მთავარი,სიახლეები

მათი ასაკი 100-115 წელია – 22 ქალი აჭარიდან [ფოტო]

09.03.2020
მათი ასაკი 100-115 წელია – 22 ქალი აჭარიდან [ფოტო]

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათი უმრავლესობა ქალია. ფოტოპროექტი, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერით განახორციელა ფოტოგრაფმა მარია ჩემ [Maria Che], 22 ქალს გაგაცნობთ აჭარიდან. მათგან ორი 1905  წელსაა დაბადებული, ყველაზე უმცროსი კი 100 წლისაა.

ეს ზექიე დავითაძეა, შუახევში, სოფელ ნაღვარევში ცხოვრობს. 1914 წელსაა დაბადებული. ფოტო: Maria Che

აიშე ბერიძე ქედაში, სოფელ აქუცაში ცხოვრობს. დაიბადა 1918 წელს.
ფოტო: Maria Che

ეს მერიემ მახარაძეა, დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობს სოფელ ძმაგულაში, ხულო.
ფოტო: Maria Che

შადიე ხოზრევანიძე 1918 წელს დაიბადა. ცხოვრობს
სოფელ დიდაჭარაში, ხულოში. ფოტო: Maria Che

ყუდუს შავაძე 1917 წელს დაიბადა.
ცხოვრობს დიდაჭარაში, ხულოში.
ფოტო: Maria Che

აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ფიქრიე ირემაძეა. დაბადებულია 1905 წელს. ცხოვრობს ხულოში, სოფელ ირემაძეებში.
ფოტო: Maria Che

ნინა შაინიძე ყინჩაურში, ხულოში ცხოვრობს. იგი 1919 წელს დაიბადა. ფოტო: Maria Che

შადიე ცეცხლაძე
1919 წელს დაიბადა. იგი თაგოში, ხულოში ცხოვრობს. ფოტო: Maria Che

აიშე დეკანაძე 1919 წელს დაიბადა. ცხოვრობს ხულოში, სოფელ
განახლებაში.
ფოტო: Maria Che

ნაქიფე დავითაძე 1914 წელსაა დაბადებული. ცხოვრობს შუახევში, სოფელ სხეფში.
ფოტო: Maria Che

ხურმიზ ბოლქვაძე. დაბადებულია 1920 წელს.
ცხოვრობს სოფელ ოქტომბერში, ქედაში.
ფოტო: Maria Che

ფატყუმი ბოლქვაძე. დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობს ქედაში, სოფელ ახოში. ფოტო: Maria Che

ზექიე მჟავანაძე. დაბადებულია 1912 წელს. ცხოვრობს სოფელ ხარაულაში, ქედაში. ფოტო: Maria Che

ზულეიხი ფუტკარაძე. დაბადებულია 1919 წელს. ცხოვრობს ოლადაურში, შუახევში. ფოტო: Maria Che

გუნეშ ხიმშიაშვილი, დაბადებულია 1918 წელს. ცხოვრობს სოფელ ნიგაზეულში, შუახევში
ფოტო: Maria Che

ასიე მახარაძე დაიბადა 1920 წელს. ცხოვრობს ფურტიოში, შუახევის მუნიციპალიტეტში. ფოტო: Maria Che

ფატი მანელიშვილი 1918 წელს დაიბადა. ყოფილი მასწავლებელია. ცხოვრობს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში.
ფოტო: Maria Che

ფატყუმე დიასამიძე. დაიბადა1914 წელს. ცხოვრობს დაბა ჩაქვში.
ფოტო: Maria Che

ფადიმე მალაყმაძე. დაბადებულია1918 წელს. ცხოვრობს სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში, ხელვაჩაურში. ფოტო: Maria Che

ფატი საგინაძე, დაიბადა 1919 წელს. ცხოვრობს სოფელ მანიაკეთში, ხულოში. ფოტო: Maria Che

ფადიმე ქათამაძე. დაიბადა 1917 წელს. ცხოვრობს დაბა ხელვაჩაურში. ფოტო: Maria Che

მარია შაქარჯანი. დაიბადა 1905 წელს. ცხოვრობს ბათუმში. ფოტო: Maria Che

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: