რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 547 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 399 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 502 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 883 ერთეული [+47]
  • MLRS – 2 194 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 692 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 553 578 ერთეული [+1 702]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 890 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 159 795 ერთეული [+667]
  • სპეცტექნიკა – 4 806 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოთხი ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგად

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ოზურგეთის სასამართლო შარშან მიღებულ განაჩენს პატიმარს ახლაც არ აბარებს

ოზურგეთის სასამართლო ამ დრომდე არ აბარებს განაჩენს პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს, რომელიც 9 თვეზე მეტია უკვე ციხეშია.

მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დღემდე ვერ იღებს პასუხს სასამართლოდან, რატომ არ ბარდება მსჯავრდებულს განაჩენი, რომ იგი გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში. კანონის მოთხოვნაა, სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის მიღებიდან 14 დღეში განაჩენი მსჯავრდებულს ჩაბარდეს.

ლაშა ჩაჩანიძეს 8 წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. მას ეს განაჩენი 2025 წლის 30 დეკემბერს მოსამართლე ია ბარამიძემ გამოუტანა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ია ბარამიძე ამ დროისთვის ოზურგეთში ერთადერთი მოსამართლეა.

რატომ არღვევს სასამართლო კანონით დადგენილ ვადას და არ აბარებს პატიმარს განაჩენს მისი მიღებიდან თითქმის 10 თვის განმავლობაში? – „ბათუმელები“ ოზურგეთის სასამართლოს დაუკავშირდა, თუმცა გვიპასუხეს, რომ ჩვენ, მედიასაშუალება არ წარმოვადგენთ პროცესის მონაწილე რომელიმე მხარეს და სასამართლო ინფორმაციას არ მოგვაწვდის.

ლაშა ჩაჩანიძის და კიდევ რამდენიმე პატიმრის ბადრაგების მიერ სავარაუდო ცემის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ გუშინ, 6 ოქტომბერს დაიწყო. ეს ის პატიმარია, რომელიც მე-6 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს.

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად  მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დაუსაბუთებლად გადმოიყვანეს.

როდის და ვის გადასცემენ ბათუმში ბინებს გალიფ ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში

2026 წლის იანვარში აჭარის მთავრობა უსახლკარო მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ კორპუსებში ბინებს გადასცემდა. ამ ბინების განაწილებისას მთავრობა ბათუმის მერიაში შესული განაცხადებით აპირებს იხელმძღვანელოს.

გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე აჭარის მთავრობაში განმარტეს, რომ ბინები „გალიფ ოზთურქის კორპუსებში“ ამ დროისთვის საცხოვრებლად გამოსაყენებლად მზად არ არის და შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი უნდა გამოცხადდეს.

2026 წლის 7 ოქტომბერს, მერიიდან მოგვწერეს, რომ კორპუსების მდგრადობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სწავლობს და მერია ამ ეტაპზე შესაბამის დასკვნას ელოდება. სავარაუდოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს, რომლითაც უნდა შეისყიდონ კორპუსების საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოები.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უკანონოდ აშენებული 7 კორპუსი მისი გასამართლების შემდეგ ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს.

ამ კორპუსების მშენებლობა ბიზნესმენმა უკანონოდ ისე დაიწყო და დაასრულა, რომ შესაბამის სტრუქტურებს, რომლებსაც უკანონო მშენებლობის კონტროლი ევალებოდათ, მისთვის ხელი არ შეუშლიათ, ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ბიზნესმენმა, რამდენიმე დაჯარიმების მიუხედავად, მშენებლობა დაასრულა.

2026 წლის ივნისში ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსი შეუცვალეს. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიანიჭა.

როდის და ვის გადასცემს ბათუმის მერია ბინებს ოზთურქითვის ჩამორთმეულ კორპუსებში, ამას მერიაში მოქმედი კომისია გადაწყვეტს, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს. მერიის ინფორმაციით, ამ კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა 2026 წლის მაისში გამართა.

პირველი სხდომიდან 4 თვის შემდეგ მერიიდან მოგვწერეს, რომ ამ ეტაპზე თითოეული განაცხადის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ კი, მერია სხვადასხვა სხვადასხვა უწყებებიდან საჭირო ინფორმაციას გამოთხოვს, რის შემდეგაც შეგროვილი მასალების შესფასების შედეგად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ამ ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ უსახლკარო მოქალაქეები 2026 წლის ზამთარსაც ნაქირავებ ბინებში გაატარებენ. უსახლკარო მოქალაქეების უმეტესობა ამბობს, რომ ქირაობენ დაბალფასიან ბინებს, რადგან მეტის საშუალება არ აქვთ, რას იმას ნიშნავს იმას, რომ რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება.

„რატომ მოვედი და უსახლკარო ვარ. ქირით ვცხოვრობ ისეთ პირობებში ვარ, ღმერთს ვეხვეწები, რომ წვიმა არ იყოს, სახლში შემოდის. სოციალურად დაუცველი ვარ. ლუკა ასათიანის ქუჩაზე ნაქირავებში ვცხოვრობ, 300 ლარს ვიხდი. რას მეუბნებიან? – მოიცადე, მოიცადეო, 15 წელია ვიცდი“ – უთხრა „ბათუმელებს“ 30 სექტემბერს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც სხვა უსახლკაროებთან ერთად მერიაში მივიდა და მერთან შეხვედრა მოითხოვა.

საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც აცხადებენ რომ უსახლკაროები არიან და რამდენიმე წელია მართავენ აქციებს ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობასთან: ისინი სოციალური სახლებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, შშმ პირები და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები არიან, თუმცა, წლებია მათი საცხოვრებელი პირობები, შემოსავლები ან მოთხოვნის რეალურობა „ოცნების“ მთავრობას არ შეუსწავლია.

  • ბათუმში არ დაიწყო არც „იაფი სახლის“ მშენებლობა

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ე.წ. იაფი სახლის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს „საკითხის განხილვა და დეტალების დაზუსტება“. კონკრეტულად რას განიხილავენ და რა დეტალებს აზუსტებენ – არ ვიცით, რადგან ჯერ არ არის ცნობილი, იპოვა თუ არა მერიამ ადგილი იაფი სახლის ასაშენებლად.

„შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“ – მოგვწერეს მერიიდან. 

2024 წლიდან დღემდე მერიას ბათუმში ე.წ. იაფი სახლის მშენებლობა არ დაუწყია. ეს პროგრამა სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს ბინის თვითღირებულების ფასად გამოსყიდვას სთავაზობს.

ბათუმის ყოფილმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, ჯერ კიდევ 2024 წელს საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ მერია იაფი სახლის ასაშენებლად ადგილს ეძებდა.

ამის შემდეგ „იაფი სახლის“ მშენებლობის ადგილად ე.წ. გოროდოკის დასახლება დაასახელეს. მერიის შესაბამისმა სამსახურმა, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ, ბაზრის კვლევაც კი ჩაატარა.

დოკუმენტების მიხედვით, მერიას ვოლსკის ქუჩაზე, #13-ში, 200 ოჯახზე გათვლილი კორპუსი უნდა აეშენებინა, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

„იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში ბინები ბოლოს მერიამ 2023 წელს გაანაწილა. ამის შემდეგ მოქალაქეებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა დაიწყეს, ამის პარალელურად მერიამ შეცვალა პროგრამის კრიტერიუმები, ხოლო ზოგი დეტალი დააზუსტა. 

  • აჭარის მთავრობისა და მერიის საბინაო ფონდი – დაკეტილი ბინები

აჭარის მთავრობის ბალანსზე, ასევე ბათუმის მერიის საბინაო ფონდში ასობით ბინაა, რომლებიც წლებია მერიას, ისევე როგორც მთავრობას, დაკეტილი აქვს. გარდა ამისა, სოციალური სახლების მშენებლობისა და ავარიული სახლების ჩანაცვლების მიზნით ბათუმის მერია ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში არცერთ სამთავრობო უწყებას არ გამოუქვეყნებია განცხადება იმის შესახებ, თუ რამდენ უსახლკარო ოჯახს გადაეცა ბინა და რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს გადაწყვეტილების მიღებისას.

ბინების გასაცემად მერიას, ისევე როგორც მთავრობას, კრიტერიუმები აქვს დაწესებული.

ბოლო წლებში ამ ფონდის შევსებაში თავისი როლი აქვს„ ავარიული სახლების პროგრამასაც“.

ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში მერია ახალი შენობებით იმ საცხოვრებელ სახლებს ანაცვლებს, რომლებიც, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საგანგაშო მდგომარეობაშია და მათი მდებარეობით მშენებელი არ ინტერესდება. პროგრამა მრავალწლიანია და მისი ბიუჯეტი 80 მილიონი ლარია.

ძირითად შემთხვევაში ბათუმში ავარიულ სახლებთან მიმართებაში მშენებლების ინტერესი მაღალია უფრო ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე ტერიტორიების მიმართ. სამშენებლო კომპანიები 2 -5-სართულიანი სახლების ათვისების სანაცვლოდ 15-30 სართულიანი კორპუსების აშენების ნებართვებს ითხოვენ, ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახები რომ დააკმაყოფილონ და შემოსავალიც ნახონ.

მშენებლების უმეტესობას, რომლებიც ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობენ, ზონაში დადგენილი განაშენიანების კოეფიციენტი არ აკმაყოფილებთ და მაქსიმალურის მიღება სურთ. ასეთ შემთხვევაში კანონი ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემას ითვალისწინებს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ მშენებელს დადგენილი კოეფიციენტის მიხედვით 8-სართულიანი სახლის მშენებლობა შეეძლო და კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში 10-სართულიანი სახლი ააშენა, ნამატი ფართობის 10% მან მერიას უნდა გადასცეს.

კოეფიციენტის გაზრდის შემთხვევაში ნამატი ფართობის 10% ბათუმის მერიის საკუთრებაში გადადის არამხოლოდ ავარიული სახლების, არამედ ნებისმიერ შემთხვევაში. ამას კანონი აწესებს ერთგვარი კომპენსაციის სახით.

ასევე, მაკომპენსირებელი ღონისძიება სხვაც შეიძლება იყოს – მაგალითად სკვერის მოწყობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინდივიდუალური სახლების აშენება და ასე შემდეგ. ეს მუნიციპალიტეტსა და მშენებელს შორის შეთანხმების საგანია.

ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის მერია მშენებლებს, რომლებიც კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მასშტაბური მშენებლობის პროექტებისთვის კოეფიციენტის გაზრდაზე თანხმობას იღებენ, ძირითადად ნამატი ფართობის 10 პროცენტის გადაცემაზე უთანხმდება.

„გვიან ღამე მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო“ – 83 წლის პედაგოგის ისტორია სტალინურ რეპრესიებზე | ვიდეო

„ერთ მშვენიერ ღამეს მოვიდნენ, უნდა გაგასახლოთო. 2 საათი მოგვცეს. გათენებამდე უკვე გზაში ვიყავით“, – იხსენებს 83 წლის პედაგოგი, თამარ გოგიტიძე 76 წლის წინანდელ ამბავს.

როცა სტალინური რეპრესიები გოგიტიძეების ოჯახს შეეხო, თამარი პირველ კლასში იყო. ოჯახში მის გარდა 7 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მცხოვრები ოჯახი 2,5 წლით ყაზახეთში, მაშინდელი სლავიანკის რაიონში, სოფელ კიზილტანში გადაასახლეს. ბათუმიდან ალმაატამდე [ახლანდელი ალმათი], ცხოველების გადასაყვანი ვაგონით მგზავრობისთვის, მათ 15 დღე დასჭირდათ.

  • „გავახილე თვალები და ოთახის შუაში დგას ოთხი თოფიანი კაცი“

„მამაჩემი იყო მოწინავე კოლმეურნე, ყველა დავალებას ასრულებდა. ზოგი ურჩი იყო, არ ეთანხმებოდა, მაგრამ მამა ძალიან კეთილსინდისიერად მუშაობდა. კოლმეურნეობაში გამგეობის წევრი იყო. მაშინ თამბაქო ირგვებოდა, კარტოფილი ირგვებოდა, ხილი მოდიოდა უსასრულო რაოდენობით და კოლმეურნეობა ძალიან კარგად ართმევდა თავს თავის საქმიანობას.

როგორ გაჭირვებულად ვცხოვრობდით იცი?! ოთახის შუში იყო ბუხარი, იქეთ ხის ტახტი, აქეთაც ხის ტახტი, იქეთ ლოგინი ეგო, აქეთაც ლოგინი ეგო.

ერთ მშვენიერ ღამეს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოვიდნენ. გვიან ღამე. გავახილე თვალები და ოთახის შუაში დგას ოთხი თოფიანი კაცი, სამხედრო. ახლავს ერთი ქართველი, აჭარელი, რომელიც უთარგმნიდა მამაჩემს იგენის ნათქვამს. ისინი იყვნენ რუსები. მოკიდეს მამაჩემს ხელი და ყველაფერი – ახორი, ნალია, რამდენი სიმინდი გვქონდა, რამდენი ძროხა გვყავდა, რამდენი თუთუნი გვქონდა აღწერეს. მერე შემოვიდნენ სახლში. ჩვენ ვწევართ ბავშვები. ოთხი ლოგინი იყო იმ ოთახში დაგებული.

უთხრეს, რომ უნდა გაგასახლოთ ცოლ-შვილთან ერთადო. კარგი იქნება თუ არ იყვირებთ, არ იტირებთ…. მოიკალათებთ ყველაფერს – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ა.შ. ამა და ამ სახის ტვირთის წაღება შეგიძლიათო. 2 საათი მოგვცეს.

მაგრამ, როგორ წავიღებდით, როცა ჩვენ ვცხოვრობდით გზიდან შორს?! ზამთარია. თოვლია. დეკემბრის თვე იყო. 1951 წელი. გზები არ იყო.

მხოლოდ ტანსაცმელი წავიღეთ. საჭმელს – სიმინდს და ასეთ რაღაცებს რაფერ წაიღებ?! „გრუზავიკი“ მანქანით, ე.ი. ღია მანქანით. პატარა, მსუბუქი მანქანა მაშინ არ არსებობდა.

ტანსაცმელი ჩაალაგეს და დიდი რაოდენობით თუთუნი, დასაჭრელი, დასამუშავებელი თუთუნი მეშოკებში ჩატენეს – ეს გამოგადგებაო, ასწავლეს მამაჩემს.

არ ჰქონდათ ფული. 2 მანეთი ფული ჰქონდა მამაჩემს. მეზობლებს რაც ჰქონდათ – 8 მანეთი, 10 მანეთი… ყველამ ჩამოუდო ჯიბეში. იმ თოვლიან გზაზე მეზობლებმა აგვიყვანეს და ჩაგვსვეს მანქანაში. გათენებამდე გზაში ვიყავით უკვე. ჩვენს გარდა სოფლიდან ორი ოჯახი იყო.

დედაჩემის დედაც სტუმრად გვყავდა. თურმე ის ოჯახიცაა გასახლებული. იქიდან ამოვიდა მანქანა და ის ქალი წაიყვანეს. არ შეიძლებოდა, რომ არ წაეყვანათ ის ქალიც. სხვა სტუმრებიც გვყავდა იმ ღამეს.

სხვათა შორის, ბებია მყავდა ინვალიდი. პარალიჩი [დამბლა] ჰქონდა მიღებული. მამაჩემს სურვილი ჰქონდა, რომ რადგან ბებიაჩემი ავადმყოფი იყო, ძმისთვის დაეტოვებინა. არა. არაფრით არ ქნეს. აუცილებლად უნდა გახლდეს შენი ოჯახის წევრიო და ისიც წავიყვანეთ.“

  • მგზავრობა ცხოველის გადასაყვანი ვაგონებით

„ჩაგვიყვანეს ქალაქში [ბათუმში] და ჩაგვსვეს ცხოველების გადასაყვან მატარებელში. ცხოველების საჭმლის ნარჩენები იყო. ფეჩი იდგა. ქვანახშირის ფეჩი. დანთებაც არ ვიცოდით იმ ფეჩისა, ნახშირის ფეჩი ხმარებაში ვინმეს არ ჰქონდა.

იმ ვაგონში ბევრი ვიყავით – იქნებოდა 6-7 ოჯახი. ხულოდანაც იყო ოჯახი, მაჭახლიდანაც იყო… ვაგონში ჩვენი სოფლელი არ იყო არავინ.

15 დღე და ღამე ვიმგზავრეთ. მე-15 დღეს ჩავედით ალმაატაში.

იქაც მასეთი „გრუზავიკი“ მანქანა მოვიდა და გადაგვიყვანეს სოფელ კიზილტანში. კიზილტანი – იყო ასეთი სოფელი სლავიანკის რაიონში.

იმ სოფელს ჰქონდა კლუბი. 2 ღამე ვიყავით სოფლის კლუბში დაახლოებით 40 ოჯახი. დაგვაბინავეს. ყველას თავისი ბარგი-ბარხანასთან ეძინა ჩაცმული, დახურული, გაკოჭილი, დაბინძურებული, დასაბანი, მშიერი.

გზადაგზა, დიდ ქალაქებში რომ შევდიოდით, საჭმელს მოგვიტანდნენ. საჭეს მოგვიტანდნენ, მაგრამ „კალბასს“ არ გვაჭმევდა ბებიაჩემი, ღორისა არისო. ჩვენი ოჯახი მუსლიმი იყო. „გრეჩიხა“ რომ მოიტანეს, ცოცხის თესლისგანაა გაკეთებულიო და იმას ვინმემ პირი არ წააკარა, არ შეჭამეს, მაგრამ, მშიერი არ ვიყავით, რაღაცა გვქონდა – ყველი გვქონდა, კარაქი გვქონდა, პურს გვაძლევდნენ.“

  • სტალინის სიკვდილი და დაბრუნება

„გაგვანაწილეს მიწის სახლებში. მიწის სახლი წარმოგიდგენიათ?! ზევიდანაც მიწაა. გამოთხრილივითაა.

ერთი ხულოდან ოჯახი – ბებია და ბაბუა იყვნენ მარტო, მამაჩემმა შეიფარა. ჩვენ მრავალსულიანი ოჯახი რომ ვიყავით, ცოტა დიდი სახლი მოგვცეს. იმათაც ბევრი კარაქი და ყველი ჰქონდათ წამოღებული. კაი ხანს იმით ვირჩენდით თავს. მერე იმათ პატრონი გამოუჩნდათ და წაიყვანეს.

ყოველ დღე შეიკრიბებოდა ეს ჩვენი ქართველი საზოგადოება და სწერდნენ წერილებს სტალინს, მაგრამ პასუხი ერთხელაც არ მოსულა. როგორც ჩანს, არ მიდიოდა მასთან [წერილები]. პასუხი არ მიუღია ვინმეს კითხვაზე, რატომ ვიყავით გადასახლებულები, მაგრამ ყურადღება არ გვეკლო: კვირაში ერთხელ კომენდანტი, ცხენზე შემჯდარი, ჩამოივლიდა და დაგვათვალიერებდა როგორ ვიყავით.

ბებია მომიკვდა ყაზახისტანში. ერთი დაც მომიკვდა ყაზახისტანში და იქ მყავს დასაფლავებული.

მერე, მოგვივიდა გათავისუფლების ბრძანება [1953 წელს]. უნდა წამოვსულიყავით და ამ დროს მოკვდა სტალინი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ყველა ტიროდია – ქალი, კაცი… კარგად მახსოვს, ალმაატიდან აქამდე [ბათუმამდე] მატარებლიდან განუწყვეტელი კივილის ხმა ისმოდა. საზოგადოებას ეგონა, რომ ქვეყანა დაიქცეოა სტალინის გარეშე.“

  • გადასახლების სავარაუდო მიზეზები

თამარ გოგიტიძემ გადასახლების ზუსტი მიზეზები არ იცის. თუმცა, ვარაუდობს, რომ ეს მის ბიძებს უნდა უკავშირდებოდეს: ორივე მშობლის ძმას განათლება თურქეთში მქონდა მიღებული – ერთი მათგანი სასულიერო პირი იყო, მეორე კი სასულიერო მსაჯული, იგივე ყადი.

„მამის ძმას თურქული განათლება ჰქონდა მიღებული სტამბოლში. ყადი იყო [სასულიერო მოსამართლე]. ახალგაზრდა, საქორწილო ბიჭი იყო. 1937 წელს, უცებ მოვიდნენ, დაიჭირეს და არავინ არ იცის, რა ბედი ეწია. დედამისი სიკვდილამდე იმ შვილის გამო ტიროდა.

დედაჩემის ძმაც ხოჯა იყო [მუსლიმი სასულიერო პირი]. ცოლ-შვილიანი კაცი იყო – 5 შვილი ჰყავდა. მაშინ არეულობა იყო ქვეყანაში – ომი იყო და სოციალისტური წყობა კარგად არ იყო დამკვიდრებული. დედაჩემი ძმას მთავრობამ შპიონობა სთხოვა – მაშინ გადასვლა-გადმოსვლა იყო თურქეთში. მე მაგას ვერ შევასრულებო და დარჩა იქ [თურქეთში], აღარ გადმოვიდა. გაუშვეს, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა.

გადასახლება დაშინებისთვის იყო. უნდა ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ თუ არ დამემორჩილები, ასე დაგსჯი.

ასეთი რამე ღმერთმა არავის გამოაცდევინოს. არავის თავზე ღმერთმა ასეთი უბედურება არ დაატრიალოს“.

„ამიტომაც არის ივანიშვილი დამალული, ხმას არ იღებს“ – ინტერვიუ

„პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია,“ – მიიჩნევს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს პოლიტიკური ვაჭრობისთვის იყენებს, მათ შორის, ევროპარლამენტთან, რომელიც ხვალ საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციას მიიღებს.

„პარტიების აკრძალვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს… ივანიშვილს კბილებით უჭირავს დრო,“ – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რამდენად გაუვა ივანიშვილს პარტიების აკრძალვაც საქართველოში? – „ბათუმელებმა“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო პაატა, ხვალ ევროპარლამენტში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევებთან დაკავშირებით აპირებენ რეზოლუციის მიღებას ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით. დღეს დისკუსია შეეხო პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სარჩელს, რომლის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იწყებს. რა ეტაპზე გადადის დემოკრატიის კრიზისი საქართველოში?

კრიზისი გადადის იმ ეტაპზე, რომ საქართველო ადასტურებს ცალსახად, არ მაინტერესებს ევროკავშირიო. „ოცნებას“ სურს, რომ ევროკავშირმა თვითონ თქვას უარი საქართველოზე, შემდეგ კი, თავი ამომრჩევლის წინაშე იმართლოს:  ჩვენ ხომ არ გვითქვამს უარი ევროკავშირზე, ვამბობდით, რომ ჩვენი პირობებით და ხედვით გვინდოდა ევროკავშირის წევრობა და აი, თავად უარი გვითხრესო.

ამიტომაც, რაც არ უნდა დაუთმოს ევროკავშირმა საქართველოს, „ოცნება“ ამას ვერ დაინახავს – მათ არ სურთ ევროკავშირი.

ივანიშვილი რომ დაბრუნდა პოლიტიკაში და ღარიბაშვილმა უარი თქვა რუსულ კანონპროექტზე, ამის გამო ჩვენ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ ევროკავშირმა დაინახა ქართველი ხალხის ნება და ისიც, რომ იმდროინდელი „ქართული ოცნება“ ანგარიშს უწევდა ხალხის ნებას. და მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.

უცებ ვხედავთ, რომ ბრუნდება ივანიშვილი პოლიტიკაში, ისევ ცვლის ღარიბაშვილს და სვამს კობახიძეს. ასე იწყება ის პოლიტიკა, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ჩემი რწმენით, ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში და დღემდე მის არწასვლაში მთავარი ამოცანაა, არ დაუშვას საქართველოს უნებლიეთ თუ ნებით ჩათრევა ამ მოძრაობაში – ევროკავშირი იქნება ეს, თუ ნატო.

  • ამჯერად ივანიშვილი პირდაპირ ხედავს ევროპისგან დასანქცირების საფრთხეს, თუ თქვენი აზრით, ის პირდაპირ ასრულებს კრემლის მითითებას?

ჩემთვის მესამე უფრო მნიშვნელოვანია – ძალაუფლების შენარჩუნება. მას, პირველ რიგში, სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება – ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში. რატომღაც ჩვენ გვგონია, 2012-ში დაბრუნდა ივანიშვილი, მაგრამ იგი დაბრუნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს. ჩვენ ისტორიის მოყოლას ვიწყებთ შუიდან. როცა ივანიშვილმა ვერ იპოვა საერთო „ნაციონალურ მოძრაობასთან“, შემდეგ იწყება უკვე მისი საჯარო გამოსვლები. მან იმ პერიოდში საქართველო იპოვა, როგორც „სეიფი“, რომელსაც შეეძლო ის და მისი ოჯახი გადაერჩინა.

სააკაშვილთან ურთიერთობამ მიახვედრა, რომ ეს არ არის ის ძალა, რომელსაც ენდობა. შემდეგ კოალიციაზე გააკეთა გათვლა 2012 წელს და იქაც ნახა, რომ კოალიცია ფიქრობდა დემოკრატიაზე, ევროპულ ინტეგრაციაზე და კოალიცია არ გამორიცხავდა, მაგალითად, არჩევნების წაგებას.

მესამე ეტაპია ზურაბიშვილი პირველივე ტურში რომ აგებს გრიგოლ ვაშაძესთან არჩევნებს და ხვდება, რომ დემოკრატებთან ლაპარაკი არ გამოვა. იგი უკვე აბარებს საქართველოს რუსეთს.

მიუძღვნა ივანიშვილმა რუსეთს საქართველო და უთხრა: მე ვაკეთებ იმას, რაც თქვენ გინდათ, არ მივდივარ ევროპაში, არ მივდივარ ნატოში, არანაირად არ ვმონაწილეობ არანაირ საერთაშორისო კონტაქტებში, მაგრამ ვინარჩუნებ ძალაუფლებას, არ მოვდივარ თქვენთანაც, დიპლომატიურ ურთიერთობას არ აღვადგენ, არ მოვდივარ ოდკბ-ში და ასე შემდეგ.

ამავე დროს იწყება კავშირების დამყარებას ირანთან, ჩინეთთან, არაბულ სამყაროსთან, რათა შეიქმნას კომფორტის ზონა.

ახლა უკვე ივანიშვილს სიკვდილის ეშინია – ტყვიაგაუმტარ, ბრონირებულ სივრცეშია მუდმივად. მას ეშინია რუსეთის. ამას გარდა, პირდაპირ შესაძლოა არა, მაგრამ არაერთი ქართველი იბრძვის უკრაინაში და საკმაოდ წარმატებულად. ისინი ფლობენ თანამედროვე სამხედრო გამოცდილებას და შესაბამის უნარ-ჩვევებს.

  • როგორ აპირებს ივანიშვილი, თქვენი დაკვირვებით, ძალაუფლების შენარჩუნებას, როცა საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი ევროპაა და ის ევროპისკენ მიმავალ გზას კეტავს?

შეინარჩუნებს, თუ ეს ბოიკოტი გაგრძელდება, მაგალითად, იგივე პარლამენტში. ივანიშვილმა სრულად მოასუფთავა ქართველი ხალხის ნების რეალიზაცია პარლამენტში, საკრებულოებში, მერიებში. ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ოპოზიცია რომ ყოფილიყო პარლამენტში 45 პროცენტით, ისინი ვერაფერს ვეღარ გააკეთებდნენ. ბრწყინვალე ოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა.

ქართველი ხალხის ნება არის მკაფიო, მაგრამ ქართველი ხალხის ნება დღეს არსად არ ჩანს, გარდა სამზარეულოებისა – სამზარეულოებშია ქართველი ხალხის ნება. „ოცნებას“ სჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის პოლიტიკის ანგარიშის გაწევით. რუსეთს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან თავისი პირადი ანგარიშები აქვს. უკრაინასთან ვხედავთ, რასაც აკეთებს, ბელარუსთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან. თითოეულთან ცალ-ცალკე დღის წესრიგი აქვს რუსეთს.

ვიდრე არ მოხდება ქართველი ხალხის ნების გამოხატვა მკაფიოდ, ჯერჯერობით ივანიშვილი მართავს სიტუაციას.  ყველაფერი დამოკიდებულია, საბოლოო ჯამში უკრაინის ფრონტზე. ივანიშვილი ცდილობს, როგორმე თავის სასარგებლოდ გაწელოს დრო. ივანიშვილს კბილებით უჭირავს დრო.

  • ახლა უკვე პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწებს საკონსტიტუციო სასამართლო. რამდენად შეიძლება ეს გამოუვიდეს ივანიშვილს, მით უფრო, როცა პარტიის წევრიც შეიძლება არ იყო და მაინც აგიკრძალონ ახალი პარტიის დარეგისტრირება?

ჩემი აზრით, დროს წელავენ. ჯერ შეიტანეს სარჩელი, მერე „ფედერალისტები“ დაამატეს და ახალი შეიტანეს, მერე კიდევ შეცვალეს, რომ ეს ვადა გახანგრძლივებულიყო. [საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი მისი წარმოებაში მიღებიდან 9 თვეში უნდა განიხილოს]. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ვინმე მიამატონ.

სასამართლოს შეუძლია ასევე გაწელოს დრო და თუ საჭირო დარჩება, რაღაც დროში თქვას, რომ ვერ ხედავს აუცილებლობას, აიკრძალოს პარტიები. ვფიქრობ, ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არიან: აკრძალონ, თუ არ აკრძალონ. სასამართლო, ცხადია, იმ გადაწყვეტილება მიიღებს, რასაც ივანიშვილი ეტყვის.

თუ პარტიების აკრძალვას აპირებენ, ეს უნდა გადაწყდეს 2028 წლის მაის-ივნისამდე. სექტემბერში დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. მე არ ვამბობ, რომ  აკრძალვა არ იქნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიები უფრო არ აკრძალონ.

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება იგივე რუსეთში და ვისთან მოუწევს ანგარიშის სწორება ივანიშვილს. წარმოიდგინეთ, რომ სასამართლო უარს ამბობს პარტიების აკრძალვაზე, ან პარტიას უკან გამოაქვს სარჩელი, ევროპა ხომ ამას მიესალმება ნებისმიერ შემთხვევაში? ამიტომაც, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს ე.წ. დამოკლეს მახვილი, შეგნებულად ჩამოკიდებული საქართველოს და ევროპის თავზე, რომ „იცოდეთ, მე ამის გამკეთებელი ვარ“.

ესეც ვერაგულად და გარეწრულად გათვლილი მექანიზმია.

  • თქვენი აზრით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე საუბარი ივანიშვილს უფრო პოლიტიკური ვაჭრობისთვის აწყობს და რეალურად პარტიების აკრძალვას ვერ შეძლებს?

ჩემი აზრით, უფრო ვაჭრობაა, აი, აგურებს რომ აგროვებს ადამიანი ეზოში, მაგრამ სახლი არ შენდება, ასეა. შესაძლებელია, კრიტიკულ მომენტში უცებ აშენდეს ეს სახლი, ანუ პარტიები აკრძალონ.

ამასობაში, ივანიშვილი პერსონალური ავტორიტარიზმიდან გადავიდა პარტიულ ავტორიტარიზმზე, ანუ კობახიძესაც საშუალებას აძლევს პარტია შექმნას და გარკვეული პარტიული ქმედებები განახორციელოს, მაგალითად, მდინარაძე ციხეში არ ჩასვეს და ისევ ე.წ. დამოკლეს მახვილივით გამოკიდეს. ამ დროს გადაუარეს ღარიბაშვილის ხალხს და ასე შემდეგ.

  • ფიქრობთ, რომ ეს პარტიული ხაზის გაძლიერებაა ივანიშვილის უშუალო ჩართულობის გარეშე?

საქართველოში ავტოკრატია ვერ იარსებებს ბუნებრივად – ძალიან პატარა და ღარიბი სახელმწიფოა. ავტოკრატიას სჭირდება დიდი რესურსი, როგორიც რუსეთია, ან ჩინეთი. უხეშად რომ ვთქვათ, ამისთვის „უფასო ფულია“ საჭირო.

