საქართველოში კოვიდით 11 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 676 ახალი შემთხვევა

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ბოლო 24 საათში კიდევ 676 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გარდაიცვალა 11 პაციენტი. 30 იანვრის დილის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობაა ჯამში – 257632, მათათ შორის გამოჯანმრთელებული – 248 537, ხოლო ვირუსს სულ 3 159 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 19 989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13126, PCR ტესტით – 6863 ქვეყანაში …

„ვინ უპასუხებს IV-კლასელს, რატომ არ უშვებენ სკოლაში?“ – დაწყებითის მასწავლებლის მოსაზრება

ავტორი: მინდია ფუტკარაძე, ბათუმის მეორე საჯარო და ქართულ-ამერიკული სკოლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი __________________________ „რატომ? რატომ? რატომ არ მიშვებენ სკოლაში?“ – მომწერა სოციალური ქსელის საშუალებით ჩემმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ. ერთი თვეც და 1 წელი გახდებოდა, რაც ონლაინგვიწევს მოსწავლეებთან ურთიერთობა. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს ყველაფერი რა რთული იყო, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს. დამერწმუნეთ, ეს …

რა შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ონლაინში სწავლის გაგრძელება

განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე აცხადებს, რომ სამინისტრო პირველ თებერვალს საკლასო ოთახებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით ბავშვებს დამატებით შესაძლებლობასაც სთავაზობს. კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. „თუ მოსწავლის მშობელს რაიმე მიზეზის გამო აქვს დისტანციურ ფორმატში სწავლის გაგრძელების სურვილი, მათთვის შეთავაზებული იქნება სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელების …

კოვიდით გარდაიცვალა ბათუმელი მოზარდი, რომელსაც თანმხლები დაავადება ჰქონდა

ბათუმში მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა. ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გუშინ, 28 იანვარს, გარდაიცვალა. მოზარდის გარდაცვალებას ადასტურებს იმ სკოლის დირექტორიც, სადაც ბიჭი სწავლობდა. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მოზარდს კორონავირუსი ჰქონდა. მას ასევე ჰქონდა სხვა თანმხლები დაავადებაც, რაც, სავარაუდოდ, გართულდა კორონავირუსის გამო. დღევანდელი მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, კრიტიკულია …

უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე შემოვა საქართველოში, თუ იქნება კოვიდზე აცრილი 

პირველი თებერვლიდან საქართველოში შემოსვლის წესი იცვლება როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ დღეს, 29 იანვარს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის უფლება: მათ  შეუძლიათ საქართველოში შემოვიდნენ PCR ტესტის ნეგატიური პასუხით; გაიარონ 8-დღიანი თვითიზოლაცია; თვითიზოლაციის ნაცვლად შემოსვლიდან მესამე დღეს ჩაიტარონ კიდევ ერთი PCR ტესტი. რაც შეეხება უცხო ქვეყნის …

აჭარაში კოვიდის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა

29 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი, ხოლო 12-მა პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღეისათვის აჭარაში კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა. აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 192 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში კი – 100.

ტესტირების შედეგად აჭარაში 7 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

28 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა სკოლის მასწავლებლებში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის დატესტილია 4 ათასამდე პედაგოგი, კორონავირუსი კი 7 პედაგოგს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, სწრაფი ტესტირებით დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევები PCR ტესტით ხელმეორედ გადამოწმდება. აჭარაში საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირველ თებერვალს იგეგმება, ამიტომ მასწავლებლების მასობრივი ტესტირება საჯარო და კერძო სკოლებში ორი …

საღამოს რომელ საათამდე იმუშავებენ მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში 1-ლი თებერვლიდან

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსები ბათუმში საღამოს 9 საათამდე იმუშავებენ. ავტობუსების [ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსების] მოძრაობა ბათუმში 1-ლი თებერვილად განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. სამარშრუტო მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ავტობუსებმა 9 საათზე [მაქსიმუმ 8:50 სთ-ზე] მოძრაობა უნდა დაასრულონ, ამიტომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ავტობუსები 9-ის წუთებამდე, …

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 19 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსით ამავე პერიოდში გარდაიცვალა 19 პაციენტი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  256 …

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 28 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 28 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარაში გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი არის – 34 539. ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 10-მა პაციენტმა. აჭარაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაშია  (მართვით სუნთქვიაზეა) 3 პაციენტი; კლინიკაში მკურნალობს – 203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – …

სადაა მგზავრი? – „მარშუტკის“ მძღოლი პანდემიის დროს

„პირველივე თვეებში დავაყენე „მარშუტკაში“ დეზობარიერიც და ხსნარიც, მაგრამ ზოგს კიდევ არ სჯერა. მე გაკვირვებული ვარ,“ – გვიყვება თამაზ ლომინაძე. მას მიკროავტობუსი აქვს და სამარშრუტო ხაზის მძღოლად მუშაობს. პანდემიამდე ქობულეთის სოფელ კვირიკედან მოჰყავდა მგზავრები ბათუმში. ამბობს, რომ გასული წლის თებერვლიდან ამ დრომდე განსაკუთრებულად იცავს ჰიგიენის წესებს და სხვებსაც იმავეს სთხოვს, ვისთანაც ურთიერთობა აქვს. „მესამე დღეა ვმუშაობ, …

აჭარის მთავრობა, ბათუმის მერია და სასამართლო ისევ დისტანციურად იმუშავებენ

„აჭარის მთავრობა შერეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სამსახურში მენეჯმენტი აუცილებლად იქნება და ის თანამშრომლები, ვის ყოფნასაც საჭიროდ ჩათვლის მენეჯმენტი,“ – გვიპასუხეს აჭარის მთავრობის პრესცენტრში, სადაც ვიკითხეთ: რა იცვლება პირველი თებერვლიდან აჭარის მთავრობის აპარატსა და სამინისტროებში? პირველი თებერვლიდან უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი უქმდება: მაგალითად, ბავშვები და მასწავლებლები სკოლებში ივლიან, ამუშავდება კაფე-რესტორნების ღია ნაწილი, იმოძრავებს მუნიციპალური …

ინფიცირებულია 100 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 100 331 251 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 2 159 523 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 425 227 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 218 878 – ბრაზილიაში და 153 724 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია კვლავ აშშ, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 25 …

აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? | მშობლების გამოკითხვა

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება. მშობლების მოსაზრება სწავლის განახლებაზე ორად იყოფა – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწავლა სკოლებში არ უნდა განახლდეს, ზოგიერთი მშობელი კი სწავლის საკლასო ოთახებში განახლების მომხრეა. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. თქვენი აზრით, შესაძლებელი იქნება თუ არა სკოლებში კორონავირუსთან …

მასწავლებლებს აჭარაში კორონავირუსზე ტესტირებას უტარებენ

აჭარაში მასწავლებლების და სკოლის მომსახურე პერსონალის ტესტირება დაიწყო კორონავირუსზე. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, 27 იანვრის მონაცემებით 2000-მდე კერძო და საჯარო სკოლის პედაგოგია დატესტილი სწრაფი ტესტით. „ტესტირება მიმდინარეობს აჭარის მასშტაბით, გუშინ ბათუმის რამდენიმე სკოლაში ჩატარდა ტესტირება, მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები არიან ჩართული. დაიტესტება აბსოლუტურად ყველა პედაგოგი, ასევე სკოლის დამხმარე პერსონალი, იქნება ეს მძღოლი, დამლაგებელი …

კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 742 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა – 12, გამოჯანმრთელდა – 1081. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მონაცემებით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 340 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 89, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 75, მცხეთა-მთიანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 27 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში მკურნალობდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 1 პაციენტი, კლინიკებში მკურნალობს 211 პაციენტი,  კოვიდსასტუმროშია – 121, ონლაინკლინიკაში – 317.

ექნებათ თუ არა სკოლებს შერეული მეთოდით სწავლების გაგრძელების უფლება

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით სკოლები მზად არიან საკლასო ოთახებში სწავლის გასაახლებლად. „ჩვენი განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რადგან სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება უსაფრთხო გარემო,“- ამბობს ჩხენკელი. მან ბრიფინგზე არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს, შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა, რომელიც ამ დღეებში …

პანდემიისას 48%-ით გაიზარდა განზრახ მკვლელობის რაოდენობა, კიდევ რა სახის დანაშაულმა მოიმატა

განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი [სსკ-ის 108-ე მუხლი] პანდემიის დროს ანუ 2020 წელს, საქართველოში წინა წელთან შედარებით 48.57 პროცენტით გაიზარდა. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს  განზრახ მკვლელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა, 2020 წელს – 52, აქედან 45 საქმე გაიხსნა. 2020 წელს რამდენიმე სხვა დანაშაულის მაჩვენებელიც გაიზარდა, მაგალითად, 2020 წელს ოჯახში ძალადობის 4927 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს  – …

სწავლა იწყება, ტრანსპორტი კი არ მოძრაობს – რას პასუხობს სამინისტრო სკოლებს

როგორც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, შემდეგ კი განათლების მინისტრმაც დაადასტურა, ქვეყნის მასშტაბით პირველ თებერვალს სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში უნდა განახლდეს, გამონაკლისი სამი დიდი ქალაქი – თბილისი, ქუთაისი და რუსთავია. შესაბამისად, საქალაქო ტრანსპორტიც ამ ქალაქებში არა თებერვლიდან, არამედ პირველი მარტიდან ამოქმედდება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში არაერთი პედაგოგი გამოეხმაურა და იკითხა, თუ როგორ უნდა მივიდნენ სკოლაში, თუკი არ …

საქართველოში კორონავირუსის 1006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

26 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 006 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 პაციენტი. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის სულ 254 822, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 244 446, აქედან ბოლო 24 საათში – 1050. საქართველოში კორონავირუსით სულ 3 096 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17349 …

აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 26 იანვარი

26 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; რეგიონში გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 395 პაციენტი . აჭარაში კრიტიკულად იმყოფება [მართვით სუნთქვაზეა] – 1 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 219 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 118, ხოლო ონლაინკლინიკაში – 345.

სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის შესვენება სკოლაში დაიგეგმოს განსხვავებულ დროს – რეკომენდაციები

ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში პირველი თებერვლიდან განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება, ხოლო თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებში სწავლის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. სკოლის შენობებში სწავლის პროცესი იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს შემუშავებული. რეკომენდაციები მოიცავს სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების ვალდებულებებს, სკოლის შენობისა და ინვენტარის დეზინფექციას, თერმოსკრინინგს, პირბადის ტარებას …

მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია – განახლებული რეგულაციები

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან განახლდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. ამ ეტაპზე ქვეყანაში შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება ასევე გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. მუნიციპალური ტრანსპორტის …

დადასტურდა კოვიდის 298 შემთხვევა, გარდაიცვალა 16 პაციენტი

25 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 6 868 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი. ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 3 071 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა აჭარაში – 18 იმერეთში – 44 …

აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 25 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა  74 პაციენტი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 25 იანვრის დილის მდგომარეობით, აჭარაში 2 პაციენტია მართვით სუნთქვაზე, კლინიკებში მკურნალობს – 225, კოვიდსასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397 პაციენტი.

პირველი თებერვლიდან ბათუმში მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ

პირველი თებერვლიდან ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ და საღამოს 8 საათამდე იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, თუმცა ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან ძალაში დარჩება. ბათუმში თებერვლიდან მუშაობას მუნიციპალური ავტობუსებიც განაახლებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ განაცხადეს, რომ ზუსტ დროს, საღამოს რომელ საათამდე იმოძრავებენ ავტობუსები, უახლოეს დღეებში დაადგენენ. სამარშრუტო მიკროავტობუსები და მუნიციპალური …

დადასტურდა კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17 პაციენტი

საქართველოში, stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა კიდევ 17 პაციენტი. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 456 პაციენტი [პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელდა 242 085 პირი, ხოლო გარდაიცვალა 3 055 პაციენტი] ბოლო 24 საათში ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 4979, PCR ტესტით – 6269. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, …

კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა აჭარაში – 24 იანვარი

24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 83 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი არის სულ 34 249. აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკა დატოვა 27-მა პაციენტმა; კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) – 3 პაციენტი; ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 234 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში – 153 …

კორონავირუსით კიდევ 16 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 998 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 16 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1 892. ბოლო 24 საათში ჩატარდა 16 267 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8855, ხოლო PCR ტესტით – 7 412. საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 530 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა – 3 …

აჭარაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 23 იანვარი

23 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში ბათუმის რესპუბლიკურში 1 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა – 87 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია – 34 166 პაციენტი; კლინიკა დატოვა 18-მა პაციენტმა. აჭარაში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზეა) 2 პაციენტი. აჭარის კლინიკებში მკურნალობს – 254 …

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება

პირველი თებერვლიდან ბათუმში ღია კაფეები ამუშავდება. შეზღუდვების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ დღეს, 22 იანვარს, გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პირველი თებერვლიდან საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში ასევე გაიხსნება სავაჭრო ობიექტები, ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი და განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებში. შეზღუდვები ძალაში დარჩება შაბათ-კვირას.  

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. დღეს, 22 იანვარს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით. პირველი თებერვლიდან ბათუმში სავაჭრო ობიექტები გაიხსნება, ასევე კაფეების ღია ნაწილი და ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან განახლდება სასწავლო პროცესი სკოლებშიც. შეზღუდვები ძალაში რჩება შაბათ-კვირას. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება კომენდანტის საათი. ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კომენდანტის საათის …

აჭარის სკოლებში სწავლა პირველ თებერვალს განახლდება

დღეს, 22 იანვარს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, აჭარაში სკოლის შენობებში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება. „დღეის მდგომარეობით 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი …

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება

შაბათ-კვირას შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. დღეს, 22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ პანდემიის მართვის კუთხით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო: 7 ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდება, ასევე გაიხსნება სავაჭრო ცენტრები და კაფეების ღია ნაწილი. ___ 1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება. „ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, პირველი თებერვლიდან უკვე შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. თუმცა …

Exit mobile version