ავტოსაგზაო შემთხვევები ბათუმში

 

 

<!** Image 1 align="" sub="ავტოსაგზაო შემთხვევა ფიროსმანის ქუჩაზე/ფოტო: თედო ჯორბენაძე" width="600" height="720" >

 

დღეს, 7 მაისს, ბათუმში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  პირველი შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე მოხდა, სადაც თვითმხილველთა თქმით, მერსედესის მარკის ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რომელიც შს სამინისტროს ინფორმაციით, მსუბუქად არის დაზიანებული.

 

მეორე შემთხვევა კი ფიროსმანის ქუჩაზე, გმირთა ხეივანთან მოხდა, სადაც ორი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს. მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ავტომანქანებიც. 

 

 შს სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის დაზიანებები არავის მიუღია.  

 

 

<!** Image 3 align="" sub="ავტოსაგზაო შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე" width="600" height="720" >

 

<!** Image 2 align="" sub="ფიროსმანის ქუჩა" width="500" height="720" >

ბათუმში მიწისქვეშა სანაგვე ურნები დაამონტაჟეს

 

მიწისქვეშა ნარჩენების შემკრები ოთხი კონტეინერი ამ დროისთვის ბათუმში, ესენინის ქუჩაზეა განთავსებული.   მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურმა გააკეთა. როგორც სამსახურის უფროსი თენგიზ პეტრიძე აცხადებს, მიწისქვეშა ურნების  განთავსება ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში იყო გათვალისწინებული.

საკრებულოს წევრები ლატვიელ კოლეგებს შეხვდნენ

 

დღეს, 14 აპრილს, ბათუმის საკრებულოში ლატვიის თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთა ცხრაკაციან დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრას, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ასევე ქალაქის მერი ესწრებოდნენ.    

მოქალაქეები ღია კარის დღეზე ბათუმის საკრებულოში

 

დღეს 23 მარტს ბათუმის საკრებულოში მოქალაქეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სხდომაზე თავიანთ საცხოვრებელ უბნებში არსებული პრობელემების თაობაზე, განცხადების გაკეთების სურვილი 15-მა მოქალაქემ გამოთქვა. 

ბათუმის მერია ავტომობილებს 10 ათას ლარად დააზღვევს

 

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაზღვევაზე ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო ღირებულებაა 10 830 ლარი. მერია 25 ცალ ავტომობილს დააზღვევს. ავტომობილების საბალანსო ღირებულება ჯამში 292 200 ლარია.

მოუწესრიგებელი ქუჩა მთავარი სამმართველოს გვერდით

 

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმრთველოს მიმდებარე ტერიტორია დანაგვიანებულია, ქუჩის სავალი ნაწილი  კი – დაზიანებული.  

ადლიაში ნაპირგამაგრებითი სამუშაოები დასრულდა

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ადლიას ნაპირგამაგრება დაასრულა. პროექტი „აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს“ დაკვეთით განხორციელდა.
 

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [ვიდეო]

 

დაპირისპირება ბიუჯეტში ცვლილების საკითხის განხილვისას „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის კობა ჩხეიძის მიერ ბიუჯეტის ნაშთზე დასმულ საკითხს მოჰყვა.

ძველ ბულვარში გამყოფი ზოლი მოშლილია [ფოტო]

 

 ძველ ბულვარში,  გამყოფი ზოლის მოშლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც  კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულმა საბჭოს წევრებმა უძრავი ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა  გასცეს.  

საკრებულოს წევრები დაზიანებული ქუჩებისა და ტროტუარების შესახებ

 

 ბათუმის საკრებულოს წევრები batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას –  „ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები?“ გამოეხმაურენ.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით,  ტერიტორია ქალაქის სავიზიტო ბარათია და აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.  

„ალი და ნინო“ ადგილს ავტორთან შეთანხმებით შეიცვლის

 

 

თამარ კვესიტაძის ნამუშევარი, რომელსაც მოგვიანებით „ალი და ნინო“ უწოდეს, ბათუმის  სანაპიროზე,  ზღვასთან ახლოს,  2011 წლის ზაფხულში დადგეს. „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქანდაკება თავის დროზე კანონდარღვევით, ტექნიკური დეტალების  გათვალისწინების გარეშე დაიდგა, რის გამოც მას ზღვამ საძირკველი დაუზიანა.  ბულვარის ადმინისტრაცია ქანდაკების ადგილმონაცვლეობას გეგმავს.  

 

 

 

 

 

როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი – დისკუსია ბათუმის საკრებულოში

 

დღეს, 17 თებერვალს, ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრებთან  და მშენებლებთან, ქალაქის განაშენიანების საკითხებზე, ასევე მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.   

შადრევანი სტადიონის ნაცვლად

 

ბათუმში, თავდადებულისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში არსებულ ტერიტორიაზე  შადრევანი გაკეთდება.  

 

ბულვარი, მერია, ნავსადგური – ვინ უნდა განაახლოს განათების ბოძები?

 

ბათუმის ნავსადგურთან რამდენიმე მეტრის გაყოლებაზე ოცამდე განათების ბოძია დაზიანებული. ნათურები დამტვრეულია, ბოძები კი _ დაჟანგული.

ბათუმში მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

 

 

დღეს, 31 იანვარს, 18: 00 საათზე ბათუმში, ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში, ბენზინგასამართ სადგურთან მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.

რა შეიცვლება ბულვარის ზოოკუთხეში

 

 

ბულვარის ცენტრალური შესასვლელიდან უნივერსიტეტამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები  მიმდინარეობს. ბულვარში არსებული ზოოკუთხე ფართოვდება. წყალგაუმტარი მასალებით გარემონტდება გედების ტბა, რომელსაც პლასტმასის მოაჯირის ნაცვლად რკინის ჭედური მოაჯირები გაუკეთდება. ბულვარის გამყოფი ზოლი კი, მარმარილოს ფილებით მოპირკეთდება. 

„მერიამ სანიაღვრე არხი სანახევროდ გაწმინდა“

 

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“  ხელმძღვანელმა დავით ბერიძემ დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“  ბათუმში, ხახულის ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  

ბათუმის მერიაში უამინდობისთვის სპეცტექნიკაა მობილიზებული

 

 

ბათუმის მერიას, მოსალოდნელი უამინდობისთვის სპეცტექნიკა ჰყავს მობილიზებული. 

ვინ ისარგებლებს უფასო და შეღავათიანი მგზავრობით ბათუმში

 

ბათუმში, მიმდინარე წელს, საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, 0-70 000 ქულის მქონე ბენეფიციარები, შშმ პირები და მოსწავლეები. მგზავრობისას შეღავათებით ისარგებლებენ მასწავლებელები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები და ასაკით პენსიონერები.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა ერას მოედანზე

 

 ამ წუთებში, ბათუმში ერას მოედანზე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გამოფენის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ჩიკარტია“. 

მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი1 იანვრამდე დასრულდება

 

დღეს 15 დეკემბერს, ბათუმის მერიაში საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მესამე ატაპი მიმდინარეობს.

გასაუბრება დღის ორ საათზე, ხელოვნების უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში დაიწყება. საჯარო მოხელეტა კონკურსი, პირველ იანვრამდე უნდა დასრულდეს.

ბათუმის ლოგოს შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს

 

ბათუმის ლოგოს შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი რვა დეკემბერს დასრულდება. ავტორება საკუთარი ნამუშევრების განთავსება ვებგვერდზე  act-gr.com-ზე შეეძლოთ. ამ დროისთვის ვებგვერდზე ასამდე ლოგოს ვარიანტია ატვირთული.   კომისიის ერთ-ერთი წევრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენელის, ნათია აფხაზავას განცხადებით, ლოგოების შერჩევის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს. 

საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში ჟურნალისტები აირჩიეს

 

დღეს 17 ნოემბერს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, ბათუმის საკრებულოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს.  მრჩეველთა საბჭოში მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტები, სოფო ჟღენტი და ტარიელ ცეცხლაძე იქნებიან. 

ზღვისპირა ბულვარი [ფოტო]

 

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, პლაჟს კაფეს დემონტაჟის შემდეგ ალაგებენ. 

 

[ტექსტი ჩასწორებულია]  

“ბათუმის განვითარების ფონდი“ უფროსის სახლში

 

„ბათუმის განვითარების ფონდს“ ოფისი არ აქვს და თანამშრომლები უფროსის, ავთანდილ დარჩიას კერძო სახლში ვმუშაობთ“ – განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა, დღეს, ათ ნოემბერს გამართულ  ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.  

„თავისუფალი დემოკრატები“ ოპოზიციაში გადავიდნენ

 

ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის საკრებულოში აღარ იფუნქციონირებს. „თავისუფალი დემოკრატები“  ბათუმის საკრებულოში დღეიდან ოპოზიციის რანგში გააგრძელებენ მუშაობას.   

გიორგი ერმაკოვის ბრიფინგი ბათუმის მერიაში

 

 

დღეს, სამ ნოემბერს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა ბრიფინგი გამართა, სადაც სტიქიის შედეგებზე და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.   ბრიფინგს მერის რწმუნებულები, მერიის  სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

ზედამხედველობის სამსახურის პასუხი ღია ჭებთან დაკავშირებით

 

გუშინ ბაგრატიონის ქუჩაზე, ღია ჭაში სამი ავტომანქანა ჩავარდა. ვის ეკისრება  პასუხისმგებლობა ქალაქში არსებულ ღია ჭებთან დაკავშირებით? „ბათუმელები“ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს დაუკავშირდა. 

ბათუმში აშშ-ს საზღვაო ფლოტის გემი შემოვა

 

აშშ-ის მე-6 ფლოტის კრეისერი „ველა გალფი“ 18-20 ოქტომბერს ბათუმის პორტს ესტუმრება – ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ველა გალფი“ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. მისი ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოს მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში. 

ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა

 

სამაშველო სამსახურის ხელმძვანელის მამუკა თურმანიძის ინფორმაციით,  ლ.ასათიანის (ყოფილი ჯაფარიძის) ქუჩაზე 17 ნომერში მშენებარე სახლის კედელი ჩამოიგრა. ნანგრევებმა გვერდით მდებარე საცხოვრებელი სახლის კიბე დააზიანა.   კედლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაზიანებულა. 

ბათუმის მერიის სამსახურებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ

 

ბათუმის მერიაში ახალი სამსახურის უფროსები დაინიშნენ.  რამდენიმე უფროსმა თანამდებობა შეინარჩუნა. ახალი უფროსების დიდი ნაწილი კი ყოფილი მოადგილეები არიან. 

ევროპის მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, საღამოს გალა კონცერტით დასრულდება. 

 

კონცერტში მონაწილეობენ მუსიკალური ჯგუფები: „ბათუმი“, „დაიმონდსი“, „ნოტა“, „ჯეო პლანეტი“ და მომღერლები: სოფო ხალვაში, ლუკა ზაქარიაძე, სოფო ერგემლიძე, კახა ცისკარიძე და ხანუმები.

 

 

ბათუმში სანაპიროზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

 

ამ წუთებში, ბათუმში სანაპიროზე, „იახტ კლუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოიფინა.

ტანკები, ყუმბართმტყორცნები, ხვემეხები და სხვადასხვა აღჭურვილობა.

  

ბათუმში 26 მაისისთვის დაგეგმილი საზეიმო გახსნა გადაიდო

 

ბათუმის მერიის მიერ დღის 12 საათისთვის დაგეგმილი საზეიმო ღონისძიების გახსნა გადაიდო. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ევროპის მოედანზე უნდა გამართულიყო.

Exit mobile version