„ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას“ – მზექალა შანიძის კომენტარი 17 მაისს

17 მაისს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, „ნეტგაზეთს“ ამ დღესთან დაკავშირებით თავის კომენტარს უზიარებს. „ჰომოფობია ახშობს ადამიანების ხმას და თავისუფლებას უზღუდავს მთელ საზოგადოებას“ – ასეთია ენათმეცნიერის კომენტარი.  მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში 17 მაისი აღინიშნება როგორც ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, თუმცა საქართველოში 2014 წელს დაარსებულ „ოჯახის სიწმინდის …

საია: „ოცნება“ ცდილობს, ოჯახის დაცვა და თანასწორობა დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს“

„ქართული ოცნება“ ცდილობს ოჯახის დაცვა და თანასწორობა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ცნებებად წარმოაჩინოს, რაც არსებითად მცდარია და ძირს უთხრის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია ცდილობს ჰომოფობიური კანონები ბავშვების ინტერესების დაცვად წარმოაჩინოს, მაშინ როდესაც იგი სინამდვილეში ბავშვებს ძალადობის და ბულინგის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიდ. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური კანონის მიღებაზე უარის თქმისკენ ქართულ ოცნებას …

„უპირობო სოლიდარობა ქვიარ თემს“ – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

„მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, 17 მაისი ქვიარ თემის მიმართ ნებადართული და წახალისებული ძალადობის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის მეხსიერებად ჩამოყალიბდა. წელს ამ დღეს საქართველოში ლგბტქ თემის წევრები, აქტივისტები, მხარდამჭერები ვხვდებით მძიმე და უწყვეტი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, სადაც “ქართული ოცნება” მიტაცებული არჩევნების ფონზე ცდილობსერთპარტიული მმართველობის დამყარების გზით ძალაუფლების განუსაზღვრელი ვადით შენარჩუნებას. ანტიჰუმანური კანონების ამოქმედების ფონზე …

„მთელი ცხოვრება ვმალავდი, რომ გეი ვარ, მაგრამ ოჯახმა მაინც გაიგო“ – 39 წლის ქვიარის ისტორია

„ჯერ კიდევ 4-5 წლის წინ მინდოდა წასვლა ქვეყნიდან, მაგრამ ფეხს ვითრევდი. არ წასვლის მიზეზი იყო ოჯახი – მათ ვჭირდებოდი. მშობლები ასაკში არიან, ცალკე ჩემს დას ვეხმარებოდი – ბავშვები ჰყავს დატოვებული, თავად საზღვარგარეთაა. 39 წლის ვარ და მთელი ეს წლები საკუთარი თავისთვის არ მეცალა. მთელ ენერგიას ვხარჯავდი ოჯახზე. სამწუხაროდ, არავის  სჭირდება თურმე შენი შრომა. ერთხელ რომ …

თბილისში ტრანსგენდერ ქალს, ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ

20 ოქტომბერს, ღამით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს, აქტივისტ ნატა ტალიკიშვილს თავს დაესხნენ. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათივე ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია. ნატა ტალიკიშვილი ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 126-ე მუხლით, რომელიც  ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე), ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე …

„სოლიდარობა ქვიარებს, ძირს ფაშისტი მთავრობა“ – ბანერები ბათუმსა და თბილისში

დღეს, 17 სექტემბერს, საღამოს, ბათუმსა და თბილისში აქტივისტებმა საპროტესტო ბანერები გადმოფინეს და ასე გააპროტესტეს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს. „სოლიდარობა ქვიარებს, ძირს ფაშისტი მთავრობა“ – წერია ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გადმოფენილ ბანერზე. „ჰომოფობიას ჩაბღაუჭებული ფაშისტური ოცნება“ – ამ წარწერით გამოფინეს …

ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, რატომ გაუშვა შვილი აშშ-ში, ლგბტ თემაზე კი ისევ სიძულვილით ისაუბრა

დღეს, 2 მარტს, ბათუმში მყოფმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, კიდევ ერთხელ გააჟღერა რუსული ნარატივი ლგბტქ თემაზე და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მორიგი რუსული კანონით „ქართული ოცნება“ მომავალი თაობის დაცვას აპირებს. „ჩვენი ხალხის 90 პროცენტზე მეტი ასეა განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა აი, ამ მავნებელი ანტიეროვნული, …

