ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, დღეს, 17 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
Tag Archives: შსს
დამირეკეს მამა ცოცხალ-მკვდარია კლინიკაშიო, გამოვვარდი სახლიდან და დამაჯარიმეს – შშმ პირი
„დამირეკეს თუ არა, მამაშენი ცოცხალ-მკვდარი დავტოვეთ საავადმყოფოშიო, გამოვვარდი სახლიდან, უკვე ღამის 10 საათი იქნებოდა…“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამაზ ფუნდუკიდი, რომელიც 15 მარტს პოლიციელებმა კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. თამაზ ფუნდუკიდი ქობულეთში, სოფელ დაგვაში ცხოვრობს. „მამაჩემი 80 წლისაა და ხშირად ავადმყოფობს. ის ჩემს ახლობელთან მყავდა დატოვებული ქალაქში,“ – გვიყვება თამაზ ფუნდუკიდი, „ღამით დამირეკა …
შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო A1 და A2 ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები გამოცდისათვის მოტოციკლებს ყიდულობს. სხვადასხვა ტიპის 16 მოტოციკლის შესაძენად სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 425 ათას 539 ლარია. წინადადებების მიღება 2021 წლის 20 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა მსუბუქი მოტოციკლები ეტლის გარეშე [A1; ძრავის მოცულობა: 110 – 125 კუბ.სმ; 7 …
Continue reading “შსს 425 ათასი ლარის მოტოციკლებს ყიდულობს მართვის მოწმობის გამოცდისთვის “
დააკავეს მამა-შვილი, რომლებსაც 3 მოქალაქე წლობით მონობაში ჰყავდათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბ.წ.-მ …
Continue reading “დააკავეს მამა-შვილი, რომლებსაც 3 მოქალაქე წლობით მონობაში ჰყავდათ”
ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ავტომანქანა შეეჯახა
ავტოავარია მოხდა დღეს, 14 მარტს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მუნიციპალურ ავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. შს სამინსიტროს შემთხვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
ოჯახში ქალზე ძალადობის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა – დაკავებულია 1 პირი
შს სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე კახეთში ერთი პირი დააკავეს. „დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი, 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით …
Continue reading “ოჯახში ქალზე ძალადობის დროს მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა – დაკავებულია 1 პირი”
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. 1980 წელს დაბადებულ პირს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად. „მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის …
Continue reading “პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავეს – შსს”
შსს: ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია სამი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და …
Continue reading “შსს: ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია სამი პირი”
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს
შატილში მომხდარი ავარიის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. საუბარია 2020 წლის 23 აგვისტოს დუშეთში, სოფელ ბისოს ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 – მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 …
Continue reading “შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს”
„მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს იზამს“ – გომელაური 14 წლის ნინის საქმეზე
„გრძნობთ თუ არა პირად პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა ქაქუთში, როდესაც 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა მოძალადეების წინაშე დაუცველი? რატომ მოხდა ეს?“ – ეს შეკითხვა საქართველოს შს მინისტრს [დღეის მდგომარეობით მინისტრობის კანდიდატს] ალეკო ელისაშვილმა დაუსვა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა. „უმძიმესია და კიდევ ერთხელ მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე და ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს. ეს …
იგეგმება მოპედზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება – გომელაური
„იგეგმება მოპედის რეგისტრაცია, მოპედზე მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის გაცემა“ – განაცხადა დღეს, 21 თებერვალს, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მოპედის მძღოლებისთვის მართვის მოწმობის გაცემაზე ორი წლის წინაც იყო საუბარი, როცა საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ავტომობილის მართვის მოწმობას 17 წლის პირები ვეღარ აიღებდნენ.
დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა
შს სამინისტროს ცნობით, კახეთში ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 31 წლის კაცი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, კაცი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 …
Continue reading “დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის გოგოს მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა”
ბათუმში 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ის ჯერ არ გაუთავისუფლებიათ
დღეს ბათუმში პოლიციელებმა აქციის ერთი მონაწილე რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის მცდელობის დროს დააკავეს. საუბარია საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბათუმში დღეს, 15 თებერვალს, გაიმართა. აქციის მონაწილეები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდნენ, მათ შორის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ადამიანებს. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვენ შეხვედრას. აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატიდან უთხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძეს შეხვდებოდნენ, ოღონდ მედიის გარეშე. აჭარის მთავრობის სახლი …
Continue reading “ბათუმში 1 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ის ჯერ არ გაუთავისუფლებიათ”
ბათუმში ქალს მოტოციკლი დაეჯახა
დღეს, 14 თებერვალს, ბათუმში, ქვეით ქალს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა წაიყვანა. გუშინ, 13 თებერვალს, ბათუმში ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა: შარშან 122 ადამიანი დაიღუპა ავარიაში რკინიგზის გადასასვლელზე
ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ე.ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი – 1974 წელს …
Continue reading “ბათუმში კაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – შსს”
ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია
ბათუმში 13 თებერვალს ქვეითებზე ავტომანქანის დაჯახების 2 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ორივე მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, ბათუმში მომხდარ ორივე ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. — 2020 წელს საქართველოში 450 ადამიანი …
Continue reading “ბათუმში ქვეითზე ავტომანქანის დაჯახების 2 ფაქტზე გამოძიება დაწყებულია”
23 წლის კაცს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც წარუდგინეს ბრალი | 14 წლის ნინის საქმე
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ნ.ტ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისში და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, …
ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ნარკოტიკს ინტერნეტით ყიდდა
ინტერნეტაპლიკაციებით და სოციალური ქსელებით ნარკოტიკის რეალიზების საქმეზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ ა.კ.-ს გამოძიება ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, იგი, ინტერნეტაპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკული საშუალებების შემდგომი …
Continue reading “ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ნარკოტიკს ინტერნეტით ყიდდა”
