სიახლეები

დაზიანებული ტრენაჟორი – დაუდევრობა თუ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო

05.07.2016
დაზიანებული ტრენაჟორი – დაუდევრობა თუ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩა 30-ის მიმდებარედ არსებულ ბაღთან ტრენაჟორები ორი კვირაა რაც დაამონტაჟეს. დღეს დილით კი ტრენაჟორები მოსახლეობას დაზიანებული დახვდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ხელოვნურ დაზიანებასთან არ გვაქვს საქმე. ტრენაჟორები უხარისხიოა, ან უხარისხოდაა დამონტაჟებული… სავარაუდოდ, ჭანჭიკებმა ვერ გაუძლეს და ერთი მათგანი მოტყდა“.

ტრენაჟორების შეძენა-დამონტაჟება ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბათუმის მერის წარმომადგენელმა თამარის უბანში, თამაზ სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ დაუკავშირდება შესაბამის კომპანიას ვინც ტრენაჟორები დაამონტაჟა: „არაჯეროვნად არის თუ არა შესრულებული სამუშაო ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კომპანიას აქვს პასუხისმგებლობაც და პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება“.

ფოტოები მოსახლეობამ მოგვაწოდა:

13582269_1182427825178468_465094324_o

13570070_1182427858511798_1536767275_o

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: