როცა მშენებარე კორპუსი სახიფათო ხდება (ფოტო)

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე [ყოფილი ენგელსი], ეგრეთ წოდებული ჭაობის დასახლებაში რამდენიმე მაღლივი კორპუსი შენდება. ამ ქუჩაზე არც ერთ მშენებარე ობიექტს არ აქვს დამცავი ბადეები, რაც უზრუნველყოფდა მჭიდროდ დასახლებულ უბანში როგორც სამშენებლო მტვრისა და ნარჩენების გავრცელების შემცირებას, ისე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებას. ბოლო წლებში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვეყანაში, როდესაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა მასალამ ადამიანები იმსხვერპლა. ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე პასუხისმგებელმა …

გიორგი ერმაკოვი ბათუმში უკანონო მშენებლობების შესაძლო დაკანონებაზე

ბათუმის მერიის ინიციატივით, ბათუმში უკანონოდ აშენებული მაღლივი სართულების დაკანონებას მერია ერთი პირობით აპირებს – მენაშენემ 1 კვადრატულ მეტრზე 400 ლარი უნდა გადაიხადოს. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის თქმით, უკანონოდ აშენებული ფართობის დაკანონებაზე მენაშენემ ასევე უნდა წარუდგინოს მათ აჭარის მთავრობის შუამდგომლობა. გავრცელდება თუ არა ეს ცვლილება აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გადაცემულ საქმეებზე? – ამ და სხვა კითხვებს გიორგი ერმაკოვმა უპასუხა. ბატონო …

მერია 1 კვადრატულ მეტრ უკანონო მშენებლობას 400 ლარად დააკანონებს – ახალი ინიციატივა 

  400 ლარი სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული თითოეული კვადრატული მეტრის სანაცვლოდ – ბათუმის მერია მენაშენეებს სპეციალური მოსაკრებლის გადახდის სანაცვლოდ უკანონოდ აშენებული სართულების კანონიერების ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს. მერიის ახალი ინიციატივით, ბათუმის ტერიტორიაზე სანებართვო პირობების დარღვევით განხორცილებულ მშენებლობაზე სპეციალური [ზონალური] მოსაკრებელი შემოვა. პროექტის თანახმად, ეს ცვლილება გავრცელდება მხოლოდ იმ დარღვევებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ აპრილამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის …

K-3 – უგულებელყოფილი გამწვანების კოეფიციენტი ბათუმში

რამდენიმე პალმა და სამი მწვანე ბუჩქი – ეს 12-სართულიანი სახლის გამწვანებაა ბათუმში, ქალაქის ცენტრში, საცხოვრებელ ზონაში. ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე ამ სახლის ერთ სართულზე ერთ სადარბაზოში ხუთი, გამონაკლის შემთხვევებში კი ოთხი ბინაა განთავსებული. სახლს აქვს პატარა ეზო [დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი] და არ აქვს ადგილი პარკინგისთვის. ამ პატარა ეზოში კი ხუთი …

ბათუმის მერიამ ადაპტირებული ლიფტის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადა

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის [ლუკა ასათიანის ქ. N25] სარემონტო სამუშაოებისა და შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის მერიამ ელექტრონული ტენდერი პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოაცხადა, საწყისი თანხით – 282 ათას 50 ლარი. ეს ტენდერი შეწყდა. ხელახალ ტენდერში კი საწყისი თანხა – 100 ათასი ლარით ნაკლები – 182 ათას 50 ლარია. პირველი ტენდერის შეწყვეტის მიზეზად სატენდერო კომისიის …

ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

ხუთი წლის წინ ხელვაჩაურში გაჩენილი მუყაოს ქალაქიდან, რომელსაც ასევე „ოცნების ქალაქადაც“ მოიხსენიებენ,  დღეს მხოლოდ სახელი და რამდენიმე ათეული მუყაოს ქოხია დარჩენილი. ხის ნაგებობებს კაპიტალური შენობები ენაცვლება.  ერთმანეთის მსგავსი, ნაცრისფერი ბლოკით ნაშენი სახლები ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც ადრე ხისა და მუყაოს ფიცრულები იდგა. ამ წუთებშიც „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. სახლებს ძველი მცხოვრებლებიც აშენებენ …

სამშენებლო ღობეებით მიტაცებული ტროტუარი

ბათუმში, მეორე სკოლის გვერდით, მელიქიშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთაში, მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა რამდენიმე წელია გაჩერებულია. შენობას შემოვლებული ჰქონდა ე.წ. დამცავი ღობე ალუმინის დაჭმუჭნილი ფურცლებით, რომლითაც ტროტუარი ქუჩის გამყოფ ბორდიურამდე იყო შემოღობილი. 19 აპრილს განვითარებული ძლიერი ქარის შემდეგ, უკვე ორი დღეა, ეს ფურცლები პირდაპირ ქუჩაში ყრია. შესაბამისად, ნაგვის გროვად ქცეული ღობის შიგა მონაკვეთი ახლა ქუჩის ყოველი მხრიდან ჩანს, ხოლო …

სად მივყავართ „ზებრებს“ ბათუმში? [ფოტოამბავი]

ბათუმის ქუჩებში ქვეითთა გადასასვლელებზე, ეგრეთ წოდებული „ზებრებზე”, არაერთ ადგილას ნახავთ ბოძკინტს, შუქნიშანს, ნაგვის ურნას ან სხვა  დანიშნულების რკინის ბოძს, რომელსაც ფეხით მოსიარულემ გვერდი უნდა აუაროს. ზოგიერთ ადგილას კი,  „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, ანუ ქუჩის ის ნაწილი, სადაც ქვეითი არ უნდა დადიოდეს. ასეთ ადგილებში, ძირითადად, მრავალბინიანი სახლები შენდება და ქუჩის ფეხით სავალი ნაწილი …

ბათუმის უბნები სასმელი წყლის გარეშე – პრობლემის მოგვარებას 50 მილიონი ევრო დასჭირდება

ბათუმში, დავით კაკაბაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის ერთ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ჰპირდებიან, ბათუმის მერიაში კი ეუბნებიან, რომ მათ უბანში წყლის სისტემის მოწყობის გეგმაც კი არ განიხილება. თითქმის ანალოგიური სიტუაციაა ბათუმს შემოერთებულ სხვა დასახლებებშიც ხელვაჩაურიდან აეროპორტამდე მონაკვეთში. მოსახლეობა სასმელად აქ „უცნობი წარმოშობის“ გრუნტის წყალს იყენებს. „სასმელი …

დარჩება თუ არა „რვაფეხა“ სახელმწიფოს საკუთრებაში

ბათუმის მერიის ინფორმაციით ე.წ. „რვაფეხას“, კაფე „ფანტაზიის“ შენობის აღდგენა – რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ გეგმავს. ამასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყების ნებართვის მისაღებად ქონების მესაკუთრემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიას მიმართა. „რვაფეხა“ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს, ბულვარი კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შესაბამისად, მერიამ ტერიტორიის შემოღობვისა და მისი მსუბუქი კოსტრუქციით გადახურვის პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს …

უფასო ავტობუსი სასაფლაომდე

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 16 და 17 აპრილს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, #11 მუნიციპალური  ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. #11 ავტობუსი, ყოველ 12 წუთში,  სავაჭრო ცენტრ „ბათუმიდან“ ფერიის სასაფლაომდე იმოძრავებს.

ბათუმის მერია გამწვანებულ ნაკვეთს ყიდის

ბათუმში, ხელვაჩაურში, მერია 104 კვ.მ მიწის ნაკვეთს პირობებიანი აუქციონის წესით ყიდის. აუციონის პირობებთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ გასაყიდად გამოტანილ ტერიტორიაზე მრავალწლიანი ხეებია გაშენებული. აუქციონის პირობების მიხედვით, მერია გასაყიდ ტერიტორიაზე მშენებლობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აუქციონის პირობები ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ნაკვეთზე მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან (ნაკვეთებთან) გაერთიანების შემთხვევაში.

საცხოვრებელი სახლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ბათუმის ბიუჯეტიდან 307 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსისთვის, რომელიც ბიუჯეტის ფულით ერთხელ უკვე „გაალამაზეს“, 300 ათასი ლარი დამატებით დაიხარჯება. ამჯერად, თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამო არსებული „ხარვეზების აღმოსაფხვრელად“. გოგებაშვილის ქ. N32-ში მდებარე ამ საცხოვრებელი სახლის „ხარვეზების აღმოფხვრისთვის“ ბათუმის მერიის ბიუჯეტში 307 ათას 360 ლარია გათვალისწინებული. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ა[ა]იპ-მა – „ბათუმის …

ბათუმის მერია მუნიციპალურ ქონებას ყიდის

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის # 13ა-ში მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით ყიდის. გასაყიდი მიწის ფართობი 214 კვ.მ – ია, ქონების საწყისი ფასი – 43 900 ლარი, ვაჭრობის ბიჯი კი – 2000 ლარი. აუქციონის პირობის მიხედვით, მერია შეზღუდვას აწესებს მშენებლობაზე მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული კონფიგურაციით. შეძენილ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრეს მშენებლობის წამოწყება მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან გაერთიანების შემთხვევაში …

იგეგმება თუ არა ახალი გზის მშენებლობა და ოჯახების ასახლება „ბონი-გოროდოკის“ უბანში

ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისა და ვოლსკის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ აქვთ ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ახალი გზის მშენებლობა [გოგოლის ქუჩიდან გოროდოკის დასახლების მიმართულებით], რის გამოც რამდენიმე ოჯახის ასახლება იქნება აუცილებელი. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ბათუმის მერიაში. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განცხადებით, აღნიშნულ უბანში ახალი გზის მშენებლობა არ განიხილება, მეტიც, აქ არც …

ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს,  17:00 სთ-მდე ნაწილობრივ გადაიკეტება ბარათაშვილის ქუჩა, ვინაიდან მიმდინარეობს ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება/გადაღებვა. სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ეტაპობრივად ხორციელდება და მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ინფორმაცია იმ ქუჩების შესახებ, რომლებზეც სამუშაოების განხორციელება იგეგმება, – აცხადებენ მერიაში. ბათუმის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სამუშაოები ჩატარდეს მდგრად, მზიან ამინდში, „შესაბამისად, მონიშვნები …

ბათუმის გამწვანების სამსახური 13 შტატის დამატებას ითხოვს

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ლევან ჭანუყვაძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სამსახურში 13 თანამშრომლის დამატება სურს. მისი თქმით, ამჟამად, ლანდშაფტური მიმართულებით მხოლოდ სამი პირია დასაქმებული, რაც ეფექტური მუშაობისთვის საკმარისი არ არის. „ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ლანდშაფტური დაგეგმარება და ვითხოვთ 13 ადამიანის დასაქმებას, თუმცა, საკრებულო ჯერ-ჯერობით თანხების უქონლობის მოტივით, შტატების დამატებაზე უარს გვეუბნება. …

დღეს ღამით რამდენიმე ქუჩას ბათუმში წყალმომარაგება შეუწყდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შპს „ბათუმის წყალი“ წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებს, რის გამოც 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ?ლერმონტოვის ქუჩას – გორგასალიდან ჭავჭავაძემდე; ?ჰ. აბაშიძის ქუჩას – ფარნავაზ მეფიდან ჭავჭავაძემდე; ?ს. ხიმშიაშვილის ქუჩას – ჭავჭავაძიდან პუშკინამდე; ?ფარნავაზ მეფის ქუჩას – 26 მაისიდან სელიმ ხიმშიაშვილამდე; ?ფალიაშვილის ქუჩას. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის …

ბათუმის მერის მოადგილის გამოხმაურება: „ქორეოგრაფიული ჯგუფი რუსეთში არ მიდის“

ბათუმის მერის მოადგილე ალექსანდრე მითაიშვილი გამოეხმაურა „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის რუსეთში დაგეგმილ გასტროლთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გასტროლი დაგეგმილი არ ყოფილა. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია დღეს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე საკრებულომ იმსჯელა და დაამტკიცა. „…როდესაც აიპი კულტურის ცენტრის რომელიმე შემოქმედებითი კოლექტივი გადაადგილდება საზღვარგარეთ, ამისთვის საჭიროა მერის ან მერიის რომელიმე კურატორის წერილობითი თანხმობა, რომელიც …

„ზებრები“ ბათუმში საიდანაც ტროტუარზე ვერ გადიხარ [ფოტო]

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში, სადაც ინტენსიური მოძრაობაა, ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილი „ზებრადან“ ტროტუარზე ვერანაირად ვერ გახვალ. საპირისპირო მხრიდან კი, „ზებრაზე“ ვერ მოხვდები ტროტუარიდან. აქ, „ზებრაზე“ მიმავალმა ადამიანმა ტროტუარზე მოსახვედრად „შემოვლითი გზა“ უნდა გამოიყენოს, სადაც წესით, ქვეითად მოსიარულე არ უნდა დადიოდეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე არის გადასასვლელები, რომელთა ბოლოშიც „ბარიერები“ დაგხვდებათ:

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის გასტროლი რუსეთში

ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლი რუსეთის 15 ქალაქში გასტროლისთვის ემზადება. რატომ გადაწყვიტეს გასტროლები იმ ქვეყანაში, რომელიც მავთულხლართების გამოყენებთ ოკუპაციის საზღვრებს საქართველოში პერიოდულად აფართოებს? – რუსეთში კონცერტების გამართვა მერიაში უხერხულობას არ უქმნით. მერიის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ანა სიხარულიძის განმარტებით, მიწვევა რუსეთიდან მიიღეს და ხარჯებსაც „მიმპატიჟებელი ორგანიზაცია უზრუნველყოფს.“ „… ანსამბლისთვის მნიშვნელოვანია გასტროლზე წასვლა. უფრო ადვილია გასტროლები რუსეთში, რადგან ბევრად …

ბათუმის მერია გასაყიდი ქონების ნუსხას ზრდის

ბათუმის მერია საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილების შეტანას გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით ნუსხას კიდევ ერთი არასაცხოვრებელი ფართობი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #25-ში და ათი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაემატება. მათ შორის რამდენიმე პირობიანი აუქციონის წესით, რამდენიმე კი უპირობოდ გაიყიდება. მერიას გასაყიდად გამოაქვს ასევე მერიის ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანები, რომლებიც მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის განმარტებით შეკეთებას აღარ ექვემდებარება და „პრაქტიკულად …

45,5 ათასი ლარი პროექტ „ეტალონისთვის“ ბათუმის ბიუჯეტიდან

ინტელექტუალური მედიაპროექტ „ეტალონის“ პირველი ეტაპისა და ფინალური ეტაპის ორგანიზებაში ბათუმის მერია ქალაქის ბიუჯეტიდან 45 ათას 500 ლარს გადაიხდის. ამ ხარჯის საჭიროებას მერია ასე ხსნის: „აღნიშნული მომსახურების შესყიდვით შესაძლებელი გახდება 2016-2017 წლების ბათუმის ეტალონი მოსწავლისა და საქართველოს ეტალონი მოსწავლის გამოვლენა“. მომსახურება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად: I ეტაპი – 2016-2017 წლების ბათუმის ეტალონი მოსწავლის შერჩევა – 2017 წლის მაისის …

მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებაზე დეველოპერები გადასახადს გადაიხდიან

ბათუმის მერია დეველოპერი კომპანიებისთვის მშენებლობისას საზოგადოებრივი სივრცის დროებითი სარგებლობის წესის შეცვლას გეგმავს. დადგენილების პროექტის მიხედვით, ბათუმში, საზოგადოებრივი სივრცის მშენებლობისთვის გამოყენებაზე, ტექნიკის განსათავსებლად თუ სამშენებლო მოედნის სპეციალური ღობით შემოსასაზღვრად, ტარიფები დადგინდება. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროცედურების განხორციელება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებითად უნდა აისახოს, მშენებლობისთვის საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებით დაინტერესებული დეველოპერი დადგენილებით განსაზღვრულ გადასახადს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიტანს. გადასახადი …

სიგარეტის ნამწვავები მერიის საყვავილე ქოთანში

ეს ფოტოები ბათუმის მერიის ცენტრალურ ფოიეშია გადაღებული. კიბის მარცხენა მხარეს ყვავილის ქოთანში სიგარეტის და ნამწვავებიანი კოლოფებია ჩადებული. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა აკრძალულია. დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სპეციალური მოსაწევი ადგილი გამოყოფილი, სხვა შემთხვევაში, საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევა საერთოდ იკრძალება. „თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის“ მიხედვით,  კანონდამრღვევი პირველ შემთხვევაში 5 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში …

მერია კულტურის სფეროში თავისუფალ ინიციატივებს დააფინანსებს

ბათუმის მერია კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსს აცხადებს.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებსაც. თითოეული პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიიდან მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. პროგრამის წლევანდელი ბიუჯეტი ჯამში 250 000 ლარია. საუკეთესო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც რეგიონში ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას უნდა  ემსახურებოდეს, კონკურსის წესით შეირჩევა. კომისია მიღებული  გადაწყვეტილების  შესახებ  განმცხადებელს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან …

ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში და საერთოდ აშენდება თუ არა, ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერიამ 2016 წელს ქალაქის სხვადასხვა სკვერში 6 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა, თუმცა საქმე არ გაკეთდა. თამილა თოფურიძე მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან მას ბათუმის ბიუჯეტში მხოლოდ 3200 ლარი უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების თანახმად, …

ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის პარკირება აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდა

გუშინ, 15 მარტს, „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს კანონის დარღვევით აჩერებდნენ. დღეს ქუჩის ამ მონაკვეთში საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ მერიამ შეცვალა საგზაო ნიშნით – „სამსახურებრივი ტრანსპორტის გარდა“. ქუჩის ამ მონაკვეთში მუდმივად ჭირს ავტომანქანით გადაადგილება, რადგან ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს ჩაყენებული მანქანები ამის …

ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიერ პარკირების წესის დარღვევის ფაქტები [ვიდეო]

ბათუმის მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიისა და საკრებულოს ათობით სამსახურეობრივი ავტომანქანა პარკირების წესის დარღვევით დგას, მაშინ, როდესაც მერიას ადმინისტრაციული შენობის უკან აქვს  ტერიტორია პარკინგისთვის, რომელიც ნახევრად ცარიელია. „ბათუმელები“ აღნიშნულ ტერიტორიას ორი კვირის მანძილზე აკვირდებოდა. მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ქუჩის ერთ მხარეს პარკირება დასაშვებია, აქ ამკრძალავი ნიშნის ქვემოთ არის წარწერა – „მერიის ავტომობილების გარდა“. ქუჩის …

ადამიანი ბიუროკრატიულ წრეში – წერილები მთავრობიდან პასუხის გარეშე

მოქალაქე ომარ როდონაია წლებია ბათუმში საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ითხოვს. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. გალში ცხოვრობდა, მაგრამ იმის გამო, რომ აფხაზეთი ომის დაწყებამდე დატოვა, დევნილის სტატუსი არ მიანიჭეს. წლების განმავლობაში ომარ როდონაია ბათუმში, ერთ-ერთი სახლის მიწურში ცხოვრობდა. 50 წლის ომარ როდონაიას შესახებ 2015 წელს „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას – „ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ადამიანი აღარ ვარ“, …

ბათუმის მერი: აქციის შედეგად ქალაქს 150 000 ლარის ზარალი მიადგა

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შედეგად, ქალაქს 150 ათას ლარზე მეტი ინფრასტრუქტურული ზარალი მიადგა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, მერის თქმით, განადგურებულია 7 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, „აქედან ორი ავტომანქანა არის კერძო პირის საკუთრება, ერთი აჭარის უმაღლესი საბჭოს და დანარჩენი ავტომანქანები ეკუთვნის შს სამინისტროს“. დამწვარი ავტომობილები გადატანილია შს სამმართველოს ტერიტორიაზე. …

დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში არსებობს „საჯარო ფინანსებით შექმნილი ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკები“, – ამ დასკვნამდე სახელმწიფო აუდიტი, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტიდან გამომდინარე მივიდა, რომ ბათუმის მერიამ სრულად არ შეასრულა საკრებულოს განკარგულება. საკრებულოს 2014 წლის განკარგულებით, მერიის ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი 2 445 554 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცემოდა, ასევე მერიის კუთვნილ ა(ა)იპ-ს …

ენმ-ის წევრი ვარაუდობს, რომ გონიოს გაუმართავი ინფრატრუქტურა აჭარას ტურისტებს დააკარგვინებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ნინო ჯინჭარაძე ხელისუფლებას გონიოს ტურისტული ზონისა და ადლიის დასახლების დაზიანებული ინფრატრუქტურის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში გონიოში ჩამოსულმა ერთმა ტურისტმა შესაძლოა აჭარას ათეულობით სხვა ტურისტი დააკარგვინოს. „2011-2012 წლებში გაკეთდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ადლიდან გონიოს მიმართულებით სარფამდე პლომინატის გაკეთებას და ტურისტული ინფრატრუქტურის განვითარებას. პლომინატი დაეგო, თუმცა ხუთი წლის …

ანგისის დაუსრულებელი სპორტული ბაზა – 4-მილიონიანი ტენდერი მეექვსედ და გამარტივებულად

ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის ასაშენებლად ბათუმის მერია ტენდერს უკვე მეექვსედ აცხადებს. ამჯერად გამარტივებული წესით და მშენებლობის დასრულების სამუშაოებზე, ვინაიდან წინა [მეოთხე] ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ენერგოსექტორმშენს“ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ კომპანიასთან 4 899 998  ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სამუშაოები შესრულდა, ამჯერად ტენდერი მაინც 4 116 170 ლარზეა გამოცხადებული. მეხუთე ტენდერი მერიამ მიმდინარე …

პატარაძის, ხაბაძისა და ვარშალომიძის ბრძანებები და მოქალაქე, რომელსაც ქონება წაართვეს

15 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კახაბერში, ზედ ზღვის სანაპიროზე, კომპანია „რაკენ გრუპ ჯორჯიას“ აჭარის მთავრობამ არჩილ ხაბაძის ბრძანებით 3 მილიონ დოლარად მიყიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, „რაკენ გრუპ ჯორჯია“, თანხის გადაუხდელობისა თუ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო რამდენჯერმე დააჯარიმეს, მაგრამ ამ დროისთვის მას ყველა ჯარიმა ჩამოწერილი აქვს. ბოლოს ეს ზურაბ პატარაძემ გააკეთა. ამ მიწის ნაკვეთის ნაწილი …

მერია ახალ სარაგბო ბაზას რვა მარტს გახსნის

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ხვალ, 8 მარტს, ფონდი „ქართუ“  ბათუმის სარაგბო ბაზას ქალაქის მერიას გადასცემს. სარაგბო ბაზის გადაცემას ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიც დაესწრება. ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი. ოფიციალური ინფორმაციით,  ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, ბათუმში, გენერალ აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების მიმდებარედ, …

Exit mobile version