სკვერი ბათუმში უფასო Wi-Fi-თა და მობილური ტელეფონის დასამუხტი წერტილებით

დღეს, 5 დეკემბერს, ბათუმში, შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარე ბათუმის პირველი ენერგოეფექტური სკვერი ოფიციალურად გაიხსნება. სკვერში სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, უზრუნველყოფს არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას. სკვერში ასევე დამონტაჟდება მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქცია USB დასამუხტი წერტილებით, სადაც შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების დამუხტვა, ასევე სკვერში ხელმისაწვდომი იქნება უფასო Wi-Fi. პროექტს, „გარე განათების …

რა შეცვალა ბათუმის მერიამ შშმ პირებისთვის მრჩევლის დანიშვნის შემდეგ

2015 წლის აპრილიდან ბათუმის მერს ცალკე მრჩეველი ჰყავს შშმ პირების დაცვის საკითხებში. „ბათუმელები“ შორენა მამულაძეს ესაუბრა, რომელიც 2015 წლიდან ამ პოზიციაზე მუშაობს. შორენა მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა საზოგადოების ცნობიერებაა და არა იმ პირების გადაწყვეტილებები,  რომლებსაც ის რჩევებს აძლევს. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალბატონო შორენა, რა აჩვენა ამ ორმა წელმა თქვენთვის, რისთვის დასჭირდა მერს …

ბათუმში ევროპის მოედანზე ნაძვის ხის დადგმა დაიწყეს

ევროპის მოედანზე ნაძვის ხის დამონტაჟება დაიწყეს. მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის დამონტაჟებას და მორთვას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, ყველა ნათურა კი, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე ტრადიციულად 25 დეკემბერს აინთება. ნაძვის ხის შესაძენად შარშან ბათუმის მერიამ 256 730 ლარი გადაიხადა. ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი  – 11 მეტრი.

ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკა და პრევენცია – როგორია ბათუმის მერიის პროგრამის შედეგი

ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული ფორმების დიაგნოსტიკა და პრევენცია – ასე ეწოდება ბათუმის მერიის პროგრამას, რომელსაც საზღვაო ჰოსპიტალი ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც ბათუმში რეგისტრირებული 30-დან 40 წლამდე და 70 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის მამოლოგის კონსულტაცია და მამოგრაფია უფასოა, ასევე, უფასოა ონკო მარკერებით გამოკვლევა; საშვილოსნოს, საკვერცხეების, მკერდის, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიით და 60 წლის ზემოთ ასაკის ქალებისათვის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, …

ბათუმის ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა მერიამ ვერ დახარჯა

ბათუმის მერიამ ქუჩების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხიდან 792 ათასი ლარი ვერ დახარჯა. საუბარია ბონის დასახლების ქუჩების ნაწილზე, სადაც პროგრამით დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელდა. თემის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დღეს, 29 ნოემბერს ხმაური მოჰყვა. „ეს არის კანონის დარღვევა. არ შეიძლება ცვლილებები სამუშაოს განხორციელების შემდეგ. თუ საჭირო იყო ეს ცვლილებები, თავიდანვე რატომ არ მოხდა მისი გათვალისწინება?“ – იკითხა ლევან …

ბათუმის ვალი

ქალაქ ბათუმს, მერიის მონაცემებით, ამ დროისთვის 101 მილიონამდე ევროს ვალი აქვს, რაც დღევანდელი კურსით 327 მილიონ 644 ათასი ლარია. ეს ვალი ქალაქის ბიუჯეტიდან 2045 წლის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა დაიფაროს. ბათუმის ბიუჯეტიდან ვალდებულებების [სესხის ძირი თანხისა და პროცენტის] დაფარვას მომავალ, 2018 წელს, 18 მილიონ 242 ათასი ლარი დასჭირდება. ეს თანხა ბიუჯეტის პროექტში უკვე გაწერილია. მიმდინარე წელს ამ …

ქუჩა ბათუმში, სადაც ტრანსპორტი ვერ მოძრაობს

ეს ქუჩა ბათუმშია, ბარცხანის დასახლებაში. იუსუფ ფაღავას ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აქვს – ამ ქუჩაზე მიკროავტობუსიც აღარ მოძრაობს და ტაქსის მძღოლებიც იკავებენ თავს, როცა იუსუფ ფაღავას ქუჩიდან იღებენ შეკვეთას. ასფალტის საფარის დაზიანების გამო ქუჩა ყოველი წვიმის შემდეგ წყლითა და ტალახით ივსება. „ფეხით გავლაც შეუძლებელია უკვე,“ – ამბობს იუსუფ ფაღავას ქუჩაზე მცხოვრები, თამაზ ხოზრევანიძე, – „ბარცხანის ხიდიდან „აჭარგაზთან“ …

ბათუმის ახალი ვიცე-მერი, თენგიზ პეტრიძე: პიროვნულად მეც არ მომწონდა ბევრი რამ

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებისა, რომ ბათუმი არც თუ ისე კეთილმოწყობილი ქალაქია, კეთილმოწყობის მიზნით შესრულებული სამუშაოები კი – არც თუ ისე ხარისხიანი, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, მერიაში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, დაწინაურება კიდევ ერთხელ მოახერხა. თენგიზ პეტრიძე ამჯერად მეორე პირად, ბათუმის ვიცე-მერად დაინიშნა. შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობის სფეროც გაფართოვდა. ბათუმის ახალარჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ, მას ქალაქის …

2100 ჰელიუმის ბუშტი და კანფეტი „მამალო“ – ბათუმის მერია საახალწლოდ ემზადება

ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ქალაქის მორთვისა და მთავარი სცენისთვის დეკორაციების შესყიდვის მიზნით, ბათუმის კულტურის ცენტრმა ელექტრონული ტენდერი დღეს, 22 ნოემბერს, გამოაცხადა, განცხადებების მიღების ბოლო ვადა 4 დეკემბერია. შესყიდვის ბიუჯეტი 317 000 ლარია. სატენდერო პირობის მიხედვით, 2018 წლის  საახალწლო ღონისძიებისთვის მთავარი სცენის გაფორმებას მერია  ბათუმის „ღირშესანიშნავი შენობების“  მაკეტებით გეგმავს.  მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს შენობებია: …

რა გეგმები აქვს ივანიშვილს ბათუმის „იახტკლუბთან“ დაკავშირებით

ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. დეტალური პროექტი, თუ რა იგეგმება იახტკლუბის, ბათუმის ნავსადგურისა და „ჭაჭის თაუერის“ ადგილზე და მათ მიმდებარედ, ჯერ არ არსებობს. „იახტკლუბის განვითარების პროექტი გულისხმობს 4 კალენდარული წლის ვადაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იახტ-კლუბის ექსპლუატაციაში გაშვებასა და ამოქმედებას. კერძოდ: იახტ-კლუბის მოწყობა და მისთვის აუცილებელი …

ლაშა კომახიძე მერიის ანსამბლის რუსეთში გასტროლების დაფინანსებაზე

გასულ წელს ბათუმის მერიის ქორეოგრაფიული ანსამბლის შესაძლო გასტროლზე რუსეთის ქალაქებში საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. მერიაში განმარტეს, რომ ღონისძიების შესახებ, რომელიც საკრებულოსთვის განსახილველად გადაგზავნილ ბიუჯეტის პროექტში  იყო ჩაწერილი, მერთან შეთანხმებული არ ყოფილა. ვიზიტი ჩაიშალა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რას გადაწყვეტს ბათუმის ახალარჩეული მერი თუ მერიის რომელიმე ორგანიზაცია რუსეთში მიწვევას ისევ მიიღებს: დააფინანსებთ თუ არა მუნიციპალური ანსამბლების რუსეთში …

ლაშა კომახიძის ხედვა მერიის ბიუჯეტიდან ვახშმების დაფინანსებაზე

რა დამოკიდებულება აქვს ბათუმის ახალარჩეულ მერს ისეთი ღონისძიებების დაფინანსებაზე, როცა ღონისძიების მთავარი ნაწილი ვახშამია, როგორიც იყო, მაგალითად, „პაემანი ბათუმთან“. ან ისეთი კომერციული ღონისძიებების დაფინანსებაზე, როგორიც იყო „აჭარა ფეშენ ვიკი“ და „მისტერ პლანეტა“.  ამ თემებზე ლაშა კომახიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ამ ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილებას წინა წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ და არამიზნობრივ ხარჯად აფასებდნენ. ბატონო ლაშა, იყო …

ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა

ბათუმში,  თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის განადგურებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი ამბობს: „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ  სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყოველი მისი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება. თუ მოქალაქეა, კანონიც უნდა იცოდეს. მეორეა ის, რომ კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, …

ორშაბათიდან ბათუმის მერიას ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს

შემდეგი კვირიდან ბათუმის მერიას, ახალარჩეული მერი, ლაშა კომახიძე უხელმძღვანელებს. მოქმედი მერის, გიორგი ერმაკოვის გაცილებისა და ახალ მერთან შეხვედრის ცერემონიალი ბათუმის მერიას ხვალ, 12 ნოემბერს, სასტუმრო „ჰილტონში“ აქვს დაგეგმილი. ახალი მერები გადაიბარებენ ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტს მირიან ქათამაძე, ხელვაჩაურს – ჯუმბერ ვარდმანიძე, ქედას – ლევან გორგილაძე, შუახევს – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს კი გოჩა მელაძე უხელმძღვანელებს. ახალ …

„იაფი სახლი“ ბიუჯეტში უკვე მეხუთედ

დღეს, 10 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბათუმის მერიის 2018 წლის პროგრამების განხილვისას, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ისევ არის გათვალისწინებული „იაფი სახლის“ მშენებლობა. პროექტის განხორციელება უკვე მეხუთედ იგეგმება. პირველად პროექტის განხორციელება 2014 წელს დაიგეგმა, თუმცა  როგორც მერიაში ამბობენ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ განხორციელდა. 2016 წელს მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „კონვენტ …

მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ბათუმში

ბათუმს მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი ექნება. რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს, სადაც მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოვოლტაიკური სანათების დამონტაჟება უკვე დასრულდა – ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია აქვეყნებს. მერიის ცნობით, ქსელს მიერთებული განათების სისტემა, მზიდან გენერირებული ელექტროენერგიით, სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა …

რას უპირებს მერია ქუჩის ძაღლებს

მომავალ წელს ქუჩის ძაღლების რეგულაციასთან დაკავშირებით ბათუმის მერია სიახლეებს გეგმავს. ამის თაობაზე მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის უფროსმა მარინე რუხაძემ დღეს, 8 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ 2018 წლის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბიუჯეტის განხილვის დროს ისაუბრა. მარინე რუხაძის თქმით,  იმ შემთხვევაში, თუკი ქუჩაში მცხოვრები ძაღლი გარშემომყოფებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მისი ევთანაზია კომისიური წესით მოხდება, 6 …

მოუვლელი „ჭაჭის თაუერი“ ბათუმში [ფოტო]

„ჭაჭის თაუერი“ ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ნავსადგურის მიმდებარედ, 2012 წელს გაიხსნა. ტურისტულ სეზონზე ჭაჭის ჩამოსხმის პრობლემა მომდევნო წელსვე შეიქმნა. მაშინ მერიამ ჭაჭა, რომლის დაგემოვნებაც სეზონზე ტურისტებს, და არა მხოლოდ მათ, შეეძლოთ, გურჯაანიდან ჩამოიტანა, რაც ჯამში ქალაქის ბიუჯეტს  28 ათასამდე ლარი დაუჯდა. თაუერის ავზში თითო ჯერზე 200 ლიტრი ჭაჭა თავსდებოდა. „ჭაჭის თაუერში“ ჭაჭის დაგემოვნება რამდენიმე სეზონზე იყო …

რატომ არ ამონტაჟებს მერია ბათუმში მოსაცდელებს

მაშინ, როცა მერიას  ბიუჯეტში წლიდან წლამდე მილიონობით ნაშთი რჩება, ბათუმის ქუჩებში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე მოსაცდელები არ არის.  ამ ადგილებში მოქალაქეები მუნიციპალურ ტრანსპორტს ცუდ ამინდშიც ღია ცის ქვეშ ელოდებიან. მერიის „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის, ბადრი ფარტენაძის ინფორმაციით, მოსაცდელებს მერია ეტაპობრივად ამონტაჟებს. კითხვაზე, რატომ ვერ უზრუნველყო მერიამ ბათუმის ქუჩებზე მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების ადგილები მოსაცდელებით, ბათუმის მერიაში უპასუხეს: „ბევრ ადგილზე …

ძველ ბათუმში ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები დაეყარა

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, კომპანია „არისტოკრატის“ მშენებარე კორპუსიდან ავტომანქანებს სამშენებლო ნარჩენები  დაეყარა. მშენებარე კორპუსს სპეციალური დამცავი ბადე არ აქვს. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ფოტო თვითმხილველმა მოგვაწოდა. „ბათუმელები“ კომპანია „არისტოკრატის“ წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ამ პრობლემის შესახებ არაფერი იცის და კომპანიის დირექტორს უნდა დავუკავშირდეთ, თუმცა დირექტორის საკონტაქტო ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, …

მერიის შენობაში ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ

ლუკა ასათიანის ქუჩის 25-ში მდებარე ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულ ლიფტს ამონტაჟებენ. სამუშაოების ღირებულება, ქალაქის მერიის ინფორმაციით, ჯამში 42 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შესასვლელშიც. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლიფტის მონტაჟი უახლოეს მომავალში დასრულდება, რითაც ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობა მთლიანად ადაპტირებული გახდება. ნაწილობრივ ადაპტირებულია ბათუმის მერიის შენობა …

მუნიციპალური ავტობუსი დამტვრეული სკამებით – ტენდერი მერიას ისევ არ გამოუცხადებია

ახალი ავტობუსების შესაძენად ბათუმის მერიას ტენდერი ისევ არ გამოუცხადებია. „დღე-დღეზე ველოდებით საბოლოო ტექნიკურ დოკუმენტაციას,“ – ამბობს ბადრი ფარტენაძე, „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი. ანალოგიური პასუხი გასცა მან „ბათუმელებს“ დაახლოებით ერთი თვის წინ, 13 ოქტომბერს. მაშინ ბადრი ფარტენაძემ თქვა, რომ ერთ კვირაში გამოცხადდებოდა ტენდერი. ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] სესხით აპირებს. ერთი …

რა ღირს სწავლა ბათუმის კერძო ბაღებში

საბავშვო ბაღების რეფორმა, რომელსაც  ხელისუფლება ახალი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ იწყებს, ყველა ტიპის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმების მიხედვით, სახელმწიფოს არც ერთი ორგანო კერძო საბავშვო ბაღებს არ აკონტროლებს. რამდენი კერძო საბავშვო ბაღი მოქმედებს ბათუმში და როგორია მათი სასწავლო-აღმზრდელობითი სტანდარტები, როგორც განათლების სამინისტროსთვის, ასევე ბათუმის მერიისთვისაც უცნობია. ბათუმის მერიის, განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსი ლამზირა …

ბათუმის საკრებულოს ბოლოსწინა სხდომა საქორწილო მოსაწვევების დარიგებით დასრულდა

სხდომის დაწყებამდე ბათუმის საკრებულოს წევრებმა რამდენიმე წუთი მოანდომეს იმის გარკვევას, იყო თუ არა დღეს 2014-2017 წლების მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა. საბოლოოდ საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ განმარტა, რომ „სავარაუდოდ, სხდომა კიდევ იქნება და შესაძლოა იყოს სიურპრიზებიც“. რა შეიძლება იყოს სიურპრიზი, ამით არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან და არც თავმჯდომარეს დაუკონკრეტებია. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე სიტყვით გამოსვლის …

რას ცვლის ბათუმის მერია პედაგოგებისა და მოსწავლეების შეღავათიან ფასად მგზავრობის წესში 

ბათუმის მერიამ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის ტარიფების ფასდაკლების სისტემა დააზუსტა. ამ დრომდე ბათუმის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, შეღავათებით სარგებლობდნენ: მოსწავლეები, რომლებიც სწავლობდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში და პედაგოგები, რომლებიც ასწავლიდნენ ბათუმში არსებულ სკოლებში, მიუხედავად მათი რეგისტრაციის ადგილისა. ცვლილების მიხედვით, რომელიც საკრებულომ დღეს დაამტკიცა, მოსწავლეები და პედაგოგები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი რეგისტრირებულნი არიან ბათუმში და სწავლობენ ან …

გადასასვლელი ხიდი მოაჯირის გარეშე

ბარცხანის დასახლებაში რკინიგზაზე გადასასვლელ ხიდს გარკვეულ მონაკვეთში მოაჯირი არ აქვს. რკინის მოაჯირი რამდენიმე დღეა მორღვეულია, რაც საფრთხეს უქმნის ხიდზე ქვეითებს. მოაჯირის ნაცვლად ლენტია გაბმული. ხიდის მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ქალაქ ბათუმის მერიაა. ბათუმის მერიაში არ იციან, რამ დააზიანა მოაჯირი, მაგრამ არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ლითონის კონსტრუქციის ნაწილი მოიპარეს, თუმცა შესაძლო ქურდობის ფაქტზე არც შესაბამისი ორგანოებისთვის …

ბათუმის მომავალი მერი საკადრო პოლიტიკაზე: „ძალიან გაბედული ვარ გადაწყვეტილებებში“

შესთავაზებს თუ არა თანამშრომლობის გაგრძელებას ბათუმის ახალი მერი მოქმედი მერის – გიორგი ერმაკოვის მოადგილეებს, ამაზე ლაშა კომახიძე ჯერ არ საუბრობს. „მოადგილეებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კონკრეტული პასუხისგან, იმიტომ, რომ  არის გარკვეული საკითხები, რომლებშიც უფრო ღრმად მჭირდება ჩახედვა,“ – ამბობს ლაშა კომახიძე. რაც შეეხება სამსახურების უფროსებს, უკვე ცნობილია, რომ ბათუმის ახალ მერს სამსახურში ჯერ კიდევ …

ბათუმში, კორპუსის სარდაფში, ბენზინგასამართი სადგურიდან ნავთობის გაჟონვაზე საუბრობენ

ბათუმში, გორგილაძის #94-ში მცხოვრებლების ინფორმაციით, ახალაშენებული მრავალბინიანი სახლის სარდაფიდან ნავთობი ამოტუმბეს. მათივე ინფორმაციით, ნავთობი მათი სახლის სარდაფში სახლის წინ მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის რეზერვუარიდან მოხვდა. ამბობენ, რომ ამის გარკვევა მათ სარდაფიდან აღებული სინჯით შეძლეს: „სინჯი ექსპერტიზაზე წაიღეს. აქ ამბობენ, რომ „სოკარის“ რეზერვუარიდან ბენზინი ამ დრომდე ჟონავს. „…ზაფხულში ჩვენს ბინაში ნავთობის მკვეთრი სუნი დადგა, ბავშვებს გულისრევის …

ვისგან და რის გამო აიღო ქრთამი ბათუმის მერიის თანამშრომელმა – გამოძიების ვერსია 

სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფუტკარაძე. წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 23 ოქტომბერს, გაიმართა. გიორგი ფუტკარაძე 19 სექტემბერს დააკავა სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მაშინ სამართალდამცველებს არ უთქვამთ, რის გამო და რა ვითარებაში აიღო ქრთამი ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილი გახდა გამოძიების ოფიციალური ვერსიის შესახებ. პროკურატურის …

რას უპირებს ლაშა კომახიძე პარკირებას და გამწვანებას

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი ლაშა კომახიძე ბათუმში პარკირების შენობების მოწყობას აპირებს. ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მშენებლებს და დაინტერესება არსებობს. ვერ ამბობს, რატომ არ გამოხატავდნენ აქამდე მშენებლები ამის სურვილს, თუკი პარკირების შენობა საინტერესოა, როგორც ბიზნესი – „ბათუმელები“ ლაშა კომახიძეს ბათუმში პარკირების და გამწვანების პრობლემაზე ესაუბრა. ბატონო ლაშა, რას აპირებთ ქალაქში პარკირების პრობლემის მოგვარების …

ეგნატე ნინოშვილის ახალი ბიუსტი ძველ კვარცხლბეკზე

ეგნატე ნინოშვილის ბიუსტის დამზადებასა და მონტაჟში ბათუმის მერია მაქსიმუმ 47 ათას 500 ლარს გადაიხდის. ბიუსტი ბათუმში, რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან, საზღვაო აკადემიის მოპირდაპირედ მდებარე კვარცხლბეკზე განთავსდება. ეს კვარცხლბეკი აქ წლებია დგას. როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, ამ კვარცხლბეკზე ადრეც ნინოშვილის ბიუსტი იდგა, თუმცა ის წლების წინ დაიკარგა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2 ნოემბერს დაიწყება და 11 ნოემბერს დასრულდება. ბიუსტი …

მერია: ბათუმის რიგ უბნებს სასმელი წყალი ძლიერი წვიმის გამო არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის. „ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აჭარაში ამინდი 14 ოქტომბერს გაუარესდა. …

კომპანია: ორ დღეში ჭავჭავაძის ქუჩაზე ლითონის ღობე მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე  [ბარათაშვილის ქუჩიდან 26 მაისის ქუჩამდე] მდებარე გზაგამყოფზე ლითონის ღობე მოეწყობა. ამ ეტაპზე გზაგამყოფს ქვის ქოთნებისგან ათავისუფლებენ. ღობის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 57 756 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო თანხა 66 299 ლარი იყო, კომპანია NEW ENERGY-მ კი მერიას სამუშაოს შესრულება ყველაზე დაბალ …

ვინ მიიღებს თვეში 200-ლარიან სტიპენდიას ბათუმის მერიისგან

29 ოქტომბრამდე გრძელდება ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება. სტიპენდიას თვეში 200 ლარის ოდენობით 50 სტუდენტი მიიღებს, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისთვის რეგისტრირებულნი არიან ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (A)-ფრიადი (91 ქულა და მეტი) წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად. …

მერიამ შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ბოქლომებით ჩაკეტა

ბათუმში, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ადაპტირებული ატრაქციონები რამდენიმე ადგილზე თვითნებურად აიღეს, ბათუმის მერიამ ის გამოსავალი ნახა, რომ დარჩენილი ანალოგიური ატრაქციონები ჯაჭვებით დააბა და ბოქლომები დაადო. მიუხედავად ამისა, მაგალითად, კობალაძის ქუჩაზე, ბოქლომები დაამტვრიეს და ატრაქციონით კვლავ ის ბავშვები სარგებლობენ, ვისთვისაც ის არ არის გათვალისწინებული.  „რამდენი ბავშვი დაშავდა აქ… შემდეგ ბოქლომი დაადეს და ესეც გაუტეხავთ. ვეუბნები სხვის ბავშვებს …

მერიის განმარტება ბათუმში ტროტუარების მიტაცებაზე

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ახლად მოასფალტებულ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე შემოღობილი ტროტუარების დასათვალირებლად იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი. „მათ ადგილზე გასვლით დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორიები [ტროტუარები] კერძო მესაკუთრეებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვთ 8-9 წლის წინ. შესაბამისად, ისინი კანონიერი მფლობელები არიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარები მიტაცებული აქვს დაახლოებით შვიდ ოჯახს. 100%-ით ტროტუარი მიუტაცებია ბიზნესმენ სერგეი …

Exit mobile version