ბათუმში „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელდეს

თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, დღეს „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნის. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ [პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ] „სვეტი ჯგუფი“ აცხადებდა, რომ სპეციალური შეთავაზება აქვს ემიგრანტებისთვის – 10-წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება… რითაც შექმნა …

კომპანიის პირველი განცხადება: ახალ კომპლექსში სასტუმრო „მარიოტი“ განთავსდება

ბათუმში „ალიანს ჯგუფი“ ახალი პროექტის განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ, კომპანიამ დღეს პირველად გაავრცელა ინფორმაცია. კომპლექსი, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე აშენდება მრავალსართულიანი და მრავალფუნქციური იქნება. „ალიანს ჯგუფში“ აცხადებენ, რომ „ახალი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია და მასში ყველა ის ინფრასტრუქტურა გაერთიანდება, რომელიც სუპერთანამედროვე კომპლექსებისთვის არის დამახასიათებელი: მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საცურაო აუზი ზღვის წყლით, სპა, …

54-სართულიანი შენობა ბულვართან – რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კომპანია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის მიმდინარე წლის 22 თებერვალს შეთანხმების აქტი გაფორმდა. კომპანია ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შეთანხმება მშენებლობის ნებართვის მიღების ვადებს უკავშირდება. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ალიანსი ფრივილიჯის“ შორის გაფორმებული შეთანხმების აქტით, ცვლილება შევიდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლითაც კომპანიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ …

ბულვართან 54-სართულიანი კომპლექსი აშენდება – კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ

კომპანია „ალიანსი ფრივილიჯი“ ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, დელფინარიუმის წინ, ახალ სასტუმროს ააშენებს. შენობა 54-სართულიანი იქნება, რომლის პირველ 12 სართულზე სასტუმრო „მერიოტი“, დანარჩენ სართულებზე კი ექსკლუზიური აპარტამენტები განთავსდება. „მულტიფუნქციური კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“ „ალიანს ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი ექსკლუზიური არქიტექტურით იქნება გამორჩეული,“ – განაცხადა „ალიანსი ფრივილიჯის“ დირექტორმა, აკაკი სონგულიამ უძრავი ქონების გზამკვლევი პორტალის Property Georgia-სთან. შესაბამის ხელშეკრულებას „მერიოტ ინთერნეშენელთან“ კი ხელი 2018 წლის …

საკრებულოს წევრი, რომელიც ბათუმის მერიის ტენდერებს იგებს: „ისტორიაში შევედი“ 

ირაკლი პატარიძე ბათუმის ბიუჯეტიდან ხელფასსაც იღებს და მოგებასაც. იგი ბათუმის საკრებულოში განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ამავდროულად ბიზნესმენიცაა. ირაკლი პატარიძე 50-პროცენტიან წილს ფლობს კომპანიებში – „თრეიდინგ სერვისი“ და TRADING SERVICE . ამ კომპანიასთან ტენდერის გარეშე პირდაპირ შესყიდვის ხელშეკრულებას მერიას დაქვემდებარებული უწყებები აფორმებენ. საკრებულოში შესვლამდე ირაკლი პატარიძე მერის წარმომადგენელი იყო ხიმშიაშვილის ადმინისტრაციულ …

რამდენად ეფექტურია ბათუმის ბიზნესინკუბატორი

ბათუმის ბიზნესინკუბატორში ერთი ოთახი ახლაც დაკეტილია. ოთახი ბიზნესმენისთვის არის განკუთვნილი, რომელიც არ გამოჩნდა. ოფიციალური ჩანაწერებით, ბიზნესინკუბატორი დამწყებ ბიზნესმენებს ეხმარება საჭირო ფინანსური და ტექნიკური საშუალებების მოძიებაში. აქ ბიზნესმენს შეუძლია სამუშაო ტექნიკით აღჭურვილ ფართობში [20 კვადრატული მეტრი] თვიურად მხოლოდ 150 ამერიკული დოლარი გადაიხადოს საწევროს სახით. ბიზნესინკუბატორი ბათუმში 2009 წლიდან მუშაობს, თუმცა მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონკურენცია ინკუბატორში …

რესტორანი „სან-რემო“ გაიყიდა

რესტორან „სან-რემოს“ მფლობელი კომპანია „ხიდი-2006“-ის 100% წილი 1 800 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველი გადაიხდის ასევე კომპანიის ბანკის სესხის თანხას, რაც ჯამში 94 000 აშშ დოლარია. შპს „ხიდი-2006“-ის წილები ედნარ პაპუნაიშვილმა გასული წლის ოქტომბერში შეისყიდა. „ხიდი-2006“-ის პარტნიორები, რომლებმაც წილები გაყიდეს, იყვნენ: ნონა ფუტკარაძე [33,4%], ლევან ბერიძე [33,3%] და ბესიკ თავდგირიძე [33,3%]. კომპანია …

ქართული პროდუქცია ევროპაში – ლეპტოპი მაქვს, მაგრამ ინტერნეტს უჭირს

შემოდგომის ბოლოს, როცა ზღვისპირეთში მანდარინი შემოდის, ბიზნესმენი ნუგზარ სურმანიძე მორიგი ექსპორტისთვის ემზადება. მან ქართული ციტრუსი წელსაც რუსეთში გაყიდა. ნუგზარმა იცის, რომ ევროპის ბაზარი ღიაა და იქ მანდარინში კარგად იხდიან, მაგრამ მაინც ნაცნობი ბაზარი ურჩევნია. ორი წლის წინ ნუგზარ სურმანიძემ ციტრუსი ავსტრიაში გაყიდა, მაგრამ ამბობს, რომ ევროპული ბაზარი მისთვის მაინც უცხოა და კონტაქტის დამყარება უჭირს. ნუგზარ …

დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში – რისკების შემცირება ბიზნესის სასარგებლოდ

ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, როგორც ამ უწყებებში აცხადებენ, კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს განაცხადის [ელექტრონული ფორმით] წარდგენის საფუძველზე ეძლევა შესაძლებლობა, უმოკლეს ვადაში დაიბრუნოს საბიუჯეტო ზედმეტობის თანხა [ზედმეტობის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით]. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „პროექტით დაგეგმილია, რომ 10 ათას გადასახადის გადამხდელს ავტომატურად დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა. პირველ ეტაპზე შეირჩა ის ობიექტები, რომლებსაც დღგ-ს ზედმეტობები წარმოექნათ დაბალი ან მინიმალური …

„შერატონ ბათუმში” ქალ მეწარმეთა შეხვედრა მიმდინარეობს

დღეს, 6 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ იმერეთიდან, სამეგრელოდან და აჭარიდან 100-ზე მეტი მეწარმე ქალი შეიკრიბა  ბიზნესის განვითარებაზე, ახალ გამოწვევებსა და მეწარმეთა საჭიროებებზე სასაუბროდ. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები ბიზნესის დაფინანსების, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციებისა და ქალთა ბიზნესის წარმატების საკითხებზე საუბრობენ. როგორც საქმიან ქალთა გაერთიანების პრეზიდენტმა, ეკატერინე მაისურაძემ „ბათუმელებთან“ საუბრისას განაცხადა: „დღეს ხელი მოეწერება საქმიან ქალთა გაერთიანებისა …

ავტობანი – მესაკუთრისა და სახელმწიფოს შეთანხმებით დაზარალებული მოიჯარეები

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო, შესაძლოა რვამდე მცირე მეწარმე დაზარალდეს. ტერიტორია, სადაც ფართობები იჯარით აქვთ აღებული და ბიზნესსაქმიანობას ეწევიან, ექსპროპრიაციას ექვემდებარება, რის შესახებაც ისინი ოფიციალურად არავის გაუფრთხილებია. მათ ორი დღის წინ ფართობების დაცლა წერილობით მოსთხოვეს. შესაბამისად, მოიჯარეებს იმ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, რაც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ასეთ დროს [ამ შემთხვევაში ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო] …

სამინისტრო: ახალ სავაჭრო ცენტრში 22 ბრენდი განთავსდება 

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ახალ სავაჭრო ცენტრში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სულ 22 საერთაშორისო და ქართული ბრენდის განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მისამართზე, დღეს, 27 ივლისს, მარკეტი „კარფური“, ასევე „ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები გაიხსნა. სამინისტროს ინფორმაციით, „ვისოლ ჯგუფმა“ ობიექტის მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სავაჭრო ცენტრი ჯამში 10,015 კვ.მ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომლის 5,754 …

„კარფური“, „ვენდის“ და „დანკინ დონატსი“ ბათუმში დღეს გაიხსნება

ბათუმში დღეს, 27 ივლისს, მარკეტ „კარფურის“, ასევე „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნების ფილიალები გაიხსნება. მარკეტი და რესტორნები ერთ შენობაში, ტბელ აბუსერიძის ქუჩის 22 ნომერშია განთავსებული.  როგორც ადგილზე გვითხრეს, ობიექტის გახსნა დღეს, 11 საათისთვისაა დაგეგმილი. „ვისოლ ჯგუფის“ მიერ ერთი თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ახალ სავაჭრო ცენტრში „კარფურთან“, „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებთან ერთად , ბანკის ფილიალი, …

