მთავარი,სიახლეები

15 ივნისი მაისის კომპენსაციის მისაღებად დასაქმებულთა მონაცემების წარდგენის ბოლო დღეა

15.06.2020
15 ივნისი მაისის კომპენსაციის მისაღებად დასაქმებულთა მონაცემების წარდგენის ბოლო დღეა

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაქირავებულ პირებს, რომლებიც მაისის თვეში უხელფასოდ დარჩნენ, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ კომპენსაცია. დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით, დამსაქმებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი განაცხადი.

„იმისათვის, რომ დაქირავებულმა პირებმა ისარგებლონ მაისის თვის კომპენსაციით, დამსაქმებელმა კომპანიებმა, 15 ივნისის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან – 04.05.2020 წლიდან 6 თვე) უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. დამქირავებელი, ასევე უფლებამოსილია განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში დააზუსტოს და წარადგინოს ახალი განაცხადი 22 ივნისის ჩათვლით“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

[რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას ან/და ჰქონდათ შემოსავალი, თუმცა არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, საშუალება აქვთ, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა 2020 წლის 1-ელ ივლისამდე და გაიარონ რეგისტრაცია, 300 ლარის კომპენსაციის ერთჯერადად მისაღებად.]

შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისიწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და 2 დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას.

ამ თემაზე:

თვითდასაქმებულებს 300 ლარის მისაღებად განაცხადის შევსება დღეიდან შეუძლიათ – ინსტრუქცია

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: