შსს: სირცხვილის დერეფნები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  ე.წ. სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, რომლის შესახებაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საარჩევნო უბნებთან ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნების …

ბათუმში ენმ-ს ოფისის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი ამხილა, რომელიც ჩადენილ ქმედებას აღიარებს. ბათუმში, 15 ნოემბერს, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ენმ-ს ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს: [red_box]ბათუმში ენმ-ის ოფისის შუშა ჩაამსხვრიეს – დაწყებულია გამოძიება[/red_box] „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, …

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში 1 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი, – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული,“ – აცხადებს შსს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს …

პოლიციამ ბათუმში ქალის მკვლელობის ფაქტზე კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს – ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე …

დააკავეს ონლაინრეალიზატორი, ამოღებულია 1.2 მილიონის ნარკოტიკი და ლაბორატორიული ინვენტარი

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მასშტაბური სქემა გამოავლინეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, …

ხელვაჩაურში „არ დათმოს“ აქტივისტზე თავდასხმას ძალადობის მუხლით გამოიძიებენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელვაჩაურში დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც ძალადობის გულისხმობს. შსს-ში ვერ გვითხრეს, არის თუ არა ვინმე დაკავებული ამ საქმეზე. მოძრაობა „ალტერნატივას“ ლიდერის, ხათუნა ბერიძის ინფორმაციით, საარჩევნოდ შექმნილი მოძრაობა „არ დათმოს“ აქტივისტს – ზურაბ ბოლქვაძეს 7 პირი პოლიციელების წინ თავს დაესხა მაშინ, როცა ეს მოძრაობა საპროტესტო აქციას …

პოლიციამ 54 წლის კაცი დააკავა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ქმედებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხაშურში პოლიციამ 54 წლის კაცი დააკავა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული …

ბათუმში 50 წლის ქალი მოკლეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის ქალი მოკლეს, ის ბელორუსიის მოქალაქეა. მკვლელობა სავარაუდოდ დანით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

წყლის ჭავლით დარბეული აქცია და გაფრთხილება – რა ხდება თბილისში [LIVE]

დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილი წყლის ჭავლით, გაფრთხილების გარეშე დაშალეს, თუმცა აქცია თბილისში ისევ გრძელდება. საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადაწყვეტილი აქვთ ცესკოს პიკეტირება. ოპოზიციური პარტიები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახან არჩევნებს ითხოვენ. აქციის პარალელირად განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაიცვან მართლწესრიგი …

ამოღებულია 4 კგ ნარკოტიკი, რომელიც 1 კგ-მდე ჰეროინს შეიცავს-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ნ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, ნ.კ.-ის ხელბარგის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული, 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, …

მარნეულში მამა-შვილმა მეზობლად მცხოვრები დედა-შვილი მოკლა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მამა-შვილი, 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი …

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბნის წინ მოქალაქე ხმამაღლა პრეტენზიას გამოხატავდა. მან საარჩევნო სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვა. „მას ორმა ბიჭმა მიაყენა შეურაცხყოფა და მე ჩავერიე. ვკითხე, რატომ ეუბნებოდნენ …

PCR კვლევების ჩატარებას შსს-ს ლაბორატორიაც გეგმავს

PCR ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად შესაბამისი აპარატურისა და თანმდევი სახარჯი მასალები ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად შესყიდვების სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. შსს-ს ინფორმაციით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის საჭირო დამატებითი აპარატურისა და თანმდევი სახარჯი მასალების შესაძენად, არაუმეტეს 760 700 ლარია საჭირო. „დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედ ლუგარის ლაბორატორიასთან ერთად, რომელიც წამყვანი ძალაა COVID 19-ის კვლევების პროცესში, ქვეყნის მასშტაბით კიდევ …

უცხოელების ოჯახის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი. და 1992 წელს დაბადებული ი.კ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეისში მცხოვრები ცოლ-ქმრის, ჩინეთის მოქალაქის – პ.ქ.-ის და ავსტრალიის მოქალაქის – ჯ.ფ.-ის სახლში მოტყუებით, უკანონოდ შეაღწიეს, …

ხელვაჩაურში მომხდარ ფაქტზე 3 პირი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.ს., 1996 წელს დაბადებული გ.ნ. და 1995 წელს დაბადებული რ.პ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ღამით, ფარულად შეაღწიეს ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, სადაც უკანონოდ დაეუფლნენ სამკაულებს, მაჯის …

პოლიციამ ერთი პირი დააკავა – ოჯახის დაყაჩაღების საქმე ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში პოლიციამ დააკავა დღეს მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პირი – ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. 25 ოქტომბერს, გამთენიისას, ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახს დაესხნენ თავს, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით. მძარცველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოჯახის წევრს, შუა ხნის კაცს სცემეს. იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი თავდასხმასა და დაყაჩაღებაზე საუბრობს, გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის …

ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღებაში მონაწილე დამნაშავის ვინაობა დადგენილია – შსს

