+30 გრადუსი და ხანმოკლე წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 6 ივნისის  21 საათიდან 7 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან – ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: + 25 – 30 გრადუსი ღამით:  +16 – 21 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: + 20 …

შსს: აჭარაში პოლიციამ 190 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული დ.ხ. და 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 190 აბი „სუბოქსინი“, ბუპრენორფინის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები და 10 გრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი და …

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა ორი დღით აიკრძალა

აჭარის პოლიციის ცნობით, 5 ივნისს, 08 საათიდან 7 ივნისის 08:00 საათამდე, სენაკი-ფოთი-სარფის 92-ე კმ-ზე ჩაქვი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გვირაბში ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. პოლიციის ცნობით, მძღოლებს საშუალება აქვთ, ორმხრივად იმოძრაონ ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე. ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. გვირაბში მოძრაობა ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო იკრძალება.

ზღვის წყალი 22 გრადუსამდე გათბა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 ივნისის 21 საათიდან 5 ივნისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: + 25 – 30 გრადუსი ღამით:  +15 – 20 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: + 20 – 25 …

„არ ჩავუგდოთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელში ქართულ ოცნებას“ – ენმ-ის ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. დღეს, 4 ივნისს, პარტიის ოფისში უმაღლესი საბჭოს წევრმა, ასმათ დიასამიძემ, გამართა ბრიფინგი და აღნიშნა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო რთული გახდა და ამაზე მიუთითებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია ზოიძის განცხადებაც, რომელიც მან გუშინ, 3 ივნისს გაავრცელა. ნათია ზოიძე აჭარის …

მახინჯაურსა და განთიადში წყლის მიწოდება 16 საათამდე შეწყდა

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 4 ივნისს, 10-დან  16:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება მახინჯაურისა და განთიადის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

საბავშვო ბაღამდე ბავშვების ტრანსპორტირებაში 40 ლარს ვიხდით – ზედაჩხუტუნეთელები

სოფელი ზედა  ჩხუტუნეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში  მდებარეობს.  2012  წელს აქ  ეროვნული პარკი დაარსდა. რამდენიმე თვის წინ კი ის  ყურადღების  ცენტრში  ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტის გამო მოექცა. მოსახლეობის მოსაზრებების, ინტერესებისა და პრობლემების მოსასმენად „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 22 მაისს დისკუსია გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აჭარის  ტელევიზიის  გადაცემა „ჰეშთეგიდან“ მალხაზ რეხვიაშვილი და „გაზეთ ბათუმელების“ წარმომადგენელი ნაზი ზოსიძე. …

ნათია ზოიძე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებგვერდი აქვეყნებს ამ ტელევიზიის დირექტორის მოადგილის ნათია ზოიძის განცხადებას. ტელევიზიის ბორდის მიერ დირექტორის – ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, დირექტორის მოვალეობას სწორედ ნათია ზოიძე ასრულებს. განცხადების ტექსტს, რომლითაც ნათია ზოიძე მრჩეველთა საბჭოს მიმართვას, უცვლელად გთავაზობთ: „31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ …

რა დარღვევები გამოავლინეს ბათუმის ღამის კლუბებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 27 მაისს განხორციელებული კონტროლის შედეგად, ბათუმში მდებარე ღამის კლუბებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ბათუმში, აბდულლაჰ აქგიულის ღამის კლუბში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, ალკოჰოლური სასმელი და  საკვები შეიძინეს და ჯამურად 100 აშშ დოლარი და 150 ლარი გადაიხადეს. „საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 31  მაისის 21 საათიდან 1 ივნისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი  ღამით: 7 …

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე ბათუმში, პოლიციის მეექვსე განყოფილებაში, გამოკითხვაზე მივიდა. პოლიცია ომარ მახარაძეს გამოკითხავს მისი მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების საქმეზე. ინფორმაცია გამოკითხვის დროისა და ადგილის შესახებ შს სამინისტრომ მიაწოდა ჟურნალისტებს. ომარ მახარაძე პოლიციას გუშინ, 29 მაისს, უნდა დაეკითხა, თუმცა მახარაძე პოლიციაში არ მისულა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, …

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 30  მაისის 21 საათიდან 31 მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 5 …

