მერიამ შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ბოქლომებით ჩაკეტა

ბათუმში, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ადაპტირებული ატრაქციონები რამდენიმე ადგილზე თვითნებურად აიღეს, ბათუმის მერიამ ის გამოსავალი ნახა, რომ დარჩენილი ანალოგიური ატრაქციონები ჯაჭვებით დააბა და ბოქლომები დაადო. მიუხედავად ამისა, მაგალითად, კობალაძის ქუჩაზე, ბოქლომები დაამტვრიეს და ატრაქციონით კვლავ ის ბავშვები სარგებლობენ, ვისთვისაც ის არ არის გათვალისწინებული.  „რამდენი ბავშვი დაშავდა აქ… შემდეგ ბოქლომი დაადეს და ესეც გაუტეხავთ. ვეუბნები სხვის ბავშვებს …

მერიის განმარტება ბათუმში ტროტუარების მიტაცებაზე

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ახლად მოასფალტებულ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე შემოღობილი ტროტუარების დასათვალირებლად იმყოფებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი. „მათ ადგილზე გასვლით დაადგინეს, რომ აღნიშნული ტერიტორიები [ტროტუარები] კერძო მესაკუთრეებს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვთ 8-9 წლის წინ. შესაბამისად, ისინი კანონიერი მფლობელები არიან“, – აცხადებენ ბათუმის მერიის პრესსამსახურში. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ტროტუარები მიტაცებული აქვს დაახლოებით შვიდ ოჯახს. 100%-ით ტროტუარი მიუტაცებია ბიზნესმენ სერგეი …

ბათუმში მოქალაქეებმა ტროტუარები მიიტაცეს

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე კერძო სახლების მესაკუთრეებს ტროტუარები აქვთ მიტაცებული. ასეთი დაახლოებით შვიდი ოჯახია, ერთ-ერთი მათგანი კი, როგორც იქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, მშენებელი დავიდოვია, რომელიც ბათუმში კომპანია DS ჯგუფით ოპერირებს. ამ ბიზნესმენის სამსართულიანი სახლი ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე 117 ნომერში დგას. საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახლი მარინა დავიდოვას საკუთრებაა. სერგეი დავიდოვისთვის გვინდოდა გვეკითხა, გავლენიან ბიზნესმენს მაინცა და მაინც ქალაქის 30 კვადრატული მეტრის …

რატომ ვერ აამუშავა მერიამ საათი ჭაჭის თაუერზე

ბათუმის ნავსადგურთან სკვერში მდებარე ჭაჭის თაუერზე საათი არ მუშაობს. 19 ათასი ლარი საათის შესაკეთებლად მუნიციპალიტეტმა ორი თვის წინ გამოყო. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ საათის ამ დრომდე შეკეთება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ შესაბამისი სპეციალისტი საქართველოში ვერ ნახეს. „საათი მიმდინარე წლის მაისის თვიდან არ მუშაობს, მეხი დაეცა კოშკს და მაშინ დაზიანდა. რამდენიმე სპეციალისტმა ნახა …

ვარდების სკვერი სანაგვე ურნების გარეშე [ფოტო]

ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ვარდების სკვერში, ბოლო რამდენიმე თვეა არც ერთი სანაგვე ურნა არ დგას. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ „სკვერში განთავსებული ურნები იყო დაზიანებული, ისინი გაიტანეს და მათ უტარდებათ რეაბილიტაცია. ურნებს, რეაბილიტაციის შემდეგ, უახლოეს პერიოდში კვლავ დააბრუნებენ სკვერში“. სკვერს, რომელიც მერიის ადმინისტრაციული შენობის გვერდითაა, ოთხი მხრიდან ქუჩა ესაზღრება. „სკვერის მიმდებარედ, ამ ქუჩებზე არის განათების ბოძები, …

მერია „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტს არ ასაჯაროებს

მზად არის, მაგრამ არ არის მზად – დაახლოებით ასე ჟღერს ბათუმის მერიის პასუხი ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების პროექტთან დაკავშირებით. მერიამ „ბათუმელებს“  ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ის „არაკონკრეტულია“, „დასამუშავებელია“, „პროექტის სახე აქვს“, „საკრებულოს არ დაუმტკიცებია“ და მასში შეიძლება ჯერ კიდევ შეიტანონ ცვლილებები. ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „მ“ ქვეთავი, რომელზეც მერიამ მიუთითა, …

ბათუმში ფეხით მოსიარულეთა ხიდის აშენების სურვილი არავინ გამოთქვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე [პლაჟსა და სარკინიგზო ხაზს შორის] გადასასვლელი, ფეხით მოსიარულეთა ხიდის მშენებლობის სურვილი არავინ გამოთქვა, შესაბამისად, ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ხიდის აშენებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 186 ათას 100 ლარია გამოყოფილი. ქალაქის მერიამ ხიდის მშენებლობაზე ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. სატენდერო ფასი კვლავ 186 100 ლარია. მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, ახალი ტენდერის …

მერიის თანამშრომელი სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

ქრთამის აღების ბრალდებით ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს. ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფროს სპეციალისტს, გიორგი ფუტკარაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლის დაკავებაზე განცხადებას ბათუმის მერია ავრცელებს: „ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, …

ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე მერია შს სამინისტროს არ მიმართავს

ბათუმის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმში ფრიდონ ხალვაშისა და ინასარაძის ქუჩების სკვერებში არსებული ადაპტირებული ატრაქციონების თვითნებურად დემონტაჟის ფაქტზე, მერიას შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, რომ  ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან, განცხადებით ამის თაობაზე უწყებისთვის არავის მიუმართავს. ბათუმის მერიაში კი დასძენენ, რომ გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართვას სამართალდამცველებისთვის არც აპირებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, …

ლაშა კომახიძე „იაფ სახლთან“ დაკავშირებით მის მიერ ეთერში ნათქვამ უზუსტობაზე

გუშინ, 19 სექტემბერს, გადაცემა „არჩევანში“ „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ „იაფი სახლის“ პროექტის კრიტერიუმები ბათუმის მერიაში უკვე დაამუშავეს და საკრებულოს გადაუგზავნეს განსახილველად. „ბათუმელებმა“ ინფორმაცია საკრებულოში გადაამოწმა. საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარის, ნინო ბერაძის ინფორმაციით, „იაფი სახლის“ კრიტერიუმების შესახებ პროექტი საკრებულოში მერიას ამ დროისთვის შეტანილი არ აქვს. შესაბამისად, ლაშა კომახიძეს ვთხოვეთ განემარტა, რაზე …

მშენებლობა ტროტუარის და ავტოპარკინგის ხარჯზე

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, სასტუმროს მშენებლობა იწყება. აქ არსებული ტროტუარის მონაკვეთი და ავტოპარკინგის ტერიტორია სამშენებლო მოედნის საზღვრებში უკვე მოექცა. ტროტუარზე ფილები აყრილია და ტერიტორიას ღობავენ. იცოდა რა დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ადგილიც, სადაც ტროტუარი და ავტოპარკინგი იყო მოწყობილი, ბათუმის მერიამ აუქციონზე გაყიდა. „აქ ტროტუარის გაყიდვაზე არ არის საუბარი, ტროტუარი …

რატომ შეწყვიტა 9 აპრილის მემორიალის ესკიზზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ

9 აპრილის გმირთა მემორიალის ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი ბათუმის მერიამ შეწყვიტა და იმავე მომსახურებასა და იმავე სავარაუდო ღირებულებით კონკურსი ხელახლა გამოაცხადა. ტენდერი მერიამ მაშინ შეწყვიტა, როცა ორ პრეტენდენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა ესკიზები. საკონკურსო კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ შეწყვეტის მიზანი საკონკურსო დოკუმენტაციის დახვეწა იყო. სატენდერო დოკუმენტაციის შედარებით ჩანს, რომ შეწყვეტილ და მიმდინარე ტენდერებში ცვლილება, ძირითადად, ტექნიკურ დავალებაშია …

„მის საქართველოსთვის“ ბათუმის მერიამ 50 000 ლარი გამოყო, აჭარის განათლების სამინისტრომ – 40 000