ხილის საწარმო „ნენა“ ქედაში თაფლის ჩამოსხმას გეგმავს

„კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ქედის  ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა“ ნატურალური, ქართული თაფლის ჩამოსხმას გეგმავს. კომპანიის მფლობელი ქედაში ჩამოსხმული თაფლის ევროპის ბაზარზე გატანას აანონსებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსანდრე დადიანის თქმით, ქედის ხილის გადამამუშავებელ საწარმოში მხოლოდ ევროპის ლაბორატორიებში შემოწმებული თაფლი ჩამოისხმება. „თაფლის ჩამოსხმამდე სინჯებს შესამოწმებლად ევროპის ლაბორატორიაში გავაგზავნით, მხოლოდ ნატურალურ თაფლს ჩავიბარებთ და ქედაში ისეთ თაფლს ჩამოვასხამთ, რომელიც …

ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას „გოდერძზე“ უკრაინელი ბიზნესმენები აპირებენ

„კურორტ გოდერძზე უკრაინელი ბიზნესმენები ახალი საბაგირო გზისა და სასტუმროს აშენებას გეგმავენ,“ – აცხადებს რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. აჭარის საინვესტიციო ფორუმი სასტუმრო „შერატონში“ გრძელდება. ფორუმზე უკრაინელი და ქართველი ბიზნესმენები ხვდებიან ერთმანეთს. რამაზ ბოლქვაძის თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული შეთავაზება მხოლიდ კურორტ გოდერძთან მიმართებით არსებობს. „თუმცა დარწმუნებული ვარ, კონკრეტული შეთავაზება იქნება სოფლის მეურნეობის, ციტრუსის კუთხით, …

არბიტრაჟი, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმი – დისკუსია ბათუმში

დღეს, 18 ივლისს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“, არბიტრაჟის ცნობადობის ამაღლების კამპანიის ფინალური ღონისძიება გაიმართა. შეხვადრაზე არბიტრაჟის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის შესახებ და დავის პროცესში წარმოქმნილ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა დისკუსიის ფარგლებში მიმდინარეობდა. არბოტრაჟის უპირატესობაზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის თანადირექტორმა პაატა კოპალეიშვილმა ისაუბრა. „არბიტრაჟის პრაქტიკა იმ გლობალურ ეკონომიურ მიზნებში ჯდება, რაც საქართველოს გააჩნია …

რომელ ნაწარმზე იკრძალება დასახელება „ყველის“ გამოყენება

დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება ნატურალური რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილებები „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შევიდა, რომელიც 2015 წლის აგვისტოდან მოქმედებს. ეს ცვლილებები ძალაში 2017 წლის 1-ელი ივლისიდან შევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით: „ცვლილების განხორციელება …

ბიზნესსაქმიანობა, სადაც ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის ვალდებულება არ ვრცელდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომელიც 2017 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. აღნიშნული ბრძანებით, ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ ვრცელდება მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზებასა ან/და რეკლამირებაზე, თუ აღნიშნული დაკავშირებულია: [checklist] ავიაბილეთების რეალიზაციასთან, სასტუმროს და ტურისტულ მომსახურებასთან, თუ აღნიშნული  ხორციელდება  უცხოურ ენაზე, ასევე აზარტულ თამაშობებთან. ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის, …

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა – ლარით ფასდადების სავალდებულო წესი 1-ლი ივლისიდან

2017 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის მხოლოდ ლარით გამოხატვის წესი სავალდებულო ხდება. ეს ვალდებულება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტითაა გათვალისწინებული. [red_box]ვის მოეთხოვება ფასის ლარით გამოხატვის ვალდებულება[/red_box] ფასის მხოლოდ ეროვნული ვალუტით გამოხატვის ვალდებულება დაეკისრება საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ …

როდის გაიხსნება „კარფური“ ბათუმში

ბათუმში, ტბელ აბუსერისძის ქუჩაზე [რკინის თაღთან] მდებარე შენობაში, სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. სამუშაოები, როგორც აქ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე წლის 20 ივლისამდე უნდა დასრულდეს. ამ შენობაში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ფილიალს ხსნის. „15 ივლისისთვის არის დაგეგმილი მარკეტის გახსნა ბათუმში, თუმცა რამდენად მოესწრება სარემონტო სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის, ვერ გეტყვით,“ – გვითხრეს „კარფურში“. „ბათუმის კარფურის მარკეტი იქნება …

ბათუმში „კარფური“ გაიხსნება

2017 წლის ზაფხულში ჰიპერმარკეტების  ქსელი „კარფურ ჯორჯია“ ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. „ბათუმის კარფურის მარკეტი განთავსდება ახალი ბათუმის ტერიტორიაზე, იუტიციის სახლის მიმდებარედ და იქნება კარფურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ადგილობრივ ბაზარს მორგებული დიდი სუპერმარკეტი,“ –  უთხრეს „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში. „კარფურში“ ამბობენ, რომ ახალ სუპერმარკეტში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. ორგანიზაციამ რამდენიმე ვაკანსია უკვე გამოაცხადა. „გეგმების მიხედვით, კარფური გააგრძელებს რეგიონალურ განვითარებას ჯერ …

სასტუმრო ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასთან, ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 26-ში, ძველი, ორსართულიანი სახლის დანგრევის ნაცვლად ინვესტორი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამ შენობის გვერდით რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, იმ ადგილის გასწვრივ, სადაც ინვესტორს სასტუმროს აშენება სურს, ორსართულიანი ძველი სახლებია, მათ შორის ძეგლის სტატუსის მატარებელია ვაჟა-ფშაველას #19-ში, #27-ში, #37-ში და # 42 ში მდებარე შენობები. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორი მშენებლობას ძეგლის დაცვის ზონაში …

მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი ბათუმში [ანონსი]

წარმატებული ქალი – ძლიერი ეკონომიკა! – ამ სლოგანით ბათუმში, მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმს „აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია“ აჭარისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან ერთად მართავს. ასეთი ბიზნეს ფორუმი აჭარაში პირველად იმართება და მასში ოთხმოცამდე მეწარმე ქალი მიიღებს მონაწილეობას. ორგანიზატორთა განცხადებით, ბიზნეს ფორუმის მთავარი მიზანია „ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ კი, მცირე და საშუალო ბიზნესში, მათი …

ახალი „ყაზახური ინვესტიცია“ ძველის ნაცვლად

ყოფილი პანსიონატ „მზიურისა“ და სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორიები აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა კომპანიაზე, რომლის მფლობელი კომპანიაც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორია. თავის დროზე 1 ლარად გაყიდული „აჭარის კურორტების“ ქონების ნაწილი, სადაც ათი წლის წინ „ყაზახური ინვესტიცია“ უნდა განხორციელებულიყო, სახელმწიფომ „სილქ როუდ ჯგუფისგან“ მიმდინარე წლის აპრილში დაიბრუნა. მათ შორის ყოფილი „მზიური“ და „მახინჯაური“. „მზიურის“ ტერიტორია ფინანსთა და …

გაყინული საინვესტიციო პროექტები

წლებია გაყინულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლებსაც მთავრობა ინვესტიციის გარდა კონკრეტულ უბანში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკავშირებდა. ზოგიერთმა ინვესტორმა დათქმული ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა მშენებლობა ნულოვან ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ გასცდა. ამ საინვესტიციო წინადადებებს შორის არის ის პროექტები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებები წინა მთავრობამ გააფორმა, ახალმა მთავრობამ კი განაახლა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად …

ზურაბ პატარაძე თურქ ინვესტორს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომპანია Enda Tour da Enda Sport 1995-ის მფლობელს შამილ იაშაჯანს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, შამილ იაშაჯანი თურქეთის ბაზარზე 1995 წელს დაარსებული უმსხვილესი კომპანიის მფლობელია, რომელიც ევროპის, აზიის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში სპორტული სტადიონებისა და ბაზების მოწყობას ახორციელებს. მთავრობის ინფორმაციით, ინვესტორის შემოსვლა რეგიონში საერთაშორისო სპორტულ მიმართულებებს გააძლიერებს.

ინვესტორი დანაღმულ ზღვისპირეთში – რა ელის გონიოს ყოფილ პოლიგონს

ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია გონიოში, რომელიც ქალაქ ბათუმის საზღვრებშია, დღემდე უფუნქციოდაა. ტერიტორიის განვითარებაზე ქალაქის მთავრობა არ ფიქრობს, ქვეყნის ხელისუფლება კი ტერიტორიას, რომლის განაღმვაც ჯერ არ დამთავრებულა, ინვესტორებს ადგილზე აცნობს. რა კუთხით უნდა განვითარდეს ზღვის პირას მდებარე 300 ჰექტარზე მეტი ფართობი? – საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კონცეფციას არ ასაჯაროებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი პოლიგონის …

„სმარტი“ ბათუმში კიდევ ერთი წელი არ გაიხსნება

ტბელ აბუსერიძის ქუჩის მიმდებარედ, ტერიტორიაზე, სადაც სუპერმარკეტ „სმარტის“ მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო მოედნის დამცავი ღობე აიღეს. მშენებელი კომპანიის, „ველაჯიო დეველოპმენტის“ წარმომადგენლის, ზურაბ ოდილავაძის განცხადებით, ღობის აღება მიმდინარე სამუშაოებს უკავშირდება – ტერიტორიაზე უნდა დაიგოს ბეტონის საფარი. ობიექტი 2013 წელს უნდა ჩაბარებულიყო, შემდეგ ვადა 2015 წლამდე გადაიწია. შენობის [სუპერმარკეტის] გახსნის თარიღი კომპანიისთვის ამ ეტაპზეც უცნობია. მშენებლების თქმით კი, …

შეთანხმება თუ გარიგება – განუხორციელებელი „ყაზახური ინვესტიცია“ აჭარაში

კომპანიასთან, რომელმაც ათი წლის განმავლობაში ნაკისრი ვალდებულებები, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ახალი შეთანხმება გააფორმა. ამით „ყაზახურ ინვესტიციასთან“ დაკავშირებული ხელშეკრულება ახალი პირობებით ამოქმედდა. აჭარის უკვე ყოფილ მთავრობას ახალი შეთანხმებისთვის ოთხი წელი დასჭირდა. ხელშეკრულება სწორედ მაშინ გაფორმდა, როცა მწვანე კონცხით მილიარდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. რაზე შეთანხმდნენ მთავრობა და კერძო კომპანია იმ …

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …

70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, მიწის ნაკვეთი, სადაც ავარიული კორპუსი იდგა და სახელმწიფომ დაანგრია, ქალაქის მერიამ 10  წლით კერძო კომპანიას გადასცა. ამით მერიამ იქვე მდებარე სხვა კორპუსთან მისასვლელი გზაც გაასხვისა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზოში ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. მიწის ახალმა მფლობელმა კორპუსის წინ უსახური ღობე გაავლო. დროებით გასხვისებულ ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო მოაწყეს, სადაც მერიისა და საკრებულოს …

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო. ახლახან „ჰესტოკ ბათუმმა“ „კაისა“ მიმდებარე ტერიტორიით „სვეტი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელმაც აქ „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა ააშენოს. კომპანია „სვეტი …

საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობაზე ბათუმში კონფერენცია ჩატარდება [ანონსი]

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და საქართველოს შემოსავლების სამსახური ხვალ, 21 ივნისს, ბათუმში გახსნიან ორდღიან კონფერენციას, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და ეკონომიკური ზრდის წახალისებას ისახავს მიზნად. „კონფერენციას 70-ამდე მონაწილე ესწრება 17 ქვეყნიდან, მათ შორის მთავრობების, საბაჟო სამსახურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენცია გაიხსნება სამშაბათს, 21 ივნისს, 9:15 …

ბიზნესმენის სასამართლო დავა აჭარის მთავრობის წინააღმდეგ

კომპანია “ოდისეას” სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბიზნესმენი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე აჭარის მთავრობას ედავებოდა. დავის საგანი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა იყო. კომპანია “ოდისეას” 2009 წელს პირობიან აუქციონზე გადაეცა ბამბუკების პლანტაცია სოფელ ახალშენში [ამჟამად ეს ტერიტორია ბათუმის საკუთრებაა]. გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას 2015 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მოეწყო აგრარული ტურისტული ცენტრი, რაც …

მწვანე კონცხზე „პანორამა ბათუმი“?

ახალი საბაგირო გზა სანაპიროდან ყოფილი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიამდე, სასტუმრო კომპლექსი, ახალი ადმინისტრაციული შენობა ბოტანიკურ ბაღში – არის თუ არა ეს „პანორამა ბათუმი“? რა მიზნით სტუმრობენ ბიძინა და ადიკო ივანიშვილები მწვანე კონცხს და რა პროექტების განხორციელებას გეგმავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ფონდი „ქართუ“? „ბიძინა ივანიშვილი რამდენჯერმე იყო მოსული, ეს ადგილები დაათვალიერა, ზოგ  ადგილზე თქვა საინტერესოაო, ზოგზე …

შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა – სააგენტოს განმარტება და მშენებლობა ზუბალაშვილის #37-ში

გაზეთ „ბათუმელების“ N15-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ბიზნესი მორიგი ძეგლის განადგურების ხარჯზე“, რომელშიც საუბარია ბათუმში, ზუბალაშვილის N37-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რასაც ადასტურებდა სააღრიცხვო ბარათი N0103320, რომელშიც აღწერილი იყო ძეგლის მახასიათებლები. სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენტარს …

Exit mobile version