ავტორი: ლია ლიქოკელი ჩვენ უკვე ფოტოაპარატი გვაქვს. ზაფხულის მზიან დღეებში ჩავმწკრივდებით ჩვენი ეზოს ვარდებთან და ფოტოებს ვიღებთ. ცუდი ფოტოები გამოდის: საოჯახო ფოტოალბომი ნელ-ნელა ივსება ბუნდოვანი, ცუდად განათებული, მოქცეული სახეებით. ეს სახეები ცოტა არ იყოს, უხერხულად იღიმებიან, ობიექტივს მიუჩვეველი, დამფრთხალი სახეები. ლაქებივით ჩანს უკან ფონზე მკრთალი წითელი ვარდები. მე მგონია, რომ ეს შესანიშნავია. სულაც არ ვიცი, …
Author Archives: ბათუმელები
სოფლად მცხოვრები ქალები [ვიდეო]
აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები ქალების შეხედულებებზე, ფიქრებსა და პრობლემებზე, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ სიუჟეტი მოამზადა. სიუჟეტი გათვლილია სმენადაქვეითებული მაყურებლისთვისაც, ჟესტური ენის თარგმანით. სიუჟეტი მომზადებულია “დემოკრატიული იდეების განვითარების” პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” [NED] მხარდაჭერით.
35 ვაკანსია აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში
აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფო ორი ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს: „ნევროზული რეგისტრის მქონე დაავადებულ პირთა სტაციონარული მომსახურება“ და „გერიატრიული ასაკის (65 წელი და მეტი) ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა“. განყოფილებებს ესაჭიროება კადრები შემდეგ პოზიციებზე: მორიგე ექთანი – 9 ვაკანტური ადგილი. სამუშაო საათები: საღამოს 16:00-დან დილის 10:00 საათამდე (ყოველ მესამე დღეს). ანაზღაურება: 400 ლარი; მორიგე მომვლელი- 12 …
Continue reading “35 ვაკანსია აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში”
სად წავიდეთ, რა ვნახოთ შაბათ-კვირას ბათუმში [აფიშა]
„ბათუმელები“ გთავაზობთ ქალაქის აფიშას 3-4 ივნისს. შაბათ-კვირას დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებას უფასოდაც შეგიძლიათ დაესწროთ. [highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]კინოთეატრი „აპოლო“[/highlight] „კაპიკანი ტრიკო“ [3D, ქართულ ენაზე] – 12:00 და 14:00 – 7-9 ლარი „Wonder woman“ [3D, რუსულ ენაზე] – 16:00 და 22:00 – 8-10 ლარი „კარიბის ზღვის მეკობრეები 5: მკვდრები ზღაპრებს არ ყვებიან“ [3D, ქართულ ენაზე] – 19:00 …
Continue reading “სად წავიდეთ, რა ვნახოთ შაბათ-კვირას ბათუმში [აფიშა]”
ბრძოლა ინტელიგენციის ელიტებს შორის
ავტორი: ოჩი კონცელიძე ინტერვიუ პოლიტილოგ ბაქარ ბერეკაშვილთან. ინტერვიუ მომზადებულია კვლევის – „საბჭოთა დროის ინტელიგენციის როლი დამოუკიდებელი საქართველოს ინსტიტუციური მშენებლობის პროცესში“ ფარგლებში საბჭოთა დროის ინტელიგენციის მნიშვნელობით რომ დავიწყოთ საუბარი, საინტერესოა, რა იყო მისი შექმნის მიზანი და დანიშნულება? საბჭოთა ინტელიგენცია განსაკუთრებით ყალიბდება სტალინურ ეპოქაში. სტალინს ჰქონდა გამორჩეული დამოკიდებულება კულტურული ელიტების მიმართ, ვინაიდან მან იცოდა, რომ ძალაუფლების განმტკიცებისთვის …
ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე [ანონსი]
31 მაისს, 13 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი, სოლიდარობის აქცია იგეგმება. ჟურნალისტი გუშინ, 29 მაისს, გაიტაცეს თბილისიდან და ამჟამად იგი აზერბაიჯანში, პატიმრობაში იმყოფება. სოლიდარობის აქცია ხვალ იმართება თბილისშიც. მუთხარლის ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი სასტიკად ნაცემია. „ეჭვობს, რომ ნეკნი აქვს მოტეხილი. გარდა ამისა, ტრავმა აქვს თვალზე და თავზე, ასევე ცხვირი აქვს …
Continue reading “ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე [ანონსი]”
ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა
დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა. „ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – …
Continue reading “ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა”
ბათუმში ზღვაზე ბანაობის სეზონი გაიხსნა [Photo]
ბათუმში ზღვის სეზონი დაიწყო. meteo.gov.ge-ის მონაცემებით დღეს, 27 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია. დამსვენებლები ზღვაში ბანაობენ და ნაპირზე ირუჯებიან.