„მცემდნენ იმისთვის, რომ გაკვეთილი კარგად მოვყევი ან არ მოვყევი“ – რას ცვლის მოზარდში ჰომოფობიური ბულინგი

საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ჩაგვრისგან დიდი ხნის პრობლემაა, ამას მოწმობს საქართველოს სკოლებში სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევები, რომელთა თანახმადაც ბულინგი მოსწავლეთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა. UNICEF-ი წერს, რომ ყველაზე დაუცველი/მოწყვლადი ბავშვები ბულინგის უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან. ხშირად ესენი არიან ბავშვები მარგინალიზებული თემებიდან. მათ შორის არიან ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან, სხვადასხვა გენდერული იდენტობის მქონე …

ბავშვობაში დაწყებული სექსსამუშაო – სოფლისგან უარყოფილი 2 ქვიარის ისტორია

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლად და დაბებში მცხოვრები მოსახლეობა, როგორც წესი, კულტურულად უფრო კონსერვატიულია, რის გამოც შესაძლოა უფრო ნაკლები მიმღებლობა ჰქონდეთ მათ გვარსა და სანათესავოში ღიად გეი/ლესბოსელი და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ.  ჩვენი რესპონდენტები, სულიკო და ანასტასია, იმ მძიმე ისტორიებს გვიზიარებენ, რაც მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო  გამოიარეს და რის გამოც იძულებულნი გახდნენ ბავშვობაშივე გაქცეულიყვნენ …

დედა ევროპაშიც დედაა – რას გვიყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი ევროპულ ოჯახებზე

მუსიკოსი და ჟურნალისტი მარიკა ლაფაური-ბურკიდა 30-ზე მეტი წელია გერმანიაში, ჰამბურგში ცხოვრობს. ოჯახიც წლების წინ გერმანიაში შექმნა. მარიკა ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და საქართველოშიც ცდილობს ევროპული ღირებულებების დამკვიდრებას. რუსული პროპაგანდა დღეს საქართველოში აქტიურად ცდილობს ევროპულ ღირებულებებთან დაკავშირებით გარკვეული შიშები შექმნას და ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ევროპა რაიმე საფრთხეს უქმნიდეს ქართულ იდენტობას, მაგალითად, …

„მორჩილების“ ვიდეო, როგორც ნივთმტკიცება სხვისთვის საჩვენებლად – ინტერვიუ თეოლოგთან

21 თებერვალს სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია როგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ანაფორით შემოსილი ერთი პირი მეორეს. ამასთან, მასალაში ისმის, რომ ძალადობის ერთ-ერთი მოტივი ჰომოფობიური შინაარსისაა. თავდამსხმელი, სავარაუდოდ სასულიერო პირი, დაშავებულს ანაფორის გახდას სთხოვს. დაშავებული პირი მოძალადეს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მისი ცემა, პირს კი, რომელიც ამ კადრებს იღებს, რამდენჯერმე მიმართავს თხოვნით, …

DRI: მიუღებელია სიძულვილის ენა და ჰომოფობიური კომენტარები – დიზაინერის ცემა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დიზაინერ გიორგი მასხულიას ცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა და ჰომოფობიური შინაარსის კომენტარები. „მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი არ არის დაკავებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს. დანაშაულის მოტივის შესაფასებლად, დეტალურად უნდა გაანალიზდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები …

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად …

სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ დემოკრატია ბუტაფორიაა – ინტერვიუ მასწავლებელთან

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სიძულვილის თემაზე საუბრობს. ის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებსაც ეხმაურება. ქალბატონო სოფო, მინდა გკითხოთ როგორც პედაგოგს, როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმ დოზით სიძულვილს საზოგადოებაში, რაც 5 ივლისს ვნახეთ რუსთაველზე, რა არის ამ სიძულვილის მიზეზი? სიძულვილი, რაც ვნახეთ რუსთაველზე, ახალი არ არის. თითქმის …

მოძალადე ჯგუფები 40-მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ – შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე დაარბიეს „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 38 წარმომადგენელი. მათ შორის არიან „რადიო თავისუფლების“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი თორნიკე მანდარია, რომელსაც ჩამტვრეული აქვს კბილები. ასევე ნაცემია „რადიო თავისუფლების“ ოპერატორი დათო ქორიძეც, რომელსაც დაზიანებები თავის …

საპატრიარქო: ჩვენი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული

საქართველოს საპატრიარქო „ღირსების მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს განცხადებით მიმართავს და აცხადებს, რომ „დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული”: „გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად …

ქვიარსოლიდარობა რიონის ხეობას – პოლიციამ ბანერის დაზიანებაზე მოკვლევა დაიწყო

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებისადმი ჩადენილი ძალადობის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ მოკვლევა დაიწყო. საუბარია 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე, როცა ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრმა, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა, მომხრეებთან ერთად, ქვიარსოლიდარობის გამომხატველი ბანერი გადატეხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანებს, რომლებსაც ბანერი ეჭირათ.  “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” (WISG) იურისტის, ციალა რატიანის განმარტებით, …

სიღარიბე და სიძულვილი – როგორ ცხოვრობენ ლგბტქ ადამიანები საქართველოში

„სახლში რაც უნდათ, ის აკეთონ“ – ასე მოუწოდებდნენ ძირითადად ლგბტქ ადამიანებს  მათ მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები. ეს იყო პანდემიამდე. პანდემიის დროს ყველას მოუწია სახლში გამოკეტვა და იმის ატანა, რასაც ლგბტქ ადამიანებს სთხოვდნენ. ლგბტქ თემის საჭიროებები და სახელმწიფოს მხრიდან ამ საჭიროებების ვერ დანახვა, ყველაზე მწვავედ სწორედ კოვიდპანდემიის პირობებში გამოჩნდა, როცა ოჯახებისა და ნათესავების მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი …

17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს – ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე

შსს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 15-20 მაისს, თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. საჯარო სივრცეში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ორგანიზატორების წერილობითი მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათთან კომუნიკაციისას განიხილა უსაფრთხოების დაცვის მექანიზმები და ღონისძიებების ჩატარების ალტერნატიული ადგილები, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატორების …

გიორგი აბაზაძე: ახლა გახდა საინტერესო ჩემი შარშანდელი პოსტები? 

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსის – გიორგი აბაზაძის ფეისბუქპოსტებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ მას არაერთხელ გამოუხატავს აგრესია ლგბტქ თემის თუ რელიგიური უმცირესობების მიმართ, ნახავთ ქალების დამამცირებელ/სექსისტურ პოსტებსაც. რამდენად შეძლებს ტელევიზიის ახალი ამბების სამსახური შეინარჩუნოს დამოუკიდებელი და თავისუფალი რედაქციის პრინციპები, როცა მისი ხელმძღვანელი აგრესიულად არის განწყობილი უმცირესობების მიმართ? – „ბათუმელებმა“ გიორგი აბაზაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა. …

სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია”  – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში. საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად …

ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს

დღეს, 18 მაისს, ბათუმში უნდა გამართულიყო საჯარო ლექცია – „17 მაისი – თავისუფლების ილუზია“. ლექციის ორგანიზატორი თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ. წუხელ, ანუ 17 მაისს მათ ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. ორგანიზატორის თქმით, ბიბლიოთეკის დირექტორმა დღეს მათ განუცხადა: „მთავრობის აპარატიდან უნდა …

ბახტაძე 17 მაისზე: საქართველოში ოჯახს ჰქონდა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი

დღეს, 17 მაისს, ბათუმში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით ჰკითხეს ჟურნალისტებმა. კითხვაზე – თქვენ დადეთ პირობა, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეოდა ქვეყანაში. სახალხო დამცველის თქმით კი, ქვეყანაში ირღვევა ლგბტქ ადამიანის უფლებები და მათ არ ეძლევათ 17 მაისს მსვლელობის საშუალება, პრემიერმა განაცხადა: „საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება არის დაცული კანონით. რაც შეეხება ამ კითხვას …

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი: სოლიდარობას ვუცხადებ გურამ კაშიას

უცხადებს თუ არა სოლიდარობას ქართველ ფეხბურთელებს და რას ფიქრობს ჰომობოფიის შესახებ? „ბათუმელებმა“ ამ კითხვით  ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტს  ოთარ ფედიჩკინს მიმართა. გთავაზობთ კომენტარებს სტილის დაცვით. ბატონო ოთარ, „ქართველთა  მარშის“ წევრები ფეხბურთის ფედერაციის  წინააღმდეგ აპირებენ აქციის გამართვას, თქვენი პოზიცია როგორია, ვის უცხადებთ მხარდაჭერას, გურამ კაშიას, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლგბტ ადამიანებს, თუ ამ ჯგუფს?  რა გითხრათ აბა? თქვენ რას …

პოლიციელი ნაცემ ლევან ბერიანიძეს: რატომ ხართ ასე აგრესიული

“რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?”- ეს შეკითხვა პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს. “აგრესია და კრიტიკა მოდის იმისგან, რომ პოლიცია დაცვის ნაცვლად დაგვცინის, ან თვითონაც გვირტყამს,”- უპასუხა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ. 25 აგვისტოს დილით ბულვარში დაკავებული თორნიკე კუსიანის და ლევან ბერიანიძის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “თანასწორობის მოძრაობის” …

მიაყენეს თუ არა პოლიციელებმა დაკავებულებს შეურაცხყოფა ჰომოფობიის ნიადაგზე – საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის საქმის შესწავლას აპირებს. „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი და ამავე ორგანიზაციის წევრი დღეს, გამთენიას დააკავეს ბათუმის ბულვარში. დაკავებულების ადვოკატი სალომე ღოღობერიძე აცხადებს, რომ დაკავებამდე მათ ბულვარში უცნობი პირები თავს დაესხნენ, ხოლო ადგილზე მისული პოლიციელები დამამცირებელად მოექცნენ. „ჩვენ მოგვმართეს დაკავებულების ახლობლებმა. ლევანი და თორნიკე მოვინახულეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ აღენიშნებათ ფიზიკური …

გამოძიება დამნაშავის სასარგებლოდ – ადამიანის დაჭრისთვის მსჯავრდებული 1000 ლარით დააჯარიმეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს, არაზ ზეინიევს ქართულ გამოძიებასთან აქვს პრეტენზია. ის ამბობს, რომ მისი ჩვენება შეცვალეს. არაზი ამ ზაფხულს ქობულეთში, სოფელ ციხისძირის ერთ-ერთ ზღვისპირა კაფეში დაჭრეს. გამოძიების მტკიცებით, არაზს გაუფრთხილებლად ნასროლი ტყვია მოხვდა და მისი ჩვენებაც ამას მოწმობს. სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის მსჯავრდებული მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა. მსჯავრდებულს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა, თუმცა ამით პროკურატურა …

დისკუსია საჯარო სივრცეებში ჰომოფობიის შესახებ [ანონსი]

დღეს, 9 ივნისს, 18 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო დისკუსია: „ბრძოლა საჯარო სივრცისთვის: აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“. დისკუსიაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი, მკვლევარი ეკატერინე აღდგომელაშვილი და სოციალური მუშაკი გიორგი ბოლქვაძე. ღონისძიების ორგანიზატორია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო. ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დისკუსიაზე გაიმართება დებატები ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების შესახებ. დებატების …

სამი წელი 17 მაისიდან – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან

„საზოგადოების ბრალი არ არის, რომ მას არავინ ეუბნება სიმართლეს“, – ასე გვიპასუხა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ შეკითხვაზე: რა ისწავლა საზოგადოებამ საქართველოში 2013 წლის 17 მაისიდან, როცა რამდენიმე ადამიანმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სცადა. მისი აზრით, პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი იყენებს პროპაგანდისთვის ჰომოფობიური განწყობების გააქტიურებას, რადგან მათ საზოგადოებისთვის სხვა შეთავაზება აღარ აქვთ. ნათია ფანჯიკიძე: მგონია, რომ …

მოპარული 17 მაისი

 

„ეს ქუჩა დაკავებულია“, „აქ ჰომოფობიის ადგილი არ არის“, „არა სიძულვილის ენას“, – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელი ამ სლოგანებით აჭრელდა. მთელს მსოფლიოში 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედაა გამოცხადებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2013 წლის მაისში „არა ჰომოფიას!“ გააფთრებული ხალხის მასა, რელიგიური მოტივით დაუპირისპირდა, საქართველოში 17 მაისმა კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა. საპატრიარქომ ეს დღე „ოჯახის სიწმინდის დღედ“ გამოაცხადა და ასე შეეცადა ჰომოფობიის მოწინააღმდეგეთა კვალის წაშლას. მაშ ასე, რატომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფომ სექსუალურ უმცირესობათა გამოხატვის თავისუფლების დაცვა.

Exit mobile version