ამიტომაც, ავტოკრატიას, პირველ რიგში, სჭირდება ბევრი ფული. მადლობა უფალს, საქართველოში არ არსებობს არანაირი ნავთობი და გაზი. არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ აქ მიწიდან ფული ამოვიდეს, რომელსაც გადაუხდი პოლიციელს, მოკლას თავისი ახლობელი…

ამასობაში, ივანიშვილი აღარაა ახალგაზრდა – ის უფრო მიდის, ვიდრე მოდის და აშკარად მისი შვილები არ არიან ძალიან დაინტერესებული ამ პროცესებით.

  • არსებობს ცოტნე ივანიშვილის გააქტიურების მცდელობა – „ოცნება“ მართავს პერიოდულად ახალგაზრდული ფრთის შეხვედრებს რეგიონებში.

გარკვეული მცდელობები არის, მაგრამ არაა მკაფიო. ჯერ სულ ცოტა პარლამენტის წევრი მაინც უნდა გახდეს ეს ახალგაზრდა კაცი, მინიმუმ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მაინც, უნდა ისწავლოს პოლიტიკა, თუმცა გამორიცხული არაფერია.

საქართველოში საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო ქართული ავტორიტარიზმი. ეს იყო საბჭოთა ავტორიტარიზმი – იყვნენ სტალინი, ბერია და სხვა ქართველები, მაგრამ მატერიალურად დიდ რესურსს უნდა ფლობდე. გარდა ამისა, ხალხი არ ჰყავს ივანიშვილს. ეს უმთავრესი ფაქტორია. ყველა სახელგანთქმული პოლიტიკოსი – ჩინეთი იქნება ეს თუ საქართველო, პოლიტიკაში მოდის ახალგაზრდობიდან.

ამ დროს ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ შიგნითაც კი არაა პოპულარული. არჩევნების წინ უნდა მიიღოს ივანიშვილმა გადაწყვეტილება: გაუშვას, თუ არ გაუშვას კობახიძე. პაპუაშვილიც არაა პოპულარული, მაგრამ პარტიის შიგნით პაპუაშვილი უფრო პოპულარულია, ვიდრე კობახიძე.

კალაძეს კი, თავისი ციხესიმაგრე აქვს თბილისის მერიაში თავისი ხალხით და, სავარაუდოდ, არც უნდა პრემიერობა. იცი, რომ ამ გზით ნებისმიერ დროს მარტივად შეიძლება ჩამოიშორონ.

ივანიშვილმა იცის, რომ მოსახლეობაში დიდია წინააღმდეგობა, რაც გამოჩნდა არჩევნებზეც, როცა 900 ათასმა კაცმა ხმა მისცა ოპოზიციას 2024 წელს თუნდაც ცესკოს მონაცემებით. ამის გაყალბება ძნელი იქნება ძალიან.

  • ახლა ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ თქვენი აზრი იკრძალება. თუ მართლაც აკრძალავენ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, რა რესურსი დარჩება ბრძოლის გასაგრძელებლად?

პარტიების აკრძალვა იოლია, მაგრამ ხალხის აკრძალვა შეუძლებელია. შეხედეთ, რამდენ ხანს წვალობდა პუტინი, რათა ნავალნის ხალხი ამოეძირკვა და „იაბლოკოც“ კი აკრძალა საბოლოო ჯამში, ხომ? პარტიების აკრძალვა აბსოლუტურად ნორმალური სცენარია, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, ჩემი აზრით, პარტიებმა უნდა გამონახონ გამოსავალი. აქ სხვადასხვა ვარიანტია, მაგალითად, იმ პარტიას დაუჭირონ მხარი, რომელსაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა. უნდა გამოჩნდეს მკაფიოდ, რომ ივანიშვილს არ ჰყავს ამომრჩეველი.

თუ ყველა პარტია აკრძალეს, ივანიშვილმა იცის, რომ ხალხი შესაძლოა მართლა იმდენად გამწარდეს, რევოლუციასაც გამოკრას ხელი.

ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური ძალების გადაჯგუფება მოხდება. პუტინიც კი ვერ კლავს რუსი ხალხის ნებას. ვინც რუსეთში დარჩა, იმ ხალხის ნებასაც კი ვერ კლავს.

  • ევროპა რა რესურსს ხედავს, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს? გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსმა შეგვახსენა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე. ევროკომისიამ დაამტკიცა გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი, თუმცა პერსპექტივის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში აღარ არის საქართველო.

ევროკავშირის ინტერესია არა უშუალოდ საქართველო, არამედ კავკასია, როგორც შუა დერეფანი.

„ქართული ოცნების“ პრობლემაა, რომ მან მოუწია ქართველის ხალხის ნების გათვალისწინება და დაწერა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მას შეეშინდა ხალხის რევოლუციური განწყობისა. ახლა ჰგონია „ოცნებას“, რომ ნელა-ნელა ეს სურვილი ხალხში ჩააცხრო და ქართველი ხალხი აღარ არის საშიში. ეს „ოცნების“ აზრით კარგად აჩვენა 4-მა ოქტომბერმაც: ხალხი არ წავიდა არჩევნებზე, მაგრამ არც რევოლუციის გზით არ წავიდა.

ამიტომაც, „ოცნება“ უფრო თამამი და უტიფარი გახდა.

დღემდე უცნობია, რატომ შეხვდა თბილისში ჩამოსული ალიევი პირდაპირ ივანიშვილს ყოველგვარი ფორმალობების დაცვის გარეშე? ჩემი აზრით, ალიევი ჩამოვიდა იმისთვის, რომ მას შუა დერეფნის გარანტიები მიეღო.

სხვათა შორის, ალიევს უნდა დამოუკიდებელი პოლიტიკა და არ აწყობს, ყველაფერში ამერიკას გაუწიოს ანგარიში… ალიევი ასევე გახდა თავისი პარტიის სამუდამო ლიდერი და იქ პრაქტიკულად თურქეთსაც უთხრა, ჩვენ რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი ვიყიდეთო. ამერიკა და თურქეთი არ უნდა იყოს აზერბაიჯანისთვის ერთადერთი პარტნიორი.

ამიტომაც, ალიევი ჩამოდის თბილისში და გარანტიას იღებს ივანიშვილისაგან, რომ აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები იქნება მკაფიო. ალიევს სურს დამოუკიდებელი, კავკასიური პოლიტიკა და არამხოლოდ კავკასიური, საერთოდ აზიური.

ამ მოცემულობაში არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“ არანაირი ევროკავშირი. ამის მომხრე არის მხოლოდ და მხოლოდ ქართული საზოგადოება. ამიტომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება მობილიზაცია და დაჯერება, რომ შანსი არსებობს – საქართველომ რაღაცნაირად არ დაკარგო ეს შესაძლებლობა.

ივანიშვილი უკვდავი არაა, არც ახალგაზრდაა. კობახიძე რომ ეყოლება ამდენ ხანს ლიდერად, რა თქმა უნდა, პრობლემაა. თუ არჩევნების წინაც არ გაუშვა კობახიძე, მაშინ მას მართლაც არავინ ჰყავს, ესე იგი, კატასტროფა ხდება პარტიის შიგნით, ვერავინ ვერ იპოვა – ვინმე ბანკირი, ან ტექნოკრატი…

  • მარიამ ქვრივიშვილი გახდა დღეს ვიცე-პრემიერი…

არაა ქარიზმატული ფიგურა აშკარად, იგი უფრო დისკრედიტებულია, ვიდრე წარმატებული. შესაძლოა, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ ქვრივიშვილს ლაპარაკი საზოგადოებასთან არ უყვარს. შესაძლოა ძალიან თავხედურად, მაგრამ კობახიძეს, ან პაპუაშვილს ლაპარაკი შეუძლიათ.

რეგიონებს თუ გადავხედავთ, სულ ღარიბაშვილის ხალხია. რატომ გამწარდნენ ასე ღარიბაშვილზე და რატომ დაიწყო წერილების წერა? – მან იგრძნო ძალა, რომ პარტიაში სუსტი პოზიციები აქვს კობახიძეს და შეიძლება შიგნიდანაც კი დაარტყას.

ღარიბაშვილს ჰქონდა ძალიან ძლიერი, მამა-პაპური და ძლიერი კორუფციის ქსელი: მეც თუ შევჭამ, თქვენც ჭამეთ. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მკაფიოდ დასანახია, სადაც თითოეული ბიზნეს-ობიექტი, სასტუმრო, რესტორანი თუ აფთიაქი გადანაწილებულია, საკრებულოს წევრებზე, თანამდებობის პირებზე…

ამ ფონზე, მგონია, რომ კობახიძე მარტოა, მას არც ფული არ აქვს, არც ხალხი ჰყავს. ვინ უნდა ნახოს გულანთებული კობახიძემ, როცა იგი არაფერს არ გთავაზობს? ღარიბაშვილი კორუფციას მაინც სთავაზობდა ადამიანს, ოპოზიცია – ევროპას, კობახიძე რას მთავაზობს? კობახიძე ვერ ქმნის ვერანაირ ქსელს.

სხვათა შორის, მამუკა მდინარაძემ მოინდომა ღარიბაშვილის კორუფციის გადმოფორმება თავის თავზე. ღარიბაშვილმა დაიწყო საუბარი მას შემდეგ, როცა მის ოჯახს მიადგნენ: ღარიბაშვილი თავისი წერილებით სინამდვილეში გვიყვება, როგორ იმართება საქართველო: „ასე შევთანხმდით,“, „გავრიგდით“ – არანაირი კანონები, არანაირი კონსტიტუცია…

თავისთვის ღარიბაშვილი 5 წელს ელოდებოდა, მაგრამ ამ დროს მდინარაძემ გადაწყვიტა მისი მოცილება. ღარიბაშვილმა იგრძნო: „ქართული ოცნების“ ბირთვი არის მის მხარეს.

ჩემი აზრით, ივანიშვილი ეძებს ახალ, ქარიზმატულ ლიდერს, მაგრამ ვერ პოულობს, ძალიან უჭირს და ამიტომაც დუმს. ამხელა სკანდალია „ქართულ ოცნებაში“ – ღარიბაშვილის წერილებს ვგულისხმობ – არ გამოხმაურებია. გახარიას შემთხვევის შემდეგ თუ გახსოვთ 1 კვირაში გამოჩნდა და გაემიჯნა გახარიას, მოღალატეაო.

ოთხი ბავშვი დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეტევის შედეგად

7 ოქტომბერს უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში საცხოვრებელ შენობაზე რუსული რაკეტის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვია. დაშავდა 55 ადამიანი.

ზელენსკის განცხადების თანახმად, ოთხი დაღუპული ბავშვიდან 3 ერთი წლის იყო, კიდევ ერთი ბავშვი კი – 8 წლის.

მაშველებმა 15 ადამიანი გადარჩენა და გამოყვანა შეძლეს ნანგრევებიდან. მათ შორის ერთი ბავშვის.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.

ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება – საია

ახალგაზრდა იურისტთა აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და ფაქტს საგანგაშოს უწოდებს.

დღეს, 7 ოქტომბერს, საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან, რომელიც პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

საიას ცნობით, პატიმართან შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. „ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია“ – აცხადებს ორგანიზაცია. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით და იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

„მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება“ – წერს საია.

საია საქართველოს სახალხო დამცველისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;

ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი.

ასევე, საია მოითხოვს პროკურატურისგან, დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.

ორგანიზაცია წერს, რომ მათი წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.

აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას“ – იუწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში 18 და 19 წლით პატიმრობა მიუსაჯეს უცხოეთის ორ მოქალაქეს – ნარკოტიკების საქმე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მათ 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3748.803 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და შექმნეს პირობები მისი უკანონო რეალიზაციისთვის.

„აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს“ – აცხადებს პროკურატურა.

უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან მსჯავრდებულები.

„მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას“ – ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც თავადაც იმავე ციხეში ზის, სადაც სასჯელს გიორგი დავითაძე იხდის, დღეს, 7 ოქტომბერს, ციხიდან წერილს ავრცელებს და აცხადებს, რომ დავითაძის სოლიდარობის ნიშნად №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების პატიმრებმა პროტესტი გამოხატეს და არაერთმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.

პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები.

არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება.

ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.

აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.

ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.

ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე.

თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

  • რა ხდება?

პატიმარი გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ ის ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. ამ საკითხზე მან სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, კამერის ჩანაწერში ჩანს აღნიშნული ფაქტი და რომ დეესკალაციის საკანში ამ დროს 10 ადამიანი იმყოფებოდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გიორგი დავითაძის განცხადებას. უწყებამ კადრებიც გაავრცელა და თქვა, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მსჯავრდებული ექვემდებარება შემოწმება – დათვალიერებას, რაზეც დავითაძემ „კატეგორიული უარი განაცხადა და დაიწყო დაწესებულების თანამშრომელთა სიტყვიერი შეურაცხყოფა“.

უწყების პოზიციით, „მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“.

დავითაძის დედა აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა სრული არაა და მას ნანახი აქვს 5 ფაილი, 20 წუთამდე კადრები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა 3 ოქტომბერს რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები. ოჯახი ასევე ითხოვს ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს.

სახლის ნანგრევებში 3 ბავშვის ცხედარი იპოვეს – რუსეთის თავდასხმა უკრაინაში

უკრაინაში, ქალაქ პრილუკიში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ბავშვის ცხედარი იპოვეს.

ბოლო ცნობებით, მინიმუმ 40 ადამიანი დაშავდა, სამაშველო სამუშაოები ადგილზე გრძელდება.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიზე სარაკეტო იერიში დღეს, 7 ოქტომბერს, დილით, მიიტანეს. შეტევის შედეგად აფეთქება მოხდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, რომელიც ჩამოინგრა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 ოქტომბერს, განაცხადა, რომ რუსული ბალისტიკური რაკეტები ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს დღეს, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, უკრაინისთვის მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმის მიყენება სურდა.

„დღეს, პუტინის დაბადების დღეზე, რუსეთის არმიამ მას ჩერნიგოვის ოლქში, პრილუკიში, საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა „აჩუქა“. ეს იყო ჩვეულებრივი ხუთსართულიანი შენობა“ – თქვა მან.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 7 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, გამოიყენა „ისკანდერის“ ტიპის და საზღვაო ფრთოსანი რაკეტები, „შაჰედის“ დრონები და სხვა იარაღი. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 161 სამიზნე გაანადგურა.

 

ბულგარეთში ჩაძირული გემის ეკიპაჟის წევრები ვერ იპოვეს – სამაშველო ოპერაცია შეწყდა

ბულგარეთში, შავ ზღვაში შეწყვიტეს 6 ოქტომბერს დრონის დარტყმის შედეგად ჩაძირული გემის სამძებრო სამუშაოები.

„ჩაძირული სატვირთო გემ ALFA WATAN-ის ეკიპაჟის სამძებრო ოპერაცია შეწყდა და აღარ განახლდება. მეზღვაურების კვალი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი“, – ციტირებს ბულგარული მედია საზღვაო ადმინისტრაციის აღმასრულებელი სააგენტოს სამაშველო ოპერაციების მთავარ დირექტორს, რუმენ ნიკოლოვს.

ადგილზე მხოლოდ გადაბრუნებული სამაშველო ნავი, სამი სამაშველო ტივი და გემის აღჭურვილობის ნაწილები იპოვეს, რომლებიც ზღვის ზედაპირზე ტივტივებდნენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის პოვნის იმედი ფაქტობრივად არ არსებობს.

ბორტზე სავარაუდოდ 10-დან 20-მდე წევრი იმყოფებოდა. ამ დრომდე არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ეკიპაჟის წევრები.

„ბათუმელები“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკავშირდა კითხვით, ხომ არ იმყოფებოდნენ აღნიშნულ გემზე ქართველი მეზღვაურები. სააგენტოში გვაცნობეს, რომ აღნიშნულ გემზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გემს მარილი გადაჰქონდა და ეგვიპტიდან რუმინეთში მიცურავდა.

დრონები ბულგარეთის სანაპიროდან 80 საზღვაო მილის დაშორებით ორ სატვირთო გემს 6 ოქტომბერს დაეჯახა. სატვირთო გემი ALFA WATAN-ი ძლიერი აფეთქების შემდეგ რამდენიმე წამში ჩაიძირა.

მედიის ცნობით, მეორე გემის მდგომარეობა, რომლის ეკიპაჟის 18 წევრი, თურქეთის და ინდოეთის მოქალაქეები გადაარჩინეს, ასევე კრიტიკულია. გემი, სავარაუდოდ, ჩაიძირება.

___________________

ფოტოზე: კომერციული გემი ALFA WATAN-ი.

 

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა

თიბისისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, 3 ოქტომბერს, საქართველოში პირველად საერთაშორისო AI კონფერენცია „Crossroad AI“ გაიმართა.

კონფერენციამ შექმნა სივრცე, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი AI შესაძლებლობები ერთმანეთს შეხვდა და ახალი თანამშრომლობებისთვის საფუძველი შეიქმნა. ღონისძიებას 500-ზე მეტი ქართველი და უცხოელი AI პროფესიონალები, ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური ლიდერები ესწრებოდნენ.

თიბისი ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით AI ეკოსისტემის განვითარების მოწინავე ბრენდია საქართველოში და ტექნოლოგიური განათლების მთავარი მხარდამჭერია. თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის სფეროს განვითარებას, AI ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელებასა და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. სწორედ ამ ხედვის ნაწილია Crossroad AI-ის მხარდაჭერაც.

წლევანდელი Crossroad AI-ის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტის გავლენა ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, მათ შორის დეველოპმენტზე, პროდუქტების შექმნასა და კომპანიების კორპორატიულ ფუნქციებზე.

კონფერენციაში 20-მდე საერთაშორისო და ქართველი სპიკერი მონაწილეობდა წამყვანი AI კომპანიებიდან. სპიკერებმა რეალური გამოცდილება გააზიარეს და ისაუბრეს იმაზე, რა მუშაობს დღეს და როგორ იცვლება AI-ის განვითარებასთან ერთად ინჟინრების, პროდუქტის გუნდებისა და მენეჯერების ყოველდღიური საქმიანობა.

მოწვეულ 25 სპიკერს შორის იყვნენ ისეთი წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა Anthropic/Claude, Google/Gemini, YouTube, Hugging Face, ElevenLabs, Make და სხვა.

კონფერენცია ორ – Builders და Applied  მიმართულებას აერთიანებდა და მოიცავდა AI-ზე დაფუძნებულ დეველოპმენტს, AI აგენტებს, ღია და ხმოვან მოდელებს, პროდუქტებსა და ბიზნესპროცესებში AI-ის გამოყენებას. ღონისძიების ფარგლებში მენეჯერებისა და დეველოპერებისთვის პრაქტიკული ვორქშოფებიც ჩატარდა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში შეიქმნას გარემო, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ AI-ის მიმართულებით თანამედროვე ცოდნა, განივითარონ შესაბამისი უნარები და აქტიურად ჩაერთონ ტექნოლოგიური მომავლის შექმნაში.

„უთანასწორობა ჩანს ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც, ამას ფორმით ვერ მოაგვარებ“ – მასწავლებელი

მაგდა მიქაბერიძე 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა. იგი შვიდი წელია თბილისის 45-ე საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასწავლის. ამბობს, რომ მასწავლებლობა ალბათ ქვეცნობიერად, ჯერ კიდევ მაშინ აირჩია, როცა მასწავლებელ დედას საბავშვო ბაღის ნაცვლად სკოლაში დაჰყვებოდა ყოველდღე და არც დილით ადრე გაღვიძების პრობლემა ჰქონია.

მაგდა გვიამბობს, რომ ყოველ დილით სამ კილომეტრს გადიოდა ფეხით აბაშაში, სოფელ კეთილარში დედასთან ერთად. მაშინ ტრანსპორტი არ იყო და ფეხით გვიწევდა სიარულიო – ამბობს.

„ერთ ამბავს ავტეხდი, რომ არ გავეღვიძებინე და არ წავეყვანე სკოლაში“, – ამბობს მაგდა „ბათუმელებთან“.

როგორია დღევანდელი სკოლა, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება მასწავლებლებს და რატომ ვერ გახდა დღემდე მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოსთვის ღირებული? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა მაგდა მიქაბერიძეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს.

  • ქალბატონო მაგდა, მოგვიყევით, რა ხდება დღევანდელ სკოლაში, რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ბავშვებს განვითარებისთვის და რისი გაკეთება ვერ ხერხდება, მაგალითად?

მთავარი გამოწვევა ალბათ არის ტექნოლოგიური პროგრესი, რადგან ისე სწრაფად ვითარდება თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, რომ მასწავლებლებიც ვცდილობთ, დავეწიოთ ამ პროცესებს.

ბევრ გამოწვევაზე შეიძლება ზოგადად ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი სირთულე მაინც არის ორცვლიანი სკოლები. განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში, რადგან ეს იწვევს მოსწავლეების დღის რეჟიმის გადატვირთვას და შემდეგ ბავშვებს უჭირთ არაფორმალურ აქტივობებში ჩართვა.

პრობლემებია ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და ამაზე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი სკოლის მაგალითზე, ზოგადად, ბევრ სკოლაშია ინფრასტრუქტურის პრობლემა. ჩვენს სკოლაში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა მაინც.

კლასების უმეტესობა აღჭურვილია პროექტორით, გვაქვს ძალიან ბევრი კომპიუტერი, კომპიუტერული ლაბორატორია. ბავშვებს მაქსიმალურად აქვთ შესაძლებლობა, თანამედროვე ტიპის გაკვეთილებს დაესწრონ და ამ პროცესში მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა მსგავსი ფუფუნება რეგიონის სკოლებს არ აქვთ და ერთი პროექტორიც კი ხშირად პრობლემაა. ვგულისხმობ კლასში დამონტაჟებულ პროექტორს, რადგან ხელით სატარებელი პროექტორი ყველა სკოლაშია, მაგრამ იმდენად დიდ დროსთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული მისი ტარება, რომ მასწავლებლების უმეტესობა იშვიათად იყენებს ხოლმე.

ჭკვიანი დაფები ხომ საერთოდ დიდი ფუფუნებაა სკოლებისთვის და რამდენიმე კერძო სკოლის გარდა, ასეთი ტექნიკა არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის.

  • თქვენ თქვით, რომ კლასი გადატვირთულია ბავშვებით. მახსოვს, არსებობდა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც 25 ბავშვზე მეტი არ უნდა ყოფილიყო კლასში, ეს სტანდარტი საერთოდ არ მუშაობს?

საბოლოო ჯამში, მოსწავლეების რაოდენობა მაინც 29-მდე ადის და ეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, რადგან დღეს მოსწავლეებიც განსხვავებულები არიან და სწავლების პროცესიც განსხვავებულია.

თუ ადრე ლექციური ტიპის იყო გაკვეთილები და მოსწავლეებიც მოთმინებით ისხდნენ და უსმენდნენ მასწავლებლებს, დღეს ბავშვები ბევრად თავისუფალი, ბევრად მოუსვენრები არიან. ჰიპერაქტიური თაობაა და შესაბამისად, რაოდენობა ამ პროცესს ართულებს.

  • თქვენ თქვით, რომ გიწევთ კონკურენციაში შესვლა ხელოვნურ ინტელექტთან. როგორ უმკლავდებით ამას, როგორ იჭერთ კლასში ბავშვის ყურადღებას?

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით პრობლემა უფროს კლასებში უფრო ჩნდება, რადგან დავალებების შესრულების საკითხი დგება ეჭვის ქვეშ, რომ რამდენად მოსწავლის ნამუშევარია ეს.

ჩემს შემთხვევაში ამის რისკი ნაკლებია, რადგან პატარები არიან ბავშვები და დავალებებიც არ არის ისეთი, რომ ვერ შეძლონ შესრულება. ძალიან მცირე მოცულობის დავალებებს ვაძლევ სახლში ბავშვებს, რადგან მეორე ცვლიდან მოსული მოსწავლე ძალიან დიდი მოცულობის დავალებას ფიზიკურად ვერ გაართმევს თავს.

მე ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებ ინტერაქციული პრეზენტაციების მოსამზადებლად, რომლებიც ვიზუალურად იმდენად მომხიბვლელი და მრავალფეროვანია, რომ ამ თაობის მოსწავლეებისთვის ნებისმიერი გაკვეთილი მიმზიდველი ხდება, იქნება ეს ბუნებისმეტყველებაში, მათემატიკაში თუ ქართულში.

არის შემთხვევები, როდესაც ტექსტის ადაპტაცია მჭირდება ხოლმე და უფრო ვამარტივებ ტექსტებს, რომ მეტად გასაგები იყოს.

განსაკუთრებით პრეზენტაციებისთვის ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს, ასევე ვიდეოპოდკასტებსაც ვაკეთებ, რადგან YouTube-ის ფორმატი კარგად ნაცნობია ბავშვებისთვის და ესეც მოსწონთ ხოლმე. მოსწავლეები თვითონ ირჩევენ ხოლმე თემებს და იმისთვის, რომ უფრო კარგად გაიაზრონ, თვითონვე ირგებენ როლებს კლიპებისთვის. შემდეგ ვიღებთ კლიპებს, რომლებიც ჩემს YouTube-გვერდზეც არის განთავსებული.

ეს ეხმარებათ ბავშვებს თემის გააზრებაშიც, სოციალიზაციაშიც, რომ თანამშრომლობითი უნარები განუვითარდეთ.

  • მობილურების შეზღუდვაზე იყო საუბარი და ახერხებთ ტექნიკის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში?

გვქონდა ფაქტები, რომ ტელეფონებს არამიზნობრივად იყენებდნენ მოსწავლეები გაკვეთილზე, ახლა დაყენებულია კარადები ტელეფონებისთვის, მაგრამ ასეთი პრაქტიკაც არის, რომ თუ მასწავლებელს წინასწარ აქვს დაგეგმილი გაკვეთილი, სადაც QR კოდის დასკანერება სჭირდება ან ინტერაქციისთვის სჭირდება ტელეფონის გამოყენება, ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ის კარადა გაიღოს და მოსწავლემ შეძლოს ტელეფონით სარგებლობა.

თუმცა, მე თავს ვარიდებ ხოლმე ისეთ აქტივობებს, სადაც ბავშვები ტელეფონით უნდა ჩაერთონ, რადგან სახლში ისედაც აქვთ წვდომა ტელეფონებთან  და ვცდილობ ყურადღება სხვა ტიპის აქტივობებზე გავამახვილო.

  • დაწყებითი საფეხური ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბავშვმა საბაზისო უნარები განივითაროს. ისწავლოს კარგი კითხვა, კრიტიკული აზროვნება, ანგარიში და ასე შემდეგ. თქვენ რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად ამ საფეხურზე ბავშვისთვის?

ვფიქრობ, დაწყებით საფეხურზე ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეებში დამოუკიდებელი სწავლის უნარების განვითარებაა, რათა მათ ასაკობრივი დავალებების შესრულება საკუთარ თავზე აიღონ.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობით შევუწყო მათ ამაში ხელი. როდესაც პირველ კლასში მოდიან მოსწავლეები, ფაქტობრივად დიაგნოსტირებას ვატარებ, თუ რომელ მოსწავლეს რა საჭიროება აქვს.

დაკვირვებით, ტესტების შევსებით, მშობლებთან გასაუბრებით, გამოკითხვის მეთოდებითაც და მაქსიმუმ მეოთხე კლასამდე, თითოეული მოსწავლის საჭიროებების სურათი მაქვს, რომ მე-5 კლასში გადასული მოსწავლის შესახებ ყველა ინფორმაცია ჰქონდეთ ახალ მასწავლებლებსაც, რათა იქნება დასწავლის სირთულე თუ სხვა ტიპის საჭიროება, აღმოუჩინონ მოსწავლეს დახმარება. როცა პატარა დეტალები გამოგვეპარება ხოლმე, მაგალითად, ბავშვი ვერ კითხულობს და სიზარმაცეს ვაბრალებთ, ამ დროს შესაძლოა ბავშვს ჰქონდეს დისლექსია ან დისგრაფია, ან დისკალკულია იყოს მიზეზი და ამის აღმოჩენა არის ჩემი მთავარი მისია.

ჩვენი პროფესიის ალბათ ერთ-ერთი მთავარი თვისება უნდა იყოს ყურადღება და დაკვირვება. ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია ეს ჩვენთვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს განვითარებაში და კეთილსინდისიერი მასწავლებელი, ვფიქრობ, ასე უნდა იქცეოდეს.

  • თქვენ კლასის დამრიგებელიც ხართ. ვიცით, რომ დამრიგებლის ანაზღაურება ძალიან დაბალია დღეს სკოლაში. არც მასწავლებლის ხელფასი გაზრდილა. ახლახან თქვეს, რომ ახალი წლიდან საათობრივი დანამატი, შესაძლოა, მხოლოდ 2 ლარით გაიზარდოს. როგორ ფიქრობთ, რატომ უღირს სახელმწიფოს მასწავლებლის შრომა ასეთი იაფი? რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე?

მეც მოვისმინე 2 ლარით ზრდის ამბავი, თუმცა არ გადამიმოწმებია რეალურია თუ არა, მაგრამ ცოტა სასაცილოა და ამაზე არც ღირს ალბათ სერიოზული კომენტარის გაკეთება.

მასწავლებელი ფაქტობრივად არის განმანათლებელი, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მომავალ თაობებთან და წესით, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, რომ მასწავლებელიც უფრო მეტად იყოს დაფასებული.

აქ მხოლოდ ხელფასი არ იგულისხმება. მნიშვნელოვანია თუნდაც აღიარების და მხარდაჭერის ნაწილიც. თუნდაც ის, რომ თავისუფლად შეგეძლოს შენი მოსაზრების დაფიქსირება.

არც ერთი სხვა პროფესია არ მახსენდება, სადაც ასე საჯაროდ განიხილავდნენ, ეკუთვნით თუ არა მათ მაღალი ანაზღაურება და იმსახურებენ თუ არა ამას, ისე, როგორც მასწავლებლების შემთხვევაში.

  • პარლამენტარები ხომ ითხოვენ მაღალ ხელფასებს და იზრდიან კიდეც, რატომ ვერ იღებენ იმავეს მასწავლებლები, როგორ ფიქრობთ?

ალბათ უფრო ძლიერი პროფკავშირია საჭირო, რომ მეტი ყურადღება გამახვილდეს მასწავლებელთა შრომითი უფლებების დაცვაზე და რაღაცნაირად, მგონია, რომ მაინც მოწყვლადია მასწავლებელი დღეს ბევრი ფაქტორის გამო, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა.

  • ხშირად მესმის ფრაზები, რომ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო, რომ ძალა მასწავლებლების ხელშია და ასე შემდეგ. საქართველოში რატომ არის მასწავლებელი მოწყვლადი?

მე მაინც მგონია, რომ ამ სირთულეების მიუხედავად, მაინც ვახერხებთ რაღაცების ცვლილებას მასწავლებლები და ამაზე მეტყველებს თუნდაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და ის ასზე მეტი პედაგოგი, რომლებიც დაჯილდოების დღეს ჩემ გვერდით იდგნენ.

ეს პედაგოგები მართლა ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს პროფესიას, გულწრფელები არიან თავიანთ საქმეში და ვიცი, რომ არც ბავშვების მომავალს დააზიანებენ.

მესმის, რომ გვყავს სხვა თაობის მასწავლებლებიც, რომლებიც უფრო მეტად არიან მიჩვეულნი მორჩილებას და ნაკლებად იღებენ „შენიშვნებს“, მაგრამ მე მჯერა იმ ახალი თაობის, რომელიც დღეს გვყავს, ლაღი და ბევრად თავისუფალი ადამიანების, რომლებიც უფრო მეტად დაიცავენ თავიანთ უფლებებს, ვიდრე, თუნდაც, დღეს ჩვენ შეგვიძლია.

ამის რომ არ მჯეროდეს, უბრალოდ ძალიან რთული იქნებოდა ცხოვრება.

მე სტუდენტებიც მყავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ძალიან კარგი თაობა გვყავს ახალგაზრდა მასწავლებლების. კონკრეტულად დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან მაქვს შეხება და ძალიან მეიმედებიან ეს ადამიანები, იმდენად კარგი ცოდნით არიან აღჭურვილნი. ვფიქრობ, რომ ისინი ნამდვილად შეძლებენ ცვლილებების მოტანას.

პირველ რიგში, ჩვენი ქცევით უნდა ვაჩვენოთ მოსწავლეებს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება და როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი არის თავისუფალი საკუთარ არჩევანში, აზროვნებაში, მასაც უჩნდება საკუთარი აზრის გამოხატვის და ამ თავისუფლების დაცვის განცდა, საკლასო ოთახშიც და საკლასო ოთახს გარეთაც.

  • ბავშვის საჭიროებებზე ვსაუბრობდით და ამაზეც მინდა გკითხოთ. 40 მილიონამდე დახარჯეს სკოლის ფორმებზე, თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რაში დახარჯავდით ამ თანხას?

უფასო კვების პრობლემას მოვაგვარებდი სკოლებში, რადგან ეს არის პირამიდის პირველი საფეხური. პირველ რიგში, მოსწავლის ფიზიოლოგიური საჭიროებები უნდა იყოს დაკმაყოფილებული, რომ შემდეგ შეძლოს სწავლაზე, ცოდნის შეძენაზე ფიქრი.

ამ ასაკში ბავშვებს ძალიან სჭირდებათ შესაბამისი კვება, ვიტამინების მიღება, რომელიც მათ განვითარებაში ეხმარება.

არც ფორმის წინააღმდეგი ვარ, შეიძლება ესეც ჰქონდეთ ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში სასკოლო კვების საჭიროება დგას ჩვენს სკოლებში.

სოციალური უთანასწორობა ისედაც ძალიან თვალშისაცემია დღეს და ეს პრობლემა ფორმებით არ მოგვარდება. სოციალური უთანასწორობა ჩანს ლანჩის ყუთშიც, ფეხსაცმელშიც და ჩანთაშიც. თუნდაც მათ მიერ მოყოლილ ისტორიებში, როდესაც ბავშვები მოგზაურობაზე ან ზაფხულში გატარებულ დროზე საუბრობენ.

რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ გაყიდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს – სუსი

სუს-ის ინფორმაციით, დააკავეს ერთი პირი, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე.

დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

„ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბირთვული მასალისადმი, კერძოდ, რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“ უკანონო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მის ხელთ არსებული ბირთვული მასალა „ურან 238“-ის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეზე 700 000 აშშ დოლარად გეგმავდა“, – წერს სუს-ი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 545 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 690. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 396 ერთეული [+0]
  • ჯავშანტექნიკა – 25 498 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 836 ერთეული [+51]
  • MLRS – 2 192 ერთეული [+8]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 690 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 551 876 ერთეული [+1 890]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 878 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 159 128 ერთეული [+577]
  • სპეცტექნიკა – 4 800 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მინისტრებმა დაიმატონ ის 20 ლარი, რასაც პენსიას უმატებენ “ – რას ამბობს ხალხი ბათუმში

„სამარცხვინოა პენსიების 20 ლარით გაზრდა“ – გვითხრა ბათუმში, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოკითხვის დროს.

რამდენად სამართლიანია ჩინოვნიკებისთვის ხელფასების ათასობით ლარით გაზრდა, როცა პენსია 20-60 ლარით იზრდება? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა ბათუმის აგრარულ ბაზართან და ჭავჭავაძის ქუჩაზე.

„თვითონ იმატებენ ათასებს და ჩვენ გვაძლევენ 20 ლარს, ეს უსამართლობაა“ - გამოკითხვა ბათუმის ქუჩებში

ამავე თემაზე: 

ზურაბ პატარაძის და ცოტნე ანანიძის ხელფასები 13 600 ლარიდან 14 747 ლარამდე იზრდება

ბზარები ბათუმში, ბონის კულტურის სახლზე – „ლელო“ ექსპერტიზას ითხოვს

„ლელო“ აჭარის აკადემიური ანსამბლის, „არსიანის“ შენობის [ ე.წ. ბონის კულტურის სახლის] უსაფრთხოების შესწავლას ითხოვს. დღეს, 6 ოქტომბერს, ამ თემაზე „ლელომ“ ბრიფინგი გამართა შენობასთან.

პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენო თებიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე იმ მშობლებმა მიმართეს, რომელთა შვილებიც, მოსწავლეები, ამ შენობაში სწავლობენ და ვარჯიშობენ.

გენო თებიძის ინფორმაციით, შენობას ბზარები აქვს.

ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ შენობის ერთ მხარეს ბზარი იმდენად ღრმაა, რომ კედლის ერთი მხარე ფაქტობრივად დაცილებულია მეორე მხარესთან.

დააკვირდით ბზარს კედელზე
ბზარი უფრო ახლო ხედით

ანსამბლი „არსიანი“ აჭარის კულტურის სამინისტროს სსიპ-ის დაქვემდებარებაშია. სამინისტროს განმარტებით, „არსიანის“ ბალანსზე არსებულ შენობას ბზარები არ აქვს და ის უსაფრთხოა.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ შენობის უსაფრთხოების საკითხი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნით უნდა დადასტურდეს.

„ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შენობა უსაფრთხოა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს ექსპერტებმა დაადასტურონ. მართალია, ბზარები შენობის გაგრძელებაზე არსებულ ნაწილში ფიქსირდება, მაგრამ ეს ერთი შენობაა, შესაბამისად, კითხვები ეხება მთელ შენობას. 

„ბასკოს“ აქვს იჯარით აღებული ფართობი და აქაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ რეაბილიტაცია იგეგმებოდა და ტენდერიც იყო გამოცხადებული, მაგრამ ვინ და რატომ გადადო, არ ვიცით. ამ ყველაფერზე პასუხები არ გვაქვს, ამიტომ უნდა გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაციის სახით“, – ამბობს ვაჟა დარჩია.

რას ნიშნავს კულტურის სამინისტროს პასუხი, რომ „არსიანის“ ბალანსზე არსებულ შენობას ბზარები არ აქვს და ის უსაფრთხოა, როცა შენობას ბზარები ნამდვილად აქვს? – საქმე ისაა, რომ ამ შენობის ნაწილი აჭარის მთავრობამ 2006 წელს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალს“ მიჰყიდა. სახელმწიფოს ბალანსზე დარჩა 1310.80 კვ. მეტრი, 1328.50 კვ.მეტრი კი შპს „ბათუმის ნავთობტემინალმა“ დაირეგისტრირა.

„ბათუმის ნავთობტემინალის“ შენობაში საკალათბურთო კლუბ „ბასკოს“ სპორტსმენები რომ ვარჯიშობენ, ამონაწერში არ ჩანს, თუმცა როგორც ადგილზე გვითხრეს, ისინი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე იყენებენ შენობას.

შენობის ფასადის მხარეს არსებული ღრმა ბზარები მართლაც ტერმინალის მხარეს ფიქსირდება, თუმცა ეს არაფერს ცვლის, რადგან შენობა ერთია და მისი მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გარდა ამისა, არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – რამდენად უსაფრთხოა შენობა, სადაც მოზარდები კალათბურთში ვარჯიშობენ.

„როცა ინვესტორს დანგრევა და კორპუსის მშენებლობა სურს, ხომ უცებ ამზადებენ დასკვნებს, ახლა რატომ არ შეიძლება იგივე ეფექტურად გააკეთონ?“ – სვამს კითხვას ვაჟა დარჩია.

„ბასკოს“ წარმომადგენელმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ უსაფრთხოების საკითხზე შენობის მესაკუთრისგან პასუხებს ელოდება:

„უნდა ჩატარდეს შესაბამისი შემოწმება, ჩვენ ამ საკითხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ველოდებით შესაბამის პასუხებს. როგორც იცით, შენობა ჩვენი არ არის და თუ დაზუსტდება, რომ შენობა უსაფრთხო არ არის, მოგვიწევს ხელშეკრულების გაწყვეტა“ – გვითხრა მან და დაგვპირდა, რომ ამ საკითხზე მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდის.

„ლელოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გენო თებიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა გამოსწორებასაც ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა თავს ვერ ართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მილიონები იხარჯება, დაგროვდა და ყოველდღე მწვავდება:

„ქობულეთში ჩავედით – 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი არ აქვს ხალხს. აქ კი იმის გამო მოვედით, რომ მშობლებმა გვთხოვეს, ბავშვები და მათი უსაფრთხოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. სიცოცხლის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, გადახედონ საქართველოს კონსტიტუციას და წაიკითხონ, რით იწყება კონსტიტუცია. ადამიანზე მაღალი ფასეულობა არ არსებობს და როდესაც ჩვენ ასეთ გარემოში შეგვყავს ჩვენი ბავშვები, კითხვები ჩნდება და უნდა ვიცოდეთ, მოხდა თუ არა ამ შენობის სრული შესწავლა, ან როდის მოხდება“. 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ შენობას რესტავრაცია 2012 წლის შემდეგ არ ჩატარებია.

„ლელოს“ ბრიფინგი ადგილზე

100 ლარი პენსია ომის ვეტერანებს – რას არ აკეთებს ხელისუფლება სამშობლოს დამცველებისთვის

საქართველოში ომის ვეტერანის პენსია 100 ლარია. ამ ოდენობის თანხას ისინი მხოლოდ ბოლო 4 წელია იღებენ. მანამდე, წლების განმავლობაში ვეტერანები 22 ლარს იღებდნენ პენსიის სახით.

მაშინ, როცა იზრდება მაღალჩინოსანთა ხელფასები, იზრდება პარლამენტარების თუ რიგითი ჩინოვნიკების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება, 20 ლარით, მაგრამ მაინც იზრდება ასაკით პენსია, წლებია არ გაზრდილა ომის ვეტერანის პენსია.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ 22 ლარი იყო ვეტერანის პენსია, 4 წლის წინ 100 ლარამდე გაიზარდა და სამომავლოდ გაზრდის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს ამ ეტაპზე.

„ის 22 ლარი არასდროს ამიღია. უნდა მისულიყავი, განცხადება დაგეწერა, შეგნებულად არ მივედი. ახლა 69 წლის ვარ, ასაკით პენსიონერი. 370 ლარი მაქვს ასაკის მიხედვით პენსია და 100 ლარი დამატებით, როგორც ომის ვეტერანს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აბესალომ კოპალიანმა.

ის აფხაზეთის ომის ვეტერანია. აბესალომ კოპალიანი ამბობს, რომ სახელმწიფო მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფზე ფიქრობს, ომის ვეტერანების გარდა.

„პოლიციაში რომ მუშაობს ადამიანი და გადის პენსიაზე, 800-900 ლარი აქვთ პენსია. ომის ვეტერანებს ჯერ ხომ წლები 22 ლარი ჰქონდათ და ახლა მხოლოდ 100 ლარია. არც აპირებენ რომ გაზარდონ,“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.

2021 წელს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი განხილვის საგნად იქცა. პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მოსმენაზე მისულ მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და უთხრა, რომ ომის ვეტერანებისათვის პენსიის სახით 22 ლარის გადახდა დამამცირებელი იყო.

2021 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის ვეტერანებს პირობა მისცა, რომ მათი პენსია 5-ჯერ გაიზრდებოდა.

2022 წლის იანვრიდან ყველა ომის ვეტერანი პენსიის სახით 100 ლარს იღებს.

„ჩვენ ასეთი ქვეყანა ვართ, რომ ვეტერანებს არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არაფრად არ თვლის, რა ვიცი აბა, წაგებული ომის ჯარისკაცი ვის უნდა? ომი რომ მოგვეგო, ალბათ უფრო მოგვაქცევდნენ ყურადღებას.

საზოგადოებასაც ასეთი დამოკიდებულება აქვს – „რას აკლავდით თავს, რა გააკეთეთ…“ ჩემთან თუ ვინმე ამბობს მსგავსს, იმას კი ვცემ საკადრის პასუხს, მაგრამ იმ დაღუპულ ბიჭებსაც აყენებენ ამით შეურაცხყოფას, მათ ოჯახებს.

მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში საზოგადოებისგან დაფასება ერთადერთხელ ვიგრძენი და ახლაც რომ მახსენდება, ცრემლები მომდის. ავტობუსის ბარათზე აწერია, რომ ომის ვეტერანი ვარ. კონტროლიორმა რომ შემიმოწმა ბილეთი, მადლობა მითხრა.

ახლაც მეტირება. ფინანსურად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ომის ვეტერანი, მაგრამ საზოგადოებასაც მართებს მეტი დაფასება. ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, შეიძლება საერთოდ არც ერთი თეთრი არ მიიღო, მაგრამ მაინც უნდა იბრძოლო და დაიცვა სამშობლო,“ – ამბობს აბესალომ კოპალიანი.

„ომის ვეტერანი არასდროს იყო დაფასებული ამ ქვეყანაში, მაგრამ ამ ხელისუფლების დროს სულ აიგდეს.

როცა გეუბნებიან ბოდიში უნდა მოუხადოთო, ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ დაგცინიან.  რას ჰქვია ბოდიში უნდა მოვუხადო? ვის უნდა მოვუხადო ბოდიში?

იცით, მე შიში მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საერთოდ არ დავკარგოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რაღაც სისულელეს არ მოაწერონ ხელი. ჯარისკაცი საიდან ეყვარებათ ახლა ამათ? ჯარისკაცი არ უნდათ ამათ. სახლში ხომ ვერ გაუშვებენ, მაგრამ ჯარისკაცი ეზიზღებათ. პატრიოტიზმი ამათთვის არ არის და ჯარისკაცი რად უნდათ?“ – სვამს კითხვას აბესალომ კოპალიანი.

„ომის ვეტერანი, ეს არის მომავალი თაობების მასწავლებელი. ხვალ და ზეგ რაღაცა რომ იყოს და დასჭირდეს სამშობლოს, თითოეულმა ომის ვეტერანმა შეიძლება მცირე სწავლება ჩაატაროს და მოამზადოს თაობა სამშობლოს დასაცავად,“ – ამბობს აგვისტოს ომის ვეტერანი, არტილერისტი იმედა ცერცვაძე.

იმედა ცერცვაძეც სხვა ომის ვეტერანების მსგავსად ვეტერანობის პენსიას – 100 ლარს იღებს.

ყოფილმა სამხედრომ და ომის ვეტერანმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 26 წელი და 7 თვე იმსახურა, შემდეგ კი პენსიაზე გავიდა. ახლა 535 ლარს სამხედრო მოსამსახურის პენსიას იღებს, როგორც ომის ვეტერანი, ცალკე 100 ლარს.

„რაც პენსიაზე გავედი, არანაირი შეღავათით არ მისარგებლია, როგორც ომის ვეტერანს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვხვდი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ჩვეულებრივ სამოქალაქო პირი იხდის, ისე გადავიხადე მეც. რომ ვთქვი ომის ვეტერანი ვარ, ყოფილი სამხედრო-მეთქი, მითხრეს, ბრძანების ამონაწერი მოიტანე, რომ ნამდვილად მსახურობდი და მერე ვნახოთო.

ქუთაისის მესამე ბრიგადაში ვმსახურობდი. ანუ უნდა წავსულიყავი იქ, ამეღო საბუთი, ჩამეტანა გორში და მერე ალბათ ნახევარს დამიფინანსებდნენ. გადავიხადე რასაც ითხოვდნენ.

როდესაც ჯარისკაცის სიცოცხლე სასწორზე დევს და ის 24 საათის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, სამშობლოსთვის და საქართველოს  თითოეული მოქალაქისთვის თავს სწირავს, მას სამსახურის პერიოდშიც უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი როგორც თავისი ჯანდაცვა, ისე ოჯახის – მეუღლის, შვილების და მშობლების.

20-25 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმსახურო და არანაირი შეღავათით არ სარგებლობდე? შეიძლება ვიღაცა სარგებლობს, მაგრამ ეს ხომ უნდა იყოს ყველასათვის?“ – ამბობს იმედა ცერცვაძე „ბათუმელებთან“.

ყოფილი სამხედრო მოსამსახურის თქმით, წესით და კანონით, უნდა გაიზარდოს როგორც ომის ვეტერანების პენსია, ისე ყოფილი სამხედროების.

„რატომ არ უნდა ემატებოდეს ვეტერანების პენსიას არაფერი წლების განმავლობაში? დარჩა და დარჩა 100 ლარი. რატომ არ ემატება?

რაზე მეტყველებს ეს? ჩემს აზრს გეტყვით, მეც და ჩემ ირგვლივ უმრავლესობაც ასე მიიჩნ3ვს –  დღევანდელ ხელისუფლებას საქართველოს შეიარაღებული ძალები არ სჭირდება. სჭირდება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელზეც დგას. მტრები, გარშემო ვისაც ვუყურებთ, ყველანი საქართველოში ცხოვრობენ უკვე, ყველანი საქართველოში არიან შემოგზავნილები და დასახლებულები. ჰოდა, მაშ ვისთვის უნდა ეს შეიარაღებული ძალები? მე ვთვლი, რომ ამიტომ არ ექცევა ყურადღება [ვეტერანებს],“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.

ყოფილი სამხედრო პარალელს ავლებს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე, კერძოდ, აზერბაიჯანზე და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეებიც დაფასებულები არიან და ომის ვეტერანებიც. იქ ყოფილ სამხედროს თავის რჩენა შეუძლია პენსიით.

„ჩვენ რა უნდა ვქნათ? სამსახურის დაწყება ვცადე, ასაკობრივ ზღვარს გადაცილებული ხარო და არ ხარ საჭიროო. მე ერთგულად და პატიოსნად ვემსახურე ჩემს ქვეყანას. პროფესიით არტილერისტი გახლავართ, რაც ერთ-ერთი სპეციფიკური სტრუქტურაა ჯარში, თავდაცვის სამინისტროში. ჰოდა, რა ვიცი, რა გითხრათ? გული მტკივა, მაგრამ რას ვიზამ?

პატრონი უნდა, პატრონი საქართველოს. დედას ვფიცავ, ძალიან მტკივა გული. მე 2008 წელს ომში ვიყავი, ვიბრძოდი და ის ჩემი მტერი, ვისაც მაშინ ვებრძოდი, დღეს აქ „სტუმრად“ არის მოსული, ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია. ჩემზე კარგად ცხოვრობს საქართველოში, ჩემზე კარგად ჭამს, ჩემზე კარგად სვამს, ჩემზე მეტი უფლებები აქვს და ასე შემდეგ.

ძალიან მტკივა გული. მე ჩემი სამშობლოსთვის ვარ დაბადებული, მაგრამ ვსვამ კითხვას – რისთვის გავწირეთ თავი, რისთვის? რისთვის, გავიფუჭეთ ჯანმრთელობა? ამას ხომ დაფასება სჭირდება?

ხაზგასმით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება ვინ იქნება, რადგან მე სამშობლოს ვემსახურები. ჩემი მოვალეობაა ჩემი სამშობლოს წინაშე დავდგე და არანაირად ხელისუფლების წინაშე.

ხელისუფლებამ, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მაინც ყოველთვის ხმალამოღებულები ვიქნებით სამშობლოსთვის, მტრის მიმართ, დავდგებით იქ, სადაც საჭირო იქნება,“ – ამბობს იმედა ცერცვაძე.

  •   ომის რამდენი ვეტერანია საქართველოში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, 2024 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024  წლის 15 მარტის მონაცემებით, ვეტერანების, ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთა და მათი ოჯახის წევრების რაოდენობა საქართველოში 67 131  ადამიანია.

მათ შორის იყო: მეორე მსოფლიო ომის 81 ვეტერანი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული 489 პირი, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების  2 596 ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 30 459 ვეტერანი, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 21 601 ვეტერანი, თავდაცვის ძალების 1 004 ვეტერანი.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე ყოველთვიურად გაიცემა სოციალური დახმარება – 180 ლარი.

ომის ვეტერანები ასევე სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით და აქვთ შეღავათები მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას.

ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“.

თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.

ამონარიდი ბათუმის მერის წერილიდან

„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებ.

მუნიციპალიტეტის მიერ დროულად ვერ მოხერხდა აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება, ხოლო მოგვიანებით მისი გასაჯაროვება ეწინააღმდეგება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

აღნიშნულ პროცედურულ შეუსაბამობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

ხარვეზების სრულად იდენტიფიცერების შემდგომ აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტს ეცნობება წერილობით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული კორესპონდენცია ასევე გასაჯაროვდება გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მეშვეობით“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან 2026 წლის 6 ოქტომბერს.

  • რა ხდება

სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს და ის აღარ გამოუქვეყნებიათ.

„ბათუმელები“ აგვისტოს შუა რიცხვებშივე დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ იყო, ამიტომ განცხადება აიღეს და მერიისგან პასუხს ელოდებოდნენ.

მოგვიანებით ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ გარკვეული დოკუმენტაცია სააგენტოს დამატებით გადაუგზავნეს და საჯარო განხილვის თარიღიც ჩაინიშნებოდა.

კიდევ უფრო მოგვიანებით, არც მერიაში და არც სააგენტოში ამ საკითხზე აღარ გვიპასუხეს.

სააგენტოდან 6 ოქტომბერს მიღებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ საჯარო განხილვა ამჯერად აღარ ჩაინიშნება, ვინაიდან მერიამ ხარვეზები უნდა გამოასწოროს.

„საჯარო განხილვა ჩატარდება სააგენტოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ, რომლის მიხედვითაც მოხდება საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ [გენგეგმის] შემუშავებაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ 2021 წლის 16 აგვისტოს აქვს გაფორმებული 2 495 700 ლარზე.

ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე შეცვალეს. გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც [ბოლო ცვლილებით 2027 წლის 20 აპრილამდე].

„რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული „სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან“ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.“ – წერია ერთ-ერთ შეთანხმებაში, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის შედგა.

ამჯერად, როგორც ჩანს, გენგეგმის პროექტის სგშ-ს განხილვაც „დაგვიანდება“, ვინაიდან სააგენტო პროცედურის შეწყვეტას გეგმავს და საკითხს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა ბათუმის მერია „ხარვეზებს გამოასწორებს“. დაგვიანებული პროცედურების გამო კი „გვიანდება“ გენგეგმის დამტკიცებაც, რისი ბერკეტიც ბათუმის მერიის ხელშია, თუმცა არ ან ვერ იყენებს.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

 

 

Davitadze Prison Case: What We Know So Far About the Violence Allegations, Footage, and Prison Protests

Prisoner alleges sexual violence at Rustavi No.6 prison; other inmates also reported being subjected to violence after protesting in solidarity with him.

After a prisoner at Rustavi’s No. 6 Penitentiary alleged that prison guards had sexually assaulted him — describing what he said was forced penetration with a finger — other prisoners reportedly began protesting and making allegations of violence and mistreatment.

The allegations became public on October 2, when prisoner Giorgi Davitadze said during an appellate court hearing that he had been subjected to violence by several prison guards in what he described as a humiliating act.

“They took me to the de-escalation room and raped me — with a finger, with a hand. I am saying this here, in front of my family. Mr. Judge, you can see how he makes this movement toward my buttocks. At the same time, he lies to me as if he has taken his trousers down, but he has his finger inside me. What more can they do to a man? Ten men raped me. The guards are there and everything can be seen on camera. They do everything under the cameras, standing in such a way that it cannot be seen, but they still cannot hide it,” Davitadze said.

According to Davitadze, after he requested forensic examinations, he was subjected to what he described as “unimaginable pressure.” He also said he had attempted suicide, following which a representative of the Public Defender’s Office visited him.

“I tell the man, ‘I was raped.’ The representative of the Public Defender’s Office lowers his head and tells me to pause the footage… Why is there no audio in the de-escalation room when they call me ‘f*cked,’ ‘chicken,’ … ? I attempted suicide because what is it like to keep seeing the same guards who raped you?” Davitadze said in court.

Giorgi Davitadze is the son of former Tbilisi City Council member Avtandil Davitadze. Avtandil Davitadze took a seat in the Tbilisi City Council in 2014 on the Georgian Dream coalition ticket and was a member of the Georgian Dream–National Forum faction.

Davitadze’s family says that he was beaten by guards at Rustavi prison and that he has been subjected to systematic violence.

Penitentiary Service denies allegations

On the same day, the Special Penitentiary Service released video footage, without audio, showing Giorgi Davitadze being transferred to and staying in a de-escalation cell on December 21, 2025. Davitadze says the sexual assault took place during this incident.

The Penitentiary Service said the allegation was false.

According to the agency, under the rules governing penitentiary institutions and the Penitentiary Code, prisoners transferred to a de-escalation cell are subject to an inspection and search. The service said Davitadze “categorically refused” to undergo the procedure and began verbally insulting prison staff:

“The footage also shows that only after this, in order to perform their duties, the institution’s employees forcibly carried out an inspection of the prisoner, using an electronic detector on his body,” the Penitentiary Service said.

The agency said it had previously refrained from releasing the footage because an investigation into the case was ongoing and it did not want its actions to be perceived as an attempt to put pressure on the investigation.

“However, given the high level of public interest in the matter, the particular sensitivity of the case, and the deliberate attempt by the prisoner’s family to discredit the agency, the Penitentiary Service made the decision [to release the footage],” it said.

The Penitentiary Service also said that, since March 3, 2026, continuous video footage documenting all of Davitadze’s movements inside the penitentiary has been archived. According to the agency, the footage can be provided to all interested parties in accordance with the procedures established by law.

Davitadze’s mother, however, said the footage released by the Penitentiary Service was incomplete and that a prosecutor had shown her footage lasting approximately 20 minutes.

“This is not complete. This is only part of the footage. I saw five files. This is their show now… They cut out one second that suited them. You will not succeed in washing away these criminal acts… From the files I saw, it lasted around 20 minutes,” she told TV Pirveli.

According to Davitadze’s mother, the footage showed guards taking her son to the de-escalation room while he was unaware of why he was being taken there.

Public Defender says no evidence of physical abuse was found

Public Defender Levan Ioseliani said his office had “thoroughly” examined the case of Giorgi Davitadze, who accuses prison guards of sexual violence.

Ioseliani said the Public Defender’s Office had not found “any evidence of physical ill-treatment or any type of violence.”

He said Davitadze had also reported verbal abuse, regarding which the Public Defender’s Office contacted the Prosecutor’s Office, which subsequently launched an investigation.

“We thoroughly examined this issue, including the archived materials. We requested that the materials be archived and reviewed the video recordings… We did not see any evidence of physical ill-treatment or any type of violence. He also referred to verbal abuse, and regarding this we contacted the Prosecutor’s Office, which launched an investigation,” Ioseliani said.

Political parties and civil society organisations called for an immediate investigation into the allegations.

Davitadze reportedly swallows an unidentified object

On October 4, the Special Penitentiary Service said that at 9:12 p.m., Giorgi Davitadze, who had accused prison guards of sexual violence, swallowed an “unidentified small object.”

According to the agency, he did so “demonstratively” in front of a prison employee.

The Penitentiary Service said Davitadze was offered transfer to Vivamedi hospital for further medical monitoring, but refused.

Davitadze’s father responded to the statement and called on the Public Defender’s Office to intervene. Speaking to Formula TV, he said he believed that pressure on his son might be continuing inside the prison.

According to a representative of the Public Defender’s Office, Davitadze refused to be transferred to hospital until prisoners who had been moved to de-escalation rooms after expressing solidarity with him were returned to their cells.

Davitadze’s family reported that several prisoners expressed solidarity and protested from inside their cells by making collective noise. The family says that, in response, some of the prisoners were transferred by guards to de-escalation rooms.

The Special Penitentiary Service denied this account. It released footage from October 2 and said the prisoners had been transferred to de-escalation rooms because they had physically attacked prison guards, rather than because they had protested in solidarity with Davitadze.

Justice Minister calls accusations attempts to destabilize prisons

On October 5, Georgian Dream Justice Minister Paata Salia said that “certain forces want to create destabilisation in penitentiary institutions.”

Salia was referring to what he called “unconfirmed allegations” concerning the case of Giorgi Davitadze, which, he said, certain actors were attempting to present as established facts.

He also said that “these statements” concerning violence in prisons “may contain signs of a crime.”

Paata Salia did not answer questions about why exactly Giorgi Davitadze was transferred to the de-escalation room.

Journalists also asked Salia whether there is footage with audio and whether cameras installed in de-escalation rooms record sound. Despite repeated questions, the minister declined to answer.

“I will not answer that question,” Salia told journalists.

Giorgi Davitadze’s family is demanding that the full footage with audio be made public, rather than only an edited segment.

We also asked the Georgian Dream minister to comment on the manner in which Davitadze was searched, based on the footage released by the Penitentiary Service. Salia said Davitadze had been protesting and had prevented Penitentiary Service employees from carrying out their duties as required by law.

Following Giorgi Davitadze’s allegations of sexual violence by Penitentiary Service personnel, none of the individuals allegedly involved has been removed from the penitentiary facility.

Paata Salia maintains that Davitadze’s safety is fully protected and that his rights will be safeguarded. According to the minister, ‘Davitadze’s life and health are being monitored around the clock’.

“There are procedures for transferring a prisoner from one institution to another, and there are specific grounds and prerequisites. Accordingly, if those prerequisites are met, we will consider the transfer and move him; if they are not met, we will not transfer him,” Salia said.

Other prisoners reportedly go on hunger strike

Also on October 5, lawyer Darejan Sulashvili said that six prisoners at Rustavi No. 6 Penitentiary had begun a hunger strike in solidarity with Giorgi Davitadze.

The lawyer told journalists about the hunger strike after meeting with Davitadze in prison. According to Sulashvili, Davitadze himself had provided her with the information.

The hunger strike was also confirmed by Sophio Khorguani, a member of the political party For Georgia, who visited Davitadze in prison on October 5.

The Penitentiary Service, however, did not confirm the information to Netgazeti.

Lawyer alleges another prisoner was beaten in solidarity with Davitadze

On October 5, lawyer Ana Akopova said that prisoner Lasha Chachanidze had been “severely beaten with batons by guards at the No. 6 facility because he expressed solidarity with Giorgi Davitadze by shouting.”

Akopova, who represents Chachanidze, said she met with him on October 5 at Batumi No. 3 Penitentiary, where he told her that he had been beaten at the Rustavi No. 6 facility on October 2 — the same day the Penitentiary Service released footage concerning Davitadze.

According to Akopova, visible signs of physical violence remained on different parts of Chachanidze’s body.

She also said that several other prisoners at the Rustavi No. 6 facility had been severely beaten for expressing solidarity with Davitadze.

According to the lawyer, on October 3, Chachanidze and three other prisoners who had allegedly been beaten were transferred from the Rustavi No. 6 facility (where Davitadze is serving his sentence) to Batumi No. 3 Penitentiary, without being informed of the reasons for their transfer, according to Akopova.

The lawyer said Chachanidze had identified the director of the facility, Shota Trapaidze, as the person who displayed particular aggression toward him.

Batumelebi contacted the press center of the Special Penitentiary Service, which categorically denied that the prisoner had been physically assaulted.

On October 6, lawyer Omar Purtseladze said that he had visited his client, Beka Shengelia, at Rustavi No. 6 Penitentiary. According to Purtseladze, Shengelia told him about the situation inside the prison and expressed fears for his safety.

Purtseladze said Shengelia reported that, following the public disclosure of Giorgi Davitadze’s case, certain prison administration employees had allegedly attempted to provoke physical confrontations with prisoners.

According to Shengelia, these employees had continuously verbally abused prisoners in their cells for several hours, which subsequently led to several incidents.

Shengelia also told his lawyer that at least four prisoners were currently on hunger strike.

According to Purtseladze, Shengelia plans to remain in his cell to avoid being provoked into a confrontation and/or having an illegal item “planted” on him.

Shengelia holds the prison administration and the Ministry of Justice fully responsible for his life and health and for any possible complications, according to his lawyer.

The hunger-striking prisoners and Shengelia are demanding that all pressure against them cease immediately and that the specific prison administration employees allegedly involved be suspended from their duties.

Shengelia is also requesting a meeting with the Public Defender. According to his lawyer, he intends to provide the public with information about the identities of the specific employees through the Public Defender’s Office.

“His public statement should serve as a guarantee of his safety,” Purtseladze said.

Davitadze’s family continues protests

On October 6, members of Giorgi Davitadze’s family continued their protests outside the Special Penitentiary Service and the Georgian Public Broadcaster.

They are demanding the resignation of those allegedly involved in the violence, including the Special Penitentiary Service’s Director General, Giorgi Pataridze, and Shota Trapaidze, director of Rustavi No. 6 Penitentiary. The family also calls on the Public Broadcaster to provide airtime and cover the allegations.

Papuashvili accuses online media of disinformation campaign over Davitadze case

Georgian Dream Parliament Speaker Shalva Papuashvili criticised online media outlets over their coverage of the case of prisoner Giorgi Davitadze.

Papuashvili accused the outlets of being “at the forefront of disinformation campaigns,” although he did not specify what information he considered to be false or misleading:

“The whole campaign that we are seeing — and we see the same faces here, right? The same extremist groups that we see at the forefront of this campaign, the same online outlets that have repeatedly received awards from various global progressive groups and are often at the forefront of such disinformation campaigns. It is the same attempt to present an absolute absurdity as an issue, and this is a standard campaign against common sense,” Papuashvili said.

He further claimed that the case was part of an “information attack” against Georgia carried out by a group of people, intending to destabilise the country.

“The problem is that the NGOs supporting and standing behind all this — we saw their statement — are funded from abroad precisely so that such information attacks against Georgia can be carried out. And there are media outlets that, what can I say, receive medals after medals and diplomas after diplomas from abroad precisely because they help various groups carry out an information assault against Georgia,” Papuashvili said.

Earlier, on October 4, another Georgian Dream official, Tbilisi Mayor Kakha Kaladze, also commented on the case, calling it “planned.” According to Kaladze, no misconduct had taken place against Davitadze.

გამომძიებლები ბათუმის ციხეში შევიდნენ – დავითაძის სოლიდარობისთვის სავარაუდოდ ნაცემი პატიმრების საქმე

ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გამომძიებლები შევიდნენ. „ტვ პირველთან“ გამომძიებელი ადასტურებს, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

„ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული გვაქვს 333-ე მუხლით. შევალთ ახლა და გავესაუბრებით მსჯავრდებულს, მივიღებთ მისგან ინფორმაციას და შემდეგ უკვე დავიგეგმებით, რა და როგორ“, – უთხრა „ტვ პირველს“ გამომძიებელმა.

„ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში არ მოაწოდეს ინფორმაცია პატიმრის საქმეზე, რომელსაც გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს და შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.

საუბარია მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძეზე, რომლის ადვოკატი ანა აკოფოვა აცხადებს, რომ ჩაჩანიძეს 2 ოქტომბერს მე-6 დაწესებულებაში რეზინის ხელკეტებით სცემეს მას შემდეგ, როცა გიორგი დავითაძეს რამდენიმე პატიმარმა შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა. გიორგი დავითაძე კი, ის პატიმარია, რომელიც ამბობს, რომ მასზე ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმით, სასტიკად ნაცემი ლაშა ჩაჩანიძე კიდევ სამ ნაცემ მსჯავრდებულთან ერთად  მე-6 დაწესებულებიდან ბათუმის ციხეში დაუსაბუთებლად გადმოიყვანეს. ამის შესახებ ადვოკატი „ბათუმელებს“ გუშინ, 5 ოქტომბერს ესაუბრა.

ბათუმის ციხეში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ, 5 ოქტომბერს, საღამოს შევიდნენ, თუმცა ამ დრომდე სახალხო დამცველის აპარატმა არ უპასუხა შეკითხვას: რა გახდა ცნობილი ბათუმის ციხეში პატიმრებთან შეხვედრისას?

ადვოკატი ანა აკოფოვა ამ დროისთვის სავარაუდოდ ბათუმის ციხეში საგამოძიებო მოქმედებებს ესწრება. ის ამბობს, რომ ციხეში შევიდა ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელიც, რომელიც ლაშა ჩაჩანიძის სხეულზე არსებულ დაზიანებებს შეისწავლის.

ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბათუმში ხორცპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი ა. ჩ.-ის (მისამართი: ბათუმი, ბაგრატიონის 113 ა) ხორცპროდუქტების საწარმო და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.

„ინსპექტირების პროცესში დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ხორცპროდუქტების (მათ შორის შებოლილი ხორცპროდუქტების) წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა“ – წერს სააგენტო.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ბულგარეთის სანაპიროსთან ორ გემს დრონები დაესხა თავს, ერთი გემი ჩაიძირა, ეძებენ ეკიპაჟის წევრებს

შავ ზღვაში, ბულგარეთის ტერიტორიულ წლებში, დრონები დაესხა თავს ორ სატვირთო გემს, ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ ALFA WATAN-სა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ABLE-ს.

დრონების თავდასხმის შედეგად დაზარალებული ორი სავაჭრო გემიდან ერთ-ერთს, ALFA WATAN-ს სერიოზული ზიანი მიადგა და ჩაიძირა. მედიის ცნობით, დაკარგული ეკიპაჟის მოსაძებნად მიმდინარეობს სამუშაოები. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რუმენ რადევის განცხადებით, თავდასხმა მოხდა ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში, ქალაქ ბიალას აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 საზღვაო მილის დაშორებით.

მან დაადასტურა, რომ იმავე ზონაში მყოფმა ბულგარულმა ბორანმა „დიოსკურიამ“ (Dioscuria) პირველ გემზე აფეთქება დაინახა და შემთხვევის ადგილისკენ გაემართა. მათ აღმოაჩინეს ამოტრიალებული სამაშველო ნავი და სამაშველო ჟილეტები, თუმცა ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ იპოვეს.

ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

მეორე გემზე, ABLE-ზე, ხანძარი გაჩნდა, რის გამოც გემზე მყოფი ეკიპაჟის 18 წევრი იძულებული გახდა გემი დაეტოვებინა.

ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, თუმცა მათ შორის არიან დაშავებულები. ბულგარული მედიის ცნობით, მეზღვაურთაგან 11 თურქეთის, ხოლო 7 ინდოეთის მოქალაქეა.

ამ დრომდე უცნობია, რომელი ქვეყნის დრონებით მოხდა თავდასხმა გემებზე.

ბულგარეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის პირველი თავდასხმა კომერციულ გემებზე ნატოს წევრი სახელმწიფოს ეკონომიკურ ზონაში. ეს ხაზს უსვამს შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის მზარდ რისკებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე.

შავ ზღვაში, ოდესასთან, სამოქალაქო გემს რუსული დრონი დაესხა თავს – დაიღუპა ერთი ადამიანი

ოდესის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად შავ ზღვაში დაზიანდა მარშალის კუნძულების დროშით მცურავი კომერციული გემი, რომელიც რაფსის ზეთით იყო დატვირთული.

რუსული დრონის თავდასხმამ გემზე ხანძარი გამოიწვია, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, თავდასხმის შედეგად დაღუპული პირი რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო.

„სამოქალაქო გემებსა და პორტის ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, – განაცხადა კიპერმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 6 ოქტომბერს, ღამით რუსულმა დრონებმა ოდესის რეგიონში „უკრაინის შეიარაღებული ძალების“ სამიზნეები დაბომბეს.

ასევე, 3 ოქტომბერს, ოდესის რეგიონის პორტში რუსეთის ძალებმა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ გემს შეუტიეს. ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი დაშავდა.

_____________

ფოტო არქივიდან. ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

ამავე თემაზე: 

თურქეთი გამოსავალს ეძებს – გახშირებული თავდასხმები გემებზე შავ ზღვაში

ღამით ასობით უკრაინულმა დრონმა შეუტია მოსკოვის ოლქს

6 ოქტომბერს, ღამით, უკრაინამ რუსეთში მოსკოვის ოლქს 600-ზე მეტი დრონით შეუტია.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, უკრაინის თავდასხმის შედეგად ორი კაცი დაიღუპა, ცხრა დაშავდა და ისტრაში, დომოდედოვოსა და ოლქის სხვა ქალაქებში კერძო სახლები დაზიანდა.

უკრაინის თავდასხმის გამო ღამით მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეიზღუდა. მოგვიანებით „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მათ ოპერაციები დილის 5 საათის შემდეგ განაახლეს.

პირველადი ინფორმაციით, უკრაინული დრონები მოსკოვის ოლქში ნავთობის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს, საუბარია ვოლოდარსკაიას ხაზოვანი წარმოებისა და განაწილების სადგურის შესაძლო დაბომბვაზე. სადგურს ყოველწლიურად 3 მილიონამდე ტონა ნავთობპროდუქტი გადააქვს.

ტელეგრამზე დრონების შეტევის ამსახველი არაერთი კადრი გავრცელდა.

კიევი პერიოდულად ესხმის თავს რუსეთში ნავთობის მრეწველობის ობიექტებს, რათა შეაფერხოს ნავთობის ინდუსტრია რუსეთში და შეამციროს ენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად.

_______________

ფოტოზე: აფეთქება დრონების თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში. ფოტო: Exilenova+/telegram 

Chicco უკვე ბათუმშია (ბარათაშვილის N30) – იტალიური სტილი ბავშვებისთვის

ბავშვების ყოველდღიურობა პატარა დეტალებისგან შედგება – კომფორტული ტანსაცმელი, სწორად შერჩეული ფეხსაცმელი, მოვლის საშუალებები, საყვარელი სათამაშო თუ აქსესუარი, რომელიც მათ რუტინას ამარტივებს. სწორედ ამ სამყაროს ნაწილია ჩიკო, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია ბავშვებისა და მშობლების ყოველდღიურობას ქმნის.

Chicco-ს ფილოსოფია აერთიანებს ხარისხს, უსაფრთხოებასა და ბავშვის კომფორტზე ზრუნვას. ბრენდის ასორტიმენტში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვჭირდება – მოვლის საშუალებები, აქსესუარები, ინვენტარი, სათამაშოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ახლა Chicco-ს სრული პროდუქციის აღმოჩენა უკვე ბათუმშიც არის შესაძლებელი. ბრენდის ახალი სივრცე ბარათაშვილის ქუჩა N30-ში მშობლებს იტალიურ ხარისხზე დაფუძნებულ არჩევანს სთავაზობს.

საქართველოში Chicco-ს ოფიციალური დისტრიბუტორია ავერსი ფარმა. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია ავერსის აფთიაქებსა და Chicco-ს სამ შოურუმში: თბილისსა და ბათუმში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 544 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 540. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 396 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 25 494 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 50 785 ერთეული [+52]
  • MLRS – 2 184 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 688 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 549 986 ერთეული [+1 891]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 866 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 158 551 ერთეული [+566]
  • სპეცტექნიკა – 4 795 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

საფრანგეთის მოქალაქეების თქმით, ისინი საქართველოში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს

საფრანგეთის მოქალაქე არტურ გამუსი [Arthur Gamus] „ბათუმელებს“ სწერს, რომ ის თავის მეგობართან, ბაისანგურ გაურგაშვილთან [Gaourgashvili Baysangour] ერთად საქართველოში ჩამოფრინდა, თუმცა ის და მისი მეგობარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს და ქვეყანაში გაურკვეველი მიზეზით არ შემოუშვეს.

„რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ, 2026 წლის 14 სექტემბერს, ამსტერდამიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოვედით, სასაზღვრო კონტროლის წარმომადგენლებს წარვუდგინეთ საფრანგეთის მოქალაქის პასპორტები, თუმცა ერთ-ერთმა ოფიცერმა ჩემს მეგობარს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება არ მისცა.  პასპორტები წესრიგში გვქონდა, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი იყო, რატომ არ გვაძლევდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას“, – გვწერს არტურ გამუსი.

ოფიციალურ საჩივრის წერილში, რომელიც არტურმა გადმოგვიგზავნა და რომელიც მისი მეგობრის სახელით არის მომზადებული, წერია, რომ ბაისანგურ გაურგაშვილმა ოფიცერს ასევე უთხრა, რომ მას რუსული წარმოშობა ჰქონდა.

„ოფიცერი მთხოვდა წარმედგინა რუსული პასპორტის ორიგინალი, ავუხსენი, რომ რუსული პასპორტის ორიგინალი თან არ მქონდა. მიუხედავად ამისა, ოფიცერს ვაჩვენე დოკუმენტის ფოტოსურათი. თუმცა ეს არ მიიღეს. ის დაჟინებით მოითხოვდა დოკუმენტის ორიგინალის წარდგენას“, – წერია განცხადებაში, რომელიც ბაისანგურ გაურგაშვილის სახელით არის ხელმოწერილი.

არტურ გამუსის თქმით, ისინი ითხოვდნენ სამართლებრივ განმარტებას, თუ რატომ არ უშვებდნენ ქვეყანაში და „ზუსტი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების მითითებას“.

„მოვითხოვეთ განემარტათ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, ადმინისტრაციული პროცედურა და ის კონკრეტული მიზეზები, რომლებსაც ჩვენს შემთხვევაში დაეყრდნენ.

თუმცა, ჩვენ გადაგვიყვანეს დახურულ, უფანჯრო ოთახში, რომელიც, ჩვენი აღქმითა და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დაკავების ან დროებითი მოთავსების ადგილის ფუნქციას ასრულებდა.

რამდენადაც მახსოვს, იქ დაახლოებით სამი დღე დავყავით.

ჩვენ ისევ ვითხოვდით, რომ ეცნობებინათ ჩვენი სამართლებრივი სტატუსი, რომლითაც ამ იზოლატორში ვიმყოფებოდით“, – გვწერს არტურ გამუსი.

მისი თქმით და მისი მეგობრის აღწერით, დაკავების შემდეგ ისინი უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ.

„ოთახი ძალიან პატარა იყო, არ ჰქონდა ფანჯარა, რომელიც გარე ხედს უზრუნველყოფდა. გვციოდა და ბარგზე წვდომა არ გვქონდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თბილი ტანსაცმლის აღებას ვერ ვახერხებდით.

ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონებიც, რის გამოც აღარ გვქონდა ოჯახის წევრებთან და დაწესებულების გარეთ მყოფ სხვა პირებთან კომუნიკაციის საშუალება.

დაკავების პერიოდში არ ვიღებდით საკმარისი რაოდენობის საკვებს. ოთახში შევნიშნეთ ტარაკნებიც“, – გვწერს არტურ გამუსი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ტელეფონები წაართვეს, დრონის მეშვეობით მაინც მოახერხეს დაკავების ოთახის გადაღება, სადაც ჩანს, თუ რა პირობებში უწევდათ ყოფნა.

როგორც არტური გვწერს, ის პირველად იმყოფებოდა საქართველოში და რამდენიმე დღე აპირებდა მოგზაურობას, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.

არტურის მეგობრის განცხადებაში ასევე წერია, რომ მზად არიან მიაწოდონ გამოძიებას ყველა საჭირო მტკიცებულება იმისთვის, რომ გაირკვეს, რა მიზეზით დააყოვნეს ისინი აეროპორტში.

„მზად ვარ, მოთხოვნის შემთხვევაში და დადგენილი პროცედურის შესაბამისად, აღნიშნული მასალები კომპეტენტურ ორგანოს გადავცე, რომ დაადგინონ, ითამაშა თუ არა რაიმე როლი ჩემმა ფრანგულმა ეროვნებამ ან რუსულმა წარმოშობამ იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც ჩემთან დაკავშირებით იქნა მიღებული, ან იმგვარ მოპყრობაში, რომელიც მე და ჩემს თანამგზავრს შეგვხვდა“, – წერს ბაისანგურ გაურგაშვილი.

საფრანგეთის მოქალაქეები ასევე ითხოვენ, რომ გამოძიებამ დაადგინოს მათი იზოლატორში ყოფნის ხანგრძლივობა და საფუძველი, შეისწავლოს მატერიალური და სანიტარული პირობები იმ ოთახის, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, „შეესაბამებოდა თუ არა ჩვენ მიმართ განხორციელებული მოპყრობა საქართველოს და საერთაშორისო სტანდარტებს“.

ისინი ასევე საუბრობენ ფსიქოლოგიურ გავლენაზე, „რომელიც ზემოთ აღწერილმა გარემოებებმა მოახდინა ჩვენზე“, – გვწერენ უცხოელები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შს სამინისტროს და ჰკითხა, რა იყო საფრანგეთის მოქალაქეების საქართველოში არ შემოშვების საფუძველი და დაირღვა თუ არა აღნიშნული პირების უფლებები მათი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში?

შსს-ში გვითხრეს, რომ საფრანგეთის მოქალაქისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარი არ უთქვამს საქართველოს. „მან თავად თქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე“, – გვითხრეს შსს-ში.

რაც შეეხება მეორე პირს – ბაისანგურ გაურგაშვილს, მასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ არტურის თანმხლებ პირს დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდა.

„ბათუმელებმა“ ინფორმაცია კვლავ გადაამოწმა არტურ გამუსთან და ჰკითხა, რატომ თქვა მან უარი საქართველოში შემოსვლაზე მას შემდეგ, როცა მის მეგობარს არ მისცეს საზღვრის კვეთის უფლება?

არტურმა მოგვწერა, რომ შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მე არ მიმიღია თავისუფალი და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რომ არ შემოვსულიყავი საქართველოში. მე უკვე გავლილი მქონდა სასაზღვრო კონტროლი და მხოლოდ იმიტომ გავბრუნდი უკან, როცა დავინახე, რომ ჩემს მეგობარს პრობლემა შეექმნა შემოსვლაზე. ჩვენ მოვითხოვდით ახსნა-განმარტებას. 

ამის შემდეგ, ჩამომართვეს პასპორტი და აღარ დამიბრუნეს. შემდეგ კი მთლიანად მათი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებოდი ამსტერდამში გაფრენამდე“, – გვწერს არტურ გამუსი.

რაც შეეხება თანმხლებ პირს, მას როგორც არტური გვწერს, თან ჰქონდა საფრანგეთის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მას თავისუფალი მგზავრობის შესაძლებლობას აძლევს.

„გაურგაშვილი მოგზაურობდა ალპ-მარატიმის (Alpes-Maritimes) პრეფექტურის მიერ გაცემული ოფიციალური, მოქმედი ფრანგული პასპორტით და, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებისთვის წარდგენილი დოკუმენტი ნამდვილად იყო ოფიციალური ფრანგული დოკუმენტი.

მასზე მკაფიოდ არის დატანილი წარწერა «RÉPUBLIQUE FRANÇAISE» (საფრანგეთის რესპუბლიკა)“, – მოგვწერამან და აღნიშნული დოკუმენტის ფოტო გამოგვიგზავნა. 

აღნიშნული დოკუმენტი [და არა პასპორტი] ნამდვილად არის გაცემული საფრანგეთის რესპუბლიკის მიერ, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტს იმ პირისთვის, რომელსაც საფრანგეთში მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი.

დოკუმენტზე გარკვევით წერია, რომ ამ საბუთის მფლობელს შეუძლია ყველა ქვეყანაში შესვლა, გარდა რუსეთისა.

მაგდა მიქაბერიძე მასწავლებლის 2026 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2026 წლის გამარჯვებული მაგდა მიქაბერიძე გახდა. ის თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელია.

დაჯილდოების ცერემონია დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გაიმართა.

ეროვნული ჯილდოს მფლობელ მასწავლებელს 15 000 ლარი გადაეცემა საჩუქრად.

დასაჩუქრდნენ სხვა ფინალისტებიც.

კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა, ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია.

ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის გაზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.

„მოვინახულებთ აუცილებლად“ – სახალხო დამცველი სავარაუდოდ ხელკეტებით ნაცემი პატიმრების შესახებ

სახალხო დამცველის წარმომადგენელს ამ დრომდე არ მოუნახულებია პატიმარი, რომელიც ამბობს, რომ მას და კიდევ 3 მსჯავრდებულს რეზინის ხელკეტებით სცემეს მე-6 დაწესებულებაში, როცა მათ შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს გიორგი დავითაძეს. პატიმრების ჯგუფურად სავარაუდოდ ცემის შემდეგ კი, ნაცემი მსჯავერდებულები ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

პატიმარ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატი, ანა აკოფოვა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ციხეში მომდარი ფიზიკური ძალადობის შესახებ მას მსჯავრდებული დღეს, 5 ოქტომბერს მოუყვა ბათუმის ციხეში შეხვედრის დროს. ადვოკატის თქმით, პატიმრებს ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ბადრაგებმა 2 ოქტომბერს სცემეს.

„ბათუმელები“ ამ შემთხვევის შესახებ 5 ოქტომბერს დილით წერდა. სავარაუდოდ ნაცემი პატიმრის, ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატისთვის, ანა აკოფოვასთვისაც არ არის ცნობილი, დაიწყო თუ არა გამოძიება. „ბათუმელებს“ ლაშა ჩაჩანიძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე ამ დრომდე არ პასუხობენ პროკურატურის პრესცენტრში.

უცნობია იმ მსჯავრდებულების ვინაობა, რომლებსაც სავარაუდოდ ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად სცემეს და რომლებიც შემდეგ ბათუმის ციხეში გადმოიყვანეს.

„აუცილებლად მოვინახულებთ, მოგაწვდით ინფორმაციას,“ – გვითხრეს სახალხო დამცველის პრესცენტრში ლაშა ჩაჩანიძის და სხვა პატიმრების შესახებ, რომლებსაც სავარაუდოდ მე-6 დაწესებულებაში სცემეს. დღის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არ შესულა.

„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილი, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება, დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…

ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.

პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გადმოიყვანეს მეექვსედან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში,“ – გვითხრა ადვოკატმა ან აკოფოვამ.

რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, ამ უწყების პრესცენტრში პატიმრებზე ძალადობას გამორიცხავენ. „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან. მსჯავრდებულების სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია კი, პენიტენციურ სამსახურში პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ მოგვაწოდეს.

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ბრალდებული ქალი გირაოთი გაათავისუფლეს, 18 კაცი – დააპატიმრეს

დღეს, 5 ოქტომბერს, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 18 ბრალდებულს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ბრალდებულ ქალს კი, საპატიმრო გირაო შეუფარდეს. 4 ათასი ლარის გადახდის შემდეგ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ქალი საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

საუბარია 2026 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში ერთდროულად 80 პირის დაკავებაზე. გამოძიების ვერსიით, „საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის – გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ. დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.“

ამ საქმეშიც პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ფარული სატელეფონო ჩანაწერებია, თუმცა ადვოკატების თქმით, ჩანაწერები არ ადასტურებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირს.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ „ბათუმელები“ ამ საქმეზე ორი ბრალდებულის ადვოკატს, სიმონ ასათიანს ესაუბრა:

„მტკიცებულება არის მხოლოდ ფარული ჩანაწერები, მაგრამ ასეთი საუბარი შეიძლება თითოეულ ჩვენგანს გააჩნდეს, როცა სხვადასხვა ადამიანთან: მეგობრებთან, მეზობლებთან გამოთქვამ ვერსიას და ვიღაცამ შეიძლება გითხრას, რა გაჩხუბებს? ან საცემი ყოფილა, მაგალითად, ესა და ეს პირობითად.

ჩანაწერებში არ არსებობს შემდეგი სახის მტკიცებულება, რომ ვინმე ვინმესთან მიდიოდეს და ეუბნებოდეს: შენ ხარ „ქურდული სამყაროს“ წევრი, დამეხმარე პრობლემის მოგვარებაში და ჩემგან იქნება ყურადღება, პატივისცემა,“ – ამბობს ადვოკატი სიმონ ასათიანი. იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სატელეფონო ჩანაწერებით არ დასტურდება ის შემადგენლობა, რაც საჭიროა ბრალის დასადასტურებლად: მაგალითად, იძულება, მუქარა, მოსყიდვა და ასე შემდეგ.

ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არ ადასტურებენ „ქურდულ სამყაროსთან“ რაიმე სახის კავშირს. სიმონ ასათიანის თქმით, მაგალითად, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთი ბრალდებული სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, მეორე – ტურიზმის სექტორში.

„ამ ჩანაწერებში არ ისმის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ეპიზოდში, რომ ისინი ახსენებდნენ, მაგალითად, „ქურდული სამყაროსთვის“ დამახასიათებელ ფრაზებს… ტელევიზიით გავრცელდა რამდენიმე ჩანაწერი, სადაც ისმის მსგავსი ფრაზები, მაგრამ ეს უკავშირდება სხვადასხვა ბრალდებულს. სულ 19 ტომია საქმე…

მაგალითად, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების ეპიზოდი არ უკავშირდება ფინანსურ დავას: ორ პირს ჰქონდა რაღაც საკითხზე უკმაყოფილება, იყო კამათი, რა დროსაც ერთმა მეორეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამაზეა ჩანაწერში საუბარი, რომ უნდა შერიგდნენ და არ გამძაფრდეს დავა.

ჩემი აზრით, პროკურატურის ინტერესია ერთგვარად შიშის დანერგვის ფაქტორი: თუ რამე პრობლემა გაქვს და ეს სასამართლოს, პოლიციის მიღმა წყდება სამეგობროში, სანათესავოში, ამას შეიძლება მიეცეს ინტერპრეტირება, რომ იყო ქურდული გარჩევა. არ ვამბობ, რომ „ქურდული განხილვა“ უნდა იყოს, მაგრამ თუ გარკვეულ პრობლემას ადამიანი აგვარებს მორიგებით, ამით ხომ სასამართლოს რესურსი დაიზოგება?“ – კითხულობს ადვოკატი სიმონ ასათიანი.

19 ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 5 ოქტომბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლომ

———————–

პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად,  4 სექტემბერს, ღამით, თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს. ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკას“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

25 სექტემბერს გურიაში პოლიციამ 3 პირი დააკავა, უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, „წრიპას“, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

8 ივნისს დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“.

13 მაისს ასევე გაავრცელა შს სამინისტრომ განცხადება ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების შესახებ.  მათ „კანონიერ ქურდებთან“ – ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძესთან კავშირი ედებათ ბრალად.

17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგება გააფორმოს.

3 თებერვალს თბილისსა და რეგიონებში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის თქმით, ბრალი წარედგინება კიდევ 15 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ან დაუსწრებლად, მათ შორის, სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა მეტსახელად „ჯვარსკი“ მისი ოჯახის წევრების – დედისა და ძმის დახმარებით, აწყობდა ქურდულ გარჩევებს.

პატიმარს სასტიკად სცემეს გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო – ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადა,“ – ამბობს ადვოკატი ანა აკოფოვა. იგი მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ინტერესებს იცავს.

ადვოკატის თქმით, ის დღეს, 5 ოქტომბერს, შეხვდა მსჯავრდებულს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში, სადაც მას პატიმარი მოუყვა, როგორ სცემეს მე-6 დაწესებულებაში 2 ოქტომბერს – ამ დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის შესახებ ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, მანამდე კი, პატიმარმა თქვა, რომ მასზე ციხეში ბადრაგებმა სექსუალურად იძალადეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე, სხვადასხვა ადგილზე, ახლაც მკაფიოდ ეტყობა ფიზიკური ძალადობის კვალი.

ადვოკატ ანა აკოფოვას თქმითვე, ლაშა ჩაჩანიძესთან ერთად მე-6 დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე პატიმარს სცემეს სასტიკად სოლიდარობის გამო. 3 ოქტომბერს, შაბათს კი, ლაშა ჩაჩანიძე და კიდევ 3 ნაცემი მსჯავრდებული ყოველგვარი დასაბუთების გაცნობის გარეშე მე-6 დაწესებულებიდან [სადაც გიორგი დავითაძე იხდის სასჯელს] ბათუმის მე-3 დაწესებულებაში გადმოიყვანეს.

„ლაშა ჩაჩანიძეს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება: მუხლებზე, ხელებზე, ზურგზე… ასევე, ამბობს, რომ აქვს გაუსაძლისი თავის ტკივილი, რადგან ფიზიკური ძალადობის დროს თავზე ძლიერად აწვებოდნენ, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია. ლაშას თქმით, მას რეზინის ხელკეტებით სცემეს… ტანსაცმლით დაუფარავ ნაწილებზეც კი ძალიან მკაფიოდ ეტყობა დაზიანებები,“ – გვესაუბრება ადვოკატი ანა აკოფოვა. – „მსჯავრდებულმა მითხრა კიდევ სამი პატიმრის შესახებ, რომლებიც ასევე გადმოიყვანეს ბათუმში, მაგრამ არ მომცეს საშუალება, დაწესებულებიდან გამომეტანა ფურცელი, სადაც ჩამოწერილი მქონდა მათი სახელები და გვარები…

ლაშა ამბობს, რომ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა უშუალოდ დაწესებულების დირექტორი – შოთა ტრაპაიძე.

პატიმრებისთვის ციხის ადმინისტრაციას არ დაუსაბუთებია, რატომ გადმოიყვანესისინი მეექვსე დაწესებულებიდან ბათუმში, მე-3 დაწესებულებაში.

მოვითხოვ, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს ექსპერტიზა.

მსჯავრდებული ითხოვს, რომ ამოიღონ ვიდეოკამერის ჩანაწერები, თუმცა ლაშა აღნიშნავს, რომ ის და სხვა პატიმრებიც, რომლებმაც გიორგი დავითაძეს შეძახილებით სოლიდარობა გამოუცხადეს, ცალკე შეიყვანეს ისეთ ოთახში, სადაც კამერები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ფიზიკური ძალადობა გამოჩნდება სხვა კადრებში, როცა იგი ცემა-ცემით მიჰყავთ ამ ოთახისკენ…

მსჯავრდებულმა ასევე მითხრა, რომ იგი აბსოლუტურად ყველა პირს ამოიცნობს, რომლებმაც მასზე ჯგუფურად იძალადეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ანა აკოფოვამ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრს, სადაც პატიმარზე ფიზიკური ძალადობა კატეგორიულად უარყვეს.

რატომ აღენიშნება მსჯავრდებულს ფიზიკური დაზიანებები? დაიწყო ამ საკითხზე მოკვლევა? რატომ გადაიყვანეს მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე მე-3 დაწესებულებაში? – პენიტენციური სამსახურის პრესცენტრში განმარტეს, რომ „არანაირ ინციდენტს არ ჰქონია ადგილი“.  რაც შეეხება მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას, ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან პერსონალური მონაცემების დაცვის გამო.

უეკიპაჟოდ შემოსული გემი ბათუმის სანაპიროდან გაიყვანეს

ბათუმთან, ზღვის აკვატორიაში უეკიპაჟოდ შემოსული გემი თურქეთში გაჰყავთ.

როგორც საზღვაო სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები უკვე დატოვა, „მაგრამ დაბუქსირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს თურქულ მხარესთან კოორდინაციით“, – გვითხრეს სააგენტოში.

საზღვაო სააგენტოში არ უპასუხეს კითხვას, ხომ არ არის ეს მშრალი ტვირთმზიდი „Омский-107“, რომელიც უკრაინამ დააზიანა და უეკიპაჟოდ იყო დარჩენილი.

უეკიპაჟო გემი გუშინ, 4 ოქტომბერს, გამოჩნდა ბათუმის აკვატორიაში. ის თვითდინებით შემოვიდა.

__________

ამ თემაზე:

ბათუმის სანაპიროს მოადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას

თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.

ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.

თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.

თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას – გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

შეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

სარფის საბაჟოდან 8 კილოგრამი ოქრო ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო პუნქტზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა  8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა.

ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000- მდე ლარს შეადგენს“.

საგამოძიებოს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 542 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +2 020. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 393 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 25 487 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 50 733 ერთეული [+47]
  • MLRS – 2 182 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 688 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 443 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 548 095 ერთეული [+1 855]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 859 ერთეული [+22]
  • გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 157 985 ერთეული [+727]
  • სპეცტექნიკა – 4 793 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 126 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელებმა შეტევა დაიწყეს ე.წ. მწვანე ველისკენ, რაც იყო ყურადღების გადატანა – ინტერვიუ გენერალთან

რუსეთმა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ცოცხალი ძალა დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version