მთავარი,სიახლეები

მერია: ბათუმის რიგ უბნებს სასმელი წყალი ძლიერი წვიმის გამო არ მიეწოდება

16.10.2017
მერია: ბათუმის რიგ უბნებს სასმელი წყალი ძლიერი წვიმის გამო არ მიეწოდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებზე წყლის დონის მაქსიმალური ზრდისა და ამღვრევის გამო წყლის მიწოდება ვერ ხერხდება ე.წ. ძველი ქსელის აბონენტებისთვის.

„ნაწილობრივ შეზღუდულია წყალმომარაგება გოროდოკის, ბარცხანისა და თამარის დასახლების აბონენტებისთვის. ასევე, ჩაქვის, განთიადისა და მახინჯაურის მოსახლეობისთვის. წყალმომარაგება სათავე ნაგებობაზე წყლის დონის დაწევისთანავე აღდგება,“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში ამინდი 14 ოქტომბერს გაუარესდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით ძლიერი ქარი მოსალოდნელია 16 ოქტომბერს, შესაბამისად, შავ ზღვაზე უნდა ველოდოთ შტორმსაც – 4-5 ბალამდე.

ამ დღეების განმავლობაში მთაში ითოვებს და არ არის გამორიცხული მეწყრული პროცესების გააქტიურება.

აჭარის სანაპირო ზოლში ამ დროისთვის ქარი და წვიმაა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: