ავტორი: მულტიმედია პლატფორმა „ვირაგო“ ტრანსასაზღვრო მდინარეები – ჭოროხი და ბოიანა
Author Archives: ბათუმელები
ხვალ ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 2 ივნისს, ბათუმში და მთელს აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა შენარჩუნდება, ხვალ, 3 ივნისს კი, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება ბათუმში 4 ივნისსაც. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 21-26 გრადუსი ღამით: 15-20 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: …
Continue reading “ხვალ ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი”
რა ელის ტურიზმს საქართველოში პანდემიის ფონზე
ავტორი: ForSet
გამოფენა ბათუმის თოჯინების თეატრთან [ფოტო]
დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრთან ტრადიციული ჟრიამული არ არის – კორონავირუსის პანდემიის გამო სპექტაკლები დღეს არ იმართება, თუმცა თოჯინების თეატრი ბავშვთა დღეს გამოფენით გაეხმაურა. თეატრმა შენობის წინ დეკორაციები გამოფინა, რომლის დათვალიერებაც დღის ბოლომდეა შესაძლებელია.
საქართველოსა და მონტენეგროს საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზია
ავტორი: მულტიმედია პლატფორმა „ვირაგო“ საქართველოსა და მონტენეგროს საზღვაო სანაპირო ზოლის ეროზია ეროზია, წყლის ნაკადის დამანგრეველი ზემოქმედება კალაპოტის ამგებელ ქანებზე ანუ ნიადაგის წარეცხვა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად ჩვენი დროის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. სანაპირო ზოლის გაქრობა, ეკოსისტემების განადგურება, დაზიანებული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა იმ შედეგების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ეროზიის პროცესს ახლავს თან.
ბათუმის პლაჟი დღეს [ფოტო]
დღეს, 31 მაისს, ბათუმის პლაჟზე უკვე არიან ზღვისა და მზეზე გარუჯვის მოყვარულები. ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 მაისის 21 საათიდან პირველი ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 8-13 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 …
პირველი ივნისიდან თურქეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს
პირველი ივნისიდან თურქეთი ამსუბუქებს კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს – აღდგება საქალაქთაშორისო მოძრაობა, გაიხსნება კაფეები, რესტორნები, პარკები, სპორტული დარბაზები. ამის შესახებ, როიტერსის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 28 მაისს განაცხადა. თურქეთში ასევე გაიხსნება მუზეუმები და პლაჟები მოქალაქეებისთვის. თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები 65 წელს გადაცილებულ და 18 წლამდე პირებისთვის თურქეთში კვლავ რჩება ძალაში. ______________ ფოტო: ევროპის პრესსაგენტო. EPA/ERDEM SAHIN …
Continue reading “პირველი ივნისიდან თურქეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს”
კორონა ვირუსი და ქრონიკული დაავადებები
ავტორი: ForSet
რა უფრო მოგწონთ, მუშაობა სახლში თუ ოფისში? [გამოკითხვა]
კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელ მსოფლიოში აიძულა ადამიანები ემუშავათ სახლიდან, სამსახურში წასვლის გარეშე. პანდემიის დროს მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, გთხოვთ, გვითხართ თქვენი აზრი – სახლიდან გირჩევნიათ მუშაობა, თუ ოფისიდან? შეგიძლიათ აირჩიოთ მხოლოდ ერთი პასუხი. რა უფრო მოგწონთ, მუშაობა სახლში თუ ოფისში?
არ გამოუკვლევიათ „ბახვი 2″-ის გავლენა 10 სოფელსა და კურორტ ბახმაროზე – EMC-ი სასამართლოში ჩივის
„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC), ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ სახელით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 22 მაისს მიმართა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი რა გავლენას მოახდენს ჰესი ოზურგეთში არსებულ სოფლებსა და მოსახლეობაზე, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად: „ორგანიზაცია ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 მაისის 21 საათიდან 28 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 13-18 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 5-10 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა: +18 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, 29 მაისს, …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
წერილი მომაკვდინებელი შიმშილობიდან – „მინდოდა, შენთვის საკუთარი თავი გამეცნო“
აითაჩ იუნსალი, თურქი ადვოკატი აითაჩ იუნსალი არის თურქი ადვოკატი, რომელიც საპყრობილეში იმყოფება და მომაკვდინებელი შიმშილობა აქვს გამოცხადებული. ის დღეს უკვე 64-ე დღეა შიმშილობს. ციხეში მყოფმა ადვოკატმა წერილით საზოგადოებას მიმართა. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ: “გიგზავნი ამ წერილს. არაფერს ვამატებ გარდა ჩემი გულისა” ნაზიმ ჰიქმეთი “მოგესალმებით, როგორ გიკითხოთ? მინდოდა ჩემ თავზე მომეთხრო. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ იმ ადვოკატის ამბავი, …
Continue reading “წერილი მომაკვდინებელი შიმშილობიდან – „მინდოდა, შენთვის საკუთარი თავი გამეცნო“”
ხვალ ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 25 მაისის ღამეს, აჭარაში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ, 26 მაისს კი გამოიდარებს. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 18-23 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 13-18 გრადუსი ღამით: 3-8 გრადუსი ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო …
Continue reading “ხვალ ბათუმში გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი”
ქართველ მეზღვაურებს დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმება შეეძლებათ
დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეზღვაურებს უფლება ექნებათ, დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმდნენ. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. „სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობა ჩვენი კერძო …
რას წერს გერმანული შპიგელი აჭარულ ხაჭაპურზე
აჭარული ხაჭაპურის შესახებ გერმანული გამოცემა სტატიას ძველი ლეგენდით იწყებს, როცა ღმერთი დედამიწას ანაწილებდა. გამოცემა მსოფლიოს განაწილების პროცესში „ქართველების კვლავ დაგვიანებაზე“ და იმაზე წერს, როგორ ახსნეს დაგვიანების მიზეზი ღმერთთან გამოცხადებულმა ქართველებმა: შენს სადიდებელ წვეულებას ვმართავდითო. და ღმერთმაც ქართველებს საკუთარი ბაღი – „საქართველო“ უბოძა. ამ შესავლის შემდეგ ავტორი აღწერს საქართველოს, როგორც ბავარიის მიწაზე პატარა ქვეყანას, რომელიც კავკასიონსა …
Continue reading “რას წერს გერმანული შპიგელი აჭარულ ხაჭაპურზე”
აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის მუნიციპალიტეტების ტურისტულ შესაძლებლობებს იკვლევს. კვლევა ხელვაჩაურსა და ქედაში ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებს, ჩანჩქერებს, მთებსა და სხვა ტურისტულ ობიექტებს მოიცავს. ასევე დაგეგმილია გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის ტურისტული პროდუქტის შექმნა. ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიული შესწავლა. ტურისტული პოტენციალის კვლევას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის …
Continue reading “აჭარაში ახალ ტურისტულ მარშრუტებს იკვლევენ”
ხვალ ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ხვალ, 22 მაისს, დღის მეორე ნახევარში ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელვა-ჭექა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, დღის მეორე ნახევარში კი აჭარაში ქარი გაძლიერდება ზოგან 18-23 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 12-17 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 5- …
Continue reading “ხვალ ბათუმში გაავდრდება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტმა საინვესტიციო ოფისის უფროსად დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალ სტრუქტურას — „საინვესტიციო ოფისს“, რომელიც სექტემბერში დაიწყებს მუშაობას, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს – იუწყება „უნიანი“. გადაწყვეტილება ზელენსკიმ პრეზიდენტობის ერთი წლისთვის მიძღვნილ პრესკონფერენციაზე გააჟღერა. „შემიძლია გითხრათ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში გავხსნით. ხელმძღვანელად იქ ბატონი ვარშალომიძე ავიყვანეთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „მივიღეთ გადაწყვეტილება — ერთი …
Continue reading “ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტმა საინვესტიციო ოფისის უფროსად დანიშნა”
საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება ნიღბის ტარება – პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე _____________________ „საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთი ძირითადი, რაც ადამიანებს მოეთხოვებათ, ეს იქნება ნიღბების აუცილებელი ტარება და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად სოციალური დისტანცირება, არ არის ადვილი ტრანსპორტში ეს დაიცვა, ამიტომ ამაზე მიდის მუშაობა, თუ რა გზით მოვახერხოთ ამ პრობლემების გადაჭრა. …თუ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად დაიცავს ვირუსთან თანაცხოვრების …
Continue reading “საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელი იქნება ნიღბის ტარება – პაატა იმნაძე”
ბათუმში, გორგილაძის ქუჩის მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა 14 დღით იზღუდება
ბათუმის მერიის ცნობით, დღეიდან 2 კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება გორგილაძის ქუჩაზე, ჯავახიშვილიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მონაკვეთში. სამუშაოების მიმდინარეობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული ქუჩებით იმოძრავებენ. მერიის განცხადებით, შეფერხება ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეოთხე ფაზის სამუშაოებს უკავშირდება. პროექტის ფარგლებში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში – ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 22 – 27 გრადუსი ღამით: 10-15 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 5- 10 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, 21 მაისს მოსალოდნელია …
Continue reading “უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში – ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება”
20 მაისიდან ციხეში ამანათების შეგზავნა განახლდება
პენიტენციური სამსახურის ცნობით, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. სამსახურის ცნობით, ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს …
Continue reading “20 მაისიდან ციხეში ამანათების შეგზავნა განახლდება”
პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 17 მაისის 21 საათიდან 18 მაისის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 98 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას …
Continue reading “პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 98 მოქალაქე დააჯარიმა”
ხანდაზმულების ღირსება და სიცოცხლე COVID-19-ის პანდემიის დროს – მოსაზრება
ავტორი: ალანა არმიტაჟი, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ________________ მთელს ევროპაში, ესპანეთიდან სერბეთამდე, ხანდაზმულებზე ზრუნვის დაწესებულებები COVID-19-ის ინფექციის კერებად გადაიქცა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების თითქმის ნახევარი სწორედ ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში განთავსებულ ადამიანებზე მოდის ევროპაში. იმ ყველა სამწუხარო სტატისტიკას შორის, რომლებიც მთელს მსოფლიოში ვირუსის მიერ სიცოცხლის …
Continue reading “ხანდაზმულების ღირსება და სიცოცხლე COVID-19-ის პანდემიის დროს – მოსაზრება”
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 მაისის 21 საათიდან 16 მაისის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: 8-13 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 18- 23 გრადუსი ღამით: 5- 10 გრადუსი კვირას, 17 …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში”
ხვალ ბათუმის ბოტანიკური ბაღი იხსნება
ბათუმის მერიის ცნობით, 16 მაისიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისათვის გაიხსნება. დამთვალიერებელს ბაღის მონახულება 9-დან 18 საათამდე შეეძლება. ჯერჯერობით ბოტანიკურ ბაღს არ მოემსახურებიან გიდები და, ასევე, არ არის დაშვებული ელექტრომობილებით გადაადგილება. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისათვის 8 ლარია, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის – 2 ლარი, 16 წლამდე მოზარდებისა და ბავშვებისთვის კი – 1 ლარი. …
„რომც გვყავდეს პოლიტპატიმრები, უმრავლესობა ამას ვერ აღიარებს“ – ოქრიაშვილი უგულავაზე
კახა ოქრიაშვილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი. მან მხარი არ დაუჭირა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას. ______ „პოლიტიკური პროცესი ეხლა არის ჩიხში შესული, ამ, ასე ვთქვათ, მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არა გვყავს პოლიტიკური პატიმრები… გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს თუ არ გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს. ჩემი პოზიცია არის, რომ უმრავლესობა ვერ აღიარებს, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები, …
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 მაისის 21 საათიდან 15 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბრულობა, უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 3- 8 გრადუსი სინოპტიკოსების …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
პოლიციამ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავა „რეზიკო ჯვარსკი“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიების ინფორმაციითვე, რ.უ. წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას …
Continue reading “პოლიციამ კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავა „რეზიკო ჯვარსკი“”
ბათუმში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 მაისის 21 საათიდან 13 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ხვალ, დღის მეორე ნახევარში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20-25 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: …
Continue reading “ბათუმში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი”
მოქალაქემ სოფელთან ახლოს, ტყეში შვლის ნუკრი იპოვა
„ზედა მახუნცეთში პატარა შველი ვნახეთ დედის გარეშე“, – უთხრა „ბათუმელებს“ ნარგიზ მახარაძემ. ნარგიზ მახარაძის თქმით, შველი ტყეში მისმა შვილმა იპოვა. „ტყეში იყო ჩემი შვილი. ხის ძირში იდგა მარტოო. მოეფერა და წავიდა. როცა უკან დაბრუნდნენ, ისევ იმ ხის ძირში დახვდა ნუკრი. წამოიყვანა სახლში. კარგად იყო, არავითარი დაზიანება არ ჰქონია, წყალი მივეცი, მაგრამ არ დალია. მერე პურის …
Continue reading “მოქალაქემ სოფელთან ახლოს, ტყეში შვლის ნუკრი იპოვა”
ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან
ტექსტი ქვეყნდება სტილის დაცვით ______ ვის მივმართო?! თურქეთში დავდიოდი/ვმუშაობდი და ოჯახს ვარჩენდი. ახლა ვზივარ უთეთროდ მშიერი. ვის მივმართო დახმარებისთვის? რამდენს მივმართე? – ბევრსსს… 20 მარტი იყო, როდესაც მირიანს მივმართე [მირიან ქათამაძე, ქობულეთის გამგებელი]. მოვიდნენ და მცირედი ამანათი მოიტანეს. მერე, აპრილში, ისევ მივმართე. მისი პასუხი ეს იყო – რომ „მე თქვენ დაგეხმარეთ ამანათითო“. სამჯერ მივწერე, გაუსაძლისი …
Continue reading “ქალი: დღეს ჩემებმა მხოლოდ ტყემალი და პური ჭამეს, მშივრები არიან”
შავი ხვრელი „პრაქტიკულად თქვენს ეზოში“ – ახალი აღმოჩენა / BBC
6 მაისს მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამმაგი ვარსკვლავის სისტემა შავი ხვრელით. ამ ვარსკვლავთ მასის ცენტრი ისე ახლოს მდებარეობს ჩვენგან, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. დაკვირვების ახალი მეთოდი გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ მსგავსი ობიექტი მზის სისტემის სიახლოვეს საკმაოდ მრავლადაა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. შავი ხვრელი, რომელიც ჩილეში მდებარე ევროპული ლაბორატორიის (ESO) მკვლევარებმა აღმოაჩინეს, მხოლოდ 1000 სინათლის წლით არის დედამიწას …
Continue reading “შავი ხვრელი „პრაქტიკულად თქვენს ეზოში“ – ახალი აღმოჩენა / BBC”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 15 – 20 გრადუსი ღამით: 5 – 10 გრადუსი მთაში მოსალოდნელია: დღისით: 9 – 14 გრადუსი ღამით: 2 – 7 გრადუსი სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო …
როგორ დავრეგისტრირდეთ I-XII კლასელთა ახალ საგანმანათლებლო პროექტში – ვიდეოინსტრუქცია
გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების სამინისტროსა და განათლების კოალიციას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უკვე ამოქმედდა ახალი საგანმანათლებლო პროექტი – „iსკოლა“. პროექტის უმთავრესი მიზანია განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის. პროექტის ფარგლებშიც უკვე შეიქმნა და ხელმისაწვდომია კომპლექსური საშინაო დავალებების კრებული სხვადასხვა საგანში. დავალებების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.el.ge ვებგვერდზე el.ge კვირაში ერთხელ განთავსდება დამატებითი მასალები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. თემის მიხედვით …