„ვეფხისტყაოსნის“ დღეები ბათუმში (ფოტო)
დღეს, 26 მაისს, ბათუმში, 6 მაისის პარკში, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დღეები გაიმართა.
საზეიმო მსვლელობა 26 მაისს ბათუმში [ფოტო]
ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს
ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ. „დღეს და შემდგომ დღეებში პარასკევის ლოცვა და მარხვის თვის (რამადანის) განმავლობაში თარავის ლოცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება და ოფიციალურად გამოცხადდება ამ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის დაწყება. … ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, …
Continue reading “ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს”
„გეფიცები აღების ფასია“ და სხვა წარწერები ბაზრობაზე [ფოტო]
ვაკანსია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს კონკურსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 21 წელს მიღწეულ, უმაღლესი ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 03 ივნისი. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს
25 მაისს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ეკომიგრანტი ოჯახების შესახლებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული შენობების აღდგენაზე ისაუბრეს, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე სოციალურ სახლში 30 ოჯახის საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 23-28 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 210 შენობის (176 …
Continue reading “აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 30 ეკომიგრანტ ოჯახს ვაშლოვანში ბინას გადასცემს”
საერთაშორისო კონფერენცია ბსუ-ში [ანონსი]
27 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია – European Students for Liberty (ESFL) ჩატარდება. კონფერენციას კავკასიის რეგიონში უდიდესი ორგანიზაცია Georgian Students for Liberty უმასპინძლებს. საქართველოში კონფერენცია მეოთხედ ტარდება, აქამდე ის თბილისში ტარდებოდა. კონფერენცია ინგლისურ ენაზე წარიმართება, ქართველ სპიკერებთან ერთად, ამერიკიდან და ლიტვიდან მოწვეული სპიკერები თანამედროვე საზოგადოების პრობლემებზე ისაუბრებენ, მათ შორის მთავრობის როლზე …
რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში
ხვალ, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სამტრედიის იპოდრომზე საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ბათუმის საცხენოსნო კლუბის ექვსი ცხენი მიიღებს: სამი – დოღში და სამი – დაბრკოლებათა გადალახვაში. წელს საქართველოში, ეს პირველი საცხენოსნო შეჯიბრება იქნება, მასში მონაწილეობას რეგიონების საუკეთესო ცხენები მიიღებენ. საცხენოსნო კლუბი აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. საცხენოსნო კლუბის დირექტორი ამჟამად …
Continue reading “რა ღირს ცხენით გასეირნება ბათუმის საცხენოსნო კლუბში”
27-28 მაისს ბათუმში „ლექსების გამოფენა“ გაიმართება
27-28 მაისს სასტუმრო „ეიფორიაში“ „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვის“ ფინალური საღამოები გაიმართება. ფინალი პროზაში 27 მაისს, ხოლო პოეზიაში 28 მაისს ჩატარდება. ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“ ბათუმში მეთერთმეტედ იმართება, მასში მონაწილეობის მიღება 14 წელს გადაცილებული ასაკის ნებისმიერ მსურველს შეეძლო. წელს კონკურსში 600-მდე ნაწარმოები გაიგზავნა, პროექტის ორგანიზატორისა და ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის“ თავმჯდომარის, ზაზა ფირცხალაიშვილის თქმით, პროექტში …
Continue reading “27-28 მაისს ბათუმში „ლექსების გამოფენა“ გაიმართება”
აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ დღეს, 24 მაისს, სააგენტოს თანამშრომლებს დირექტორის მოადგილე, ნანა დიასამიძე წარუდგინა. ნანა დიასამიძემ 1996 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. აქვს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. 1997-1999 წლებში იყო ბათუმის ეკონომიკისა და სამართლის კოლეჯის სამართალმცოდნეობის მასწავლებელი; 2005-2006 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის …
Continue reading “აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ნანა დიასამიძე დაინიშნა”
რა ბრენდებია წარმოდგენილი ახალ სავაჭრო ცენტრში [ფოტო]
მაისის ბოლოს სავაჭრო ცენტრ „მეტროსითი ფორუმში“ პირველ სართულზე არსებული ყველა მაღაზიის გახსნა იგეგმება. ამჟამად სავაჭრო ცენტრში ორივე სართულზე ჯამში ხუთი მაღაზია ფუნქციონირებს, ამ კვირის ბოლოს ამ რიცხვს კიდევ ორი მაღაზია დაემატება. სავაჭრო ცენტრში სულ 32 სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტის გახსნა იგეგმება, მათ შორის „კორსო იტალია“ და პირველად ბათუმში იტალიური ბრენდების ობიექტები: „ტერანოვა“ და „ოვს“-ი. ამის …
Continue reading “რა ბრენდებია წარმოდგენილი ახალ სავაჭრო ცენტრში [ფოტო]”
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია: მინიშნება კეთდება მამალაძის ქმედებებთან მიტროპოლიტ დიმიტრის კავშირზე
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავის ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით. განცხადების ტექსტს უცვლელად ვაქვეყნებთ: „დეკანოზ გიორგი მამალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, ვხედავთ რა საზოგადოების დიდ ინტერესს აღნიშნული საქმისადმი, ჩნდება გარკვეული კითხვები, რომელზედაც ამ ეტაპზე პასუხის გაცემამ შესაძლებელია შეაფერხოს გამოძიების პროცესი, გამოძიების დასრულების შემდეგ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან და …
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 23 მაისს, ბათუმში ცვალებადი მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა შენარჩუნდება, გამოდარებას კი 25 მაისიდან უნდა ველოდოთ. „25 მაისს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღეს, დღის მეორე ნახევარში, 10-15 მ/წმ-ში ცვალებადი მიმართულების ქარი შეინიშნება. ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით – 15-20 გრადუსი, ღამით – 8-13 გრადუსი. მთაში – დღისით 8-15, …
Continue reading “სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 25 მაისს გამოიდარებს”
კოლინა და ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების All Blacks-ის ყოფილი კაპიტანი ბათუმში
იტალიელი არბიტრი, პიერლუიჯი კოლინა ბათუმში საერთაშორისო ბიზნესფორუმზე ჩამოვიდა. იგი მსმენელების წინაშე დღეს, 22 მაისს, მოხსენებით წარსდგა. საერთაშორისო ბიზნესფორუმი IBF Batumi სასტუმრო „ეიფორიაში“ მიმდინარეობს და მასში მსოფლიო კლასის ექვსი სპიკერი და 14 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს. როგორც ფორუმის პრესრელიზშია აღნიშნული, ეს კავკასიის მასშტაბით პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმია, რომელიც აერთიანებს, ერთი მხრივ, მსოფლიო კლასის სპიკერებს, მსხვილი ბიზნესის და სახელმწიფოს წარმომადგენლებს, და მეორე მხრივ, …
Continue reading “კოლინა და ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების All Blacks-ის ყოფილი კაპიტანი ბათუმში”
ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა
22 მაისს ახალ ბულვარში სავაჭრო ცენტრი „მეტროსითი ფორუმი“ გაიხსნა. სავაჭრო ცენტრი 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული. როგორც აქ აცხადებენ, ცენტრი დატვირთული იქნება ისეთი სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებით, როგორებიცაა ტანისამოსი, აქსესუარები, კვების ობიექტები, პარფიუმერია, კინოთეატრი, ბავშვთა გასართობი ცენტრი. სავაჭრო ობიექტი კომპანიის წარომადგენლების თქმით, კონტრაქტები გაფორმებულია საქართველოში ცნობილ ბრენდებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე უცხოურ ბრენდთან. ცენტრში წარმოდგენილი იქნება, როგორც საქართველოში …
რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერში
გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერი. ჟურნალს ხვალიდან, 23 მაისიდან მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ჟურნალი გაიყიდება ჯიხურებში და საგაზეთო სტელაჟებზე. პოლიტიკა: პოლიტიკის მკვლელობა საქართველოში ავტორი: დათო ქოქოშვილი მოსაზრება: მეშახტის 9 წამი ავტორი: ირაკლი კუპრაძე ადამიანის უფლებები: ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ ავტორი: ეთერ თურაძე უცხოეთი: გაუმკლავდება თუ არა მაკრონი? ავტორი: დენი როდრიკი კავკასია: გალი, როგორც ჩიხი ავტორი: მარიანა კოტოვა ეკონომიკა: ვინ იხეირა …
Continue reading “რას წაიკითხავთ ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერში”
ჯაზი და ევროლიბერალიზაცია
ავტორი: ირმა ინარიძე ფოტო: გია გოგატიშვილი „ჯაზი ვიენაში“ საერთაშორისოდ აღიარებული ფესტივალია, რომელიც 1980 წელს დაარსდა და წელს 37-ედ გაიმართება. ფესტივალი საფრანგეთის ქალაქ ვიენაში, იზერის დეპარტამენტში, ლიონთან ახლოს, ყოველწლიურად ივლისის პირველ ნახევარში იმართება. ფესტივალის ნამდვილი შუქურა და ფასიანი კონცერტების ერთადერთი ადგილი გახლავთ ანტიკური თეატრის სცენა, რომელიც 7000 მსმენელს იტევს. ფესტივალს უმასპინძლია ისეთი დიდი მუსიკოსებისთვის, როგორებიც არიან: …
ქართული კულტურის დღესასწაული თურქეთის უნივერსიტეტში
რამაზ ხალვაში, ბსუ-ს პროფესორი 12-14 მაისს დუზჯეს უნივერსიტეტში (თურქეთის რესპუბლიკა) შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთასორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომელშიც თურქეთსა და საქართველოში მოღვაწე მეცნიერებმა მიიღეს მონაწილეობა. სიმპოზიუმის ორგანიზების მთელი სიმძიმე დუზჯეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებამ (დოცენტები: ნანა კაჭარავა, მაკა სალია, შორენა შენგელია) და დუზჯელმა ქართველებმა, ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ერთუღრულმა და ფევზი ჩელებმა …
Continue reading “ქართული კულტურის დღესასწაული თურქეთის უნივერსიტეტში”
სახლი, რომელსაც სული აქვს
ავტორი: ნათია ზოიძე სულაც არ იყო ეს ქუჩები ვიწრო ბათუმში, ყოველ შემთხვევაში, ის ქუჩა, რომელზეც ახლა უნდა მოგითხროთ. ამ ქუჩაზე მატარებლის ძველი სადგური იყო, თუმცა ქუჩა რა შუაშია?! უბრალოდ, აქ ის სახლია, ერთსართულიანი, ქვითკირის, კრამიტის სახურავითა და ხის ლურჯი კარით. ამ სახლს ბავშვობიდან ვუთვალთვალებ. ეს მე ვიყავი თმაგაწეწილი პატარა გოგო, ამ სახლს რომ ჩაუვლიდა და …
პროექტი, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ლობირებს
დღეს, 19 მაისს, „დემოკრატიის ინსტიტუტში“ „შშმ პირთა ის ადვოკატირებისა და ლობირების“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა. პრეზენტაციაზე დაწვრილებით განიხილეს შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის შშმ პირებთან მიმართებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემთხვევები, პრობლემებური სიტუაციების აღმოფხვრის გზები, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის როლი და სხვა. პროექტი აჭარაში მეორე …
Continue reading “პროექტი, რომელიც შშმ პირთა დასაქმებას ლობირებს”
წარწერები თეთრ პერანგზე – „ბოლო ზარის“ ტრადიცია
19 მაისს საქართველოს სკოლების ნაწილში მე-12 კლასელები „ბოლო ზარს“ აღნიშნავენ. ფოტოები გადაღებულია ბათუმის #2 საჯარო სკოლის წინ.