სილამაზის კონკურსის, „მის საქართველო 2017“-ის ორგანიზებისთვის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 40 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ამავე ღონისძიების ფინალური საღამოსთვის კი, ქალაქ ბათუმის მერიას – 50 ათასი ლარი. მერიაში განაცხადეს, რომ კონკურსი 30 სექტემბერს გაიმართება, სამინისტროში კი კონკურსის გამართვის ზუსტი თარიღი არ იციან. „სამინისტრო და ჩვენ ვართ თანადამფინანსებლები. „მის საქართველოს“ ფინალური ტური დაგეგმილია 30 …

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის ემზადება

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებში 20 ათას ლარს გადაიხდის. შესაბამის მომსახურებაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს „ბათუმის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების დამტკიცებისათვის საკმარისი მონაცემების შეგროვება და მერიისთვის მიწოდება ქალაქის ისტორიული ნაწილის შეუსაბამო ქალაქგეგმარებითი და არქიტექტურული ინტერვენციებისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად“. ტენდერში გამარჯვებულს ევალება: [checklist] ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების …

კედელი აივნის წინ – ბათუმის არქიტექტურა დღეს

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ახალი სახლის აივნები მეორე მაღლივი სახლის კედელს ესაზღვრება. ამ ბინაში მცხოვრები კი აივნიდან ხედის ან ეზოს ნაცვლად  ყრუ კედელს დაინახავს. ახალი სახლის აივნებზე დამონტაჟებული გამჭვირვალე კარიდან კი არათუ მზის სხივი, დღის სინათლეც კი ვერ შეაღწევს. დააკვირდით ფოტოს: ამ ფოტოზე ჩანს, რომ ორ კედელს შუა ღია აივნები და ფანჯრები მოექცა. ნაცრისფერ სახლში …

ბათუმის მერია, საავტომობილო კოლეჯის აშენების პირობით, 4 ჰა მიწას 3,1 მილიონად ყიდის

ბათუმის მერიამ ბათუმში, ხახულისა და გაგარინის ქუჩების კვეთაში მდებარე 1 871 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, გ. ლეონიძის ქ. N29-ში მდებარე 29 327 კვ.მ. და 8 129 კვ.მ. მიწის ნაკვეთები ერთ ლოტად პირობებიან აუქციონზე გაიტანა. მთლიანობაში 39 327 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი 3 მილიონ 167 ათასი ლარია. ქონების მყიდველი სხვა პირობებთან ერთად, ვალდებული იქნება „საკუთრებაში გადაცემულ მიწის …

მიწის კომისიამ გონიოელების საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო

გონიოელებისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვა ხელახლა დაიწყო მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება. პირველ ჯერზე კომისია ოთხი გონიოელის შემთხვევას განიხილავს – ენვერ ირემაძის, ჯემალ ბათაძის, რუსუდან ჯავახიშვილის და მზევინარ ლამპარაძის. ამ პირების სარჩელი მიმდინარე წლის 31 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის საკუთრების კომისიის წინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გონიოს 60-მდე …

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა. „ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე …

ხეების შეწამვლისთვის გამწვანების სამსახური დახმარებას მთავრობისგან ითხოვს

ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა და ფაროსანა გამოჩნდა. ამ მწერების წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ სახელმწიფო უწყებას ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს. 24 აგვისტოს „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს აგროსერვის ცენტრთან პრეპარატების გადმოსაცემად. „გადმოგვცეს დაახლოებით 30 ლიტრი პრეპარატი და სამი ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე შეწამვლითი სამუშაოები, სადაც ყველაზე …

სად რა არის დაგეგმილი „ბათუმობაზე“ [ღონისძიებების განრიგი]

ბათუმის მერია „ბათუმობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს. 2 სექტემბერი ✔12:00 სთ – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის (დრამატული თეატრის უკან) ყვავილებით შემკობა. ✔12:30 სთ – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით. ✔12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე. ✔12:45 სთ – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა, ლენტის გაჭრა ღონისძიების თაღთან. …

გონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი. მოწესრიგდება შემდეგი ქუჩები: მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 …

თამარ მეფის გამზირზე გადასასვლელი ხიდი არაადაპტირებული იქნება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომლის მშენებლობაზეც მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, არაადაპტირებული იქნება. მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ …

საახალწლოდ ბათუმის მოსართავად მერია 1,5 მილიონ ლარს დახარჯავს

საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1,51 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად, სხვადასხვა საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების/აქსესუარების შეძენა-მონტაჟს მოხმარდება. მერიას უკვე დაგეგმილი აქვს, კონკრეტული ქუჩა და ადგილი ქალაქში როგორ უნდა მორთოს და სად რამდენი და რა ფორმის აქსესუარი განათავსოს. ეს დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ტენდერის პირობებში. სატენდერო თანხა 1 მილიონ 510 ათასი ლარია. ტენდერი 15 სექტემბერს დასრულდება. წინასაახალწლოდ …

თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი აშენდება. შესაბამისი პროექტი მერიას შესყიდული აქვს და მშენებლობაზეც ტენდერი გამოცხადებულია. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხიდის მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ეს არის საწყისი თანხა ტენდერში, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება ბათუმის საკრებულომ ერთი კვირის წინ დაამტკიცა. …

ბათუმობის ორგანიზებისთვის მერია 179 998 ლარს ხარჯავს – სამზადისი დაიწყო

წელს ბათუმობას კომპანია ფავორიტი ედვერთისმენთი გაუწევს ორგანიზებას. ბათუმის მერიამ ტენდერში გამარჯვებული 17 აგვისტოს გამოავლინა. ფავორიტი ედვერთისმენთის გარდა ტენდერში კიდევ ოთხი იურიდიული პირი მონაწილეობდა. წელს მერია ბათუმობის დღესასწაულისთვის 210 925 ლარის დახარჯვას აპირებდა. „ფავორიტი ედვერთისმენმა“ ბათუმის მერიას „ბათუმობის“ ორგანიზება 179 998 ლარად შესთავაზა, ეს იყო ყველაზე ნაკლები თანხა, რაც ტენდერში დაფიქსირდა. ბათუმობა ყოველი წლის სექტემბრის პირველ კვირას …

ენმ: ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩას სახელი ჩუმად შეუცვალეს

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ, ბათუმის მერია ერთ-ერთ ქუჩისთვის სახელის თვითნებურად გადარქმევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქი ინვესტორის, ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩაზე გაჩნდა ახალი აბრა წარწერით – „ქართველი ჯარისკაცის ქუჩა“, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია. სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ბერაძემ განმარტა, რომ ამ ქუჩაზე სახელის გადარქმევის მოთხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს …

ბათუმის მერია 39 676 ლარად ახალ საარჩევნო სტენდებს შეიძენს

საარჩევნო საინფორმაციო სტენდების შეძენას ბათუმის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 39 676 ლარი დაიხარჯება. მერია 28 ახალ სტენდს შეიძენს. იმისთვის, რომ სტენდი ქარმა არ წააქციოს, კონსტრუქციის ძირში ბეტონის ფილები დამაგრდება. სტენდები მერიას ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში უნდა ჩააბაროს. ტენდერი 2017 წლის პირველ სექტემბერს დასრულდება. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო საინფორმაციო სტენდები ბათუმში 7 ადგილზე განთავსდება: …

ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“] ტროტუარი და მოაჯირი მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“ მონაკვეთში] ტროტუარის შეკეთებისთვის ბათუმის მერიას 94 978 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩის ამ მონაკვეთში ტროტუარი მხოლოდ ერთ, „პლაზას“ მხარეს [ჭავჭავაძის N7-დან N15-მდე] შეკეთდება. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება გრანიტის ტიპის დეკორატიული ფილები, მოეწყობა რკინის დეკორატიული მოაჯირები, ასევე ზებრა გადასასვლელებთან ტროტუარზე ეტლით ასასვლელები შშმ პირთათვის. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან …

მშენებლობა ბადეებისა და მოაჯირების გარეშე – როგორ მუშაობს ზედამხედველობა

დაცული იყო თუ არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, სადაც 17 აგვისტოს მუშა გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა? – „ბათუმელების“ კითხვაზე ბათუმის მერიაში დღეს, 21 აგვისტოს გვითხრეს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობენ. მშენებლობებიდან მუშების გადმოვარდნის, დაშავების, ან გარდაცვალების ტენდენცია გრძელდება. ბათუმის ქუჩებში ზედიზედ შეგიძლიათ ნახოთ მშენებლობები სამშენებლო ბადეების, ან მოაჯირების გარეშე. მერიის ზედამხედველობის …