შს სამინისტრო ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარი “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ …

ხელვაჩაურში ოჯახს დაესხნენ თავს – გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო

25 ოქტომბერს, გამთენიიისას, ხელვაჩაურში მცხოვრებ ოჯახს დაესხნენ თავს, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით. მძარცველებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს და ოჯახის წევრი, შუა ხნის კაცს სცემეს, რომელსაც ამ დროს გაეღვიძა. იგი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი თავდასხმაზე საუბრობს, გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. სამინისტროში გვითხრეს, რომ სამართალდამცავები საქმეზე ჯერ ისევ …

კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია, საქმეების 90%-ზე მეტი გაუხსნელი რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია. 2018 წელს პოლიციამ სულ 1051 კომპიუტერული დანაშაული დაარეგისტრირა, 2019 წელს – 1611, ანუ 53%-ით მეტი, 2020 წელს კი, მხოლოდ იანვარ-აგვისტოში დარეგისტრირდა 1543 კიბერდანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26.17%-ით აღემატება. შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის …

ქობულეთში დააყაჩაღეს ინკასაციის მანქანა, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა

„ქობულეთში დაყაჩაღებული მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ბანკში. კადრებში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, ჩანს საქართველოს ბანკის ფილიალი, რომელიც შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 55 ათასი ევრო. თუმცა ამ თანხის ოდენობა სხვა არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს. შს …

ბაზრებსა და ბაზრობებზე პირბადის სწორად ტარებას პოლიცია აკონტროლებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებენ. „სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებული აგრარული ბაზრების, აგრეთვე, ბაზრობების ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად, ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის …

72 წლის პირი 9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხონში 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. …

მაშველებმა იპოვეს 61 წლის დაკარგული კაცის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  5-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, სამეგრელოში დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ …

მაშველები მეხუთე დღეა 61 წლის კაცს ეძებენ სამეგრელოში

მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ 61 წლის კაცს ეძებენ. 112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური …

49 წლის კაცმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – შსს

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 49 წლის კაცი დააკავეს. თუ მას დანაშაული დაუდასტურდა, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 5 ოქტომბერს… ყოფილ მეუღლეს, 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, – წერია შს სამინისტროს მიერ …

სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად აჭარაში ხდება

სექსუალური შევიწროების გამოვლენის მაჩვენებელი აჭარის რეგიონში ყველაზე მაღალია – 2019 წლის მაისიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით სულ სექსუალური შევიწროების 10 შემთხვევა გამოვლინდა. კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად 2019 წლის მაისიდან არის მიჩნეული. რა შეიცვალა ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ – სტატისტიკური მონაცემი შინაგან საქმეთა სამინისტროდან გოგა ხატიაშვილმა გამოითხოვა. იგი შსს ადამიანის უფლებათა დაცვის …

ნათესავის მკვლელობის ბრალდებით ქედაში 41 წლის კაცი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქედის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1987 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ორი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში …

ქედის ცენტრში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში დაახლოებით 30 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 2 ოქტომბერს მოხდა. “ბათუმელებს” ადგილობრივმა მცხოვრებმა უთხრა, რომ კაცს გულ-მკერდის არეში ჭრილობები დანით მიაყენეს. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მისვლისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობის მუხლით ერთი პირი პოლიციელებმა უკვე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ქობულეთში 10 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში პირველ ოქტომბერს 10 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი ბათუმში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. „ბათუმელებს“ სამხარაულის ბიუროსთან ოჯახის ახლობლებმა უთხრეს, რომ ბავშვი ტრაქტორზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა. __________________ ფოტოზე: სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ბათუმში

საფერავის ჯიშის ყურძნის ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ დაახლოებით ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. …

არასრულწლოვანი მეზობლის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულია 68 წლის კაცი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დააკავა 68 წლის კაცი, 1952 წელს დაბადებული ი.გ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის …

შსს-ს 11 თანამშრომელს კოვიდი დაუდგინდა, მათგან ათი აჭარიდანაა

შს სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1  – შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, 1 – ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს …

გარყვნილი ქმედების ბრალდებით მოზარდი დააკავეს, მასზე ძალადობის ბრალდებით კი – 1 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო მასზე ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ბ.ქ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. …

ქალი ინტერნეტით გავიცანი, ახლა საკუთარ სახლში აღარ მიშვებს – 61 წლის კაცი

„ჩემს საკუთარ სახლში აღარ მიშვებს ქალი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიყავი 3 წელი,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ის 61 წლისაა და სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რაც ექიმის დიაგნოზით დასტურდება. ალექსანდრეს თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ხიდის ქვეშ ან ავტობუსის გაჩერებაზე უწევს ღამის გათევა. მას საკუთარი სახლი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე დაატოვებინეს. ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ახლა თვითონაა ეკონომიკური …

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ …

ბათუმში სანაპირო დაცვის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი – ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი. „თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, არიან დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა …

Exit mobile version