ოჯახის წევრის ინფორმაციით, ბათუმში გუშინ, 14 აპრილს, ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე დააკავეს სამართალდამცველებმა. დააკავეს ასევე ძმები ირაკლი და გელა ჭელიძეები. ოჯახის ინფორმაციით, მათი დაკავება „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაში მონაწილეობის დროს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
ძმები ჭელიძეები პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა, ხოლო წულუკიძეები – ქუჩაში.
ძმები წულუკიძეები ჭელიძესთან ერთად იმერეთში აქციაზე, რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ და აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ელოდება.