მავნებელია თუ არა ბოლო დროს მომრავლებული პეპლები

წელს ქალაქში პეპლების სიმრავლეს შეამჩნევდით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს გადამფრენი მწერი – ნარშავას ფრთაკუთხაა (Vanessa cardui). იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული პეპლის სახეობაა და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება. სურსათის ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ ნარშავას ფრთაკუთხა არ მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელს, მეტიც, მიიჩნევა, რომ სასარგებლო მწერის სახეობაა, რადგან ანადგურებს დიდი რაოდენობით სარეველას. გადაზამთრებული პეპლის ფრენა იწყება მაისის …

ვინ უნდა დაიცვას ბავშვების უსაფრთხოება ექსკურსიებზე – სამინისტროს რეკომენდაცია

ლაგოდეხის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტს განათლების სამინისტროში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ საკითხის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შემდეგ კი დადგინდება, ვისი პასუხისმგებლობაა 16 წლის გოგოს გარდაცვალება. ეკატერინე ხუციშვილი, ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში და ბოლოს სკოლებს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს უგზავნის, რომელიც ექსკურსიების გამართვის დროს უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებებს აწესებს. …

აუტიზმის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ისევ სისტემური ცვლილებების მოლოდინში

საქართველოში აუტიზმს “ახალგაზრდა დიაგნოზს” უწოდებენ. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს ზრუნვას როგორც 18 წლამდე, ისე ზრდასრულ ასაკში. კვლევებმა აჩვენა, რომ დროული ჩარევით და რამდენიმეწლიანი მუშაობით შესაძლებელია, აუტიზმის მქონე ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. თუმცა საქართველოში სახელმწიფო დაფინანსების სიმცირისა და რეგიონებში სერვისების არარსებობის გამო აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი …

ამბავი ტრაგიკულ სიყვარულზე – პრემიერა ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. თეატრი 28-29 მაისს, 19 საათზე, „მიაგულის“ წარმოგიდგენთ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჩხაიძემ ლილე შენგელიას პიესისა და სვანური ლეგენდის – „მიაგულის“ მიხედვით დადგა. „სპექტაკლი მოგვითხრობს მთის ტრადიციებზე დაფუძნებულ ცხოვრების ყოფაზე. ეს არის ამბავი აკვნიდან დანიშვნაზე და ორი შეყვარებული ადამიანის ტრაგიკულ სიყვარულზე. რეჟისორის მიზანი იყო, რეპერტუარში …

გაზაფხულის ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 27  მაისის 21 საათიდან  28 მაისის  21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18 – 23 გრადუსი  ღამით: 5 – …

რა არის თავისუფლება? – ვაჟა-ფშაველა

ძმობა, ერთობა, თავისუფლება. ამ სიტყვებით გაიჟღენთა არა მარტო ადამიანთა ყურები, არამედ ქვებიც კი; არა დროს ჩვენის ქვეყნის დაარსების შემდეგ არა გვგონია ასე მძლავრად და საყოველთაოდ როდისმე სმენოდეს საქართველოს ეს სამი სიტყვა, როგორც ესმა მას ამ წარსულ 1904-5 წლებში და დღესაც ესმის და მომავალ წლებშიც გაიგონებს. მაშასადამე უნდა ვიცოდეთ, გვესმოდეს თუ რაა ერთი, მეორე ან მესამე. …

თამარ ჩუგოშვილს მიმართავს სტუდენტი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს თამარ ჩუგოშვილს ქალბატონო თამარ, მოგმართავთ ბსუ-ს სტუდენტი – როგორც ქართული მედია წერს, სტუდენტი, რომელმაც თავისი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მჭირდება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მმართველი პარტიის ლიდერის, როგორც ქალის მხარდაჭერა, რადგან ის, რაც ჩემს, 19 წლის გოგოს გარშემო ბოლო პერიოდში ხდება, არის ძალიან …

ტრამპმა გოლანზე ისრაელის იურისდიქცია აღიარა, რა გავლენა ექნება ამას საერთაშორისო სამართალზე

ავტორი: აკაკი ბერიძე, საერთაშორისო სამართლის მკვლევარი დონალდ ტრამპის მიერ 25 მარტს ხელმოწერილ საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას, რომ ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს სირიის გოლანის მაღლობებზე, დიდი უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა მთელს მსოფლიოში. ევროკავშირის პრესსპიკერმა განაცხადა: “ჩვენ არ ვაღიარებთ ისრაელის სუვერენიტეტს არც 1967 წლიდან ოკუპირებულ მიწებზე და არც გოლანის მაღლობზე”. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფანე დუჟარიჩის განცხადებით კი, “გოლანის …

ბათუმში ღამით დასავლეთის ქარი გაძლიერდება

დღეს, 25 მაისს, აღმოსავლეთის ძლიერმა ქარმა ბათუმში მშენებლობებიდან მასალები და მძიმე კონსტრუქციები გადმოყარა, თუმცა სინოპტიკოსების ცნობით, ღამით ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება. „დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, 15-17 მეტრი წამში, საღამოს და ღამის საათებში კი ქარი მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და გაძლიერდება 22 მეტრ წამამდე. დროგამოშვებით იწვიმებს ძლიერად“ – უთხრა „ბათუმელებს“ რუსუდან დიასამიძემ, გარემოს ეროვნული …

„ოცნების“ აქტივისტი თორნიკე მჟავანაძე აჭარა TV-ის დირექტორის კანდიდატად დარეგისტრირდა

დღეს, 24 მაისს, 18 საათზე დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადებების მიღება. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის სურვილი სულ 9 ადამიანმა გამოთქვა. აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები არიან: მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი; დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი; გიორგი წულაია, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი; გოგა კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის …

ზაზა ფაჩულია ბათუმელი ფანების ალყაში [ფოტო]

დღეს, 24 მაისს, ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია ბათუმში, კაფეში ყოფნის დროს გულშემატკივარი ბავშვების გარემოცვაში აღმოჩნდა. სკოლის მოსწავლეებმა ფაჩულიასთან არაერთი ფოტო გადაიღეს. See more

სოფლის ფესტივალი „კაპანი“ – ჩანჩქერი, წყლის წისქვილი და აჭარული სამზარეულო

ავტორი: მარიამ დუმბაძე სოფელი კაპნისთავი ხვალ, 25 მაისს, დღის ორი საათიდან სტუმრებს ელოდება. ამ სოფელში წელს პირველად ჩატარდება ფესტივალი „კაპანი“. ფესტივალზე დასწრების მსურველები, ორ საათამდე ხელვაჩაურში, აჭარული ღვინის სახლში უნდა მივიდნენ. აქ მათ დახვდებიან სტუდენტები, რომლებიც სტუმრებს გადაამისამართებენ მიკროავტობუსებში. ფესტივალის სტუმრები აჭარული ღვინის სახლიდან სოფლამდე უფასოდ იმგზავრებენ. რა გელით ფესტივალზე? ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეთნოგრაფიული ტური …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 24  მაისის 21 საათიდან  25 მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: …

შსს: აჭარაში დაკავებულია პირი, რომლის ჩხრეკისას 200 აბი სუბოქსინი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული, ი.ჩ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 200 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 …

აივ-ინფექცია/შიდსის გავრცელება აჭარაში [სტატისტიკა]

ბათუმში აჭარის რეგიონის აივ-ინფექცია/შიდსის სტრატეგიის შემუშავებაზე ადვოკატირებასა და კოორდინაციაზე შეხვედრა ტარდება. მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ აჭარაში C ჰეპატიტის, აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარადგინა, რომლის მიხედვითაც 2019 წლის მაისის მდგომარეობით აჭარაშ, ჯამში, 29 488 ადამიანს ჩაუტარდა სკრინინგი, მათ შორის C ჰეპატიტზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა 340 შემთხვევაში, AIV-ზე – 27, ტუბერკულოზზე ეჭვი …

მოქალაქეების თხოვნა ჟურნალისტებს: აკონტროლეთ შესრულებული სამუშაოს ხარისხი

ქედის მუნიციპალიტეტის  სოფელ ხარაულაში  „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას  მედიის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოქალაქეებმა აჭარის  ტელევიზიისა და „გაზეთ  ბათუმელების“ წარმომადგენლებს თავიანთ სოფელში არსებული პრობლემები და  მოსაზრებები გააცნეს. ადგილობრივებმა პრობლემებზე საუბრისას, პირველ  რიგში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში  შესრულებული სამუშაოების ხარისხი გამოყვეს. მაგალითისთვის მათ გზის მოწესრიგება დაასახელეს. მათ  მედიის  წარმომადგენლებს სთხოვეს, მეტად ადევნონ  თვალი ამ პროცესს – რამდენად  …

რა ღონისძიებები გაიმართება 26 მაისს ბათუმში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება ევროპის მოედანსა და მემედ აბაშიძის გამზირზე. ბათუმის მერიამ ღონისძიებათა ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა. მერიის ცნობით, ღონისძიებები ევროპის მოედანზე 13:00 საათზე დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება. მემედ აბაშიძის გამზირზე გაიმართება ქართული ბაზარი, სადაც გამოფენილი იქნება ხელნაკეთი აქსესუარები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმი. მოეწყობა ნობელების მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა …

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 22 მაისს, ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა და ელვა-ჭექაა მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ხვალაც, ძირითადად, ღამის განმავლობაში. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 13 – 18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 21 -26 გრადუსი  ღამით: 8 …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 21  მაისის  21 საათიდან 22  მაისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, თუმცა ხვალ, 22 მაისს, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 13 – 18 …

პირუტყვი მაგისტრალზე – წელს ქობულეთში სამი მეპატრონე დააჯარიმეს  

ავტორი: მარიამ დუმბაძე  ჩაქვის, ციხისძირისა და ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალსა თუ საავტომობილო გზებზე მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს საკმაოდ ხშირად შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ მათი აქ გადაადგილება საავტომობილო მოძრაობას უქმნის საფრთხეს და კანონითაც  იკრძალება. პირუტყვის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მუნიციპალიტეტმა უნდა გააკონტროლოს. იმ შემთხვევაში, თუკი მსხვილფეხა პირუტყვი საავტომობილო გზაზე აღმოჩნდება, მუნიციპალიტეტს მეპატრონის დაჯარიმება შეუძლია. პირუტყვის დასახსნელად საქონლის მეპატრონეს ჯარიმის სახით …

რა დღეებში შეიზღუდება მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის  ცნობით, 22 მაისიდან 7 ივნისამდე, ეტაპობრივად, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, გორის, ქობულეთის შემოვლითი გზისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. [checklist]  22 მაისის 08:00 საათიდან 23 მაისის 08:00 საათამდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში. [/checklist] დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გვირაბების ჩაკეტვის …

ფეხბურთის ფედერაციის განცხადება სუს-ის მიერ ფეხბურთელების დაკავებაზე

სუს-ის მიერ 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაცია. სუს-მა წუხელ, 19 მაისს, „ვიტ ჯორჯიას“ ხუთი, ლანჩხუთის „გურიას“ – ორი, „ჭიათურის“ ერთი ფეხბურთელი დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები საფეხბურთო მატჩებს ყიდდნენ. ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ბრალდებულის …

სუს-მა ბათუმში ვიტ ჯორჯიას 5 ფეხბურთელი დააკავა

გუშინ, 19 მაისს, ბათუმის „დინამოსა“ და „ვიტ ჯორჯიას“ მატჩის დასრულების შემდგ, ანგისის ბაზაზე ფეხბურთელები დააკავეს. „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელების დაკავების შესახებ ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა. „ბათუმელებს“ სუს-ის პრესცენტრში ასევე დაუდასტურეს, რომ ფეხბურთელები სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ფეხბურთელებს სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავებიან. დაკავებულია 5 ფეხბურთელი. „ვიტ ჯორჯიას“ გუშინ ბათუმის „დინამოსთან“ გასვლითი შეხვედრა ჰქონდა და დამარცხდა …

„ჩაო“ – თორნიკე რიჟვაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ აჭარის ტელევიზიის ეთერიდან დაემშვიდობა

„ხულოში, შემოსასვლელში, არის ძალიან ლამაზი სოფელი, ჩაო. ჩაო ნიშნავს როგორც გამარჯობას, ისე დამშვიდობებას და იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნეს, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ეხლა ის დროა  ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დრო არის და მინდა მათ დავპირდე, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისინი ვერასდროს ვერ …

Exit mobile version