„მამა გერმანიაშია“ – როგორ ცხოვრობს 4 ოქტომბრის საქმის პატიმრის ოჯახი 

9 წლის თომას და 3 წლის თაიას ჰგონიათ, რომ მამა გერმანიაში, სამუშაოდ წავიდა. უკვე 8 თვეა ისინი მამას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებიან. ყოველი დარეკვისას თომა მას ეკითხება, როდის ჩამოვა. ბავშვს ეუბნებიან, რომ მამა ჯერ ვერ დაბრუნდება. ამიტომ, თომას უნდა, დასთან და დედასთან ერთად თავად ჩააკითხოს ევროპაში. თომას და თაიას მამა, მანუჩარ მიქელაძე, 2025 წლის ოქტომბერში დააკავეს. …

4 ოქტომბრის საქმეზე 8 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება

დღეს, 5 ივნისის სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირებიდან 8 პირს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. ბრალდებულები, რომლებმაც ბრალდება აღიარეს და საპროცესო გაუფორმდებათ, არიან: ალექსანდრე გოგოლაძე; სულხან აბრალავა; ევა შაშიაშვილი; გოჩა ყატაშვილი; დავით ღურწკაია; ჯანდრი თირქია; რამაზ ჯორბენაძე; გენადი კელიხაშვილი. აღნიშნული პირები საპროცესო შეთანხმების შემდეგ, 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდებიან. დღევანდელ პროცესზე ბრალდება არ …

„დაგლეჯილი შარვალი სასამართლოს ეზოში დამიბრუნეს“ – გორში დაკავებული აქტივისტის საქმე

„ვითხოვთ სამართლიანობას! ვითხოვთ ვახო ფიცხელაურის გათავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან და იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც ვახოზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თეონა ბზიშვილი. იგი გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ვახო ფიცხელაურის ცოლია. დღეს, 29 დეკემბერს, გორის სასამართლოში გამართული პროცესის პარალელურად, მოქალაქეები ვახო ფიცხელაურის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ვახო ფიცხელაური პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა გორიდან. ვახო …

ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა დახურეს – მან დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

დღეს, 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოთხოვნით დახურეს სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალიას სასამართლო სხდომა. მანამდე სხდომა დაატოვებინეს მის ცოლს, ანი ნადარეიშვილსაც, რომლის სტატუსი საქმეში — მოწმეა თუ ბრალდებული — მხარეების თანახმად, განსაზღვრული არ არის. ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც მოსამართლე მეია მელქაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა …

ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს: „მითხრა, გადავწყვიტე თავი გადავდო სამშობლოსთვისო“

„ბათუმელი მედროშე მე-10 დღეა შიმშილობს“ – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნათია თოხაძე. მან გვითხრა, რომ ზურაბ ჭავჭანიძეს გუშინ, 4 დეკემბერს ესაუბრა. „რუსთავის დაწესებულებაში ვიყავი, რომ ამანათები შემეგზავნა პოლიტპატიმრებისთვის, ამ დროს დამირეკა ტელეფონზე ზურაბ ჭავჭანიძემ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ნათია თოხაძე. – „ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ მე მას წერილი მივწერე ციხეში. მივწერე, რომ შემიძლია მისი ხმა ვიყო, …

„ვუთხარი ჩემს შვილებს, თავი ასწიონ“ – რას ამბობენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ბათუმიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაპატიმრებული 64 ბრალდებულიდან 5 ბათუმიდანაა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით: რას აკეთებდნენ ისინი დაპატიმრებამდე? რა მტკიცებულებებია მათ საქმეებში? 4 ოქტომბერს რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტის სასახლესთან გადავიდა რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართვის შემდეგ. დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და პრეზიდენტის სასახლის ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის …

“ექიმთან არ წამიყვანეს, მარცხენა თვალში ვეღარ ვხედავ” – კონსტანტინე კოკაიას წერილი ციხიდან

„4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული კონსტანტინე კოკაია შვილს, ნინი კოკაიას წერილს უგზავნის და ციხეში საკუთარი უფლებების დარღვევაზე წერს. კონსტანტინე კოკაია წერს, რომ საპატიმროში მოხვედრის შემდეგ ცალ თვალში ვეღარ ხედავს, ციხეში ავად გახდა, მაგრამ ექიმთან არ წაიყვანეს. „ნინი, მამი, სანერვიულოდ არ გწერ, მაგრამ სიმართლე და ფაქტი ასეა: 10-11 დღეა აქ ვარ, ჩამწერეს კარდიოლოგთან – არ წამიყვანეს, ჩამწერეს …

პროკურატურამ “4 ოქტომბრის საქმეზე” ბრალი კიდევ 16 პირს წაუყენა

საქართველოს პროკურატურამ „4 ოქტომბრის საქმეზე“ ბრალი კიდევ 16 პირს წარუდგინა. აქედან 15 მიმართ პატიმრობას მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით, ხოლო ერთის, მარიამ მეყანწიშვილის მიმართ კი გირაოს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ იური ლომიძემ, გიორგი ტალახაძემ, დავით გიუნაშვილმა, თემურ ქურციკიძემ, გენადი კელიხაშვილმა, დათო ღურწკაიამ, რამაზ ჯორბენაძემ, ჯანდრი თირქიამ, გია თოლორაიამ, …

64-66 წლის კაცები მძიმე დიაგნოზით – ვინ დააკავეს „4 ოქტომბრის საქმეზე”

„4 ოქტომბრის საქმეზე“ 17 ოქტომბრის მდგომარეობით 62 ადამიანია დაკავებული. დაკავებულთა ნაწილს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ. „ბათუმელები“ სამი დაკავებულის შესახებ გიამბობთ. 64 წლის კონსტანტინე კოკაიას, 64 წლის ალექსანდრე გოგოლაძეს და 66 წლის ზაქრო ალბუთაშვილის შესახებ. სამივე შემთხვევაში ადვოკატებმა სასამართლოში შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინეს, თუმცა სასამართლომ სამივე დაკავებულის მიმართ წინასწარი პატიმრობა გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით. სამივე საქმე სააპელაციოშია …

შსს 1200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს – ცალში 58 ლარს იხდის

შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 200 ცალ რკინის ხელბორკილს ყიდულობს და ერთ ცალში მაქსიმუმ 58 ლარის გადახდას აპირებს. ხელბორკილების შესყიდვაზე შსს-მ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მთლიანი ღირებულება 69 600 ლარია. შესასყიდი ხელბორკილების ტექნიკური მახასიათებლები: 100% უჟანგავი ფოლადი; ორმაგი ჩაკეტვის სისტემით; 2 საკეტი; საკეტის ჩაკეტვის პოზიცია – არანაკლებ 20 კბილანა; წონა – არანაკლებ 340 გრამი; მაჯის ღიობი …

„ადამიანი დროშას სად აფრიალებს, ეზოში თუ გარეთ, ეს დანაშაული ვერ იქნება” – მაია მწარიაშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 46 ადამიანი დააკავა. მათგან 5 ორგანიზატორადაა მიჩნეული, 41 დაკავებული კი სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებითაა ბრალდებული. ადვოკატი მაია მწარიაშვილი “ტვ პირველთან”  საუბრობს იმაზე, თუ რა ჩანს 4 ოქტომბრის მოვლენების ამსახველ საჯაროდ გავრცელებულ კადრებში და რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს ამ კადრებიდან მაყურებელმა. მაია მწარიაშვილი თბილისის ყოფილი პროკურორი და თბილისის საქალაქო …

ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა ზუგდიდიდან, რომელიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს

ზუგდიდის უწყვეტი საპროტესტო აქციების მონაწილე ალექსანდრე ჩილაჩავა პოლიციამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო, 8 ოქტომბერს დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ვინ არის ალექსანდრე ჩილაჩავა და როგორ დაიწყო მისი პროტესტი „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ? – „ბათუმელები“ მის მეგობრებსა და ოჯახის წევრს ესაუბრა. როგორც ალექსანდრეს ახლობლები გვეუბნებიან, იგი ზუგდიდში ცხოვრობს, ოჯახში ხანდაზმული მშობლები ჰყავს …