ბათუმში მდუმარე აქციით პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს – 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმე
„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …
პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე
წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს. ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა …
14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქობულეთში არასრულწლოვანი გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით პასუხი უნდა მოვთხოვოთ განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროებს, რადგან მსგავსი ფაქტები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უწყებების გაუმართავ და უპასუხისმგებლო მუშაობასთან. „სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე …
Continue reading “14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე პასუხი სახელმწიფო უწყებებს უნდა მოვთხოვოთ – დოლიძე”
რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ
გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ. როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა …
14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა
ქობულეთში სექსუალური ძალადობისთვის 23 წლის კაცი შსს-მ მას შემდეგ დააკავა, რაც დაზარალებულმა 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს თვითმკვლელობის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. გარდაცვლილის ბაბუა გუშინ ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი თვის წინ გაიგო, შემთხვევა კი გასულ ზაფხულს მოხდა. „ცამეტიწლინახევრის იყო მაშინ. ემუქრებოდა თუ რა იყო არ ვიცი, ბავშვი არ ამბობდა რამეს… …
ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს. დაკავებულები დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ. „ბათუმის …
Continue reading “ბათუმში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი 2 პირი დააკავეს – შსს”
ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ავთანდილ გალდავა დანიშნეს. აქამდე ამ პოსტზე კოტე ანანიაშვილი მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე უხელმძღვანელებს. ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ნიკოლოზ დიასამიძემ ავთანდილ გალდავა შეცვალა. ავთანდილ გალდავა ფიგურირებს ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების საქმეში, როცა გამტაცებელმა ბადრი …
Continue reading “ავთანდილ გალდავა აჭარის პოლიციის უფროსად დანიშნეს”
როგორ ხარჯავს შსს ნახევარ მილიარდს ხელფასებში | აუდიტი
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულმა საკასო ხარჯმა 561 633 739 ლარი შეადგინა. 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში კი მითითებულია, რომ იგივე 2019 წელს, შსს-ში შრომის ანაზღაურებისთვის 90 მილიონი ლარით ნაკლები, 471 502 200 ლარია გახარჯული. აუდიტის მიხედვით, 2019 წელს შსს-მ 561,6 მილიონი ლარი „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გასცა …
Continue reading “როგორ ხარჯავს შსს ნახევარ მილიარდს ხელფასებში | აუდიტი”
დააკავეს კაცი, რომელმაც ფიზიკურად შეურაცხყო ტრანსგენდერი ქალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1990 წელს დაბადებული ლ.კ. ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას. სამართალდამცველებმა ლ.კ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე …
Continue reading “დააკავეს კაცი, რომელმაც ფიზიკურად შეურაცხყო ტრანსგენდერი ქალი”
აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტს კოტე ანანიაშვილი აღარ უხელძღვანელებს. ინფორმაცია “ბათუმელებთან” თავად კოტე ანანიაშვილმა დაადასტურა. კოტე ანანიაშვილმა არ დააკონკრეტა, რის გამო გაათავისუფლეს ან რა პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას. ამ ეტაპზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დანიშნული არ არის. მოვალეობას სავარაუდოდ კოტე ანანიაშვილის მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო ცვლილებებზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. ____ კოტე ანანიაშვილი აჭარის …
Continue reading “აჭარის პოლიციის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა”
პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება. პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ …
Continue reading “პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს”
ბათუმში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა. ბათუმის პორტში ხომალდს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება. COVID19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შეხვედრები დისტანციურად, …
Continue reading “ბათუმში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შემოვიდა”
მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასვლა შეზღუდული რჩება | მომსახურების სააგენტო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას პირველი თებერვლიდან დაიწყებს. პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურება. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას. პირველი თებერვლიდან მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის …
Continue reading “მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასვლა შეზღუდული რჩება | მომსახურების სააგენტო”
პოლიციამ საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ მარტვილში დააკავა 1992 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას – 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან …
Continue reading “პოლიციამ საკუთარი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა”
ბათუმში ახალგაზრდა კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა
ბათუმში, ანგისის დასახლებაში, 35 წლამდე კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ის გარდაცვლილი დახვდა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია TV 25 -მა გაავრცელა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მშენებლობა, საიდანაც მუშა ჩამოვარდა, კომპანია “სუპერ გრუპს” ეკუთვნის. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ კომპანია “სუპერ გრუპს” სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ერთხელ თავადაც მიუთითა, თუმცა, საქმისწარმოება გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორების შემდგომ …
Continue reading “ბათუმში ახალგაზრდა კაცი მშენებლობიდან ჩამოვარდა და დაიღუპა”
პანდემიისას 48%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის რაოდენობა, კიდევ რა სახის დანაშაულმა მოიმატა
განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი [სსკ-ის 108-ე მუხლი] პანდემიის დროს ანუ 2020 წელს, საქართველოში წინა წელთან შედარებით 48.57 პროცენტით გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 52, აქედან 45 საქმე გაიხსნა. 2020 წელს რამდენიმე სხვა დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ოჯახში ძალადობის 4927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს – …
ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 23 იანვარს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს „ალტერნატივას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ევროპის მოედანზე ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა. გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს …
Continue reading “ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე”
კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, „1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.“ დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით …
Continue reading “კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – შსს”