#8 ავტობუსი ბათუმში

ბათუმში მცხოვრებმა თეო გურგენიძემ „ბათუმელებს“ მოაწოდა ფოტომასალა, რომელშიც, როგორც თავად გვწერს, მოცემულია ბათუმში, #8 ავტობუსში არსებული ვითარება. თეო გურგენიძის თქმით, ეს მუნიციპალური ავტობუსი ბონის დასახლების მიმართულებით მოძრაობს.  

შსს: მოქალაქეებს ვთხოვთ, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები,“ – აფრთხილებს შს სამინისტრო ზღვაზე დამსვენებლებს. სამინისტროსვე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 …

ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი – დისკუსია [ანონსი]

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 27 აგვისტოს, ბათუმში, თავისუფალ სივრცეში, საღამოს 7 საათზე, გაიმართება დისკუსია თემაზე: ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი მომხსენებელი – გიორგი კიკონიშვილი, ბლოგერი. მოდერატორი –  თომა კაკაბაძე, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი. მისამართი: ბათუმი. ზვიად გამსახურიას ქუჩა № 6; თავისუფალი სივრცე, დისკუსიის დაწყების დრო: 27 აგვისტო, 19:00 დასწრება თავისუფალია

„რატომ კლავენ კაცები ქალებს“ – დისკუსია ქედაში

2017 წლის 22 აგვისტოს, 12:00 საათზე, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დაბა ქედაში, ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, გამართავენ დისკუსიას თემაზე: „რატომ კლავენ კაცები ქალებს“ მოდერატორი: ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. მომხსენებელი: თიკო ცომაია, პროფესორი, პროგრამის კოორდინატორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. მისამართი: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10 [ყოფილი არქივის შენობა] საკონტაქტო პირი:  …

ქედაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს მახუნცეთში აღნიშნავენ

12 აგვისტოს, დღის 17 საათზე,  მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარედ მინისპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება – ინფორმაციას  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატითაა დაგეგმილი: მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად, ტურისტებს შეეძლებათ ჩაერთონ მოწვეული ანიმატორების მიერ გამართულ სხვადასხვა გასართობ შოუპროგრამებში და კონკურსებში, ნახონ დიჯეის, ფრანებისა და ფეიერვერკების შოუები და ა.შ. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა …

აგვისტოს ომში აჭარიდან 17 ჯარისკაცი დაიღუპა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს  ომში, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 17 ჯარისკაცი აჭარიდან იყო. ედნარ დიასამიძე, უმცროსი სერჟანტი (ქობულეთი, დაბა ჩაქვი) ზურაბ ნაჭყებია, უფროსი სერჟანტი (ბათუმი) რაულ მჟავანაძე, კაპრალი (ქობულეთი, სოფელი ლეღვა) ამირან შაინიძე, კაპრალი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური) ომარ ასლანიძე, უმცროსი სერჟანტი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური) გიორგი შაინიძე, კაპრალი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური) ავთანდილ ქამაშიძე, კაპრალი (ქობულეთი, სოფელი ხუცუბანი) ვაჟა შაინიძე, სერჟანტი (ქობულეთი, დაბა ოჩხამური) თენგიზ ჭაღალიძე, კაპრალი (ქობულეთი, ციხისძირი) …

ზაფხული ბეშუმში [ფოტო]

ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარე კურორტ მეშუმში დამსვენებლები ძირითადად აგვისტოს დასაწყისში მიდიან. ბეშუმში სეზონი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.  ბეშუმში ძირითადად აჭარაში მცხოვრები ოჯახები ისვენებენ, დამსვენებელთა უმეტესობა ამბობს, რომ ბეშუმში დასვენება მათთვის ტრადიციაა.  ფოტოები ბეშუმიდან თომა აბულაძემ მოგვაწოდა.

