ქობულეთში მირიან ქათამაძემ ხმათა 60 პროცენტი მიიღო

არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იქნება. მან ამომრჩევლების ხმათა 60,36 პროცენტი მიიღო. ამომრჩევლის ხმათა 27, 17 პროცენტი მიიღო თენგიზ ზოიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, 8,26 პროცენტი – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა მერაბ ბლადაძემ; 3, 95 პროცენტი – პაატა ცინარიძემ, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა; 2,79 – სულიკო რომანაძემ, „კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა; 0,29 პროცენტი მიიღო ვაშაძის …

გვარასა და ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის ცნობით, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და …

სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები …

ქობულეთის გამგებელი: მდინარე აჭყვის გადმოსვლის საშიშროება არსებობს

ქობულეთის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ქობულეთში მდინარე აჭყვის  კალაპოტიდან გადმოსვლის საშიშროება არსებობს. გამგებლის თქმით, საფრთხე ექმნება გელაურის, ლესელიძის და გურამიშვილის დასახლებას. ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე კი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ მდინარე აჭყვა უკვე გადმოსულია კალაპოტიდან და გზის მონაკვეთია დატბორილი. „მდინარე უკვე გადმოსულია და დატბორილია ე.წ. ვილარის დასახლება. არის საფრთხე მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის, ამიტომ …

ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ

ქობულეთის გამგაბლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ალამბარში, რის გამოც რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. გამგებელი ამბობს, რომ გზის გაწმენდა ამ დროისთვის არ ხერხდება. „როგორც გეოლოგებმა მითხრეს, აზრი არ აქვს სამუშაოების დაწყებას, რადგან სანამ წვიმა არ შეწყდება, სამუშაოების დაწყება საშიშია“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, რვა ოჯახს, რომელიც ამ დროისთვის უგზოდაა  დარჩენილი, საფრთხე …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით ვერ დგინდება

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, რამ გამოიწვია ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტოქსიკაცია, ჯერჯერობით უცნობია.  მინისტრის განცხადებით, ლაბორატორიული კვლევებით ინტოქსიკაციის მიზეზები არ დგინდება. „ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს სისხლში მომხდარ ცვლილებებს. მოსწავლეების მდგომარეობა კი არ იყო განსაკუთრებულად მძიმე, ყველა ბავშვი ადეკვატური იყო, არ ჰქონდათ გამოხატული სუნთქვის უკმარისობა. მხოლოდ გულის რევის შეგრძნება ჰქონდათ და რამდენიმეს ჰქონდა ღებინება. …

ქობულეთის მეორე სკოლიდან 12 მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მადონა გოგიტიძის ინფორმაციით, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის 12 მეშვიდეკლასელი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეები ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. „ბავშვებს გადასხმა უკეთდებათ, ანალიზები აუღეს და შემდეგ გახდება ალბათ ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზი,“- ამბობს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მადონა გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბარში. მადონა გოგიტიძის თქმით, მეშვიდე კლასში 12-მა მოსწავლემ თავი შეუძლოდ მესამე გაკვეთილის შემდეგ იგრძნო. …

12 დამეწყრილი ოჯახი მეზობლებთან გადაიყვანეს

ქობულეთის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის  დამეწყრელ სოფლებში გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა შეფერხებული არ არის. „გეოლოგების ჯგუფი სწავლობს დამეწყრილი ოჯახების მდგომარეობას, სულ  20 ოჯახია შესასწავლი, აქედან, 12 ოჯახის მდგომარეობა მძიმეა, 6 ოჯახი კი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი“- ეუბნებიან „ბათუმელებს“ პრესამსახურში. ოფიციალური ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები ამ დროისთვის მეზობლებთან არიან, „მოგვიანებით კი ალბათ ქირით გადავიყვანთ, დაველოდებით სტიქიის …

მეწყრის გამო ქობულეთში ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა

წვიმის შედეგად ქობულეთში 30 ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესები. ყველაზე მეტი მეწყრული კერა სოფელ ქობულეთშია, სადაც ექვსმა ოჯახმა საცხოვრებელი სახლი დატოვა და დროებით მეზობელთან გადავიდა. ქობულეთის გამგეობაში გუშინდელი ძლიერი წვიმის შემდეგ სულ 60 შეტყობინება შევიდა. „უყურადღებოდ არ დავტოვებთ არავის. აუცილებლად შეისწავლიან მდგომარეობას გეოლოგები და შემდეგ კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, რით შეიძლება დავეხმაროთ ამ ოჯახებს. შესაძლოა იქ სპეციალური …

ქობულეთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ შენობას ააშენებენ

ქობულეთში გამგეობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობის აშენებას გეგმავს. მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 166 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია. გამგეობის ინფორმაციით, ცენტრი დღეს ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული, ახალი შენობა კი იქვე ახლოს, ქალაქ ქობულეთში, მემედ აბაშიძის N18-ის მიმდებარედ აშენდება. გამგეობაში აცხადებენ, რომ  166 ათასი ლარი სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა, საიდანაც 2017 წლის ბიუჯეტით …

დაზარალებული:თავდამსხმელებს მაისურზე შსს ეწერათ

ქობულეთში, სასტუმრო „პალმას“ მიმდებარედ მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ამბობენ, რომ მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სცემეს: „ეცვათ შავი ფორმები და მკლავზე ეწერათ შსს“. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მისი ძმა და სამი მეგობარი გუშინ საღამოს სასეირნოდ გავიდნენ, რა  დროსაც ისინი შვიდმა ფორმიანმა ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე სცემა: „…სასტიკად სცემეს, როგორც კი მიუახლოვდნენ პირდაპირ დაუწყეს ჩხუბი და სცემეს. არანაირი მიზეზი …

„ევროპული საქართველოს“ კანდიდატი: ბურჯანაძეს და ევროპულ საქართველოს საერთო ღირებულებები აქვთ

ელგუჯა გოგმაჩაძე  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატია ქობულეთში. ელგუჯა გოგმაჩაძე ქობულეთის საკრებულოში ნინო ბურჯანაძის პარტიიდან იყო შესული. ახლა ის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრია. როგორც „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, მან ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ორი წლის წინ დატოვა. თუმცა, როგორც გოგმაჩაძე ამბობს, მას პარტიულ ღირებულებებთან შეუთავსებლობა არ ჰქონია. „პარტია პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დავტოვე. …

არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 …

სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

ის ისევ საჯარო სექტორში აპირებს დარჩენას. ამბობს, რომ კერძო სექტორში მუშაობა კომფორტია, მაგრამ შეთავაზებები საჯარო სამსახურში აქვს, როცა გამგებლის სავარძელს არჩევნების შემდეგ სხვას დაუთმობს. ქობულეთის გამგებელი – სულხან ევგენიძე არ აკონკრეტებს, რა სამსახურს სთავაზობენ. გამართლებულად მიიჩნევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გამგებლების კანდიდატები ახალი სახეები უნდა იყვნენ. „სურვილი რა, მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი …

რატომ აღიქვამს ზოგჯერ ქობულეთს თურქეთად Facebook-ი?

„ფეისბუკი“ ზოგიერთ მომხმარებელს თავის საცხოვრებელ ადგილს არასწორად უჩვენებს. მაგალითად, ქობულეთში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის „საცხოვრებელ მისამართში“ წერია, რომ ჩურუქსუში ცხოვრობს, თურქეთის ტერიტორიაზე. „ბათუმელებს“ რამდენიმე პირმა შეატყობინა, რომ საცხოვრებელი მისამართის ხელახლა მითითების მიუხედავად, ქსელი მათ მაინც სხვა ქვეყნის მცხოვრებლებად აღიქვამს. „ბუნებრივია, აბსურდულია ვარაუდი, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს. ზოგადად ხშირია საცხოვრებელი მისამართის არასწორი ჩვენება და ეს არ …

ყოფილი სანატორიუმი „ქობულეთი“ 1,6 მილიონ ლარად გაიყიდა

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ცენტრალურ პარკთან მდებარე 3 ჰექტარამდე  მიწის ნაკვეთი 1 მილიონ 648 ათას ლარად პირობებიან აუქციონზე გაიყიდა. ტერიტორია, სადაც ადრე სანატორიუმი „ქობულეთი“ ფუნქციონირებდა, აუქციონზე შპს „კრისტალ ბილდინგმა“ შეისყიდა. კომპანია საქართველოში  2015 წელს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა დააფუძნეს. ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე პირობებით გაიტანა. მყიდველმა ამ ტერიტორიაზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვეში უნდა დაასრულოს მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის მშენებლობა, …

ოზურგეთში ქობულეთელი მამაკაცი მოკლეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში  მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. მოკლული პირის ვინაობა ცნობილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქობულეთის მკვიდრია და ნაღობილევში სტუმრად იმყოფებოდა. „რამდენადაც ვიცი, სვამდნენ და  შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა“, – გვითხრა ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელმა მერიაში. ნაღობილევი მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.  

