მთავარი,სიახლეები

ივლისის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

02.07.2019 • 970
ივლისის პირველი დღეები ბათუმში თბილი და უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2  ივლისის 21 საათიდან 3  ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი 
  • ღამით: 4– 9 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12  დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 4-5 ივლისს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: