პლატფორმა stopcov.ge-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 11. დადებითობის მაჩვენებელი, 5 თებერვლის მდგომარეობით, 3.28 %-მდე შემცირდა, ხოლო ბოლო 14 დღეში – 3.98 %-მდე. 6 თებერვლის მდგომარეობით, მძიმეა 509 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 216, იმერეთში – 131, აჭარაში – 40, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 141 პაციენტი.
Tag Archives: კორონავირუსი
პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში 573 პირი დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჯარიმებულს შორის ყველაზე მეტი შემთხვევა – 457 პირბადის ტარების წესის დარღვევას უკავშირდება. პირბადის არქონა ან მისი ტარების წესის დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. შსს-ს მონაცემებით, პოლიციამ 116 პირი დააჯარიმა იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის. კანონი ამ …
Continue reading “პირბადის არქონის გამო 457 პირი დააჯარიმეს – შსს”
აჭარაში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 6 თებერვალი
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 40. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 9 პაციენტმა, კრიტიკულად, ანუ მართვით სუნთქვაზეა 5 პაციენტი. 6 თებერვლის მონაცემებით, ბათუმში, კოვიდკლინიკაში მკურნალობს 178 პაციენტი, კოვიდსასტუმროშია – 123. ონლაინკლინიკაში – 173.
აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 თებერვალი
5 თებერვლის დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა აჭარაში არის – 188, მძიმე პაციენტია – 45, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 6 პაციენტი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში 81 პირია მოთავსებული. საკარანტინო სივრცეებშია – 174. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 789 პირი. — …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 5 თებერვალი”
საქართველოში კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა
5 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 18 პაციენტი. stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 261 018-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 252 246, ბოლო 24 საათში – 498. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ ქვეყანაში გარდაიცვალა 3258 პირი. ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით – 16 808, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9163, PCR ტესტით – 7645. …
Continue reading “საქართველოში კოვიდით 18 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა”
რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში
2021 წლის პირველი თებერვლიდან რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში შემოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით, თუ ის წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. „სახმელეთო გზით კი საქართველოში შემოსვლა [გარკვეული გამონაკლისის გარდა] არც ერთი ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია“, – გვითხრეს საქართველოს სამთავრობო ცხელ ხაზზე – „გამონაკლისია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ბრუნდება, უცხოელი ბიზნესმენი, საერთაშორისო გადაზიდვის მძღოლი …
Continue reading “რა შემთხვევაში შემოვა რუსეთის მოქალაქე საქართველოში”
ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა
ფერიის ბავშვთა პანსიონში 25 ბავშვს და 7 ზრდასრულს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვთა სახლი განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ტარდებოდა ინტენსიური ტესტირება. 32-ვე კოვიდდადებითი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. ბავშვებს მეთვალყურეობენ ეპიდემიოლოგები, პედიატრები და იზოლირებულები არიან, რადგან მაღალი რისკის კონტაქტები იყვნენ. პრესსამსახურის ცნობით, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფერიის მატათა მოციქულის გიმნაზია-პანსიონი საპატრიარქროს დაქვემდებარებაშია.
კომპანია, რომელიც შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შეღავათებით ვერ ისარგებლებს – მთავრობა
ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით – ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვალს, გაავრცელა. მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი ქვეყანაში შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, …
შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქა, ბათუმში უკვე გაიხსნა ღია კაფეები და მაღაზიები, 8 თებერვლიდან იგეგმება ბაზრობების გახსნაც, თუმცა შაბათ-კვირას ყველა არსებული შეზღუდვა ისევ ამოქმედდება, რაც ნიშნავს, რომ: შაბათ-კვირას არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებენ მაღაზიები და ბაზრობები შაბათ-კვირას არ იმუშავებენ ღია კაფეები კაფე/რესტორნები და მაღაზიები შაბათ-კვირას იმუშავებენ მხოლოდ ონლაინშეკვეთებზე. აღნიშნული …
Continue reading “შაბათ-კვირას ვერც მაღაზიაში წახვალთ, ვერც კაფეში | შეზღუდვები”
8 თებერვლიდან ბაზრობები გაიხსნება
8 თებერვლიდან ბაზრობები იხსნება. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერმა გიორგი გახარიამ ისაუბრა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე. პრემიერის თქმით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4 პროცენტამდე ჩამოვიდა, რაც რიგი შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი გახდა. ყველა ტიპის ბაზრობის გახსნა 15 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი. ბათუმში, ყოფილი „უნივერსამის“ სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ბაზრობის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისას ჯარიმა გაორმაგდება – გახარია
„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმაზე, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 თებერვალს. პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. პრემიერის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად წესების დაცვაც უნდა გამკაცრდეს. „ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ …
Continue reading “პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისას ჯარიმა გაორმაგდება – გახარია”
კომენდანტის საათი ძალაში რჩება | მთავრობა
მთავრობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას აანონსებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით: 8 თებერვალს ქვეყანაში აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა ისევ რჩება; 8 თებერვლიდან, ასევე სრულად ამოქმედდება ბაზრობები; 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას შეძლებენ მთელი საქართველოს მასშტაბით; 15 თებერვლიდან სკოლები საკლასო ოთახებში სწავლებას განაახლებენ მთელს ქვეყანაში. ძალაში რჩება შეზღუდვა …
Continue reading “კომენდანტის საათი ძალაში რჩება | მთავრობა”
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია
8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი საქართველოს ყველა ქალაქში ამოქმედდება, ასევე 15 თებერვლიდან სწავლა დაიწყება საკლასო ოთახებში. ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. მანვე თქვა, რომ ჯერჯერობით არ იხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. პირველი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა არ განახლდა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, აქ ასევე არ დაწყებულა სასწავლო პროცესი სკოლებში. გიორგი გახარიას თქმით, ბოლო დღეების …
Continue reading “საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ იმოძრავებს – გახარია”
კოვიდის 583 ახალი შემთხვევა საქართველოში, 19 პაციენტი გარდაიცვალა
4 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 16 605 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 240 პირი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირებულია 5 466 ადამიანი. აქედან 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში, მათგან 529 მძიმე პაციენტია. …
Continue reading “კოვიდის 583 ახალი შემთხვევა საქართველოში, 19 პაციენტი გარდაიცვალა”
ბათუმში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა, კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
ბათუმის #8 საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესურსცენტრის ცნობით, საუბარია უფროსკლასელზე. „ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივაწოდეთ ინფორმაცია, შეისწავლეს კონტაქტები და მოგვცეს რეკომენდაცია, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდეს კონკრეტული კლასი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ. სწავლა საკლასო ოთახებში ბათუმში პირველ თებერვალს განახლდა. ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში მიმდინარეობს, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის …
Continue reading “ბათუმში მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა, კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა”
აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 თებერვალი
4 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში მკურნალობს 184 პაციენტი, მათგან 6 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კოვიდსასტუმროებში იმყოფება 122 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 22 პაციენტი. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით …
Continue reading “აჭარაში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 4 თებერვალი”
რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე, სავალდებულო თვითიზოლაციის გარეშე შემოვლენ, თურქეთიც დაემატა. საქართველოში შემოსვლისას თურქეთის მოქალაქემ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარმოადგინოს, საქართველოში ყოფნის მესამე დღეს კი, კორონავირუსზე PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთოს. ამ შემთხვევაში მას არ აქვს იზოლაციის ვალდებულება. მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა …
Continue reading “რა შემთხვევაში შეძლებენ თურქეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას”
პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასი მედმუშაკი – გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასამდე მედპერსონალი: ექიმები, ექთნები და დამხმარე პერსონალი, რომელთაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან. გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 75 ათასი მედმუშაკია და წლის ბოლომდე იგეგმება 49 ათასი მედმუშაკის აცრა. „ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან სამი თვის განმავლობაში არ აიცრებიან. „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა …
Continue reading “პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრება 14 ათასი მედმუშაკი – გამყრელიძე”
13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 688 ახალი შემთხვევა
3 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 15 792 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 788 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 221 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 295 შემთხვევა აჭარაში – 23 იმერეთში – 126 ქვემო …
Continue reading “13 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 688 ახალი შემთხვევა”
აჭარაში კოვიდის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 3 თებერვალი
3 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში დღეის მონაცემებით 179 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე. მათგან 45 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აჭარაში კორონავირუსის გამო კოვიდსასტუმროშია 81 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 734 პირი.
მშობელი ქობულეთიდან: სამინისტრო ჩემი შვილის უფლებას არღვევს, მივმართავ სახალხო დამცველს
მშობელი, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში ცხოვრობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მისი შვილის უფლებას არღვევს, რადგან მას არ უტოვებს არჩევანის თავისუფლებას. მაკა მალაყმაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ შემთხვევის გამო [დისკრიმინაციის დადგენის მიზნით] ის აპირებს სახალხო დამცველსაც მიმართოს. „განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ქალაქში მცხოვრებ მშობელს აქვს არჩევანი – გაუშვას ბავშვი სკოლაში თუ გააგრძელოს ონლაინსწავლება. რატომღაც სოფელში …
ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ამოწმებენ
ბათუმის მერიის ცნობით, ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ მონიტორინგი დაიწყო. მუნიციპალურ ავტობუსებში მოწმდება როგორც პირბადის სწორად გამოყენება, ასევე უბილეთოდ მგზავრობა. მიკროავტობუსებში მძღოლები ფეხზემდგომი მგზავრების გადაყვანისთვისაც დაჯარიმდებიან. პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის მგზავრი 20 ლარით ჯარიმდება, ხოლო მგზავრის ფეხზედგომით გადაყვანისთვის ჯარიმა 100 ლარია. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, მუნიციპალური ტრანსპორტი კი – დილის 7-დან საღამოს …
Continue reading “ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას ამოწმებენ”
14 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 858 ახალი შემთხვევა | 2 თებერვალი
2 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 17 271 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 208 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 339 შემთხვევა აჭარაში – 53 იმერეთში – 158 ქვემო ქართლში …
Continue reading “14 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 858 ახალი შემთხვევა | 2 თებერვალი”
აჭარაში კოვიდის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა
2 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთავრობის ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში დღეის მონაცემებით 181 ადამიანი მკურნალობს კოვიდზე. მათგან 44 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აჭარაში კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება 746 ადამიანი.
ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები და მოძრაობის გრაფიკი
მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტებში ერთადერთი ცვლილება, რაც ბათუმში მოძრაობის ახალმა სქემამ გამოიწვია, არის N11 ხაზზე. ამ ნომრით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები აღარ ივლიან პუშკინის ქუჩაზე, ამ ქუჩის ნაწილობრივ გაცალმხრივების გამო. N11 ავტობუსი პუშკინის ნაცვლად გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე იმოძრავებს. მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ბათუმში 1-ლი თებერვლიდან აღდგა. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის პრევენციის მიზნით, ავტობუსები არ ივლიან შაბათ-კვირას. ამასთან, …
Continue reading “ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები და მოძრაობის გრაფიკი”
დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა
პირველი თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 9 9 056 კვლევა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 16 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით ჯამში 3 194 პირი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა აჭარაში – 15 იმერეთში – 37 …
Continue reading “დადასტურდა კოვიდის 240 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი გარდაიცვალა”
ბათუმში 200-მდე მოვაჭრე „უნივერსამში“ სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვს | LIVE
დღეს, პირველ თებერვალს, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, აქციას მართავენ ყოფილი „უნივერსამის“ შენობაში მდებარე სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები. ისინი სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვენ. დღეს ბათუმში გაიხსნა მაღაზიები და მოლები, თუმცა არა ბაზრობები. მთავრობის მიერ დაანონსებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის თანახმად, სავაჭრო ცენტრების გახსნა 15 თებერვალს იგეგმება, თუმცა მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა გაიხსნა მაღაზიები, მოლები, სკოლები, სავაჭრო ცენტრების …
Continue reading “ბათუმში 200-მდე მოვაჭრე „უნივერსამში“ სავაჭრო ცენტრის გახსნას ითხოვს | LIVE”
აჭარაში კოვიდის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა
პირველი თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან აჭარაში 59 პაციენტი განიკურნა. კოვიდკლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 209 პაციენტი, კრიტიკულია 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ტესტირების შედეგად აჭარაში 11 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა
აჭარაში პედაგოგების ტესტირება კორონავირუსზე დასრულდა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ტესტირების შედეგად მთლიანობაში 11 პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებში ვირუსი ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. პედაგოგები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ, მუნიციპალიტეტების სკოლებში ასწავლიან. კითხვაზე, დაიტესტა თუ არა პედაგოგების ახლო კონტაქტები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ გაიდლაინის მიხედვით, ინფიცირებული პედაგოგები იზოლაციაში არიან გადასული და …
Continue reading “ტესტირების შედეგად აჭარაში 11 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა”
სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია
16 წლის ლანა დობორჯგინიძეს სმენის მეოთხე ანუ მძიმე ხარისხის დაქვეითება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ფაქტობრივად, არ ესმის. ლანა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა, თუმცა ჟესტური ენის მასწავლებელი ამ სკოლაში მხოლოდ შარშან გამოჩნდა. ჟესტური ენის გაკვეთილების დაწყებიდან მალევე პანდემია დაიწყო და სწავლა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ონლაინრეჟიმზე გადავიდა. „იქამდე ისე ესწრებოდა გაკვეთილებს, ვერ …
Continue reading “სწავლა ონლაინ, როცა სმენადაქვეითებული ხარ და არ გესმის – 16 წლის ლანას ისტორია”
აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – გამოკითხვის შედეგი
პირველ თებერვალს ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში განახლდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლება. აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ მშობლებს დაუსვა. ვებგვერდზე კითხვას 604-მა ადამიანმა უპასუხა. არა – 51.49% [311 ხმა] ამბობს, რომ პირველ თებერვალს სკოლაში შვილის გაშვებას არ აპირებს. კი – 40.07% [242 ხმა] ამბობს, რომ პირველ თებერვალს აპირებს …
Continue reading “აპირებთ თუ არა პირველ თებერვალს ბავშვის სკოლაში გაშვებას? – გამოკითხვის შედეგი”
რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა
2021 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ, ბათუმსა და აჭარაში: აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტისა და სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობებში გაიხსნა მაღაზიები მუშაობას განაახლებენ მოლები გაიხსნა ღია კაფეები აღნიშნული შეზღუდვები პირველი თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში. თებერვლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას არ იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი, …
Continue reading “რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს ბათუმში და რა დარჩა”
საქართველოში კოვიდით 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 479 ახალი შემთხვევა
31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 12700 ტესტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი. დღეის მონაცემებით, საქართველოში 2677 კოვიდპაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე კოვიდით დადასტურებულად ინფიცირდა 258 111 ადამიანი, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 3178 პაციენტი.
აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა
31 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 61 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10-მა პაციენტმა კოვიდკლინიკა დატოვა. დღეს მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 196 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში, კოვიდსასტუმროში იმყოფება 103 ინფიცირებული.
რა ახალ ვალდებულებას აკისრებს ბიზნესს ხელისუფლება ვირუსის შესაკავებლად
პირველი თებერვლიდან ზოგიერთი ეკონომიკური საქმიანობის განახლებასთან ერთად, ბიზნესს ახალი ვალდებულების შესრულებაც მოუწევს – ორგანიზაციებმა თანამშრომლებს პერიოდულად ტესტირება უნდა ჩაუტარონ. ბათუმში PCR ტესტის ფასი მათთვის 80 ლარი, ხოლო ანტიგენის ფასი 30 ლარი იქნება. 2021 წლის პირველ მარტამდე ტესტირების ხარჯს სახელმწიფო აანაზღაურებს, მარტიდან კი – თავად ბიზნესი. „ეკონომიკური საქმიანობის განახლების მიზნით, სავალდებულო ტესტირების პერიოდულობისა და პირობების დაცვის …
Continue reading “რა ახალ ვალდებულებას აკისრებს ბიზნესს ხელისუფლება ვირუსის შესაკავებლად”
კორონავირუსი აჭარაში – 44 ახალი შემთხვევა
30 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 42 პაციენტი; კლინიკა დატოვა 23-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაშია – 3 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს – 188 პაციენტი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 110, ონლაინ კლინიკაში – 276. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში დღემდე კორონავირუსისგან სულ გამოჯანმრთელებულდა 34 632 პაციენტი.