სიახლეები

15 მაისი – ოჯახების საერთაშორისო დღე

15.05.2017 • 1937
15 მაისი – ოჯახების საერთაშორისო დღე

დღეს, 15 მაისს, მსოფლიო ოჯახების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს დაადგინა და იგი 1994 წლის 15 მაისიდან აღინიშნება. ოჯახების საერთაშორისო დღის მთავარი მიზანია ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე ყურადღების გამახვილება და მხარდაჭერა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 25 101 იყო, რაც თითქმის 4 ათასით ნაკლებია წინა წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობაზე. შარშან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 7 304 რეგისტრირებული ქორწინება თბილისში დაფიქსირდა,  იმერეთში ეს მაჩვენებელი 3 832-ს, ქვემო ქართლში -2 867-ს, ხოლო აჭარაში 2 631-ს შეადგენს [აჭარაში 2015 წელს რეგისტრირებული ქორწინება იყო – 3002].

რაც შეეხება განქორწინებას, საქართველოში, 2016 წელს 9,539 შემთხვევაა დაფიქსირებული,  აქედან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 3,688 თბილისში, ხოლო ყველაზე დაბალი – 56 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემოსვანეთში ფიქსირდება.

გადაბეჭდვის წესი