რამდენი ლარით დაფინანსდება პროექტები „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში
დღეს, 18 მაისს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია აჭარის რეგიონალური პროექტების მენეჯერმა ლიკა კალატოზმა წარადგინა. პროგრამა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება ახალი ბიზნესის წამოწყების ან არსებულის გაფართოების ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ, რის …
Continue reading “რამდენი ლარით დაფინანსდება პროექტები „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში”
“ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“
19 – 20 მაისს, განახლებულ „თავისუფალ სივრცეში“ ინკლუზიური სპექტაკლის „ვაკანსიის“ პრემიერა გაიმართება. პროფესიონალ მსახიობთან, იაგო მორთულაძესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობას ჟესტური ენის თარჯიმანი მზია მელაძე და ეტლით მოსარგებლე ლალი მენაღარიშვილი მიიღებენ. პიესის ავტორი და რეჟისორი ოთარ ქათამაძეა. ლალისთვის ეს არ არის პირველი სამსახიობო გამოცდილება. მისი მონაწილეობით პერფორმანსი „დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა“, გასული წლის დეკემბერში, ბათუმის დრამატულ თეატრში …
Continue reading ““ვაკანსია” – ინკლუზიური სპექტაკლის პრემიერა „თავისუფალ სივრცეში“”
ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2015 წლიდან დამოუკიდებლად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო სამშობლოში ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის განხორციელება. აღნიშნულის მისაღწევად სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხა გრანტის სახით გადასცა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სარეინტეგრაციო სერვისების მიწოდებას დაბრუნებული მიგრანტებისთვის. აჭარასა და გურიაში აღნიშნულ პროგრამას მეორე წელია ანხორციელებს ჩვენი ორგანიზაცია, …
როგორ და რატომ უნდა ვისუნთქოთ სწორად
გიორგი ლომაძე, ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის ფიზიკური კულტურისა და სპორტის მასწავლებელი ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენს საზოგადოებაში ნაკლებად პოპულარულია. ამ დამოკიდებულების შეცვლა არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ საჭიროცაა. ჯანსაღი ცხოვრების წესს ბევრი რამ განაპირობებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის სწორი სუნთქვა. მე სკოლაში ვმუშაობ და ყოველდღიურად ვხედავ, რომ ჩვენი ბავშვების სრული უმრავლესობა არასწორად სუნთქავს. უფრო მეტიც, არასწორად, ანუ …
პირველი სალოტბარო სკოლა ბათუმში
დღეს ბათუმში, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. პროექტის – ,,სალოტბარო მიმართულების განვითარება“ მიზანი უძველესი ადგილობრივი ხალხური სიმღერების აღდგენა და შენარჩუნებაა. აჭარის „ხალხური ხელოვნების“ სკოლის დირექტორის, გურამ ხოზრევანიძის თქმით, სკოლაში გაწევრიანება ნებისმიერ წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. მსურველები უფასოდ შეისწავლიან „ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.“ გახსნის ცერემონიის დასრულებისას აჭარის ხალხური ხელოვნების …
ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ
18 მაისს, 18:30 საათზე, სსიპ ბათუმის № 26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრი სპექტაკლს „წუნა და წრუწუნას“ გამართავს. სპექტაკლს საქართველოში შშმ პირების პირველი თეატრალური დასი „ცისარტყელა“ წარადგენს, რომელშიც დასის 18 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორის, თამარ გოგიშვილის თქმით, ეს სპექტაკლი არ არის პირველი, …
Continue reading “ინკლუზიური ცენტრის ბავშვები სპექტაკლს გამართავენ”
ტრენინგი საგრანტო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში
10-11 ივნისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში, მედიის სფეროს წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე “საგრანტო პროექტების წერა და ფონდების მოძიება”. პროექტს ორგანიზებას საზოგადოებრივი განვითარების აკადემია და ბათუმის ამერიკული კუთხე გაუწევს. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: მედიის საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი იდეების პრეზენტაცია, დონორები და დამატებითი სახსრების მოძიების გზები საქართველოში, დონორების რუკის შექმნის და განახლების ხერხები, …
Continue reading “ტრენინგი საგრანტო პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში”