ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სახანძრო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე უთხრეს, ცეცხლი მოედო ერთ-ერთი მაღლივი კორპუსის საკვამლე მილს, რომელიც ჭვარტლით იყო გაჭედილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
Author Archives: ბათუმელები
შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი
შს სამინისტრომ ბავშვთა ტრეფიკინგის და პორნოგრაფიის დამზადების ბრალდებით კიდევ 11 პირი დააკავა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულებს შორის არასრულწლოვანთა მშობლები და ერთი პედაგოგია, რომელიც უწყების განცხადებით, აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში. „ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ …
Continue reading “შსს: ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადების ფაქტზე დაკავებული არიან მშობლები და პედაგოგი”
დღეს ბათუმის სამ ქუჩაზე ღამის 12 საათამდე წყალი შეწყდება
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 5 დეკემბერს, ავარიული დაზიანების გამო 16 საათიდან ღამის 12 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: [crosslist] შარტავას ქუჩას ფიროსმანის ქუჩას ტბელ აბუსერიძის ქუჩას [/crosslist] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. „გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი …
Continue reading “დღეს ბათუმის სამ ქუჩაზე ღამის 12 საათამდე წყალი შეწყდება”
სოფლის თოვლიანი პეიზაჟი ხულოში [ფოტო]
ფოტოები დღეს, 5 დეკემბერს, სოფელ ქვედა თხილვანაშია გადაღებული.
გურიაში, ეზოში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად, შველი ველურ ბუნებაში გაუშვეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შველი გურიაში, სოფელ ბუკისციხეში, ადგილობრივმა მცხოვრებმა საკუთარ ნაკვეთში იპოვა და დასახმარებლად ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართა. ცხოველს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე, მისი მტირალას …
Continue reading “გურიაში, ეზოში ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნულ პარკში გაუშვეს”
წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]
„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. მათ განცხადებით მიმართეს ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს, შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე …
Continue reading “წარწერები ფურცლებზე – ჟურნალისტების გზავნილები აჭარის მაუწყებლის დირექტორს [ფოტო]”
გარემოს სააგენტო: დასავლეთ საქართველოში -2 -5 გრადუსია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-7 დეკემბერს, ღამის საათებში, საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება. „დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელმა ყინვამ (-2, -5 გრადუსამდე) შესაძლებელია ციტრუსების ერთწლიანი ნაზარდები და დაუკრეფავი ნაყოფი დააზიანოს,“ – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. რაც შეეხება უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს, აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 4 დეკემბრის 21 საათიდან 5 დეკემბრის …
Continue reading “გარემოს სააგენტო: დასავლეთ საქართველოში -2 -5 გრადუსია მოსალოდნელი”
აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე
„ვმუშაობთ საზოგადოებისთვის და არა – დირექტორისთვის“, „ნუ ჩაერევი“, „#ჩვენ აქ ვართ“, „დაგვთვალე“, „იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა – მიმოწერა“, „ჩვენ ბევრნი ვართ“ – ამ გზავნილებით გამოვიდნენ დღეს, 4 დეკემბერს, აჭარის ტელევიზიის წინ ჟურნალისტები და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებმა დღეს განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „როგორც იცით, 22 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ …
Continue reading “აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტების განცხადება ზეწოლასა და შანტაჟზე”
ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს
ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუში] ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი მიიყვანეს. ახალგაზრდა კაცს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. „ოპერაციის შემდეგ დაჭრილი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“, – გვითხრეს კლინიკაში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კაცი დღის პირველ ნახევარში აეროპორტის გზატკეცილზე დაიჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში გვითხრეს, რომ „დაჭრასთან დაკავშირებით მათთან გამოძახება არ ყოფილა“. „ბათუმელების“ …
Continue reading “ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს “
ბათუმის სტადიონთან „აღორძინების“ „აქტივისტები“ დედაქალაქში გასამგზავრებლად შეიკრიბნენ
19 ნოემბერი. 2003 წელი. „ბათუმელების“ ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნებული სტატია: გასულ ორშაბათს ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე „აღორძინების“ „აქტივისტები“ დედაქალაქში გასამგზავრებლად შეიკრიბნენ. მათი უმრავლესობა სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ. აქვე იყვნენ უშიშროებისა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. 6 საათზე ქალაქიდან 40-მდე მიკროავტობუსი გავიდა. ერთი ვერსიით, გამგზავრებულთა გარკვეული ნაწილი დედაქალაქში სამუშაოს დაკარგვის შიშით წავიდა. უბრალო მოქალაქეების მოსაზიდად კი 20-დან 100 …
„რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა?“ – თეონა ბაკურიძე ცენზურის სუნზე აჭარის ტელევიზიაში
თეონა ბაკურიძე, ჟურნალისტი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარის“ წამყვანი: „თეონა, ჩამქრალი ხარ..“ „დაღლილი ჩანხარ..“ „რაღაც გჭირს…“ ვინც აჭარის ტელევიზიის ეთერში 2 წელი და 10 თვეა მიყურებს და მისმენს, მარტივად შენიშნა, რომ „რაღაც მიჭირს,“ განსაკუთრებით თანამშრომლებმა… რა მიჭირს? – ის, რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა „ორი წინადადებით შეაფასა..“ ირწმუნება, …
დეა ერემაშვილი: როცა შშმ პირი ხარ, დამატებით გიწევს რაღაცის დამტკიცება
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. 2019 წელს ამ დღის მთავარი გზავნილია – „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“. სოციოლოგ ოჩი კონცელიძის ვლოგში, „თავისუფალი თემა ოჩისთან“ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თანამშრომელმა, დეა ერემაშვილმა ისაუბრა შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებებსა და საზოგადოების დამოკიდებულებებზე. მან აღნიშნა, რომ საზოგადოება ხშირად შეზღუდულ შესაძლებლობას ინტელექტუალურ შეზღუდვასთან აიგივებს და რომ საქართველოში შშმ ქალებისთვის …
Continue reading “დეა ერემაშვილი: როცა შშმ პირი ხარ, დამატებით გიწევს რაღაცის დამტკიცება”
ხვალ ბათუმში ისევ იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 4 დეკემბერს კი, ღრუბლიანი ამინდი და წვიმა, მთიან აჭარაში კი თოვაა მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან – ზოგან ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10-15 გრადუსი ღამით: 2-7 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: …
Continue reading “ხვალ ბათუმში ისევ იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
საშუალოზე 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა – როგორი ზამთარი იქნება საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა საშუალოზე 1 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური რაოდენობის ფარგლებშია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების დასკვნით, 2019-2020 წლის ზამთარში ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ, ატლანტიკის და ინდოეთის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ტემპერატურის ნორმაა: [checklist] დასავლეთ საქართველოს დაბლობზე …
Continue reading “საშუალოზე 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა – როგორი ზამთარი იქნება საქართველოში”
თოვლი შუახევისა და ხულოს სოფლებში [ფოტო]
დღეს, 2 დეკემბერს, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების რამდენიმე მაღალმთიან სოფელში თოვლი მოვიდა.
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-52 კმ მონაკვეთზე, ნაქერალას უღელტეხილზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. განახლება: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის [11:50] გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის …
Continue reading “ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”
ბათუმში დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ცნობით, ბათუმში 1976 წელს დაბადებული ო.ა. დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს. აჭარის პოლიციის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახლობლის მეშვეობით, ერთ-ერთი ბანკის ავტოლიზინგით ისარგებლა. მოგვიანებით, ო.ა.-მ ავტომანქანა 2200 აშშ დოლარად გაყიდა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. …
Continue reading “ბათუმში დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის ერთი პირი დააკავეს”
ცხოველები დაცული ტერიტორიებიდან ფოტოხაფანგში
საქართველოს ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ფოტოხაფანგები ცხოველებს მათ ბუნებრივ გარემოში გვაცნობს. ზოგი ფოტო ისეა გადაღებული, იფიქრებთ, რომ ცხოველი კამერის წინ საგანგებოდ პოზიორობდა. ეს კეთილშობილი ირემი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში. კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი …
Continue reading “ცხოველები დაცული ტერიტორიებიდან ფოტოხაფანგში”
„შავი პარასკევი“ ქართულად
ავტორი: გურამ მურვანიძე მსოფლიოში ყველგან და მათ შორის საქართველოშიც უკვე ყველამ იცის, რომ ყოველ წელს, ნომერის ბოლო პარასკევი „შავია“ [Black Friday]. ამ დღეს ყველა კომპანიას განსაკუთრებული ფასდაკლებით გამოაქვს თავის პროდუქციის გარკვეული ან სრული კატალოგი. ადამიანები ხშირად რიგში ათენებენ. ყველას გვინახავს განსაკუთრებით უცხოეთში, როგორი „წყვეტაა“ სასურველი ნივთისთვის. საქართველოშიც, კომპანიები მეტ-ნაკლებად ცდილობენ აყვნენ მსოფლიო ტრენდს. ამ დღისთვის …
ხანძრის შედეგად სახლის დაწვის შემთხვევაში აჭარის მთავრობა ოჯახს 15 000 ლარით დაეხმარება
აჭარის ამთავრობა ხანძრით დაზარალებული ოჯახების ფინანსურ დახმარებას ზრდის. ხანძრის შედეგად სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 000 ლარი გამოეყოფა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივ განადგურების შემთხვევაში – 10 000 ლარი. კანონში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ დღეს, 29 ნოემბერს, მიიღო. 2019 წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 22 ოჯახს …
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, დღისით კი დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში ზოგან თოვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12-17 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალ, 29 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე: ლეონიძის ქუჩა ტაბიძის ქუჩა რურუას ქუჩა ხახულის ქუჩა ხახულის პირველი შესახვევი მარეთის პირველი ჩიხი მარეთის ქუჩა მესხეთის ქუჩა მესხეთის მეორე ჩიხი მესხეთის მეორე შესახვევი ფრიდონ ხალვაშის გამზირი – ხახულის ქუჩიდან აეროპორტის გზატკეცილამდე აეროპორტის გზატკეცილი წმინდა ევდემოზ …
Continue reading “რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში”
საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?
ესეის ავტორი: ანასტასია ასანიშვილი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის Xბ კლასის მოსწავლე მე ვოცნებობდი. მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ძლიერი ქალი. მე ვოცნებობდი, რომ მივიღებდი შესაფერის განათლებას. მე ვოცნებობდი, რომ ვიმუშავებდი და მექნებოდა ჩემი ხელფასი. მე ვოცნებობდი, რომ შემიყვარდებოდა ვინმე. მე ვოცნებობდი, რომ შევქმნიდი ოჯახს. მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი თავისუფალი. მე ვოცნებობდი, რომ ვიქნებოდი ადამიანი. მე ვოცნებობდი. …
Continue reading “საქმის კეთება თუ არ გინდოდა, რაღას გამომყევი ცოლად?”
„გეპატიჟებათ პირველი კლასის სასტუმრო ,,ფრანცია“ – რეკლამები ძველი ბათუმის გაზეთებიდან
ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი რეკლამა დღეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა რეკლამას XX საუკუნის დასაწყისშიც რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეს ძველი ბათუმის გაზეთების შესწავლითაც დასტურდება. ბათუმში გამომავალი ძველი გაზეთები აჭრელებულია სარეკლამო განცხადებებით. ზოგი გაფორმებულ სვეტებშია მოქცეული, ზოგი – უბრალოდ სწორხაზოვან სვეტებში, იშვიათად კი ვხვდებით ილუსტრირებულ განცხადება – რეკლამებსაც. მაგალითად, „ბათუმის გაზეთის“ რედაქცია ცდილობდა შინაარსითაც …
10 საუკეთესო ფილმი, რომლებიც რეჟისორმა ქალებმა გადაიღეს
BBC Culture-მ რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული, 100 საუკეთესო ფილმის სია გამოაქვეყნა. როგორც სტატიაშია აღნიშნული, სიის შედგენაზე 368 სპეციალისტი მუშაობდა – კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, კინოს სპეციალისტიები, სხვადასხვა ფესტივალის პროგრამის ავტორები. მათ რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული 761 ფილმიდან საუკეთესო 100 გამოარჩიეს. „ბათუმელები“ გთავაზობთ პირველ ათეულს. 1. „პიანინო“ – რეჟისორი ჯეინ კემპიონი 1993 წელს გადაღებული „პიანინოს“ რეჟისორი და სცენარის …
Continue reading “10 საუკეთესო ფილმი, რომლებიც რეჟისორმა ქალებმა გადაიღეს”
ბათუმში წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 27 ნოემბრის 21 საათიდან 28 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში კი ზოგან მოთოვს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 12-17 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 0-5 გრადუსი სითბო ღამით: 0–5 გრადუსი …
Continue reading “ბათუმში წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი”
ვორქშოპები ბათუმში მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 28, 29 და 30 ნოემბერს, ფესტივალ Black Sea Sound-ის ორგანიზებით, მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის ვორქშოპების ციკლი გაიმართება. 28 ნოემბერი, “წარუმატებლობის სასარგებლო ძალა” – თევდორე მაყაშვილი პირადი გამოცდილების საფუძველზე ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება პრობლემებთან გამკლავება და წარუმატებლობის გარდაქმნა მამოძრავებელ ენერგიად. თევდორე მაყაშვილი 7 წელია ხელმძღვანელობს კომპანია Funday Entertainment-ს, რომლის სახელსაც …
Continue reading “ვორქშოპები ბათუმში მუსიკოსებისთვის, ხელოვანებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3-8 გრადუსი ღამით: 0–5 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 28 და …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ოქრიაშვილი: თუ ამგვარად განვითარდა პროცესები, ვფიქრობ დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით
მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, რომელიც ახლახანს [11:00] პარლამენტში მივიდა, ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად გადაუდებელი იყო დღეს, დილის 5 საათზე აქციის დაშლა და რა პასუხისმგებლობას იღებს ის. კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ ეს კითხვა ჟურნალისტებმა შსს უნდა დაუსვან. „მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე. მე მხარს ვუჭერ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, აგრეთვე საპრეზიდენტო მმართველობას. ეს …
რა მოხდა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველზე – აქციის დაშლის ქრონიკა
აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე გუშინ, 25 ნოემბერს, საღამოს დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას აპროტესტებენ, ჯერ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველზე მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი პარლამენტთან შეიკრიბნენ პარლამენტის პიკეტირებისთვის. აქციის დაწყებამდე შსს-მ აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთებით დატვირთული 4 სატვირთო მანქანა ჩამოართვა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა. სატვირთო მანქანებში იყო შეშა, რომელიც აქციის მონაწილეებს ღამის განმავლობაში, …
Continue reading “რა მოხდა 26 ნოემბერს გამთენიისას რუსთაველზე – აქციის დაშლის ქრონიკა”
ბათუმის საკრებულოს წევრის ოჯახის კომპანია მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს – კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შპს „აჭარგანათების“ ტენდერების შესახებ აქვეყნებს კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად აუდიტის სამსახურის შენიშვნებისა, შპს „აჭარგანათებასთან“ ბათუმის მერია სატენდერო პირობების ერთ კომპანიაზე მორგების პრაქტიკას აგრძელებს. „გამჭვირვალობის“ ცნობით, „აჭარგანათება“ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ოჯახის კუთვნილი კომპანიაა, რომელსაც მისი ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე მართავს, ხოლო ირაკლი თოფურიძის დედა, …
ზვიად ქორიძემ აჭარის მაუწყებლის დირექტორს გათავისუფლების თხოვნით მიმართა
ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის მაუწყებლის კონსულტანტი იყო, ახალდანიშნულ დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მაუწყებელი ავრცელებს. “2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება”, …
Continue reading “ზვიად ქორიძემ აჭარის მაუწყებლის დირექტორს გათავისუფლების თხოვნით მიმართა”
სახანძრო კიბე ცათამბჯენებისთვის – იაპონიის მთავრობის საჩუქარი ბათუმს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა. ავტოკიბე, რომელიც აჭარის სამმართველოს ავტოპარკს შეემატება, გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისთვის. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულ …
Continue reading “სახანძრო კიბე ცათამბჯენებისთვის – იაპონიის მთავრობის საჩუქარი ბათუმს”
აზერბაიჯანში, სოფელ ვანდამში ვან დამის ძეგლი დადგეს
„ბიბისის“ ცნობით, აზერბაიჯანში მდებარე სოფელ ვანდამში მსახიობს, ჟან-კლოდ ვან დამს, ძეგლი დაუდგეს. ფაქტს მსახიობიც გამოეხმაურა თავის ფეისბუქგვერდზე და მადლობა გადაუხადა ძეგლის ავტორებს. ძეგლის დადგმის იდეის ავტორი ჟურნალისტი შაკირ ემინბეილია, თავად ძეგლი კი სკულპტორმა აზად ალიევმა შექმნა. ჟან-ლოდ ვანდამის ნატურალური სიდიდის ძეგლი სოფელ ვანდამში წელს, ოქტომბერში დადგეს.
რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, დღეს, 22 ნოემბერს, ავარიული დაზიანების გამო, 18:00-დან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: [crosslist] ბაგრატიონის ქუჩას – ჯავახიშვილიდან აღმაშენებლის ქუჩამდე. გუდიაშვილის ქუჩას კაჭარავას ქუჩას მალაზონიას ქუჩას მიქელაძის ქუჩას გენ. აბაშიძის ქუჩას – აბუსერიძიდან ბაგრატიონამდე აბუსერიძის ქუჩას – ლუდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. [/crosslist] „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო წყალი იყოს …
Continue reading “რომელ ქუჩებზე შეწყდება დღეს წყალი ბათუმში”
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება – შესვლა უფასოა
23 ნოემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება. ფესივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, წარმოდგენილი იქნება 35 სახეობის ციტრუსი, ასევე კენკროვნები, ბაღის ფიტოგეოგრაფიული განყოფილებების ეგზოტური ხილი და კაკლოვნების მრავალფეროვნება. ფესტივალში მონაწილეობენ მეწარმეები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს, რძის პროდუქტებს, ასევე თაფლს, წვენებს, ჯემებს, მურაბებსა და მანდარინის „ჩიფსებს“, რომლის შეძენას დამთვალიერებელი ადგილზე შეძლებს. ფესტივალი …
Continue reading “ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ხილის ფესტივალი გაიმართება – შესვლა უფასოა”