რატომ მიყვარს ბანაკები

მარიამ მიქელაძე, მე-11 კლასის მოსწავლე ხომ გესმით, რა მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივეს კეთება, – სკოლა, მეცადინეობა, დავალებებზე ფიქრი, დიდი და დამღლელი საზეპიროები, ფორმულები, რომლითაც ტვინი გადადუღებული გვაქვს… ერთი სიტყვით, ყოველდღიური ფაციფუცი. ამ რუტინისგან თავის დაღწევაში სწორედ ბანაკები მეხმარება. ბანაკი გაძლევს შესაძლებლობას შეცვალო ყოველდღიური ცხოვრების სტილი, გახდე უფრო აქტიური, გაბედული ახალი გამოწვევების მიმართ, გაიჩინო ახალი …

საჯარო განცხადება უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო #2-394/2017 საქმე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის  ადმინისტრაციის  განცხადების გამო, ქონების უპატრონოდ ცნობის თაობაზე. უპატრონოდ საცნობი 2,48 მ3 II ხარისხის ხე-ტყე, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 465,30 ლარი. იმ პირებმა, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია უპატრონოდ გამოსაცხადებელ ქონებაზე, უნდა განაცხადონ  თავიანთი უფლებების შესახებ, პუბლიკაციის დღიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში, ხელვაჩაურის …

ფოტოამბავი: პრომო გოგონებისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელთა „ომი“

ქუჩაში მიმავალს ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ რომელიმე კომპანიის პრომო გოგონა და თქვენთვის საინფორმაციო ბუკლეტი მოუცია. ან სულაც მანქანის საქარე მინაზე დაგხვედრიათ ფლაერი მიკრული. ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი სარეკლამო  სერვისი, სერიოზულ პრობლემებს უქმნის დასუფთავების  სამსახურის თანამშრომლებს.  მოქალაქეები, ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხშირად სარეკლამო ფლაერებს პირდაპირ ქუჩაში ყრიან, დასუფთავების სამსახურს კი ერთი და იმავე ქუჩის დალაგება დღეში რამდენჯერმე უწევს. …

უფასო და ფასიანი ღონისძიებები – აგვისტოს აფიშა ბათუმში

„ბათუმელები“ გთავაზობთ ბათუმში აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ივენთკალენდრის მიხედვითაა მომზადებული. ღონისძიებების უკეთ სანახავად დააწკაპუნეთ ფოტოზე.

უახლოეს დღეებში ბათუმში მოღრუბლული ამინდი იქნება

პირველ, 2 და 3 აგვისტოს ბათუმსა და აჭარის სანაპირო ზოლში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექო. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი, 10-15 მეტრი წამში. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 20-25 , დღისით – 25-30 გრადუსი; მთაში ღამით – 13-19, დღისით – 23-28 გრადუსი. ბათუმში შესაძლოა …

რუსები ბათუმში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ

მათ აკავშირებთ ერთი საერთო რამ – ეთნიკურად რუსები არიან და ბათუმში ცხოვრობენ. მათგან მხოლოდ ერთ-ერთი – 18 წლის რომა დაიბადა საქართველოში, სხვები სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩდნენ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ბათუმი აირჩიეს საცხოვრებლად. პოლიტიკაზე საუბარი არც ერთ მათგანს არ სურს, ამბობენ, რომ ამისგან თავს შეიკავებენ. ასევე იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათი ეთნიკური წარმომავლობის გამო არასდროს …

რა ქონებას ფლობს დეპუტატი ნუკრი ბეჟანიძე

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლევან [ნუკრი] ბეჟანიძემ გასული წლის დეკემბერში პირველად შეავსო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. დეპუტატობამდე ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნუკრი ბეჟანიძე ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში. ის მაჟორიტარად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. ნუკრი ბეჟანიძეს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბერს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით, ნუკრი ბეჟანიძე და მისი …

დღეს ზღვაზე ისევ შტორმია

საშტორმო მდგომარეობა დღეს [29 ივლისი] დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნება – ამის შესახებ შს სამინისტრო მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს ზღვაში არ შევიდნენ. ამ უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მოქალაქეებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. დღეს ბათუმში, ისე როგორც აჭარის მთელ სანაპირო ზოლში წვიმს. წვიმა შენარჩუნდება დღეს მთელი დღის განმავლობაში. ასევე ხანმოკლე წვიმები …

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში

ქობულეთში, სოფელ ბუკნარის მიმდებარე მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და სატვირთო ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, დაზიანებულია საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, თუმცა მოძრაობა არ შეზღუდულა. შს სამინისტროს პრესცენტრში განაცხადეს, რომ ავტოავარია არის მსუბუქი ხასიათის: „ტრაილერი დაგორებულა და ოდნავ შეჯახებია ჩვენს მანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი“.  

ჟურნალ „ბათუმელების“ ივლისის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივლისის ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 27 ივლისიდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები, ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: სიკვდილი გზაში ავტორი: ჯაბა ანანიძე პოლიტიკა: მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს ავტორი: ცაგო კახაბერიძე არჩევნები: თვითმმართველობა თბილისიდან ავტორი: მაია მეცხვარიშვილი ეკონომიკა: „არაბული სოფელი“ – არაბების გარეშე – მანიპულაცია მიწით ავტორი: თედო ჯორბენაძე უცხოეთი: ტრამპის საჩუქარი ევროპას ავტორი: ჯოზეფ ნეი საზოგადოება: მოზარდები …

ფესტივალი ბათუმში შვიდი ეროვნული უმცირესობის ნაციონალური სამოსითა და კერძებით

31 ივლისს, 20:00 საათიდან ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული, უკრაინული, რუსული, ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები. კოლონადებთან მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები. უკრაინული …

ზღვაში ნაპოვნი მამაკაცი იდენტიფიცრებულია

შს სამინისტროს ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია მამაკაცი, რომელიც წუხელ ზღვამ გამორიყა. სამინისტროში ამ პირის ვინაობას არ ასახელებენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი უსახლკარო იყო. გამორიყული მამაკაცის ცხედარი წუხელ მოქალაქეებმა შენიშნეს სანაპიროზე. 3 ივლისს ბათუმის პლაჟიდან გაუჩინარებული კობა ბაკურიძე ჯერ კიდევ არ უპოვიათ.

ევრობანკი ბათუმს ელექტროავტობუსებს შეუძენს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD ) მხარდაჭერით ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ევრობანკმა საქართველოს 5.5 მილიონი ევრო გამოუყო სუვერენული სესხის სახით, რომელიც ბათუმის მერიას გადაეცემა. ბათუმის მერია ამ თანხით 10 ელექტრო და 20 ევრო სტანდარტის ავტობუსს შეიძენს. ავტობუსების პარკის განახლება ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის გამართულ მუშაობას. „მე ვიცი, რომ კავკასიელები ერთმანეთს ეჯიბრებით …

ღია წერილი ბათუმელებს

ავტორი: გიორგი თავაძე ჩემო  ბათუმელებო! 1970 წელს ფრანგულ გაზეთ „პარი მატჩ“-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ფრანგ მწერალ ჟორჟ სიმენონთან. კითხვაზე, მისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობებიდან რომელმა ქალაქმა მოახდინა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება, ბათუმმა-ო, უპასუხა. მას შემდეგ თითქმის ორმოცდაათი წელი გავიდა. ბათუმში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი კარგი  საქმეც  გაკეთდა, მაგრამ რატომ აქვს უამრავ ბათუმელს ძველი ბათუმის ნოსტალგია? რატომ ქვეყნდება მედიაში …

ბათუმში სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია გაიხსნა

ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩის #88-ში სკანდინავიური ბრენდის მაღაზია „იუსკი“ JYSK  8 ივლისს გაიხსნა. „იუსკი“ გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს, ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს. ქსელი ოპერირებს პრინციპით – „ყველაფერი სახლისთვის“. თბილისში “იუსკი” 2016 წლის ბოლოს გაიხსნა. „იუსკის” პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ლარს ლარსენმა დანიაში, ქალაქ აარჰუსში 1979 წელს გაიხსნა. ამ ეტაპზე “იუსკი …

„ბილივის“ საქველმოქმედო გალა საღამო „ჰილტონ ბათუმში“ 15 ივლისს გაიმართება

15 ივლისს 19:00 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში“, „ბილივის“ მეოთხე ყოველწლიური საქველმოქმედო გალა საღამო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ქველმოქმედებისთვის გააერთიანებს! ღონისძიების მიზანია სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და თანადგომა. გალა-საღამო მოიცავს მიღებას – კოქტეილ წვეულებას, საქველმოქმედო აუქციონს, სადღესასწაულო სადილს, ლატარიის ბილეთების გათამაშებასა და საინტერესო  მუსიკალურ ნაწილს. სპეციალურად „ბილივის“ გალა საღამოსთვის …

სახლი ბორბლებზე

ავტორი: ნათია ზოიძე  ფოტო: მანანა ქველიაშვილი 17 მარტის დილას უჩვეულო თავყრილობა იყო ბათუმის პორტში. დილის 7 საათზე გემს ბათუმის სანაპირო უნდა დაეტოვებინა. ტვიდის გაცრეცილ პალტოებში გამოწყობილი კაცები ყავისფრად გაქექილი, მძიმე ჩემოდნებით ხან იდგნენ, ხან კიდევ ნერვიულად მიდი-მოდიოდნენ. შალმოხვეული ქალები მათივე ნაქსოვ გავროშის ტიპის ქუდებიანი ბავშვებით ხელში, თითქოს ერთ ადგილას გაქვავებულიყვნენ. რამდენიმე მათგანი მარტის სისხამ დილას …

რატომ ითხოვენ მოქალაქეები საპატრიარქოს დაფინანსების წესის ცვლილებას [ვიდეო]

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ინტერნეტ-გადაცემა შეუზღუდავი სივრცე. სტუმარი: რესპუბლიკური პარტიის წევრი, იურისტი – თამარ კორძაია. წამყვანი: მალხაზ ჭკადუა. გადაცემა მზადდება ფონდ NED-ის მხარდაჭერით.

მოსწავლე და მასწავლებელი დღეს [ვიდეო]

სიუჟეტის თემა ეხება დღევანდელ რეალობაში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებულ დამოკიდებულებებს. ამ თემაზე გულწრფელ საუბარს ბევრი რესპოდენტი ერიდება, თუმცა არიან ისეთებიც ვინც პრობლემებზე ღიად საუბრობს.   სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის (ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის) მხარდაჭერით.

ქობულეთის ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]

არასამთავრობო ორგანიზაცია “ღირსეული სიბერე” ქობულეთში 2009 წლიდან მუშაობს, მისი მიზანი ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში მათი ინტერესების ლობირებაა. სიუჟეტიდან თქვენ გაიგებთ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ბენეფიციარები თავად ჰყვებიან საკუთარი წარმატებისა და პრობლემების შესახებ. რაში ეხმარება ორგანიზაცია მათ და როგორია მისი წვლილი ხანდაზმულთა მიმართ არსებული რეალობის გაუმჯობესებაში. სიუჟეტი მომზადებულია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, ფონდ NED-ის …

ნაგავსაყარი ბათუმის იუსტიციის სახლთან [ფოტოამბავი]

ბათუმში, ახალ ბულვართან ახლოს, იუსტიციის სახლის უკან ტერიტორია ნაგავსაყარადაა ქცეული. სამშენებლო ნარჩენების გარდა აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია. შპს „სანდასუფთავებაში“ ამბობენ, რომ პირველ ივლისს, შაბათს, ამ ტერიტორიის დასუფთავება იგეგმება.

იყიდება ორსართულიანი სახლი ჩაქვში, ზღვასთან ახლოს

დაბა ჩაქვში, ზღვიდან 7 მეტრში, იყიდება 1100 კვ/მ მიწის ნაკვეთი ორსართულიანი სახლით, ციტრუსის ბაღით, გაზონით, დიდი ოვალური შადრევნით, რომელიც ზღვას გადაჰყურებს. ფასი შეთანხმებით. მობ.: 577 55 02 07 გიორგი; 595 59 78 00 თემური.  

ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ ივნისის ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 29 ივნისიდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: საქართველოს პოლიტიკური ფერისცვალება ავტორი: ლეილა მუსტაფაევა პოლიტიკა: პრეზიდენტი ტრამპი და საქართველო ავტორი: დათო ქოქოშვილი საზოგადოება: შტატგარეშე – იუსტიციის სამინისტროს იაფი მუშახელი ავტორი: ჯაბა ანანიძე ადამიანის უფლებები: „ხომ არ დაუკავებიათ თქვენი შვილი საქართველოში?“ …

მეშახტის 9 წამი

ავტორი: ირაკლი კუპრაძე, სტუდენტი როგორც ამბობენ, 400 მეტრიდან ადამიანის ვარდნა 9 წამის განმავლობაში გრძელდება. არ ვიცი, ვინ და რატომ გამოთვალა ეს მაჩვენებელი, მაგრამ ტყიბულში დაღუპულ 4 მუშაზე ფიქრის დროს მუდმივად ეს მახსენდება და ბრაზთან ერთად საშინელი შიში მიპყრობს. არა იმიტომ, რომ სიმაღლის შიში ბავშვობიდან მომყვება, არამედ რაღაც სხვა მიზეზის გამო. ამეკვიატა, რის გაფიქრებას ან დაძახებას …

„ჰილტონ ბათუმი“ – შეუზღუდავი სივრცე შშმ პირების დასაქმებისთვის

39 წლის მალხაზ წითელაძეს არასდროს უმუშავია. მალხაზის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. პირველად სამსახურში ორი თვის წინ წავიდა. მალხაზი სასტუმრო „ჰილტონ ბათუმის“ სამრეცხაოში მუშაობს. „შემთხვევით გავიგე, რომ მიუხედავად ჩემი სტატუსისა, „ჰილტონში“ შეიძლებოდა მუშაობა დამეწყო. სამუშაო რთული არაა – თეთრეულს ვარჩევ, ვრეცხავ, ვაშრობ, მთავარი რაც არის – დასაქმებული ვარ და ხელფასი მაქვს. ჩემი ფიზიკური მდგომარეობის …

დღეს, 25 ივნისს – ავიაპილოტაჟი ბულვარის კოლონადებთან

დღეს, 25 ივნისს, 16:30 საათზე, ბულვარის კოლონადებთან ლატვიური კომპანიის „Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team“ ავიაპილოტაჟით შესრულებული მრავალფეროვანი სანახაობრივი შოუ – „FlyFest Georgia” გაიმართება. ექვსი საჰაერო ხომალდი 30-წუთიან სანახაობრივ შოუს მოაწყობს. ღონისძიება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.   

ბათუმის აფიშა შაბათ-კვირას

„ბათუმელები“ გთავაზობთ 24-25 ივნისის ქალაქის აფიშას. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. შაბათ-კვირას, ტრადიციულად, ღიაა მუზეუმებიც.   [highlight color=”blue”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight] „მანქანები 3“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 და 14:30 – 7-9 ლარი „ტრანსფორმერები“ [3D, რუსულ ენაზე]  – 16:30; 19:30  – 8-10 ლარი „ძალიან ცუდი გოგოები“ [რუსულ ენაზე] – 22:30 – 10 ლარი   [highlight color=”blue”]ბათუმის დრამატული თეატრი[/highlight] 24-25 ივნისი …

ბაირამის დღესასწაულზე ბათუმში #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 25 ივნისს, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით,  07:00-დან 18:00 სთ-მდე #12 მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ იმოძრავებს. 18:00 სთ-ის შემდეგ აღნიშნულ სამარშრუტო ხაზზე მგზავრობა დადგენილი ტარიფით გაგრძელდება.

გამოცდები სკოლაში

ლილე მესხიძე, მე-9 კლასის მოსწავლე მოგეხსენებათ, 15 ივნისს სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და ყველა ცუდ ხასიათზე დადგა. არა იმიტომ, რომ სკოლა მოენატრებათ ან კლასელები, ან მსგავსი ბლა ბლა ბლა… იმიტომ, რომ გამოცდები იწყება. ნუ ზოგს 15-მდე უკვე ჩაბარებული აქვს, მაგალითად, მე. ნუ ჩავაბარე რა….. დავწერე რა.. კარგი ქულები ვერ გამოვიტანე იქედან: 1. რადგან ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა …

Exit mobile version