ბათუმელი აქტივისტის და კიდევ 7 დაკავებულის აღკვეთის შეფარდების საკითხს სასამართლო დღეს განიხილავს

დღეს, 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ორი სხდომა, სადაც 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მორიგი 8 ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.  ეს ამ დროისთვის დაკავებული 46 პირიდან ბოლო რვა ადამიანია. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სხდომა, რომელსაც მოსამართლე მზია გარშაულიშვილი თავმჯდომარეობს. სხდომაზე ავთანდილ სურმანიძის, ია დარახველიძის, რამაზ მამულაძისა და ხვიჩა გოგოხიას საკითხი განიხილება. …

„მეუღლე დიალიზზე ჰყავს“ – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კახა მჟავანაძის ადვოკატი

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული 57 წლის კახა მჟავანაძე პატიმრობაში დატოვეს. კახა მჟავანაძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. მეუღლე დიალიზზეა და მკურნალობისთვის ქუთაისში უწევს წასვლა. სწორედ კახა მჟავანაძე ეხმარებოდა მეუღლეს ექიმთან წასვლაში. რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ კახა მჟავანაძის ოჯახის მდგომარეობა და რა ელის მის მეუღლეს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს? – „ბათუმელები“ ესაუბრა კახა …

„თავს მივიჩნევ ტყვედ“ – ტელეფონების ხელოსანმა გორიდან დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

„ბაღიდან ბავშვი უნდა გამოეყვანა. პოლიციელებს შეეხვეწა თურმე – ბავშვს გამოვიყვან, სახლში დავტოვებ და ჩემი ფეხით მოვალ პოლიციაშიო, მაგრამ არ გაითვალისწინეს, დააკავეს და პირდაპირ თბილისში წაიყვანეს გორიდან“, – „4 ოქტომბრის საქმეზე“ დაკავებული ვახო ფიცხელაურის მეუღლე თეო ბზიშვილი „ბათუმელებთან“ მისი მეუღლის დაკავების დეტალებს იხსენებს. 33 წლის ვახო ფიცხელაური ტელეფონების ხელოსანია. გორში, ნაქირავებ ფართში მაღაზია ჰქონდა გახსნილი და …

ბათუმელ მედროშეს ზურაბ ჭავჭანიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს და კიდევ 6 ბრალდებულს, რომლებიც „4 ოქტომბრის საქმეზე“ დააკავეს, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს გაიმართა. „მთელი ცხოვრების განმავლობაში პატიოსან, კანონმორჩილ ადამიანად ვითვლები. ჩემში არ ზის მოძალადე. ვთვლი, რომ სიყვარულის დესპანი ვარ. ჩემი პიროვნება არ უნდა შეისწავლონ? უამრავი მასალა დევს …

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს

„4 ოქტომბრის საქმეზე“ ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს. ავთანდილ სურმანიძე უკრაინაში მებრძოლი ქართველია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი – 1987 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს. ამ დროისათვის ჯამში, დაკავებულია სულ 45 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს …

ალექსანდრე გოგოლაძეს სიმსივნე აქვს, ამის მიუხედავად, პატიმრობაში დატოვეს – ადვოკატი

64 წლის ალექსანდრე გოგოლაძე 6 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იმ დღეს კიდევ 12 ადამიანი დააკავეს, რომლებსაც „ქართული ოცნების“ პროკურატურა სისხლის სამართლის ორი მუხლით ედავება – სახელმწიფო ობიექტის ხელში ჩაგდება, ჯგუფური ძალადობა და სხვისი ნივთის დაზიანება. ალექსანდრე გოგოლაძე და სხვა პირებიც, 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს. ალექსანდრე გოგოლაძე ბრალს არ აღიარებს. მას …

Exit mobile version