კურსი ტაქსის მძღოლებისთვის: ორშაბათი 16:00- 17:00; ხუთშაბათი 15:00- 16:00 ამერიკულ კუთხეში …
ქართველი და უცხოელი მხატვრების ბათუმური გაზაფხული და ზაფხული
2-დან 14 მაისამდე ბათუმის ქუჩებში ოცი მხატვარი ღია ცის ქვეშ ახალ ნამუშევრებს შექმნის. „ბათუმური გაზაფხული“ – ასე ეწოდება საერთაშორისო პლენერის – „მეგობრობის პალიტრა – ბათუმი 2017“ – პირველ ეტაპს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას. პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] პირველი ეტაპი 14 მაისს დასრულდება, 2 ივნისიდან 14 ივნისამდე კი მხატვრები ბათუმურ ზაფხულს დახატავენ …
Continue reading “ქართველი და უცხოელი მხატვრების ბათუმური გაზაფხული და ზაფხული”
მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან
16 წლის მარიამ ნოდია საქართველოს ჩემპიონია მკლავჭიდში. ეს ტიტული მან თბილისში, 10-11 აპრილს გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვა. მარიამი ხელვაჩაურის #1 სკოლის მე-11 კლასში სწავლობს და თავისუფალ დროს მკლავჭიდს უთმობს. მარიამი ამბობს, რომ ეს მისი პირველი წარმატებაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტისადმი მიდრეკილება და გარკვეული ფიზიკური მონაცემებიც ბავშვობიდანვე ჰქონდა, სულ რამდენიმე თვეა, რაც მკლავჭიდით აქტიურადაა დაკავებული. მარიამის სპორტული …
Continue reading “მკლავჭიდელი გოგონები აჭარიდან მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან”
„ბათუმის წყალი“: მახინჯაურსა და სოფელ განთიადში 18 საათამდე აღდგება წყლის მიწოდება
დღეს, 2 მაისს, წყალმომარაგება შეწყვეტილია მახინჯაურსა და სოფელ განთიადში. როგორც „ბათუმის წყალში“ განმარტავენ, წყლის შეწყვეტის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია და წყლის მიწოდება დღეს, 18:00 საათამდე აღდგება. სარემონტო სამუშაოების გამო წყლის მიწოდება შეწყვეტილი იყო დაბა ჩაქვსა და სოფელ ჩაისუბანშიც, რის გამოც საბავშვო ბაღებმა მუშაობა შეაჩერეს. ქობულეთის ბაღების გაერთიანების უფროსის, ია ხალვაშის თქმით, ბაღები ხვალ დილიდან განაახლებენ მუშაობას. …
12 მაისს ბათუმში საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI გაიხსნება
12 მაისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, 12 საათზე, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეათე საერთაშორისო გამოფენა „EXPO BATUMI 2017“გაიხსნება. გამოფენაზე წელს ათამდე ქვეყნის 20 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის წარმომადგენლები შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, ლიტვადან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან და სხვა. გამოფენის მიმდინარეობისას იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან. გამოფენაზე იქნება ნაჩვენები …
Continue reading “12 მაისს ბათუმში საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI გაიხსნება”
დელფინები აჭარის სანაპიროზე [ფოტოამბავი]
ნიკოლოზ რუხაძის ფოტორეპორტაჟი.
სპეციფიკურ გარემოში გამოცდების ჩაბარების მსურველებმა ცნობა 10 მაისამდე უნდა წარადგინონ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა და პედაგოგობის მსურველმა, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, უნდა წარადგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა #100) შეფასებისა და გამოცდის ეროვნულ ცენტრში 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით. სპეციფიკური საგამოცდო გარემო გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში საგამოცდო დროის გახანგრძლივებას, დახმარების გაწევას გადაადგილებაში, გამოცდის მსვლელობისას საკვებითა თუ მედიკამენტებით უზრუნველყოფას და გამოცდაზე …
გლიცინიების ყვავილობა ბათუმში
როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ყოფილი ენგელსი], ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში რამდენიმე მაღლივი კორპუსი შენდება. ამ ქუჩაზე არც ერთ მშენებარე ობიექტს არ აქვს დამცავი ბადეები, რაც უზრუნველყოფდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში როგორც სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების გავრცელების შემცირებას, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა. ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელმა …
Continue reading “როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)”
482,3 კარატიანი ზურმუხტის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – 482,3 კარატის ზურმუხტი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე …
Continue reading “482,3 კარატიანი ზურმუხტის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს”
122 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი 1 ლარად გადაეცა
დღეს, 28 აპრილს, აჭარაში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს 8 დასახლებაში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ამ მიზნით დღეს აჭარაში იმყოფებოდა საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. დევნილებისთვის საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციითვე, ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცათ. „ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი და რაც …
Continue reading “122 დევნილ ოჯახს აჭარაში საცხოვრებელი 1 ლარად გადაეცა”
ბოლო ოთხ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო ექვსი მკვლელობა მოხდა
ბოლო ოთხი თვის მანძილზე ოჯახში ძალადობის შედეგად საქართველოში ექვსი მკვლელობა მოხდა, მათგან 4 – იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ორი – თბილისში – ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აჭარაში ოჯახში ძალადობის 16 ფაქტი დაფიქსირდა, მათგან 15 შემთხვევაში დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. სტატისტიკის თანახმად, 2017 წლის 24 აპრილის მდგომარეობით საქართველოში პოლიციამ ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამო 752 შემაკავებელი ორდერი გასცა, რომლებიც სასამართლომ …
Continue reading “ბოლო ოთხ თვეში საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო ექვსი მკვლელობა მოხდა”
„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ – აჭარაში დაგეგმილი აქტივობები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24-30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, 2007 წლიდან აქტიურ მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს. ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის – ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი! – მიზანია …
Continue reading “„ვაქცინები მოქმედებს! აცერი და დაიცავი!“ – აჭარაში დაგეგმილი აქტივობები”
სარფში 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე ორი პირია დაკავებული. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „Master“-ი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო …
Continue reading “სარფში 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს”
ღია ჭები ბაგრატიონის ქუჩაზე [ფოტოამბავი]
ბათუმში, ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ტროტუარზე ორი თავღია ჭაა. ჭები წყლითაა სავსე. ფეხით მოსიარულე ამ მონაკვეთში შეიძლება დაზიანდეს. ღია ჭები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ტროტუარი გადათხრილია და ფეხით მოსიარულეებს სამანქანო გზაზე გადასვლა უწევთ, რაც სიცოხლისთვის საფრთხის შემცველია, რადგან ბაგრატიონის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილების გარდა ტრაილერებიც მოძრაობენ.
ჟურნალ „ბათუმელების“ ახალი ნომერი [ანონსი]
გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 24 აპრილიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე. ჟურნალ „ბათუმელების“ აპრილის ნომერში წაიკითხავთ: პოლიტიკა: თურქეთ-ევროკავშირის დაპირისპირება და საქართველო ავტორი: დათო ქოქოშვილი ფოკუსი თემაზე: ივანიშვილის დანატოვარი ავტორი: თედო ჯორბენაძე კავკასია: ოთხი ქალი სოხუმიდან ავტორი: მარიანა კოტოვა უცხოეთი: სამი ტრამპი ავტორი: ჯეფრი საქსი ქალაქი: ქალაქი შენი ფანჯრიდან ავტორი: ცაგო კახაბერიძე …
Continue reading “ჟურნალ „ბათუმელების“ ახალი ნომერი [ანონსი]”
ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი
დღეს, 21 აპრილს, საღამოს, აჭარაში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, მოსალოდნელია წვიმა და ქარი: „ქარის სიჩქარე დროგამოშვებით იქნება 17-22 მეტრამდე. მნიშვნელოვნად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა, სანაპირო რაიონებში იქნება 6 გრადუსამდე – ღამით, დღისით – 7-12 გრადუსი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი. 23 აპრილს, დღისით, დროებით გამოიდარებს, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც, მაგრამ იმავე დღის …
Continue reading “ამინდის პროგნოზი: აჭარაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი”
საგაზაფხულო სამუშაოები დიდაჭარაში [ფოტორეპორტაჟი]
ხულოში ახლა საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელ დიდაჭარაში ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, კარტოფილი მოჰყავს.
ბათუმში ახალი სასტუმრო იხსნება (ანონსი)
ბათუმის ცენტრალურ უბანში, ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ახალი სასტუმრო იხსნება. ახალი სასტუმრო – „ირეპალასი“ პირველი სტუმრების მიღებას ხვალისთვის, 20 აპრილისთვის გეგმავს. თანამედროვე სტანდარტების სასტუმროს მთლიანობაში 38 ნომერი აქვს.
ბრალდებულმა 13 600 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ქალაქ რუსთავში გაასაღა 13 600 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით,“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …
Continue reading “ბრალდებულმა 13 600 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები გაასაღა”
LIVE პარასკევი ჰილტონ ბათუმის „სქაი ბარში“
პარასკევს, დაძაბული კვირის შემდეგ, განსატვირთად თუ კარგ ადგილს ეძებთ, „ჰილტონ ბათუმში“ მდებარე „სქაი ბარი“ აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ეს არ იქნება ტიპური საღამო – ყოველ პარასკევს, საღამოს ათიდან პირველ საათამდე, „სქაი ბარში“, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, სტუდენტური ბენდი იკრიბება და ცნობილი სიმღერების ქავერებს ასრულებს. ბენდის ყველა წევრი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მათგან ყველაზე უფროსი 23 წლისაა, …
Continue reading “LIVE პარასკევი ჰილტონ ბათუმის „სქაი ბარში“”
ქირავდება კერძო სახლი ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან
ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან, კომახიძის ქუჩა N149-ში ქირავდება კერძო სახლი – 180 კვ/მ, ავეჯით, ბუნებრივი აირით, ცხელი წყლით. ფასი შეთანხმებით. მობ.: 555 55 02 90, გიორგი.