რაში დახარჯავს ბათუმის მერია აჭარის მთავრობისგან გამოყოფილ 2 მილიონს

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სახელმწიფო ბიუჯეტმა ბათუმისთვის 207 700 ლარი გამოყო, აჭარის მთავრობამ – მილიონ 974 973 ლარი. ამას გარდა, ბათუმის მერიას საკუთარი შემოსავლებიც დაუგროვდა 750 ათასი ლარის ოდენობით. ჯამში ბათუმის ბიუჯეტი 2 მილიონ 932 773 ლარით იზრდება. ცვლილებების პროექტის განხილვას რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის საკრებულო ხვალ, 21 აგვისტოს გეგმავს. ცვლილებების პროექტის მიხედვით, თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურის …

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერია „მის საქართველოს“ გამოსავლენად 50 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. პროექტი ბათუმის საკრებულოს წევრებს უკვე მიეწოდათ. ხვალ, 21 აგვისტოს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაა დანიშნული, სადაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გადაწყდეს, ღირს თუ არა ამ თანხის დახარჯვა კიდევ ერთ სილამაზის კონკურსში. კიდევ ერთი სილამაზის კონკურსის – Miss & Mister Planet-ისთვის ბათუმის მთავრობას გათვალისწინებული აქვს 61 967 ლარი. …

16 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის ბიუჯეტში

ბათუმის მერიამ ბიუჯეტის შესრულების ექვსი თვის ანგარიში საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა. ამ ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 16 846 400  ლარი  შევიდა, მათ შორის სამორინის მაგიდიდან 6 156 000, სათამაშო აპარატებიდან  კი 9 079 100; 1 470 000 ლარი  შეადგინა ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობების მოსაკრებელმა. ბიუჯეტში თანხები შევიდა ასევე წამახალისებელი გათამაშებიდან – 30 800 …

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებაზე?

„არ უნდა გამოევლინა მერიას არაფერი,“ – კატეგორიულად უპასუხა ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელების“ შეკითხვას მერიის პასუხისმგებლობის შესახებ, როცა ქალაქში გაზგასამართი სადგური აფეთქდა. გაჩენილი ხანძრის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაიწვა ექვსი საცხოვრებელი სახლი, ავტომანქანები. ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა თქვა ისიც, რომ გაზგასამართი სადგური იყო „კუსტარული და უნებართვო“, თუმცა მერი ვერ ხედავს მერიის პასუხისმგებლობას, როცა …

„დარ ბილდინგმა“ ბარათაშვილის 24-ში მშენებლობის ნებართვა მიიღო

კომპანია „დარ ბილდინგმა“  ბათუმში,  ბარათაშვილის 24-26-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მერიის პრესსამსახურმა დაუდასტურა. კომპანიამ 2017 წლის თებერვალში ბარათაშვილის #24-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა დაანგრია. შენობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ააგეს და მასზე ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი ეროვნულმა სააგენტომ ორჯერ განიხილა, საბოლოოდ კი უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იყო, მაგრამ …

შინდისის გმირების სახელობის სკვერში 17 ნერგს დარგავენ

11 აგვისტოს, დილის 11 საათზე, ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში [საპატრულო პოლიციასთან] შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სკვერში შეკრებილები „შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას ყვავილებით შეამკობენ. ამასთან, შინსდისთან დაღუპული 17 გმირის სახელზე პარკში 17 ნერგი დაირგვება. თითოეული გმირის სახელზე ნერგების დარგვის ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ყოველწლიურად, 11 …

ავტომანქანის ნომრის ამომცნობ 150 ვიდეოკამერას ბათუმის მერია ნახევარ მილიონ ლარად ყიდულობს

ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ვიდეოსამეთვალყურეო კამერებს ბათუმის მერია 539 250 ლარად შეისყიდის. ამჯერად კამერები უნდა იყოს ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, ამასთან, აღნიშნულ თანხაში შედის კამერების თანმდევი მომსახურებაც. მერიამ შესაბამისი ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის გზით უკვე გააფორმა შპს „დელტა კონსალტინგთან“ 150 ვიდეოკამერაზე. თანხა ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. ანალოგიურ სათვალთვალო კამერებს შეისყიდის აჭარის დანარჩენი ხუთი მუნიციპალიტეტიც: შეძენილი …

Exit mobile version