ქობულეთში პოლიციამ ოთხი დამსვენებელი დააკავა  

ბათუმის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით ოთხი ახალგაზრდა პირის საქმეს განიხილავს. 166-ე მუხლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, რაც 100-ლარიან ჯარიმას ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. 173-ე მუხლი კი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 250-ლარიდან 2 ათას ლარამდე ჯარიმით ან 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. დაკავებული პირებიდან …

აჭარის მდინარეებში მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება

მდინარეების – მეჯინისწყლის, ბარცხანისწყლის, ყოროლისწყლის, ჩაქვისწყლის, დეხვას, აჭყვასა და კონტრიშის მიერ ჩამოტანილი „საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ზღვისა და სანაპირო ზოლის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით“ მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობები დამონტაჟდება. დამჭერი მოწყობილობა დამონტაჟდება ასევე ახალ ბულვარში, ჟილინის არხის შესართავთან. აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დამჭერი მოწყობილობების შესაძენად აჭარის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 180 ათას 776 ლარი გამოეყო. მოწყობილობების შეძენას …

ზღვის სეზონი ქობულეთში ნაგვის გადავსებული ურნებით [ფოტო]

ქალაქ ქობულეთში ტურისტების  სიმრავლე თვალშისაცემია, თუმცა, არანაკლებ თვალშისაცემია ნაგვით გადავსებული სანაგვე ურნები ქალაქის ცენტრალურ გზაზე – აღმაშენებლის ქუჩაზე. ამ, რამდენიმეკილომეტრიან გზაზე, მაგალითად, 5 აგვისტოს, დილის 12 საათისთვის, თითქმის ყველა ურნა სავსე იყო ნაგვით. რამდენიმე მათგანი ფოტოზე სწორედ ამ დღეს დავაფიქსირეთ. ქობულეთის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ორგანიზაცია „ქობულეთის სანდასუფთავებაა“, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 1,8 მილიონი ლარითაა დაფინანსებული. სამსახურის …

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

ქობულეთის შემოსასვლელიდან [ჩოლოქის ხიდიდან] დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე პრესტიჟულ პლაჟად მიიჩნევა. აქ ზღვაში საბანაოდ თუ ფიჭვნარში დასასვენებლად/საპიკნიკოდ, ძირითადად, მანქანებით და კარვებით მოდიან – როგორც ქართველები, ასევე უცხოელი ტურისტები. აქ ზღვის სეზონზე ყოველთვის ხალხმრავლობაა, თუმცა ტერიტორიაე არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არის და არც სამაშველო პუნქტები. ამის გამო ამ ტერიტორიაზე ბანაობა აკრძალულია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო პუნქტების …

შსს: განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში, განზრახ  მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ცეცხლაურში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ს.დ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იმერეთში, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე …

ქობულეთში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

სამი დღის წინ, 30 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მეზობელმა დანით დაჭრა 44 წლის მეზობელი მამაკაცი. ის მიყენებული ჭრილობის შედეგად წუხელ საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაული სოფელში არსებულ ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მეზობლის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ  წუხელვე დააკავა. ბრალდებული აქამდეც იყო გასამართლებული სისხლის სამართლის კოდექსით.  

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში, წუხელ, დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოყვა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში, ხოლო ის, ვინც მამაკაცი დაჭრა, ადგილიდან მიიმალა. ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი დანით არის დაჭრილი და ის ამ დროისთვის ქობულეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. „ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესსამსახურს. სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით მოგაწვდით.

ქობულეთის გამგეობა ტურისტებს უფასოდ ავარჯიშებს

„განსაკუთრებული სიმრავლეა ტურისტების. ყველაზე მეტად იმატა ტურისტების რაოდენობამ ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან,“ – გვითხრა ნათია ნიჟარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხთა სამსახურის უფროსმა. „ბათუმელები“ მას ესაუბრა იმაზე, თუ რა სიახლეებს სთავაზობს წელს ქობულეთი ტურისტებს. ნათია ნიჟარაძის თქმით, სიახლე დილის აერობიკაა, რომელსაც დამსვენებლები ქობულეთის ცენტრალურ პარკში ესწრებიან უფასოდ. „ყოველ დილით, რვის …

ნაკაიძე ქობულეთისთვის თვითმმართველობის მინიჭებაზე: დაგვემართება ის, რაც დაემართა ოზურგეთს

საქართველოს პარლამენტში აჭარას ექვსი მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავს. აქედან ერთ-ერთია ქობულეთის მაჟორიტარი კობა ნაკაიძე. ის იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც რვა თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან. კობა ნაკაიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტების რაოდეობა არის – 0. კობა ნაკაიძის გარდა ამ სიაში მოხვდნენ ფატი ხალვაში, ლევან ბეჟანიძე და მუხრან ვახტანგაძე. 2016 წლის 18 ნოემბრიდან …

ქობულეთში ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა

ქობულეთში, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ახალი ცენტრი გაიხსნა. შენობა ვიზიტორთა ცენტრს, საგამოფენო სივრცეს, სასტუმროს 4 ნომერსა და კაფეტერიას მოიცავს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობასა და შენობის კეთილმოწყობაზე 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. შენობა კოლხეთის განვითარების ფონდისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა და მოეწყო. ჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს, …

ქობულეთის ცენტრალურ პარკს სეზონზე შეიარაღებული პოლიცია დაიცავს

ქობულეთისა და ჩაქვის პარკებს შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში დაიცავენ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ააიპ „ქობულეთის პარკი“, ქობულეთში, აღმაშენებლის გ.#279-ში მდებარე ცენტრალური პარკისა და დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული პარკის საპოლიციო ძალებით დაცვის უზრუნველყოფაში 47 400 ლარს გადაიხდის. „ქობულეთის პარკი“ აღნიშნული პარკების იარაღით დაცვის აუცილებლობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის აღკვეთის მიზნით …

ავტოავარია ქობულეთში – დაშავებული 13 წლის ბავშვი გადაყვანილია საავადმყოფოში

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ქობულეთში ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ამ დროისთვის ქობულეთის რეგიონულ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, პარკის წინ მოხდა. “მდგომარეობა სტაბილურია, ბავშვს აღენიშნება სხვადასხვა სახის დაჟეჟილობა. მას გონება არ დაუკარგავს,”- უთხრა ქობულეთის რეგიონული სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, რაულ პაქსაძემ “ბათუმელებს”. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ქობულეთის რაიონული სამსახურის მენეჯერის, …

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ხის გადატანის პროცესი დასრულდა

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიიდან, ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკს აშენებს, მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეზიდენციის ტერიტორიიდან 2 მრავალწლოვანი ხე გაიტანეს, ამჟამად კი ლანდშაფტის აღდგენისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია. …

საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი ქობულეთში შენდება [ფოტო]

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა ბათუმის მიმართულებით და პირიქით, მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ავტობანის ერთი ნაწილის, ქაქუთი-შეკვეთილის მონაკვეთის 13,7 კმ გზის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, რაც შეეხება მეორე – ქაქუთი-მახინჯაურის გვირაბის 18,9 …

ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …

4 გოჭი და 200 ტოლმა 110 პერსონაზე – ქობულეთი სეზონის გახსნისთვის ემზადება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზაფხულისა და ზღვის სეზონს  ღონისძიება „ქობულეთობით“  გახსნის. გამგეობაში გვითხრეს, რომ სეზონის გახსნას და „ქობულეთობას“, რომელიც 5 დღე გასტანს, უკვე წლებია ერთმანეთთან აიგივებენ; „წელსაც, დაგეგმილი აქტივობებით გავხსნით სეზონს“. სეზონი ქობულეთში წელს ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნება. სეზონის გახსნის [„ქობულეთობის“] ორგანიზებისთვის გამგეობამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ქობულეთის გამგეობას სეზონის გახსნის ღონისძიებებისთვის 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, შესაბამის მომსახურებას მას …

4 ივნისს ქობულეთსა და ხელვაჩაურში დენის მიწოდება 2882 აბონენტს შეუწყდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის შეზღუდვების გრაფიკის მიხედვით, 4 ივნისს, დღის საათებში ელექტროენერგიის მიწოდება ხელვაჩაურსა და ქობულეთში 2636 აბონენტს შეუწყდება. კონკრეტულად, დენის მიწოდება 4 ივნისს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე შეუწყდება 1527 აბონენტს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: კაპანდიდი, ერგე, კიბე, მირვეთი, ასევე წყალსადენის დასახლებაში დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე; დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე კი 1355 …

ქობულეთში ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა

დღეს სოფელ გვარაში ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა გაიხსნა. ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი ფერმერებისთვის, ლაბორატორია, საოპერაციო ოთახი და ვეტერინალური აფთიაქი. კლინიკა პროექტ „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა სომხეთსა და საქართველოში“ ფაზა2-ის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და CARD ცენტრის მხარდაჭერით აშენდა. ამავე პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს აჭარაში, იგეგმება ვეტერინარი სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარება. ასევე ვეტერინარების სტაჟირება სომხეთსა და ავსტრიაში. როგორც აჭარის სოფლის …

ქობულეთში ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია იგეგმება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ხინოს ნაეკლესიარის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო 100 ათას ლარს დახარჯავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 21 ივნისს დასრულდება. შესაბამისი პროექტისა და კვლევის მიხედვით, ამ ეტაპზე ძეგლის მხოლოდ კონსერვაცია იგეგმება. ტენდერში გამარჯვებულმა თავად უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს საპატრიარქოსაგან სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობის მიღება, ხოლო შემდეგ – საქართველოს კულტურული …

Exit mobile version